სსუ სტუდენტური თვითმმართველობა / GAU Student Self-Government

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსუ სტუდენტური თვითმმართველობა / GAU Student Self-Government

სსუ სტუდენტური თვითმმართველობა / GAU Student Self-Government საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა "მიმინო"

დღეს გაიმართა „სტუდფესტი 2026“-ის დახურვის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
18/06/2026

დღეს გაიმართა „სტუდფესტი 2026“-ის დახურვის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე მრავალფეროვან აქტივობებში 20 000-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული. „სტუდფესტი 2026“-მა წელს განსაკუთრებულად ფართო მასშტაბი და მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა, რომელიც კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს აერთიანებდა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და ღირსეულად წარმოაჩინა უნივერსიტეტის სტუდენტური საზოგადოება. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს სპორტულ აქტივობებში და დარტსის ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვეს.

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა 1 მაისს, ქალაქ რუსთავში გამართული გახსნის ღონისძიება იყო, სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამმა თვითმფრინავმა საჩვენებელი გადაფრენა შეასრულა და „სტუდფესტი 2026“ ოფიციალურად გახსნა. აღნიშნულმა სანახაობამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

დღევანდელი დახურვის ღონისძიებით „სტუდფესტი 2026“ წარმატებით დასრულდა. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მომავალშიც მზად არის, აქტიურად ჩაერთოს სტუდენტურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ინიციატივებში და ღირსეულად მიიღოს მონაწილეობა მომდევნო სტუდფესტებში.

✈️სტუდფესტივალი 2026-ის ქართული ლიგის ტურნირში,რომელიც გაიმართა ქალაქ "ქუთაისში" მონაწილეობა მიიღო:საქართველოს საავიაციო...
25/05/2026

✈️სტუდფესტივალი 2026-ის ქართული ლიგის ტურნირში,რომელიც გაიმართა ქალაქ "ქუთაისში" მონაწილეობა მიიღო:საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის გუნდმა "მიმინო".

19/05/2026

#საქართველოსსაავიაციოუნივერსიტეტი
#სტუდფესტი2026

 #სტუდფესტი2026
11/05/2026

#სტუდფესტი2026

✈️ 8 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიმართა რამაზ ბლუაშვილი წიგნის — „ქართველი — მოგზაურობა დროსა და კოსმოსშ...
08/05/2026

✈️ 8 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიმართა რამაზ ბლუაშვილი წიგნის — „ქართველი — მოგზაურობა დროსა და კოსმოსში“ — საჯარო ლექცია და პრეზენტაცია.

🔹 შეხვედრა მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის — ალექსანდრე ქართველიშვილი — ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიო ავიაციის განვითარებაში და легенდარულ P-47 Thunderbolt-ს შექმნას.

✨ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.

💙 მადლობა ბატონ რამაზ ბლუაშვილს საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!

📣ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეათე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა.აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 63 მო...
07/05/2026

📣ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეათე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა.

აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 63 მონაწილე სტუმრობდა 16 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, მაკედონიის, თურქეთის, საბერძნეთის და სომხეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ.

აგრეთვე,გვინდა აღვნიშნოთ,რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიგეს ფრენბურთის ტურნირი ამავე აკადემიაში და მათთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კვირეული საკმაოდ აღმატაცებელი ამავდროულად,მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.

❗️საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და Young Wings ✈️4 მაისს, კასპის ტექნოპარკმა ნამდვილ საავიაციო ცენტრს უმასპინძლა.Youn...
07/05/2026

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და Young Wings ✈️

4 მაისს, კასპის ტექნოპარკმა ნამდვილ საავიაციო ცენტრს უმასპინძლა.Young Wings-ის გუნდმა რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც 50-მდე ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ავიაციის სამყაროს პირისპირ შეხვდა.
🌟ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პირდაპირი კითხვები დაესვათ დარგის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის:
• საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები 🇬🇪
• Georgian Airways ✈️
• საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG)
• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი📣
• საქაერონავიგაცია
შეხვედრას ასევე დაესწრნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაც ხაზს უსვამს ამ ინიციატივის მნიშვნელობას რეგიონისთვის.
❗️მადლობა თითოეულ სტუმარს და მოსწავლეს ასეთი ინტერესისთვის!

#საქართველოსსაავიაციოუნივერსიტეტი
#ავიაცია #მომავალიპილოტები #ტექნოპარკი #ავიაციისაკადემია #სსუ

დღეს 4 მაისს გაიმართა ესეების კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნუცა კერვა...
04/05/2026

დღეს 4 მაისს გაიმართა ესეების კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნუცა კერვალიძემ🤩❤️

სტუდენტური თვითმმართველობა წარმატებებს ვუსურვებთ ნუცას✨❤️ ✨

🥳სტუდენტური ფესტივალი 2026 ოფიციალურად დაიწყო ქალაქ რუსთავში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ამაყად აცხადებს, რომ სწ...
02/05/2026

🥳სტუდენტური ფესტივალი 2026 ოფიციალურად დაიწყო ქალაქ რუსთავში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ამაყად აცხადებს, რომ სწორედ მან გახსნა აღნიშნული ფესტივალი გამორჩეული და ინოვაციური ფორმატით. გახსნის ღონისძიება ხასიათდებოდა მაღალი ორგანიზებულობითა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, რაც გამოიხატა მათ ერთიანობაში, ურთიერთმხარდაჭერაში, მეგობრულ დამოკიდებულებასა და ავიაციისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში.

✈️ფესტივალის გახსნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა უნივერსიტეტის სამი თვითმფრინავის მონაწილეობა, რომლებმაც რუსთავის ცაზე გადაფრენით სიმბოლურად აღნიშნეს ღონისძიების დასაწყისი. აღნიშნულმა სანახაობამ გააძლიერა ღონისძიების ემოციური და ვიზუალური ეფექტი, შექმნა შთამბეჭდავი გარემო და ფართო საზოგადოების აღტაცება გამოიწვია.

🔥ამგვარად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა სტუდენტური ფესტივალი 2026 ღირსეულად და მასშტაბურად გახსნა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი პოტენციალი. უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ტურნირებსა და აქტივობებში და იბრძოლოს წარმატებისა და გამარჯვებისთვის.

❗️ფესტივალი ჩატარდა ქალაქ რუსთავში და მისი პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, თბილისის მერია და რუსთავის მერია, რაც ღონისძიების მნიშვნელობასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

Address

16, Ketevan Dedofali Avenue
Tbilisi
0144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსუ სტუდენტური თვითმმართველობა / GAU Student Self-Government posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სსუ სტუდენტური თვითმმართველობა / GAU Student Self-Government:

Share