27/02/2025
⬇️⬇️საქართველოს უნივერსიტეტის, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მსმენელებს, პრაქტიკული სწავლება მოდულში-,,შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში, შპს ,,ჰანიველცემენტში ” ჩაუტარდათ. ✅
,,ჰანიველცემენტი”, საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია. კომპანიას, მოწინავე პოზიცია უჭირავს ცემენტის და ბეტონის წარმოებაში, ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში.
დღეისათვის, ,,ჰანიველცემენტს” 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე, ასევე, ბეტონის და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.
შრომის უსაფრთხოების პროგრამის სახელით, მადლობას ვუხდით ,,ჰანიველცემენტის” მენეჯმენტს, შრომის უსაფრთხოების კოორდინატორს-ბატონ გიორგი კობახიძეს, ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერს-ბატონ ელგუჯა ხალიანს დედოფლისწყაროს საფლუსე (საცემენტე) კირქვის საბადოზე საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის დენთის), აფეთქების გამომწვევ (მაინიცირებელ) საშუალებათა გაცნობის და 8 ჭაბურღილის აფეთქების პროცესზე დასწრების შესაძლებლობისთვის.
📣შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის, შრომის უსაფრთხოების პროგრამაზე პრაქტიკული მოდულის სწავლება, უშუალოდ პრაქტიკის ობიექტებზე, დარგის წამყვან კომპანიებში მიმდინარეობს.