სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოფიციალური ვებგვერდი

🏗️სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა” პროგრამის სტუ...
23/06/2026

🏗️სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა” პროგრამის სტუდენტები სასწავლო-საველე გასვლით იმყოფებოდნენ დიღომი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე გაეცნენ ბუნებრივი საფრთხეების შეფასების, გარემოსდაცვითი მიდგომებისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.

💦პროექტის მიხედვით, დიღომი ჰესი წარმოადგენს კალაპოტური ტიპის ჰესს, 10 მ სიმაღლის კაშხლით. ჰესის საპროექტო ხარჯი შეადგენს 240 მ³/წმ-ს, ხოლო საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 11.260 მგვტ-ს. საშუალო წლიური გამომუშავება კი 62,80 გვტსთ-ს აღწევს.

⚠️აღსანიშნავია, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში მომზადებული იქნა დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა პროექტის გავლენის ზონაში არსებული ტერიტორიების შეფასება. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბუნებრივი საფრთხეები, წყლისმიერი პროცესები, წყალსაცავისა და გარემოს დაცვის საკითხები.

21/06/2026

🔹️ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ვაკანსიები

➡️ წყლის რესურსების დეპარტამენტი,
წყლის რესურსების მონაცემთა ანალიზის სამმართველოს I კატეგორიის მთავარი სპეციალისტის
პოზიცია

➡️ წყლის რესურსების დეპარტამენტი,
წყლის რესურსების მონაცემთა ანალიზის სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტის
პოზიცია

➡️ წყლის რესურსების დეპარტამენტი,
წყლის რესურსების მონაცემთა ანალიზის სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის
პოზიცია

➡️ წყლის რესურსების დეპარტამენტი,
ზედაპირული წყლის ობიექტების სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია

➡️ წყლის რესურსების დეპარტამენტი,
ზედაპირული წყლის ობიექტების სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია

🔗 წყლის რესურსების დეპარტამენტის ვაკანსიების სანახავად იხილეთ ბმული:
https://vacancy.hr.gov.ge/?VacancyNum=83

💚სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 90-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წარმატებით დასრულდა⭐1...
19/06/2026

💚სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 90-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წარმატებით დასრულდა

⭐19 ივნისს, კონფერენციის დასკვნით დღეს მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის სექციამ შეაჯამა, რომელზეც დარგის არაერთი აქტუალური და სტრატეგიული საკითხი იქნა განხილული.
სექციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა საქართველოს გეოლოგიას, მინერალურ რესურსებს, ტექტონიკას, ჰიდროგეოლოგიასა და ბუნებრივ საფრთხეებს. პრეზენტაციებმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა როგორც ღრმა თეორიული, ისე პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები.

👷აღსანიშნავია, რომ სექციის მუშაობამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა გეოლოგიის დარგის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების შესწავლაში, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასება-მართვაში.
ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სექციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ნაშრომი, რომლის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო საველე სამუშაოებს - მიძღვნილს საქართველოს ზედაცარცული ნალექების კვლევის თანამედროვე გამოწვევებისადმი - სრულად დააფინანსებს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას.

💜მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კონფერენციის ორგანიზატორებს, ხელმძღვანელებსა და თითოეულ მონაწილეს გაწეული მაღალპროფესიული შრომისთვის, საინტერესო დისკუსიებისა და კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

What if a 2-minute video could launch your idea onto the global stage?The 2026 Shark Tank of Wellness Global Student Com...
19/06/2026

What if a 2-minute video could launch your idea onto the global stage?

The 2026 Shark Tank of Wellness Global Student Competition is now accepting submissions from students around the world.

We're looking for bold ideas that can improve human health, well-being, longevity, mental wellness, workplace wellness, community wellness, or quality of life.

Whether it's a breakthrough technology, a new service, a creative program, or a completely new approach to wellness, we want to hear it.

Why students should apply

Finalists will:
• Travel to Thailand with all expenses paid (for both the student and a faculty advisor)
• Attend the 20th Anniversary Global Wellness Summit, the premier gathering of leaders shaping the future of wellness worldwide
• Pitch their ideas live to investors, entrepreneurs, and industry leaders
• Receive mentoring and exposure from some of the most influential people in the wellness sector
• Join a global network that can help turn an idea into a real venture

Cash prizes

🥇 First Place: $5,000

🥈 Second Place: $3,000

🥉 Third Place: $2,000

Applying is simple

1) Complete the concept submission form https://share.hsforms.com/1oMDYjaJZR16dclLTDF3COAq2ann?utm_campaign=29749852-Summit%202026&utm_medium=email&_hsenc=p2ANqtz-_ZaNuKmUSQlbN8qytWt_Tk0ytLoYs1NAxgNxk4-Bo60i1BQ0UDJe7ht-U1aL-qNCldxehXzs3SKu9fW9r7kn3yDvRlfQ&_hsmi=424314595&utm_content=424314280&utm_source=hs_email
2) Upload a short 2-minute video explaining the idea

No lengthy business plans. No complicated application process.

The Shark Tank of Wellness Team

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენ...
18/06/2026

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა.
18 ივნისს წარმატებით გაიმართა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სექციის სხდომა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური სამეცნიერო ნაშრომები.

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენ...
16/06/2026

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა.

16 ივნისს წარმატებით გაიმართა შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სექციის სხდომა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური სამეცნიერო ნაშრომები.

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენ...
15/06/2026

📢 სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გრძელდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა.

12 ივნისს წარმატებით გაიმართა საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის სექციის სხდომა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური სამეცნიერო ნაშრომები.

🏛️ თბილისის სკოლების მორიგი შემეცნებითი ვიზიტი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უნიკალურ მუზეუმე...
12/06/2026

🏛️ თბილისის სკოლების მორიგი შემეცნებითი ვიზიტი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უნიკალურ მუზეუმებში

🚀 სტუდენტური სერვისების დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, 17 ივნისს გაიმართება ერთდღიანი სტუდენ...
12/06/2026

🚀 სტუდენტური სერვისების დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, 17 ივნისს გაიმართება ერთდღიანი სტუდენტური საველე ინდუსტრიული ტური კომპანია „არ ემ ჯი“-ს საწარმოო ობიექტებზე.

ინდუსტრიული ტურის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შრომის უსაფრთხოების სავალდებულო ინსტრუქტაჟს და მოინახულებენ მადნეულის ისტორიულ ღია კარიერს. მონაწილეები გაეცნობიან სასარგებლო წიაღისეულის ძიების, გეოლოგიური კვლევების, საბურღი სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე ღია სამთო მოპოვების ტექნოლოგიურ პროცესებს. ასევე დაათვალიერებენ სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკას, სადაც მიიღებენ ინფორმაციას მადნის დამუშავების, გამდიდრების, კონცენტრატის წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის მიღების ტექნოლოგიური ეტაპების შესახებ..

🍇 დღის ბოლოს მონაწილეები ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ეწვევიან, სადაც კომპანიის CSR პროექტებს გაეცნობიან და ბოლნური მეღვინეობის პროდუქტებს დააგემოვნებენ

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfCjqr_lJZMNOc9koJekOCsXuG2wgyR6O5VBa83ViTi8DLwow/viewform?usp=mail_form_link&usp=embed_facebook

📢 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობსმიმდინარე წლის 5...
12/06/2026

📢 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 5-20 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტარდება სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

⛰️სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კონფერენცია 11 ივნისს გაიხსნა. სტუდენტთა მიერ რეგისტრაციისა და ნაშრომების წინასწარი წარდგენის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, ფაკულტეტზე აქტიურად დაიწყო სექციების მუშაობა.

კონფერენციის პირველ დღეს მუშაობა წარიმართა ორ სექციაში:

⛏️სამთო ტექნოლოგიების სექცია

🌱მთის მდგრადი განვითარების სექცია

პირველმა სამუშაო დღემ ნაყოფიერად და წარმატებულად ჩაირა. სტუდენტებმა კომისიისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) თეზისების საფუძველზე მომზადებული სამეცნიერო მოხსენებები. ამ დროისთვის სექციებში მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

Address

კოსტავას ქ. #77
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share