15/07/2026
🩺 თეორიიდან კლინიკურ პრაქტიკამდე: თსუ პროფესიულმა სტუდენტებმა გაგუას კლინიკაში მნიშვნელოვანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს!
💉სამედიცინო სფეროში პროფესიული ზრდა სწორედ რეალურ გარემოში მიღებული გამოცდილებით იწყება. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა მოდულის „პედიატრია და მოზარდები“ ფარგლებში, კლინიკური პრაქტიკის ეტაპი გაგუას კლინიკაში წარმატებით დაასრულეს.
👩⚕️ეს პროცესი სტუდენტებისთვის საუკეთესო გამოცდილება იყო. პროფესიული მასწავლებლების თინათინ ასათიანის და თამარ ხუჭუას მეთვალყურეობითა და სპეციალური მულაჟების დახმარებით, მათ პრაქტიკულად განახორციელეს ყველა ის სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც მომავალ საქმიანობაში დასჭირდებათ.
გაგუას კლინიკა • Gagua Clinic
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#პედიატრია #მოზარდები