ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy

  • Home
  • ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy

ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy #1 ტრენერთა მოსამზადებელი პროფესიონალური პროგრამა
(3)

📣 ტრენერთა აკადემია 2026 -წინსაწარი რეგისტრაცია დაიწყო!🌟 თუ გსურს გახდე პროფესიონალი ტრენერი, გაიღრმავო ცოდნა და გაზარდო...
28/01/2026

📣 ტრენერთა აკადემია 2026 -წინსაწარი რეგისტრაცია დაიწყო!
🌟 თუ გსურს გახდე პროფესიონალი ტრენერი, გაიღრმავო ცოდნა და გაზარდო შენი გავლენა ტრენინგ ინდუსტრიაში - ეს პროგრამა- საუკეთესო შესაძლებლობაა.
👉 წინასწარი რეგისტრაციის ფორმა:
https://forms.gle/tdoyXWJyL9VBVxq18
⏰ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა: დარგობრივი კომპეტენცია და შესაბამისი გამოცდილება.
📌 ტრენერთა აკადემიაში მიღება-შერჩევის პროცესი დაიწყება აპრილში.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

Ekaterine Tabukashvili 🌟🏆
20/01/2026

Ekaterine Tabukashvili 🌟🏆

#რუბრიკა #ინტერვიუ #ტრენერთან
👉გვინდა წარმოგიდგინოთ, #ფსიქოლოგი #ბიზნეს #ტრენერი და ფასილიტატორი კონსულტანტი, არტ თერაპევტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ტრენერთა ასოციაციის წევრი და პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წევრი - ეკატერინე თაბუკაშვილი;
📌მოტო: იყავი მართალი საკუთარ თავთან და ადამიანების წინაშე, არასდროს დანებდე და დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების, იყავი მადლიერი, არასდროს დაკარგო რწმენა და იმედი, იარე შენი ოცნებისკენ მაშინაც კი, როცა ეს შეუძლებლად გეჩვენება.
✨ეკატერინეს შესახებ:
14 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო უწყებაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და მართვის მიმართულებით. 5+ წლიანი გამოცდილება Soft Skills ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში. საჯარო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც დამოუკიდებელი ტრენერი. განხორციელებული 40-ზე მეტი პროექტი. საკონსულტაციო ტრენინგ კომპანია Thinkograma • ფიქროგრამას დამფუძნებელი.
🎯რატომ ტრენერობა?
ტრენერობა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმიანობაა, რომლისგანაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ეს არის პროცესი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცოდნის, გამოცდილების, ემოციის, განწყობისა და ადამიანური ღირებულებების გაზიარება. ტრენერობა ჩემთვის თვითგანვითარების უწყვეტი პროცესია. ყოველი ახალი ჯგუფი ახალი გამოწვევა და ახალი გამოცდილებაა, რაც მუდმივად მაძლევს ზრდის შესაძლებლობას როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ დონეზე. ამ სფეროში მუშაობა ჩემთვის ნიშნავს მუდმივ განვითარებას, ახალი, საინტერესო და ეფექტური ინსტრუმენტების ძიებას, რათა სწორად და შედეგიანად შევძლო ცოდნისა და გამოცდილების მონაწილეებამდე მიტანა.
ტრენინგების ჩატარების შემდეგ მონაწილეების და კომპანიების მხრიდან მიღებული მაღალი შედეგი გახდა მთავარი მოტივაცია, რის გამოც ტრენერობა ჩემი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
✅სამუშაო ტრენინგ თემატიკა და მიმართულება:
📍ეფექტური კომუნიკაცია
📍მომხმარებელთა ეფექტური მომსახურება
📍დროისა და პრიორიტეტების მართვა
📍სტრესის მართვა
📍კონფლიქტის მართვა
📍თანამშრომლის კეთილდღეობა
📍არტთერაპია
📍თვითმოტივაცია (მასტერკლასები)
✅საქმიანობის მთავარი სტიმულია
ჩემთვის, როგორც ტრენერისთვის, საუკეთესო ჯილდო ტრენინგის დასრულების შემდეგ კმაყოფილი და მოტივირებული მონაწილეების ხილვაა. უდიდესი სტიმული მათი დადებითი უკუკავშირი და გაზიარებული ემოციებია. როცა ვისმენ, რომ ტრენინგი მათთვის მხოლოდ სწავლება არ არის, არამედ ტრანსფორმაციის, განვითარების და პიროვნული ზრდის პროცესის ხელშეწყობაა- ეს მაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელო სწავლა-განვითარება, გავეცნო უახლეს მიდგომებს და გავხადო ჩემი ტრენინგები უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი.
ბედნიერებაა აკეთებდე საქმეს, რომელიც გიყვარს და რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს.
✅პრინციპები:
უწყვეტი განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ურთიერთპატივისცემა, მადლიერება, სამართლიანობა, გულწრფელობა, ემპათია, მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

#ტრენერთა #ასოციაცია
#მხარს #ვუჭერ #ტრენერთა #გაერთიანებას

11/11/2025
 #გაიცანით გიორგი ბარნაბიშვილიტრენერთა აკადემია 2025 მონაწილე და ელჩი👉სამუშაო სფერო: წარმოებების მენეჯმენტი, გაყიდვები დ...
29/09/2025

#გაიცანით გიორგი ბარნაბიშვილი
ტრენერთა აკადემია 2025 მონაწილე და ელჩი

👉სამუშაო სფერო: წარმოებების მენეჯმენტი, გაყიდვები და ბიზნესის განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა სექტორში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი - ფონდი Change
the World;
🔑განათლება: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი, აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი, სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერი/ სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველი;
📍სამუშაო ტრენინგ თემატიკა და მიმართულება: წარმოებების მართვა; სტრატეგიული განვითარება; მენეჯმენტი; ექსპორტის ზრდა; პროცესების სინქრონიზაცია და სტანდარტებთან შესაბამისობა;
🏆რატომ ტრენერობა? ტრენერობა ჩემთვის არის შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით ხელი შევუწყო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ტრენერობა ასევე იძლევა მოტივაციის ზრდის, თვითდაჯერებულობის განმტკიცებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას როგორც ტრენერისთვის, ასევე მონაწილეებისთვის;
🎯საქმიანობის მთავარი სტიმულია: ადამიანების კმაყოფილება და პროცესი, სადაც ჩემი ცოდნა კონკრეტულ ცვლილებებს ქმნის როგორც პიროვნებებში, ისე ორგანიზაციებში
📌დევიზი: ისწავლე, გამოსცადე, გაუზიარე
✊პრინციპები: პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ინდივიდუალიზმი, მუდმივი განვითარება, ემპათია, გულწრფელობა, თვითრწმენა.

ტრენერთა ასოციაცია და ტრენერთა აკადემია უდიდეს წარმატებებს უსურვებს გიორგი ბარნაბიშვილს ტრენინგ ინდუსტრიაში
ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy
ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association
Giorgi Barnabishvili

ტრენერთა აკადემია 2025 დახურვა უდიდესი მადლობა ტრენერთა აკადემიის წამყვან ტრენერებს, პარტნიორებს, მონაწილეებს!  #მადლობა...
23/09/2025

ტრენერთა აკადემია 2025 დახურვა

უდიდესი მადლობა ტრენერთა აკადემიის წამყვან ტრენერებს, პარტნიორებს, მონაწილეებს!

#მადლობა #ნდობისთვის

🔹ტრენერთა აკადემია 2025-ის  შემაჯამებელი შეხვედრა ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელ და ტრენერ-კონსულტანტ თამარ  კანაშვილთა...
27/06/2025

🔹ტრენერთა აკადემია 2025-ის შემაჯამებელი შეხვედრა ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელ და ტრენერ-კონსულტანტ თამარ კანაშვილთან შედგა.

მან მონაწილეებს ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციები, სფეროს მოთხოვნები და მახასიათებლები დეტალურად გააცნო, რისი ცოდნაც ახალბედა ტრენერებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროფესიულ ორიენტაციას.

ტრენერთა აკადემიის პარტნიორია Alte University • ალტე უნივერსიტეტი

26/06/2025

🔹ტრენერთა აკადემია 2025-ის შემაჯამებელი შეხვედრა ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელ და ტრენერ-კონსულტანტ თამარ კანაშვილთან შედგა.

🙌მან მონაწილეებს ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციები, სფეროს მოთხოვნები და მახასიათებლები დეტალურად გააცნო, რისი ცოდნაც ახალბედა ტრენერებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროფესიულ ორიენტაციას.

#ტრენერთააკადემია #თამარკანაშვილი

🔹ტრენერთა აკადემიას ამჯერად პაატა პაპავა ესტუმრა. ის მონაწილეებს ტრენერის  საქმიანობის ეთიკურ ასპექტებზე ესაუბრა, რომელთ...
24/06/2025

🔹ტრენერთა აკადემიას ამჯერად პაატა პაპავა ესტუმრა. ის მონაწილეებს ტრენერის საქმიანობის ეთიკურ ასპექტებზე ესაუბრა, რომელთა ცოდნა და გათვალისწინებაც მონაწილეებთან ურთიერთობის პროცესს - პერფორმანსს, გაცილებით მაღალეთიკურ და ეფექტიან პროცესად აქცევს.

პროფესიული მუდმივი რეფლექსია კი ტრენერს თვით განვითარებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.

მადლობა პაატა პაპავას საინტერესო და დამაფიქრებელი შეხვედრისათვის.

Address

Alte University

0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ტრენერთა აკადემია • Trainers' Academy:

  • Want your university to be the top-listed University?

Share