19/06/2026
📣 ილიაუნის მკვლევრებმა გერგეტის მყინვარის ძირში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გახსნეს
🏔️ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გერგეტის მყინვარის ძირში, 3 014 მეტრის სიმაღლეზე, გახსნეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც ონლაინ უწყვეტად მიაწვდის სპეციალისტებს კლიმატურ მონაცემებს. პარალელურად მიმდინარეობს ტემპერატურა-ტენიანობის ჩამწერების ინსტალაცია სასიმაღლო პროფილზე მყინვარწვერამდე.
მიღებული მონაცემებით შესაძლებელი იქნება კლიმატის ცვლილების მიმდინარეობაზე დაკვირვება სხვადასხვა სიმაღლეზე და უფრო დეტალურად გლობალური დათბობის ზემოქმედების განსაზღვრა უშუალოდ კავკასიის მყინვარებზე.
მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მულტიდისციპლინური კვლევებისა და მთის თემისთვის.
🔹 პროექტი: რეალურ დროში მეტეოროლოგიური დაკვირვებების გავრცელება დიდ კავკასიონზე – სიმაღლეზე დამოკიდებული კრიტიკული მონაცემების შეგროვება მულტიდისციპლინური კვლევებისთვის (GEO Mountains მცირე საგრანტო პროექტი). The Mountain Research Initiative (MRI), Centre for Development and Environment, University of Bern
📌 პროექტს ახორციელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი და გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი
პროექტის მხარდამჭერები: AltiHut https://www.facebook.com/altihut.ge და Bethlemi Hut https://www.facebook.com/BethlemiHut