International Doctoral School • Ilia State University

International Doctoral School • Ilia State University Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from International Doctoral School • Ilia State University, College & University, 3/5 Kakutsa Cholokashvili Avenue, Tbilisi.

For English scroll down 🔻📅 7 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას ს...
06/02/2023

For English scroll down 🔻

📅 7 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადოქტორო ნაშრომის „სუბიექტის დიფერენცირებული მარკირება ქართულში (Differential Subject Marking in Georgian)“ დაცვა.

🔴 პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

🟥 დოქტორანტი სუბიექტის დიფერენცირებულ მარკირებას (DSM) ქართულ ენაში იკვლევს გენერაციული სინტაქსის თეორიის ფარგლებში და ასკვნის, რომ სუბიექტის ბრუნვების დიფერენციაცია არ არის მხოლოდ იმ ოპერაციების შედეგი, რომელიც მორფოლოგიურ სტრუქტურაში (MS) ფონეტიკური ფორმის (PF) დონეზე სინტაქსური რეპრეზენტაციის შემდეგ ვლინდება, პირიქით, ბრუნვის მინიჭებაც და შეთანხმებაც მინიჭებული ბრუნვის (დამოკიდებული, არამარკირებული და ა.შ.) საფუძველზე სინტაქსის ნაწილია. სადისერტაციო ნაშრომი სუბიექტის ე. წ. „არაკანონიკურად მარკირებული“ მოთხრობითი და მიცემითი ბრუნვების მინიჭებას ხსნის წმინდა დამოკიდებული ბრუნვის (pure DC) ალგორითმის მეშვეობით და ასკვნის, რომ დამოკიდებული ბრუნვის თეორია (DCT) საკმარისია სტრუქტურული ბრუნვების მინიჭების გასაანალიზებლად.

🔴 სამეცნიერო ხელმძღვანელები გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი ჰედი ზაელსტრა (UGOE), პროფესორი, დოქტორი ანკე ჰოლერი (UGOE)

🔴 სამეცნიერო ხელმძღვანელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:

🟥 პროფესორი, დოქტორი ნინო დობორჯგინიძე (ISU), პროფესორი, დოქტორი ირინა ლობჟანიძე (ISU)

🌐 სამუშაო ენა: ინგლისური

📅 დრო: 7 თებერვალი, 14:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია

For English 🌐 https://bit.ly/3Y583O3

For English scroll down 🔻🔴 საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni🔴 საერთაშორისო სა...
31/01/2023

For English scroll down 🔻

🔴 საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni🔴 საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni Talks”

📅 6 თებერვალს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ალუმნი საუბრების ფარგლებში სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მახაშვილი.

🔴 მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს კვლევაზე მრავალწლიანი მუშაობისას დოქტორანტთა წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ.

🔴 შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

🔴 პროფესორი ნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურცენტრს. იგი ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; 2017 წელს შეუერთდა ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამას კურსით „თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევა“ (community-based participatory research).

🔴 დეტალური ინფორმაცია ნინო მახაშვილის შესახებ იხილეთ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/nino-makhashvili/

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგი ბმულის მეშვეობით 🔗 https://bit.ly/3wFleJt

📅 დრო: 6 თებერვალი, 17:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

For English 🌐 http://bit.ly/40HQEwy

🔻 For English scroll down🔴 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რ...
13/05/2022

🔻 For English scroll down
🔴 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის კურსდამთავრებულებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები გამართონ უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრები ხელს შეუწყობს დისკუსიებს დოქტორანტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქნება ეს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პროცესი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ურთიერთობები სამეცნიერო ხელმძღვანელთან, კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და სხვ.

📅 შეხვედრების განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3KNmwqn

🌐 For English: https://bit.ly/3kJeKTS


Address

3/5 Kakutsa Cholokashvili Avenue
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when International Doctoral School • Ilia State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to International Doctoral School • Ilia State University:

Share