თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute International Law Institute, Faculty of Law, Ivane Javakhishvili Tbilisi State University

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან აკადემიკოს, პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით შეიქმნა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1990 წელი, სექტემბერი), რომელმაც დასაბამი მისცა საერთაშორისო სამართლის დარგის ჩამო

ყალიბებასა და განვითარებას საქართველოში. მისივე თაოსნობით, 2010 წლიდან შეიქმნდა ივ. ჯავახიშვილის სახელბობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი სტრუქტურული ერთეული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი თავად იყო სიცოცხლის ბოლომდე.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას. 1996 წლიდან გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი მეცნიერების განვითარებაში.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსტიტუტის ეგიდით, ხდება სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

***
From the very first days of Georgia's independence, the Georgian School of International Law was established and developed under the initiative and leadership of Member of Georgian National Academy of Sciences, Professor LEVAN ALEXIDZE - under his leadership the Faculty of International Law and International Relations was established at Ivane Javakhishvili Tbilisi State University (September 1990), which gave rise to the establishment and development of the field of International Law in Georgia. Also, in 2010 on his initiative, International Law Institute (Teaching and Scientific Research Structural Unit at Law Faculty) was created, which he led until the end of his life. International Law Institute offers BA and MA programs in International Law. The International Law Institute (ILI) has been involved in different academic and specific practical student-related activities throughout the years. ILI from a public policy development and sustainable development perspective addresses the issues of International Public Law, International Institutions Law. International Air Law, International Law of Human rights; case Law of the European Court of Human Rights; the State in International Law; International Environmental Law; Law of the Sea; International Criminal law; International Humanitarian Law; International Trade Law; international and regional standards of minority protection; The role of the European Commission against Racism and Intolerance (ECRI) from the perspective of the protection of human rights; International and National Mechanisms for Fighting against Trafficking in Persons, Refugee Law; Migration processes and current challenges, etc. ILI has in-house expertise in different areas of public international law (PIL) including general PIL, international and European law of human rights with a particular focus on minority rights, non-discrimination, women’s and children’s rights, etc. The Institute of International Law successfully carries out scientific and research activities. The bilingual (Georgian-English) Journal of International Law has been published since 1996, which makes a significant contribution to the development of international legal science in Georgia. ILI systematically organizes different extracurricular activities, which include a variety of educational and awareness-raising activities (summer schools for students, seminars/workshops for relevant stakeholders and academia, public lectures, ToTs and training for legal professionals, etc). The International Law Institute has very close cooperation with the state institutions, such as the Ministries of Justice, Foreign Affairs, Internal Affairs, Education and Science of Georgia, Office of the Prosecutor, as well as the Legal Aid Service of Georgia, Georgian Bar Association (GBA), Office of the Personal Data Inspector. Throughout its life-span, ILI has implemented projects and cooperated with the Council of Europe, EU, British Embassy in Georgia, IOM, ICMPD, OSGF, etc. ILI also has the positive practice of cooperation with higher educational institutions in Georgia and abroad.

🎓ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე თსუ-ში🔹️თსუ-ში ტარდება უნივერსიტეტის დამფუძნებლის, გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და...
27/04/2026

🎓ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე თსუ-ში
🔹️თსუ-ში ტარდება უნივერსიტეტის დამფუძნებლის, გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კვირეული.
🔹️რა არის ჯავახიშვილის ფენომენი? ერთი ადამიანი აერთიანებდა უდიდეს ცოდნას. ის იყო ავტორი ფუნდამენტური გამოკვლევებისა - ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში, ენათმეცნიერებაში, ეკონომიკის ისტორიაში, სამართლის ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, არქეოლოგიაში, მედიცინის ისტორიაში, კავკასიოლოგიაში, ეთნოლოგიაში, სამხედრო საქმეში, გეოგრაფია-კარტოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, არმენოლოგიაში, წყაროთმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, მუზეუმთმცოდნეობაში და სხვა.
🔹️ივანე ჯავახიშვილს ქართული მეცნიერების, მათ შორის, სამართლის ისტორიის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. იგი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, მის თითოეულ წყაროს, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, წარმოაჩენდა ქართული სამართლის დარგების ისტორიულ საფუძვლებს.
🔹️ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უნივერსიტეტში დაამკვიდრა სამართლის კვლევის ისტორიულ-სამართლებრივი მეთოდი; მისი ნაშრომები ამტკიცებდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდა საკუთარი სამართლებრივი კულტურა და ტრადიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობისთვის.
🔹️ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო საქმიანობა იქცა ხიდად ქართულ სამართლებრივ მემკვიდრეობასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეს შორის, რამაც ხელი შეუწყო ქართული სამართლის ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.
🔹️საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი 150“. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
🔹️ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დარგობრივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა და მოწვეულმა ლექტორებმა. იურიდიულმა ფაკულტეტმა კონფერენცია ჩაატარა ორ სექციად, სადაც განხილული იყო ქართული სამართლის ისტორიისა და თანამედროვე სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხები.
🔹️საიუბილეო დღეებში თსუ გამომცემლობამ წარადგინა წიგნის - „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა“ - მეორე გამოცემა. მონოგრაფიის ავტორია თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე სერგო ჯორბენაძე.
🎓The 150th Anniversary of Ivane Javakhishvili at TSU
🔹️A jubilee week of events is being held at TSU dedicated to the 150th anniversary of the university`s founder, the distinguished Georgian scholar and public figure, Ivane Javakhishvili.
🔹️What is the phenomenon of Javakhishvili? A single individual embodied an extraordinary breadth of knowledge. He was the author of fundamental scholarly works in the history of the Georgian nation, the history of Georgian literature, linguistics, economic history, history of law, the history of music, archaeology, the history of medicine, Caucasian studies, ethnology, military science, geography and cartography, the history of church, Armenology, source studies, pedagogy, museology, and beyond.
🔹️Ivane Javakhishvili made an invaluable contribution to the development of Georgian scholarship, including the field of history of law. He conducted in-depth research into the history of law in Georgia, its individual sources, and specific works produced within the legal domain, while also elucidating the historical foundations of the various branches of Georgian law.
🔹️Ivane Javakhishvili was among the first to institutionalize the historical-legal method of research at the university; his works demonstrated that the Georgian people possessed their own legal culture and tradition - an insight of profound importance for national identity and self-definition.
🔹️Ivane Javakhishvili`s scholarly activity became a bridge between Georgia`s legal heritage and the international academic community, facilitating the integration of Georgian law into the global scholarly landscape.
🔹️Within the framework of the jubilee week, the international scholarly conference `Ivane Javakhishvili 150` was held. The event was attended by the administrative and academic staff of the TSU Faculty of Law.
🔹️Professors of the Faculty of Law and invited lecturers took part in the international scholarly conference dedicated to the 150th anniversary of Ivane Javakhishvili’s birth. The Faculty of Law held the conference in two sections, where key issues of the history of Georgian law and contemporary legal developments were discussed.
🔹️During the jubilee days, TSU Publishing House presented the second edition of the book `The Life and Contributions of Ivane Javakhishvili`. The monograph is authored by TSU Professor Sergo Jorbenadze, a corresponding member of the Georgian National Academy of Sciences and an Honored Scientist.

📚ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი ში...
08/04/2026

📚ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია" პრეზენტაცია.
🔸️7 აპრილს, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია" პრეზენტაცია. პრეზენტაცია შედგა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის ეგიდით.
🔸️დამსწრე საზოგადოებას მიესალმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, ნინო გვენეტაძე; იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, მორის შალიკაშვილი; იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ირინე ქურდაძე. 🔸️გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მონოგრაფიის მნიშვნელობაზე, როგორც თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართების სიღრმისეულ კვლევაზე და რომ კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში, ნაშრომს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთა აქვს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისთვის.
🔸️პროფესორმა ირინე ქურდაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის „დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე.
🔸️თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, ეკა სირაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მონოგრაფიის ძირითადი დებულებები.
🔸️მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა პროფესიული საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
📚Presentation of the monograph "Conflict Between Domestic and International Norms Regulating Internal Waters and the Territorial Sea”
🔸️On 7 april, a presentation of the monograph entitled "Conflict Between Domestic and International Norms Regulating Internal Waters and the Territorial Sea"- written by Associate Professor Dr. Eka Siradze, was held in the Tbilisi State University. The presentation was held under the auspices of International Law Institute and Jean Monnet Center of Excellence DRG.
🔸️The audience was welcomed by vice rector of TSU Dr. Nino Gvenetadze; Dean of faculty of law, associated professor Dr. Moris Shalikashvili; Director of an International Law Institute, professor Dr. Irine Kurdadze. 🔸️Speakers highlighted the importance of monograph as a comprehensive research about the relationship between modern international and national law and the fact, that study will have an important contribution for the development of International Maritime Law and International Law, study also has a practical importance for researchers and practitioners.
🔸️Professor Irine Kurdadze drew special attention to activities held within the Jean Monnet Centre of Excellence “Democracy Resilience in Georgia”.
🔸️Associated professor, Dr. Eka Siradze introduced the main findings of monograph to the audience. Author mentioned, that all the treaty and legislative initiatives at international, regional or national levels implemented over the last 100 years, just like decisions of international courts about the right to sail of sailing in general and, especially a military, nuclear and other ships carrying dangerous goods in internal waters and territorial sea are reflected in the paper.
🔸️The presentation of a monograph was held with active involvement of professional society.

🌎🎉თსუ-ს გუნდმა ჟან-პიქტეს საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა🔸 იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. მორის შალი...
25/03/2026

🌎🎉თსუ-ს გუნდმა ჟან-პიქტეს საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა
🔸 იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. მორის შალიკაშვილი, დეკანის მოადგილე ასოც. პროფ. ვასილ გონაშვილი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ირინე ქურდაძე შეხვდნენ ჟან-პიქტეს სახელობის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის 2026 წლის 49-ე შეჯიბრში მონაწილე თსუ-ს გუნდს, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალისტის საპატიო სტატუსი მოიპოვა. 🔝
🔸თსუ-ს გუნდი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით მომზადდა, დაკომპლექტებული იყო იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით: ასა შათირიშვილი, თორნიკე კვირკველია და დემეტრე დიასამიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა თათია ბიწაძე - საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული და თავად ჟან-პიქტეს 2025 წლის კონკურსის საუკეთესო მონაწილის საერთაშორისო პრიზის მფლობელი. სტუდენტებმა ინფორმაცია და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და აღნიშნეს, რომ დაძაბულ შეჯიბრში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, ინდოეთიდან და ა.შ.🏆
🔸 უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე უზრუნველყოფილი იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის მხარდაჭერით. აღნიშნული გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სწავლების მაღალ დონესა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.❗️
🌎🎉Tbilisi State University team successfully participated in the Jean-Pictet Competition.
🔹 Dean of the Faculty of Law, Dr. Moris Shalikashvili and vice-dean Dr. Vasil Gonashvili, director of the International Law Institute Dr. Irine Kurdadze met with the Tbilisi State University team participating in the 49th Jean-Pictet competition on International Humanitarian Law 2026, which successfully participated and received the honorary status of a semi-finalist. 🔝
🔹Tbilisi State University Team, which was trained by International Law Institute was composed of bachelor and master international law program’s students of the faculty of law: Asa Shatirishvili, Tornike Kvirkvelia and Demetre Diasamidze. The mentor of a team was Tatia Bitsadze- graduate from International law programe and owner of the best contestant prize of Jean-Pictet 2025 competition. Students share information and their experience to the faculty administration and mentioned that they provided outstanding competence to other teams of world’s leading universities, including team from the United States, Switzerland, France, Australia, Singapore, India etc.🏆
🔹The University team’s participation was ensured by the support of Law Faculty and ICRC delegation in Georgia.
This victory once again emphasizes the high level of international law teaching at Tbilisi State University and the competitiveness of students in the global academic space.❗️

For English scroll down🔸17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სი...
19/12/2025

For English scroll down

🔸17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სიცოცხლის უფლების დაცვა: ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და საქართველო”. საჯარო ლექცია წაიკითხა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.

🔸ლექცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ეგიდით.

🔸დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე.

🔸საჯარო ლექციიის შემდგომ გაიმართა დისკუსია.

🔸საჯარო ლექცია ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში.

* * *

🔹On 17 December, a public lecture entitled “Protection of the Right to Life: European Human Rights Standards and Georgia” was held in the 2nd building of Tbilisi State University. The lecture was delivered by Professor Konstantin Korkelia of the International Law Institute, Faculty of Law, Tbilisi State University.

🔹The lecture was organized under the auspices of the Jean Monnet Centre of Excellence of the International Law Institute and the Human Rights Centre.

🔹The audience was welcomed by Professor Irine Kurdadze, Director of the International Law Institute.

🔹Following the public lecture, a discussion was held.

🔹Public lecture was held as part of human rights protection week.

🔸17 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის, 214-ე აუდიტორიაში შედგა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ...
18/12/2025

🔸17 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის, 214-ე აუდიტორიაში შედგა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური კრებულის წარდგენა.

🔸აღსანიშნავია, რომ ეს არის კრებულის საიუბილეო მე-20 გამოცემა.

🔸კრებული გამოცემულია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის, კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით.
პრეზენტაციისას, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, თსუ-ის პრორექტორი, სამართლის დოქტორი ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მორის შალიკაშვილი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

🔸კრებულთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი პოზიტიური მოსაზრებები გაუზიარეს ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და კრებულის თანაავტორებმა.

🔸სტატიათა კრებულის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა ცენრის ეგიდით.

🔸კრებულის ელექტრონული ვერსიის ბმული იხილით:https://tsu.ge/assets/media/files/76/Journal/Adamianis%20uflebata%20dacva_Korkelia.pdf

11 დეკემბერს გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორ დავით პატარაიას მიერ მომზადებული ს...
15/12/2025

11 დეკემბერს გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორ დავით პატარაიას მიერ მომზადებული საერთაშორისო საჯარო სამართლის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას. დამატებულია საილუსტრაციო გამოსახულებები და სპეციალური სარჩევები, რაც კითხვისა და საგნის შესწავლის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

სახელმძღვანელოს თითქმის ყველა კარის ბოლოს მოცემულია საქართველოს სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებები და ნორმატიული აქტები. ასევე განხილულია კარში გაანალიზებულ სფეროში როგორც საერთაშორისოსამართლებრივი ნორმებისა და მიდგომების საქართველოში შეფარდების მნიშვნელოვანი ასპექტები, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო სამართლებრივი აქტივობები.

სახელმძღვანელოს წიგნი პირველი გამოიცა 2023 წელს თსუ-ის გამომცემლობის მიერ. ხოლო წიგნი მეორე კი დაიბეჭდა მიმდინარე წელს, თსუ რექტორის, აკადემიკოსი პროფესორი ჯ. სამუშიას №198/01-01 (2024) ბრძანების- "ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე “- შესაბამისად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნაშრომი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სტუდენტებისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თსუ-ის აკადემიურ სიძლიერეს,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

📖🎓 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რექტორის აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, სტუდენტებისთვის ახალი სახელმძღვანელ...
12/12/2025

📖🎓 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რექტორის აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, სტუდენტებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოსცა.
👨‍🏫 სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჯარო სამართალი“ (მეორე წიგნი), რომელიც შექმნილია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის დავით პატარაიას მიერ, ინოვაციური ტიპის ნაშრომია. იგი მკითხველს საგანს მრავალფეროვანი პერსპექტივითა და საშუალებებით წარუდგენს, რაც საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადი კურსის შესწავლას უფრო მარტივს და საინტერესოს ხდის.
📚 წიგნი ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას. დამატებულია დოკუმენტური მასალა, ამონარიდები საქმეებიდან, საილუსტრაციო გამოსახულებები და სპეციალური სარჩევი, რაც კითხვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
✨ „დარწმუნებული ვარ, რომ ნაშრომი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სტუდენტებისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თსუ-ის აკადემიურ სიძლიერეს,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

🔹თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა...
18/11/2025

🔹თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთათვის სასწავლო დისციპლინად კვლავ შემოთავაზებულია პრაქტიკული კურსი ინგლისურ ენაზე საერთაშორისო არბიტრაჟში.
🔹პრაქტიკულ კურსს წარუძღვებიან White & Case სამართლის საერთაშორისო ფირმის პრაქტიკოსი იურისტები კონსტანტინე კოპალიანი (https://www.whitecase.com/people/konstantine-kopaliani) და ფედერიკო ეუფორბიო (https://www.whitecase.com/people/federico-euforbio).
🔹სტუდენტთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შესაძლებელია პრაქტიკული კურსზე სასერთიფიკაციო კურსის ფორმატში რეგისტრირება.
🔹სასერთიფიკაციო კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/Yt3Jxc7oFBycHLo86 არაუგვიანეს 21 ნოემბრის 17:00 საათისა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law-ის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სამართლის დოქტორი ეკა სირაძე, საერთაშ...
11/11/2025

თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law-ის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სამართლის დოქტორი ეკა სირაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით ატარებს ლექციას საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის 2025-2026 წლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. ლექცია შეეხება გაეროს გლობალურ და რეგიონულ ხელშეკრულებებს ოკეანეებისთვის: რეგიონული ზღვის პროგრამას.

ძვირფასო პირველკურსელებსო,  თსუ თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute გილოცავთ საერთაშო...
08/09/2025

ძვირფასო პირველკურსელებსო, თსუ თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute გილოცავთ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებას
📢თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law-ის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით 100 გამორჩეული სტუდენტი ჩაირიცხა, 97 მათგანი კი პირველი არჩევანით
გვეამაყება, რომ ჩვენს პროგრამაზე ჩარიცხული 100 პირველკურსელიდან 87 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის:
🔸100% გრანტი - 26 სტუდენტი
🔸70% გრანტი - 27 სტუდენტი
🔸50% გრანტი - 34 სტუდენტი
📅მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდება ოთხშაბათს 14:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ( აუდიტორია №211)
🔹გისურვებთ, საინტერესო და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას

For English scroll downთსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law 🔸 საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 22 მაისს მასპინძლ...
27/05/2025

For English scroll down

თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law
🔸 საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 22 მაისს მასპინძლობდა სამართლის დოქტორს მიხაელ რიპლს კიოლნის უნივერსიტეტიდან. სტუმარმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “How Modern Warfare Challenges International Humanitarian Law (IHL) – Case Studies from Current Armed Conflicts.” ლექციის ფარგლებში სტუდენტს მიეცათ შესაძლებლობა ინტერაქტიულ ფორმატში ემსჯელათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე.
🔸 საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ მიხაელ რიპლს გამოჩენილი ინტერესისთვისა და სტუდენტებისათვის თავისი გამოცდილების გაზიარებისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მსურველებმა იხილეთ ლინკი:
https://shorturl.at/4atQW

🔸On May 22, თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law Institute of International Law at TSU Law School hosted Dr. Michael Riepl from the University of Cologne. Dr. Riepl gave a public lecture on “How Modern Warfare Challenges International Humanitarian Law (IHL) - Examples from Current Armed Conflicts”. During the lecture, students had an excellent opportunity to discuss contemporary issues of international humanitarian law in an interactive format.
🔸The Institute of International Law expresses its sincere gratitude to Dr. Michael Ripple for his interest and for enriching the students' experience.

For more info refer to this link https://shorturl.at/edFZO

Address

ჭავჭავაძის გამზირი
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute:

Share