თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History

თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის გვერდი

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზ

ება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები: საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.

"ერთადერთი დეტალი ცხენის აბჯრიდან, რომლის რამდენიმე გამოსახულებამაც ჩვენამდე მოაღწია, არის ლითონისაგან დამზადებული ცხენი...
10/01/2026

"ერთადერთი დეტალი ცხენის აბჯრიდან, რომლის რამდენიმე გამოსახულებამაც ჩვენამდე მოაღწია, არის ლითონისაგან დამზადებული ცხენის კისრის აბჯარი – კრინეტი.
კრინეტი გამოსახულია XI საუკუნის დასაწყისის ძეგლებზე: წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს რელიეფებზე ნიკორწმინდის დასავლეთის კარის ტიმპანზე (სურ. 1), ნიკორწმინდის აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახულ წმინდა მეომრების ცხენებზე (სურ. 2), ადიშის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთისა (წმ. გიორგი) და ჩრდილოეთის კედლის (წმ. თევდორე) ფრესკებზე (სურ. 3).
ამ გამოსახულებების ნახვის შემდეგ ცხადი ხდება, თუ რამ გამოიწვია ეს გამონაკლისი ქართულ იკონოგრაფიაში: ცხენის სხეულის აბჯრისაგან განსხვავებით, მისი კისრის აბჯარი უფრო უმნიშვნელო დეტალი იყო და არ ითხოვდა ტრადიციული კომპოზიციის შეცვლას.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მართლმადიდებლური იკონოგრაფია ასახავდა აღჭურვილობაში მომხდარ რეალურ ცვლილებას, თუკი ის დადგენილი კომპოზიციისა და სქემის ფარგლებში თავსდებოდა. კრინეტის გამოსახვა შედარებით „შეუმჩნევლად“ შეიძლებოდა, არ არღვევდა დადგენილ ნორმებს და ამიტომაც აისახა კიდეც წმინდანთა შეიარაღებაში."
მამუკა წურწუმია. შუა საუკუნეების ქართული სამხედრო აღჭურვილობა ხელოვნებასა და რეალობაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. თბილისი. 2025.
https://geohistory.humanities.tsu.ge/images/SHROMEBI/XXI/Geo/010_Mamuka_Tsurtsumia_compressed.pdf

07/01/2026

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას ცნობილი სიტყვები, რომლითაც მან საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, დოკუმენტურად დასტურდება (გავრცელებული ვერსიისგან ოდნავ სახეცვლილად, თუმცა იგივე შინაარსით), რადგან ის წარმოთქმიდან მალევე აისახა კონსტანტინე გვარჯალაძის მიერ აკაკი ჩხენკელისადმი გაგზავნილ წერილში. ასე რომ, ის სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ. ეს გარემოება ადასტურებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები არ არის მოგვიანო პერიოდში შეთხზული, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს. გარდა ამისა, სასურველია გამოვიყენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ წარმოთქმული სიტყვები იმ ფორმით, როგორადაც ის ფიქსირებულია საარქივო დოკუმენტში, რომელიც ასე ჟღერს: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, ფიზიკურათ ხალხის ვარ, ჩემი ლეში ვისაც გინდათ იმან წაიღეთ“.

ლ. ჯიქია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ამბროსი ხელაიას სიტყვების – „სული ჩემი ღმერთს
ეკუთვნის...“ სინამდვილის გარკვევისათვის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გილოცავთ შობას!

06/01/2026

"კონსტანტინეპოლში თავმოყრილ ქართველ კათოლიკეებს ეროვნუ-
ლი წარმატების აუცილებელ პირობად მომავალში ქართველთა სარწმუნოებრივი გაერთიანებაც მიაჩნდათ. ამის დასტურია „ქართველ კათოლიკეთა სავანის“ მიერ 1922 წელს გამოცემული წიგნი „ქართველო ქრისტიანებო შეერთდით“, რომლის ავტორია 'მხედარი'.
Roland Topchishvili ქართველ კათოლიკეთა მცდელობა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების შეერთების შესახებ XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025

05/01/2026

"ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, საგალობლებში „უცხო“ პარადიგმულ სახედ მოიაზრება, რადგან მისი საფუძველი ძველი და ახალი აღთქმისეული თვალთახედვაა, კერძოდ, ადამისა და ევას შესახებ ბიბლიური მონათხრობი როგორც პირველცოდვის შედეგად სამკვიდროდაკარგულთა სხვა, „უცხო“ სამყაროში, ამქვეყნიურ, წუთისოფლურ სივრცეში გაძევებულთა და „უცხო“ სივრცეში დამკვიდრებულთა შესახებ, რაც გახდა „უცხოს“ სიმბოლური გააზრების საფუძველი და რაც ბიბლიურ არქეტიპებს ჰიპოდიგმურად მოგვააზრებინებს. „უცხო“ თეორიულ თეოლოგიურად განზოგადებულად განხილულია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებაში „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“. წმინდანმა, ჰაგიოგრაფიული პერსონაჟის ზოგადი მხატვრული სახის ნიშან-თვისებით შემკულმა და მაცხოვარს მიახლოებულმა ადამიანმა, უნდა მოიპოვოს ზესთასოფლის მკვიდრობა, ზეციური მოქალაქობა, რაც „ორსავ სოფელსა შინა“ უცხოდმყოფობის გამოხატულებად აღიქმება. დროსივრცული თვალსაზრისით იგი მიუთითებს ადამიანის, ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული პერსონაჟის, გმირის ამქვეყნიურ და ზესთასოფლურ არსებობაზე, ჰაგიოგრაფთა და ჰიმნოგრაფთა მიერ სამყაროს ერთიან სისტემაში აღქმაზე, რადგან უცხოდყოფნა ორსავ სოფლის არსებობის მიმანიშნებელია."
ნ. სულავა. „უცხოს“ ჰიპოდიგმური გააზრებისათვის ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025.

04/01/2026

Географическое название «Колхида» происходит от названия племени колхов. Его параллельные и по-разному именуемые формы в разное время – «Колха» и «Колхис». Колха/Колхэти/Колхида/Колхис обозначала территорию, населённую колхами/колами, и охватывала в основном территорию Западной Грузии. Исторически, в некоторых случаях, она включала также территорию современной Турции. Колха/Кулха – урартский термин, Колхэти – обозначен грузинским окончанием («эти»), а греческий вариант этого названия — Колхис и Колхида (Κολχίς, Κολχίδα).
Термин связан с грузинской этнокультурой; колхи являются предками современного западногрузинского населения, и соответственно, как название племени, так и произошедшее от него географическое название связаны с предками грузин и с Грузией.

სტატია შთაგონებულია საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის არსებული სასამართლო დავით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან ასოცირებულ ტერმინ „კოლხეთის“, გამოყენებასთან დაკავშირებით სავაჭრო მიზნებით რუსეთის ფედერაციაში. სტატია დაწერილია ექსპერტის მოსაზრების სახით და გამოქვეყნებულია, რათა დაეხმაროს ქართულ მხარეს მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებაში.
Натиа Пипиа. О терминах Колха/Колхети/Колхида и связанных с ними этнонимах. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025.

02/01/2026

Accepting the idea that the ‘Periplus of Ps.-Skylax’ was not initially conceived as a sailors’ guide does not mean, however, denying the debt it owes to contemporary and earlier nautical culture: despite its inconsistency, the maritime information contained in the text is so plentiful that its analysis provides interesting food for thought about the nature of the nautical data
originally available to the author.
In this contribution, the identification of nautical data has been limited to sections §§ 67.5-94, viz. those concerning the Hellespont, the Propontis and the Pontos. For these coasts, an analysis of the nautical information reveals the presence of at least three different types. In some cases, it seems that the nautical knowledge of certain stretches is completely absent or, at least, did not
directly derive from nautical sources (§§ 69-80, 82-83, 87 and 91-92). On the other hand, on other stretches of coastline the influence of maritime culture is crystal clear, although the information is more (§§ 67.5-68 and 81) or less (§§ 84-86, 88-90 and 93-94) detailed.
Considering the findings and analysis of the maritime information in the Periplus, it therefore seems possible to posit that the author employed nautical information whose type and quality differed. The inclusion of this information in a new literary framework was not therefore entirely sufficient to conceal the heterogeneity of the sources consulted. Consequently, beyond the text, it is still possible to discern – albeit only in filigree – the existence and circulation of various types of maritime information.
Chiara Maria Mauro. THE DARDANELLES, THE SEA OF MARMARA AND THE BLACK SEA ACCORDING TO PS.-SKYLAX (Analysis of the nautical information contained in a fourth-century BCE periplus). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025.

01/01/2026

"ანტიკური ეპოქის კოლხეთში (ძვ.წ. VI - ახ. წ. IV სს.), ერთმანეთს ხვდება ორი განსხვავებული საზოგადოება - ბერძნულ-რომაული და
კოლხური. მათ შორის არამხოლოდ კონსტიტუციური და კულტურული განსხვავებაა, ნუტრიციოლოგიურიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული საკვები რომელიმე რეგიონში არ მოიპოვებოდა, არამედ იმას, რომ ელიტარული საკვები სხვადასხვა დოზით გამოიყენებოდა სხვადასხვა საზოგადოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მდიდრებისა და ღარიბების თანაფარდობა ბერძნულ-რომაულ და კოლხურ საზოგადოებებში განსხვავებულია".

ომარ ძაძამია. ანტიკური ხანის კოლხეთის ზოგადი გეოგრაფიული დახასიათება და მისი გავლენა ძველი კოლხების კვებაზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გილოცავთ ახალ, 2026 წელს და გისურვებთ ბედნიერებას და კეთილდღეობას.

30/12/2025

"როშნია ჭავჭავაძე არის ჩვენთვის ცნობილი უძველესი წინაპარი დიდი ქართველი მწერლისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა – ილია ჭავჭავაძისა (1837-1907). მისი გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია (იხსენიება 1470 წელს) – გიორგი (იხსენიება 1517-1529 წლებში) – გარსევანი (იხსენიება 1540-1584 წლებში) – იასონი (იხსენიება 1590 წელს) – მამუკა (იხსენიება 1639-1655 წლებში) – ფარემუზი (იხსენიება 1642-1682 წლებში) – ბესპაზი (იხსენიება 1755-1777 წლებში) – პაატა (1771-1825) – გრიგოლი (1811-1852) – ილია (1837-1907)"
Nikolai Javakhishvili თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს ისტორიიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025

დღეს გაიმართასაქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პროფესორთ...
26/12/2025

დღეს გაიმართა
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პროფესორ
თედო დუნდუას (1961-2025) ხსოვნას

22/12/2025

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა ლიზა მურადაშვილმა გაიმარჯვა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში. სამაგისტრო ნაშრომის თემა: "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში". სამეცნიერო ხელმძღვანელი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი Nikolai Javakhishvili
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ულოცავს ლიზას და მის ხელმძღვანელს ამ წარმატებას.

22/12/2025
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით  5-6 დეკემბერს გაიმართა სტუდენტუ...
09/12/2025

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით 5-6 დეკემბერს გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“. კონფერენცია აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია გახსნა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ნიკო ბერძენიშვილის ღვაწლისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა სტუდენტების სამეცნიერო აქტიურობისთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს ეს კონფერენციაც.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის პროფესურა – ქეთევან ნადირაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დიმიტრი შველიძე. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და აღნიშნული პერიოდის ისტორიით სტუდენტების დიდი დაინტერესების შესახებ. შეაფასეს აკად. ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა და სხვ.

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხების თემატიკისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაში 50-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობდა, მოხსენებით წარსდგნენ, როგორც თსუ-ს, ისე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი მოხსენებები შეეხებოდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიის, სამართლისა და ეკლესიის ისტორიას, ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შუა საუკუნეების ლიტერატურის, ხელოვნების ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის შესახებ.

კონფერენციის სხდომებს უძღვებოდა თსუ საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი. ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ ბახტაძე, ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Address

Ilia Chavchavadze Avenue 13
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History:

Share