აკადემიური ქალაქი

აკადემიური ქალაქი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აკადემიური ქალაქი, College & University, ტარას შევჩენკოს ქუჩა, N 5, Rustavi.

მნიშვნელოვანი სიახლე   საქართველო - უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა  ინსტიტუტმა, წლების გამოცდილებით, შესძლო არაფორმალური...
01/10/2025

მნიშვნელოვანი სიახლე
საქართველო - უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა, წლების გამოცდილებით, შესძლო არაფორმალური პროფესიული განათლების ფლაგმანი გამხდარიყო სრულიად საქართველოში, წარმატებით ფუნქციონირებს აღნიშნული ინსტიტუტის აფილირებული სასწავლო ცენტრები. უმეტეს რეგიონებში სასწავლო პროცესი, რომელიც ძირითადად ინტეგრირებულია საკუთარ შენობა-ნაგებობებში მიმდინარეობს. სწორედ ინსტიტუტის ძალებით ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში, ვაშლოვანის ქუჩის დასაწყისში, სექტემბრის თვის მიწურულს, ჩვენი სამშობლოს მასწავლებელთა - მასწავლებლის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველო - უკრაინის სოციალურ - ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორის, აკადემიკოს გარი ჩაფიძის ხელმძღვანელობით.
... და უჩვეულოდ გაცისკროვნებულ დღეს, ბიუსტის გახსნაზე შეიკრიბნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაგალითო, ნოვატორ და დამსახურებულ პედაგოგთა ერთი ნაწილი.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველო - უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განვითარების მეთოდ.კაბინეტის გამგემ, მარინე ზურიკაშვილმა საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადასცა სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთ.
ქალაქ ლაგოდეხის სასწავლო ცენტრის ეზოში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის გახსნით გამოწვეულმა მნიშვნელოვანმა სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია...

ᲦᲘᲐ ᲙᲐრᲘᲡ ᲓᲦᲔ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠ ᲥᲐᲚᲐᲥᲨᲘ📚📕📒📜📗📘📖
23/09/2025

ᲦᲘᲐ ᲙᲐრᲘᲡ ᲓᲦᲔ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠ ᲥᲐᲚᲐᲥᲨᲘ📚📕📒📜📗📘📖

ახალი ეტაპი განათლებაში – სწავლა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართულ კოლეჯში ინტეგრირებულ პროგრამაზე15 სექტემბერი...
16/09/2025

ახალი ეტაპი განათლებაში – სწავლა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართულ კოლეჯში ინტეგრირებულ პროგრამაზე

15 სექტემბერი 2025

ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული სიახლით დაიწყო – იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართულმა კოლეჯმა, რომელიც წელს ოფიციალურად აკრედიტდა, ახალი ინტეგრირებული პროგრამით გააღო კარი მოსწავლეთათვის. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს ერთდროულად მიიღონ როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ისე საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი.

ინტეგრირებული მოდელი, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე განათლების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ინოვაციურ ფორმად მიიჩნევა, განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყოს პროფესიული განვითარება და დროულად შეიძინოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები.

სწავლის პროცესი აქ აერთიანებს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ხელს უწყობს როგორც ინტელექტუალურ განვითარებას, ასევე პროფესიულ მომზადებას. კოლეჯში წარმოდგენილია მრავალმხრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და სტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც სთავაზობს.

"ეს მოდელი ახალგაზრდებს აძლევს შანსს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიღრმავონ ცოდნა და ამავდროულად შეიძინონ კონკრეტული პროფესია," – აცხადებს კოლეჯის ადმინისტრაცია. მათი თქმით, სწორედ ასეთ მიდგომას აქვს პოტენციალი, შეამციროს ახალგაზრდული უმუშევრობა და გაზარდოს მოტივაცია პროფესიული განათლების მიღებისკენ.

პირველი სასწავლო დღე კოლეჯში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის დიდი მოლოდინია და საერთო აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებისკენ.

საქართველოს განათლების სფეროს ეს ახალი ძაფი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კოლეჯში დაწყებული ინტეგრირებული სწავლების მოდელი, უკვე პირველივე დღიდან იმსახურებს საზოგადოების დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას.

Რუსთავის აკადემიურმა ქალაქმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ შემოქმედ მოსწავლეებს უმასპინძლა,               ...
02/07/2025

Რუსთავის აკადემიურმა ქალაქმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ შემოქმედ მოსწავლეებს უმასპინძლა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშვირის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ ცნობილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის 100 წლისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსის "საქართველოო ლამაზო" ფარგლებში.
კონკურსის ჟიურის მიერ მოწონებული ავტორების მხატვრულ-ლიტერატურული ნაშრომები გამომცემლობა "აკადემიურმა ქალაქმა" გამოსცა საინტერესო და მრავლისმთქმელი წიგნი "საქართველოო ლამაზო." აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შესრულებულმა ნახატებმა ჟიურის და და დარგის მოწვეული სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ ოქროს და ვერცხლის სიგელები, ხოლო სკოლებს მადლობის სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებზე დასასწრებად მოსაწვევები.
ლიტერატურულ- შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა... კონკურსი გრძელდება ახალი სახელებით, ახალი სახეების აღმოსაჩენად და ხვალინდელი დღის იმედად...

Საქართველოს მასწავლებელთა ###II სამეცნიერო - პედაგოგიური ფორუმი   რუსთავის აკადემიურმა ქალაქმა, საქართველოს იაკობ გოგება...
28/06/2025

Საქართველოს მასწავლებელთა ###II სამეცნიერო - პედაგოგიური ფორუმი

რუსთავის აკადემიურმა ქალაქმა, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის გამგეობისა და საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრება“ რედაქციის მიერ დაანონსებული საქართველოს მასაწავლებელთა ###II სამეცნიერო - პედაგოგიურ ფორუმს „განათლების პრობლემათა გასაღები მესამე ათასწლეულში“ უმასპინძლა, რომელმაც მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
ევროპის სამეცნიერო - პედაგოგიური პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ, საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრება“ მთავარმა რედაქტორმა, აკადემიკოსმა გარი ჩაფიძემ, ფორუმის დასაწყისშივე გლობალურად მიმოიხილა არსებული საკითხის არსი, რომელიც განავრცეს თანამომხსენებლებმა და სიტყვით გამომსვლელებმა.
ფორუმმა მაღალ დონეზე, ორგანიზებულად და კოლეგიალურ ვითარებაში ჩაიარა, მისმა მონაწილეებმა ერთხმად დაამტკიცეს შესაბამისი რეზოლუცია და დასახეს მომავლის პერსპექტივები.

ამ დღეებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯის გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს "რეგიონალური ტურისტულ...
18/06/2025

ამ დღეებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯის გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს "რეგიონალური ტურისტული მეგზურის" თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსდამთავრებულთა მიმართ კოლეჯის დირექტორის, აკადემიკოს გარი ჩაფიძის მიმართვაში მკაფიოდ გამოიკვეთა სამშობლოთმცოდნეობის ძირითადი ქვაკუთხედი,რომელიც გაიგივებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ტურისტულ მიმართულებასთან...
გულთბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ კურსდამთავრებულებს პედაგოგები: როზა გულისაბედაშვილი, მაკა სამხარაძე, ლეილა გეგეშიძე, ქეთევან ცისკარაშვილი. საზეიმო ცერემონიალზე დამსწრე დამსაქმებელმა შპს "გმი"-ს დირექტორმა გოჩა ომაიძემ ტრადიციულად სურვილი გამოთქვა რამოდენიმე წარჩინებული კურსდამთავრებული სტუდენტის ფირმა "გმი"-ში დასაქმებაზე.

📣📚წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლ...
02/06/2025

📣📚წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართა.
📍ფესტივალს, ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი მასპინძლობდა.
📚ფესტივალი 1997 წლიდან იმართება, მისი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, გაძლიერება და რეგიონული გამომცემლობების პოპულარიზაციის გაღრმავება.
📚ამ ფესტივალის ფარგლებში რუსთავის "აკადემიურმა ქალაქმა" თავისი სამეცნიერო, მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემებით მიიღო მონაწილეობა, და დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა.

Address

ტარას შევჩენკოს ქუჩა, N 5
Rustavi

Telephone

+995597181999

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აკადემიური ქალაქი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to აკადემიური ქალაქი:

Share