საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea, College & University, Tornike Eristavi Street 15, 15a, Tbilisi.

ცოტა რამ ჩვენს შესახებ

1873 წელს ქალაქ თბილისში გაიხსნა კერძო სამშობიარო
სამკურნალო დაწესებულება 12 საწოლით. 1875 წელს იგი გადაკეთდა ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტად. იმჟამინდელი მეფისნაცვლის ვორონცოვის მეუღლის ოლღა თეოდორეს ასულის ინიციატივით და ხელშეწყობით, საბებიო ინსტიტუტთან 1875 წელს გაიხსნა სამეანო კურსები. ეს გახლდათ მთელ ამიერკავკასიაში პირველი საშუალო სამედიცინო კადრის მომზადები

ს კერა. სამეანო კურსების სასწავლო პროგრამები შემუშავებული იყო მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სამშობიარო, სამკურნალო დაწესებულებებში. პირველი გამოშვება შედგა 1878 წელს იანვარში. დაამთავრა 28 მსმენელმა.

სასწავლო პროცესი წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა, იცვლებოდა სასწავლებლის დასახელებაც და ბოლოს დამკვიდრდა, როგორც „თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელი“, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად მრავალი სახელოვანი მეცნიერი და მოქალაქე აღზარდა.

წლების მანძილზე იმდენად დიდი იყო სასწავლებლის სახელი და ავტორიტეტი, რომ მეორე სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს დიდი სიამოვნებით იღებდნენ და ზოგჯერ მოიძიებდნენ კიდეც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები.

„თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელის“ საამაყოდ ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წლის კურსდამთავრებულთა შორის არის საქართველოს პირველი ლედი, ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

1996 წელს მეორე სამედიცინო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა შპს სამედიცინო ინსტიტუტი “პანაცეა.”

2011 წლის 4 ივლისს შპს სამედიცინო ინსტიტუტმა „პანაცეამ’ დააფუძნა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“.

16/05/2026

📢მიმდინარეობს რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

✅კბილის სატექნიკო საქმე
✅მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

‼️რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.

👉რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
☎️599172088; 557580044; 551220501.

🎮 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ფარგლებში იმართება კიბერფეხბურთის ტურნირი.📩 თუ ხარ ჩვენი სტუდენტი და გსურს წარმ...
14/05/2026

🎮 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ფარგლებში იმართება კიბერფეხბურთის ტურნირი.

📩 თუ ხარ ჩვენი სტუდენტი და გსურს წარმოადგინო პანაცეა ტურნირზე, მოგვწერე პირად შეტყობინებაში

⚽🔥 მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია — შემოგვიერთდი და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!

⚽️ კიბერ ფეხბურთის ტურნირი კოლეჯებისთვის!

30 მაისს გაიმართება კიბერ ფეხბურთის ტურნირი.

🔹 თითოეულ კოლეჯს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 სტუდენტი
🔹 ან ჩაატაროს შიდა შესარჩევი ტური საკუთარ სივრცეში
🔹 მონაწილეობა უფასოა

🏆 გამარჯვებულებს ელოდებათ სიმბოლური საჩუქრები
📜 ყველა მონაწილე კოლეჯს გადაეცემა სერტიფიკატი

⏳ მონაწილეების წარდგენის ვადა: 23 მაისი

📩 სარეგისტრაციო ბმული და დამატებითი ინფორმაცია უკვე გაეგზავნა წევრ კოლეჯებს ელ-ფოსტაზე

#კიბერფეხბურთი #ტურნირი

✨საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს.👩‍⚕️ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან....
12/05/2026

✨საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს.

👩‍⚕️ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

🔹მადლობა ექთნებს გაწეული შრომისათვის, თქვენ ხდით სამყაროს უკეთესს.

⚽️საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ტურნირში ღირსე...
07/05/2026

⚽️საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ტურნირში ღირსეული მონაწილეობა მიიღო და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

🔘მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა, ვამაყობთ სტუდენტების მონდომებით, გუნდური სულისკვეთებითა და ღირსეული ასპარეზობით.

✔️საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ყოველთვის მიესალმება სტუდენტებში სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას.

🤝მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილე პროფესიულ სტუდენტს:
🔹გიორგი მდინარიძე
🔹ლაშა გველესიანი
🔹ტატო საათაშვილი
🔹ლუკა ბუჩაშვილი
🔹ანდრეი დოლბაია
🔹იური შამიანი
🔹არმენ არუთინოვი
🔹ბადრი ნაწიფაშვილი

🔈ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა❗️აბიტურიენტებსა და მა...
07/05/2026

🔈ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა❗️

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.

საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.

სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.

🔈ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.

საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.

სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.

🔈შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.🔹რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია 6 აპრილის 10:0...
05/05/2026

🔈შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

🔹რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე სარეგისტრაციო საფასურის გადახდა (არანაკლებ 1 საგნისა).
🔹 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

📍აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას პროფესიული პროგრამები:
🔘ფარმაცია (სააფთიაქო)
🔘საექთნო საქმე
🔘აღმზრდელი

✔️აირჩიე 336 !

☎️კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით;
+995 599172088; +995 557580044; +995 551220501.

🔈შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო.

🔹2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

📍აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას პროფესიული პროგრამები:
🔘ფარმაცია (სააფთიაქო)
🔘საექთნო საქმე
🔘აღმზრდელი

✔️აირჩიე 336 !

☎️კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით;
+995 599172088; +995 557580044; +995 551220501.

⚽️საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მინი ფეხბურთის ტურნირის ნახევარფინალშია! 🔘გიწვევთ ყველას საგულშემატკივროდ.📍სპორტული ცენტ...
02/05/2026

⚽️საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მინი ფეხბურთის ტურნირის ნახევარფინალშია!

🔘გიწვევთ ყველას საგულშემატკივროდ.

📍სპორტული ცენტრი იმედი.
დ.აღმაშენებლის 182

⚽️ ცნობილია ნახევარფინალისტები!

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში უკვე გამოვლინდა საუკეთესო 4 გუნდი, რომლებიც ბრძოლას აგრძელებენ ფინალური ეტაპისთვის. 🔥

📅 ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება 4 მაისს

🕛 12:00 — საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA 🆚 კოლეჯი მოდუსი
🕧 12:30 — კოლეჯი პანაცეა 🆚 ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“
🕐 13:00 — მატჩი მესამე ადგილისთვის
🕜 13:30 — ფინალი

📍 სპორტული ცენტრი იმედი დ.აღმაშენებლის N182 (მუშთაიდის ბაღთან)

დაძაბული და საინტერესო მატჩები გველოდება — არ გამოტოვოთ! 💪🏆

⚽️💪🏽
01/05/2026

⚽️💪🏽

⚽️ დასრულდა ჯგუფური ეტაპი!

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში დღეს გაიმართა ბოლო ჯგუფური მატჩები.
📊 გაეცანით დღევანდელ შედეგებს 👇
წინ გადამწყვეტი მატჩებია! 💪🏆

⚽ მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა  მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელ...
28/04/2026

⚽ მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფეხბურთის გუნდმა.

🏅მინი ფეხბურთის ჩემპიონატში პანაცეას გუნდმა პირველ და მეორე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

✅საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მიესალმება პროფესიულ სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას და მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

15/04/2026

Address

Tornike Eristavi Street 15, 15a
Tbilisi
0192

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599172088

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea:

Share