School of Law and State Governance • IBSU

School of Law and State Governance • IBSU Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from School of Law and State Governance • IBSU, College & University, Davit Aghmashenebeli Alley, 13th km, 2, Tbilisi.

08/08/2026

🔹სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას. სასწავლო პროცესს წარმართავენ მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები, ნოტარიუსები და სფეროში აღიარებული მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

საბაკალავრო პროგრამები:
🔹 სამართალი
🔹 საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა

სამაგისტრო პროგრამა:
🔹 სამართალი

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა გთავაზობთ:
🔹 პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას;
🔹 სტაჟირების შესაძლებლობას პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებში;
🔹 საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს;
🔹 სამართლის კლინიკასა და თანამედროვე სასწავლო გარემოს;
🔹 საერთაშორისო პროფესიულ ქსელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

🌍 სკოლა არის European Law Faculties Association (ELFA)-ისა და The Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe (NISPAcee)-ის წევრი, რაც სტუდენტებს საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან კიდევ უფრო მეტად აკავშირებს.

გაიგეთ მეტი: https://ibsu.edu.ge/schools/law-school/

🔹The School of Law and State Governance at International Black Sea University offers a modern, practice-oriented education based on international academic standards. The learning process is led by experienced judges, lawyers, prosecutors, notaries, and other highly qualified professionals recognized in their fields.

Bachelor's Programs:
🔹 Law
🔹 Public Administration and State Governance

Master's Program:
🔹 Law

At the IBSU School of Law and State Governance, you will benefit from:
🔹 Practice-oriented education;
🔹 Internship opportunities with partner public institutions and companies;
🔹 International exchange programs;
🔹 A Law Clinic and a modern learning environment;
🔹 Opportunities to collaborate with international professional networks.

🌍 The School is a member of the European Law Faculties Association (ELFA) and the Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe (NISPAcee), providing students with stronger connections to the international academic community.

Learn more: https://ibsu.edu.ge/schools/law-school/

08/07/2026

ინგლისურენოვანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანე...
08/07/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ კაკუტია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის ინსტიტუტის ერთობლივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მის მიერ მოპოვებულია გრანტი დოქტორანტურის შემდგომი კვლევის განხორციელების მიზნით.

🔹მოპოვებული გრანტის ფარგლებში თამარ კაკუტია 2026 წლის ოქტომბერში გაემგზავრება საფრანგეთში, პარიზში, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში (IIEP-UNESCO), სადაც ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად დოქტორანტურის შემდგომი კვლევითი პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს.

ვულოცავთ ქალბატონ თამარ კაკუტიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში!

Professor of the International Black Sea University and Head of the Public Administration and Governance Program, Tamar Kakutia, is a winner of the joint grant competition organized by the S***a Rustaveli National Science Foundation and the French Institute. She has been awarded a grant to conduct postdoctoral research.

🔹Within the framework of the awarded grant, Tamar Kakutia will travel to Paris, France, in October 2026, to the International Institute for Educational Planning of UNESCO (IIEP-UNESCO), where she will work on a postdoctoral research project together with researchers from the Institute.

We congratulate Professor Tamar Kakutia on this significant achievement and wish her continued success in her academic and research endeavors within the international scholarly community!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც ძველი შუამდინარული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელო...
01/07/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც ძველი შუამდინარული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ძეგლს - გილგამეშის ეპოსს მიეძღვნა.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო შუმერის ნახევრად მითიური მმართველის, გილგამეშის, ისტორია, მისი ძალაუფლების ტრანსფორმაცია და საზოგადოების როლი სამართლიანი მმართველობის აღდგენაში. ეპოსის მაგალითზე მონაწილეები გაეცნენ სამართლის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების შესახებ არსებულ უძველეს წარმოდგენებს და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამართლებრივ და პოლიტიკურ აზროვნებაში.

საჯარო ლექციას უძღვებოდა სამართლის დოქტორი გიორგი ლორია, რომელმაც დამსწრეებს გილგამეშის ეპოსის ისტორიული, სამართლებრივი და კულტურული მნიშვნელობა გააცნო და მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

ღონისძიემ მსმენელებს შესაძლებლობა მისცა, უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ეპოსის მაგალითზე გაეანალიზებინათ სახელმწიფოს, სამართლისა და ხელისუფლების ფორმირების საწყისი იდეები და მათი გავლენა შემდგომი ეპოქების პოლიტიკურ და სამართლებრივ აზროვნებაზე.

International Black Sea University hosted a public lecture dedicated to one of the most significant literary works of ancient Mesopotamian civilization - the Epic of Gilgamesh.

During the lecture, participants explored the story of Gilgamesh, the semi-mythical ruler of Sumer, his transformation as a leader, and the role of society in restoring just governance. Using the epic as a case study, attendees examined some of the earliest concepts of law, the state, and political authority, while discussing their relevance to contemporary legal and political thought.

The lecture was delivered by Dr. Giorgi Loria, who introduced the audience to the historical, legal, and cultural significance of the Epic of Gilgamesh and answered participants' questions.

The event provided attendees with an opportunity to analyze the foundational ideas of the state, law, and governance through the lens of one of the oldest surviving literary masterpieces and to reflect on their influence on the development of later legal and political traditions.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელიც დაეთმობა ძველი შუამდინარული ცივილიზაციის ერთ-ერთ უ...
22/06/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელიც დაეთმობა ძველი შუამდინარული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპოსს - გილგამეშის ეპოსს.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შუმერის ნახევრად მითიური მმართველის, გილგამეშის, ისტორია, მისი ძალაუფლების ტრანსფორმაცია და საზოგადოების როლი სამართლიანი მმართველობის აღდგენაში. ეპოსის მაგალითზე მსმენელები გაეცნობიან სამართლის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების შესახებ უძველეს წარმოდგენებს.

პრეზენტატორი: გიორგი ლორია, სამართლის დოქტორი

📅 26 ივნისი | 🕚 11:00
📍 IBSU-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო

03/06/2026
🎬 პროექტი „კულტურის ხიდის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ქართული კულტურის გაცოცხლება და მისი გაზიარება ახალგაზრდებისთვის, შა...
29/01/2026

🎬 პროექტი „კულტურის ხიდის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ქართული კულტურის გაცოცხლება და მისი გაზიარება ახალგაზრდებისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ მსახიობები გიორგი ცაავა და ბაჩუკი დოღონაძე.

💬 შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს სერიალ „ტიფლისზე“, შემოქმედებით პროცესზე და იმაზე, თუ როგორ მოერგნენ წარსულ ეპოქასა და კულტურულ გარემოს როლებზე მუშაობისას. სტუდენტებთან ერთად განიხილეს ისტორიული კონტექსტის გააზრების მნიშვნელობა და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით გადმოცემის გზები.

🎬 Within the framework of the project “Cultural Bridge,” aimed at revitalizing Georgian culture and sharing it with young people, actors Giorgi Tsaava and Bachuki Doghonadze visited International Black Sea University.

💬 During the meeting, the guests spoke about the TV series “Tiflis,” the creative process, and how they adapted to the historical era and cultural environment while working on their roles. Together with the students, they discussed the importance of understanding historical context and ways of presenting cultural heritage in contemporary forms.

#კულტურისხიდი

Address

Davit Aghmashenebeli Alley, 13th Km, 2
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0322595005

Alerts

Be the first to know and let us send you an email when School of Law and State Governance • IBSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to School of Law and State Governance • IBSU:

Shortcuts

Share