თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი • Tsu FENS

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი • Tsu FENS

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი • Tsu FENS თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - TSU Faculty of Exact and Natural Sciences

საინფორმაციო შეხვედრებიhttps://www.facebook.com/photo?fbid=1208016401358502&set=a.547361547423994
09/09/2025

საინფორმაციო შეხვედრები
https://www.facebook.com/photo?fbid=1208016401358502&set=a.547361547423994

📣 საინფორმაციო შეხვედრები პირველსემესტრელთათვის

🔸 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტელობას და 18-19 სექტემბერს გიწვევთ საორიენტაციო დღეებზე.

👇 საორიენტაციო დღეების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

☑️ სტუდენტთა უფლება-მოვალეობები
☑️ სასწავლო პროცესის მხარდამჭერი სერვისები და სტიპენდიები
☑️ ხარისხის განვითარების მექანიზმები და სტუდენტების ჩართულობა
☑️ საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები
☑️ კარიერის მხარდამჭერი სერვისები
☑️ სტუდენტური სერვისები (საერთო საცხოვრებელი,
სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდაჭერა)
☑️ სტუდენტური ცხოვრება (თვითმმართველობა და კლუბები)
☑️ საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობები

🔸 შეხვედრები გაიმართება თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში 11:00-დან 17:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით.

🗓️ ამასთან,19 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია შემეცნებითი ტურები თსუ-ის I კორპუსში, რომელშიც სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, მოინახულებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მუზეუმების ნაწილსა და ბიბლიოთეკას. ტურის ერთერთ ნაკადს გაუძღვება თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

👇შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია https://shorturl.at/Dn1pU

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელთა რეგისტრაცია - პირადი საქმის გახსნა და ხელშეკრულების ...
04/09/2025

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელთა რეგისტრაცია - პირადი საქმის გახსნა და ხელშეკრულების გასაფორმება -

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №204.

https://www.facebook.com/photo?fbid=1197691385724337&set=a.547361554090660

👇 პირველსემესტრელთა რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tsu.ge/ka/news/პირველსემესტრელ-სტუდენტთა-საყურადღებოდ%201

მეცამეტე სტუდენტური კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში SENS-2025
08/07/2025

მეცამეტე სტუდენტური კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში SENS-2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციების პლატფორმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი...

06/05/2025

სტიპენდია 2025 გაზაფხული - ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303). ან განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე მიმართულებების მიხედვით 16 მაისის 18:00 საათამდე.

კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერება (SDSU) - თამარ თათრიშვილი, [email protected]

ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია, - რუსუდან დანელია, [email protected]

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს

შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
საბანკო ანგარიშის ამონაწერი - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);

შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმენტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (რუსუდან დანელია - 577401590, თამარ თათრიშვილი - 577737387).

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!

სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 19 მაისს.

https://tsu.ge/ka/faculty/%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/2

დამატებითი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!დამატებითი სემესტრის აღებისთვის აუცილებელია კონსულტაციის გავლა ზუსტ და საბუნ...
11/03/2025

დამატებითი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

დამატებითი სემესტრის აღებისთვის აუცილებელია კონსულტაციის გავლა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან . სამაგისტრო ნაშრომის აღების შემთხვევაში აუცილებელია პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობაც.

ბაკალავრიატის სტუდენტებმა ხელმოწერილი განაცხადი სასწავლო ბარათთან ერთად წარმოადგინეთ თსუ II კორპუსის 102 ოთახში რუსუდან დანელიასთან . ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებმა თსუ II კორპუსის 147 ოთახში ნაირა ნარიმანიძესთან.

  დაიწყო განაცხადების  მიღება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის   დამატებით სემესტრზე. დამატებითი სემესტრის აღე....

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირ...
09/12/2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ ჯოხაძემ გაიმარჯვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში და მიიღო ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – მათემატიკისა და მექანიკის დარგში.
ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელთა საჯარო განცხადება
04/12/2024

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელთა საჯარო განცხადება

ჩვენ, როგორც ქვეყნის მომავალ თაობაზე პასუხისმგებლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველ.....

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და ...
09/10/2024

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.-მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია.

ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, მათგან წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუ.....

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმ...
16/08/2024

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ! 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატური....

5 აგვისტოს, 20.00 საათზე, გაიმართება 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება უნივ...
25/07/2024

5 აგვისტოს, 20.00 საათზე, გაიმართება 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ხოლო ,,After Party” 22:30 საათზე, კუს ტბაზე.
https://www.facebook.com/photo?fbid=897765689050243&set=a.547361547423994

📣 ძვირფასო სტუდენტებო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება დაუვიწყარი იყოს თითოეული თქვენგანისთვის.

🫶🏼 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თქვენი სურვილი ღონისძიების შემდგომი წვეულების (After Party) ადგილთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ წვეულება (After Party) გაიმართება 📍 კუს ტბაზე, ,,ცისკარის” სივრცეში.

🔴 აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მოგვიწია, შეგვეცვალა ძირითადი ღონისძიების თარიღი და ნაცვლად 2 აგვისტოსი, ღონისძიება გაიმართება 5 აგვისტოს, 20:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ხოლო ,,After Party” 22:30 საათზე, კუს ტბაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: 👉 https://shorturl.at/3HEqh

Address

თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #3/#3 Ilia Tchavtchavadze Avenue
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი • Tsu FENS posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი • Tsu FENS:

Share