საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ https://www.sdasu.edu.ge
———
David Aghmashenebeli University of Georgia (DAUG – hereinafter), was founded in 1991

👇 For English, scroll down🇬🇪 დავბრუნდით დაუვიწყარი გამოცდილებით! სდასუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს „Next Step Skill...
28/04/2026

👇 For English, scroll down

🇬🇪 დავბრუნდით დაუვიწყარი გამოცდილებით!

სდასუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს „Next Step Skills“ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში Erasmus+ KA151, რომელიც გაიმართა დურესში, ალბანეთში, 16-23 აპრილი, 2026. პროექტის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „Asociatia Babilon Travel”, რუმინეთი, და 4 პარტნიორი, „Multicultural Group“, საქართველო, “Peace Volunteering Network”, ალბანეთი, “Novotarium”, სერბეთი, “BRANCH”, ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ ინსპირაციული გამოცდილების დროს ჩვენ შევძელით:
გაგვეცნო სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ახალგაზრდები;
განგვევითარებინა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და კარიერული უნარები;
გაგვეზიარებინა იდეები, შეხედულებები და გამოცდილებები;
გავიზარდეთ პიროვნულად და პროფესიულად.

ვორქშოპების, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული გაცვლის საშუალებით გავაძლიერეთ კომუნიკაციის, ლიდერობისა და ადაპტაციის უნარები, და შევიძინეთ მეგობრები, რომლებიც საზღვრებს სცდება.

ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება თავდაჯერებული, აქტიური და გახსნილი ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში.

მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და მოტივირებულები ვართ, გავუზიაროთ მიღებული ცოდნა ჩვენს საზოგადოებას! დაელოდეთ ჩვენს მომავალ აქტივობებსა და შთაბეჭდილებებს.

პროექტის შედეგების გაცნობა გაიმართება 1 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

🇺🇸 We’re back from an unforgettable experience!

DAUG students participated in the “Next Step Skills” youth exchange project Erasmus+ KA151, which took place in Durres, Albania, 16-23 April, 2026. The project was organized by the NGO “Asociatia Babilon Travel”, Romania, with the partnership of “Multicultural Group”, Georgia, “Peace Volunteering Network”, Albania, “Novotarium”, Serbia, “BRANCH”, and North Macedonia.

During this inspiring journey, we had the chance to:
Connect with young people from different countries and cultures;
Develop essential life and career skills;
Share ideas, perspectives, and experiences;
Grow both personally and professionally.

Through workshops, teamwork, and intercultural exchange, we strengthened our communication, leadership, and adaptability skills, all while creating friendships that go beyond borders.

This experience reminded us how powerful non-formal education can be in shaping confident, active, and open-minded young people.

We are grateful for this opportunity and excited to share what we’ve learned with our community! Stay tuned for more activities and insights!

The dissemination of the project will take place on May 1, in the Conference Hall of David Aghmashenebeli University of Georgia.

👇 For English, scroll downგლობალური ლიდერობისა და განვითარების სამიტიგაინტერესებთ, როგორ იქცევა ლოკალური ინიციატივა საერ...
16/04/2026

👇 For English, scroll down

გლობალური ლიდერობისა და განვითარების სამიტი

გაინტერესებთ, როგორ იქცევა ლოკალური ინიციატივა საერთაშორისო მასშტაბის პროექტად? თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი TJRC, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) გიწვევთ სამიტზე, რომელიც ლიდერობისა და სტრატეგიული მართვის თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება.
მონაწილეობა თავისუფალია!

რას გთავაზობთ პროექტი?

სამიტი ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, რაც დღევანდელი პროფესიონალისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
• გლობალური ლიდერობა: გუნდის მართვისა და ადაპტაციის თავისებურებები საერთაშორისო გარემოში.
• სტრატეგიული მენეჯმენტი: თანამედროვე ტენდენციები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების როლი განვითარებად ბაზრებზე.
• პროფესიული ნეთვორკინგი: კავშირების დამყარება დარგის სპეციალისტებთან და გამოცდილების გაზიარება AI-სა და ანალიტიკის ჭრილში.

სამიტის განრიგი (ჰიბრიდული ფორმატი):
დასწრება: სდასუ, ი. ჭავჭავაძის 25, I სართული
ონლაინ: GOOGLE MEET პლატფორმა

• 10 მაისი | 12:00 — დოქტორი ლევან დუნდუა: ბრენდინგი და AI

• 17 მაისი | 12:00 — ინოლა ღონღაძე: მონაცემებიდან გადაწყვეტილებამდე: KPI და ანალიტიკა

• 21 მაისი | 12:00 — ასისტენტ პროფესორი ნინო გოგოხია: ლიდერობა: „რატომ“-დან „როგორ“-მდე

• 23 მაისი | 12:00 — სოციალური მეცნიერებების დოქტორი სოფო ჩქოფოია: სოციალური ფრაგმენტაცია და თანამედროვე საფრთხეები

• 30 მაისი | 12:00 — დოქტორი სო ჰეინი / მარკუსი (კამბოჯა): ლიდერობა და კომუნიკაცია (ENG) [GOOGLE MEET პლატფორმა]

• 7 ივნისი | 12:00 — დოქტორი ტიმოტი ჰარდი (აშშ): ადგილობრივი ინიციატივებიდან გლობალურ გავლენამდე (ENG) [GOOGLE MEET პლატფორმა]

სერტიფიცირება: კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მიერ (ბრიუსელი, ბელგია).

პირობა: სერტიფიკატი გადაეცემათ იმ მონაწილეებს, რომლებიც 5 შეხვედრიდან მინიმუმ 4-ს დაესწრებიან.
ვის შეუძლია მონაწილეობა? პროექტი ღიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

როგორ მოვხვდე პროექტში?
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
აპლიკაციების გადარჩევა
გასაუბრება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 მაისი, 23:59 სთ.
დარეგისტრირდი აქ: https://forms.gle/YiL1pc8MoGYF5jLVA
599 908 984 | 574 955 955 [email protected]

Global Leadership and Development Summit

Are you wondering how a local initiative transforms into an international-scale project?

The Thomas Jefferson Research Center and David Aghmashenebeli University of Georgia (SDASU), together with the Georgian National University (SEU), cordially invite you to a project dedicated to the modern challenges of leadership and strategic management.
Participation is free!

What does the project offer?
• Global Leadership: Navigating team management and cultural adaptation in the international arena.
• Strategic Management: Leveraging modern trends and data-driven insights for growth in emerging markets.
• Professional Networking: Connecting with field specialists to exchange expertise in AI, Analytics, and beyond.

Summit Schedule (Hybrid Format)
In-person: SDASU, 25 I. Chavchavadze Ave., 1st Floor
Online: Google Meet Platform

May 10 | 12:00 — Dr. Levan Dundua: Branding and AI

May 17 | 12:00 — Inola Ghonghadze: From Data to Decisions: KPI and Analytics

May 21 | 12:00 — Assistant Professor Nino Gogokhia: Leadership: From "Why" to "How"

May 23 | 12:00 — Dr. Sopho Chkopoia: Social Fragmentation and Modern Threats

May 30 | 12:00 — Dr. So Hayne / Marcus (Cambodia): Leadership and Communication (ENG) [Google Meet]

June 7 | 12:00 — Dr. Timothy Hardy (USA): From Local Initiatives to Global Impact (ENG) [Google Meet]

Certification
Upon completion of the course, an internationally legally valid certificate will be issued, recognized by the "Eastern Partnership Civil Society Forum" (Brussels, Belgium).
Requirement: The certificate will be awarded to participants who attend at least 4 out of the 5 sessions.

Who can participate?
The project is open to Undergraduate, Graduate, and Doctoral students.

How to join the project?
The selection process consists of two stages:
Application screening

Interview
Registration Deadline: May 4, 23:59
Register here: https://forms.gle/YiL1pc8MoGYF5jLVA
Contact: 599 908 984 | 574 955 955
Email: [email protected]
#სეუ

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალები...
18/03/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ჩვენი უნივერსიტეტისთვის მისი უწმინდესობის სახელი განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან, სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

სდასუ მუდამ დარჩება ამ უდიდესი სულიერი მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ერთგული.

განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სულიერების დაცვისა და განვითარების საქმეში. ათწლეულების განმავლობაში იგი წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიბრძნისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოს.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნვერსიტეტში, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ლექციების კურსი ჩატარ...
22/12/2025

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნვერსიტეტში, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ლექციების კურსი ჩატარდა თომას ჯეფერსონის კვლევითმა ცენტრმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა დიპლომატთა
კლუბთან“ ერთად წარმატებით განახორციელა ლექციების კურსი: „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.

პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და ისეთი მნიშვნელოვანი რისკების გაანალიზება, როგორიცაა ტერორისტული ქსელები, უცხოელი მებრძოლების ფენომენი და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მონაწილეები ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ.

პროექტში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები:
- თორნიკე შურღულაია – ტერორისტული ქსელების იდენტიფიკაცია;
- ანდრო გოცირიძე – კიბერტერორიზმი;
- თამაზ დემეტრაშვილი – უცხოელი ტერორისტი მებრძოლები და ტერორისტული ორგანიზაციები;
- გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე – დაზვერვის როლი ტერორიზმთან ბრძოლაში;
- ფირუზ მსხვილიძე – სპეცოპერაციები ტერორიზმის წინააღმდეგ (სამხედრო ჭრილი).

ლექციები ჰიბრიდული ფორმატით (ონლაინ და დასწრებით) ჩატარდა. კურსის დასასრულს, ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
ფორუმის მიერ (ბრიუსელი, ბელგია).

👇 For English, scroll downსიხარულით გაცნობებთ, რომ კასტამონუს უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ...
19/12/2025

👇 For English, scroll down

სიხარულით გაცნობებთ, რომ კასტამონუს უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანხმდებიან, ითანამშრომლონ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და/ან პერსონალის გაცვლის მიზნით.

ინსტიტუციები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვა.

ამასთანავე, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, დაიცვან ხარისხის ის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია უმაღლესი განათლების Erasmus-ის ქარტიასა და წინამდებარე შეთანხმებაში.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ამ მნიშვნელოვან
წარმატებას და ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნას.

--

We are pleased to inform you that a cooperation agreement has been signed between Kastamonu University and David Agmashenebeli University of Georgia within the framework of the Erasmus+ program. The higher education institutions agree to cooperate within the framework of the Erasmus+ program for student and/or staff exchange.

The institutions undertake to ensure transparent and efficient management of the financial resources allocated to them under the programme.

In addition, the parties express their willingness to comply with the quality requirements set out in the Erasmus Charter for Higher Education and this Agreement.

David Agmashenebeli University of Georgia congratulates its students, academic and administrative staff on this significant success and the opening of new international opportunities.

UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი სტუმრად სდასუ TV-ში.
16/12/2025

UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი სტუმრად სდასუ TV-ში.

16/12/2025
10 დეკემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი „მე ოჯახი, სახელმწიფო“-ს პრეზენტაცი...
11/12/2025

10 დეკემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი „მე ოჯახი, სახელმწიფო“-ს პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვა პროექტის ავტორი, პროფ. თამარ ჩიბურდანიძე.
პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება”, ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.

Address

ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. #25
Tbilisi
0192

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995577311377

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ:

Share