კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია” "Studium Pretium Libertatis"
(483)

🚀 გაიცანით CU Founder Sprint-ის მენტორები  🔹ტიმურ დაუდპოტა |  2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი 🔹სან ...
30/04/2026

🚀 გაიცანით CU Founder Sprint-ის მენტორები

🔹ტიმურ დაუდპოტა | 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი
🔹სან ჩოი | 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი
🔹ნატო ჩაკვეტაძე | 2080 Ventures-ის პროგრამების დირექტორი საქართველოში
🔹დავით ციცქიშვილი | ანტრეპრენერი და ანგელოზი ინვესტორი
🔹ირაკლი სვანიძე | სტარტაპ მენტორი, CU -ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
🔹ქეთევან ხუნწარია | Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი
🔹ია წულაია | სტარტაპ მენტორი და ანგელოზი ინვესტორი
🔹თეკლა გუგუშვილი | Axel-ის საოპერაციო დირექტორი

CU Founder Sprint-ის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სტარტაპების შექმნასა და განვითარებაში

CU Founder Sprint არის ორეტაპიანი პროგრამა, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტარტაპის შექმნის რეალური გზა. პროგრამა ხორციელდება გლობალურ ვენჩურულ აქსელერატორ 2080 Ventures-თან და ანგელოზ ინვესტორთა ქსელ Axel-თან პარტნიორობით

მენტორები ჩართულნი იქნებიან პროგრამის ორივე ეტაპზე - Online Founder Sprint-ის ფარგლებში და დასკვნით იდეათონზე, სადაც მონაწილეები იმუშავებენ გუნდურად და ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს

👉 დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/UTNMQ

👉 პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/oWzZZ

🚀 Meet the Mentors of CU Founder Sprint

🔹 Timur Daudpota | Founding Partner at 2080 Ventures & Investor
🔹 Sun Choi | Founding Partner at 2080 Ventures & Investor
🔹 Nato Chakvetadze | Program Director of 2080 Ventures in Georgia
🔹 Davit Tsitskishvili | Entrepreneur & Angel Investor
🔹 Irakli Svanidze | Startup Mentor, Acting Head of CU Innovation & Entrepreneurship Center
🔹 Ketevan Khuntsaria | Investment Board Member at Axel & Angel Investor
🔹 Ia Tsulaia | Startup Mentor & Angel Investor
🔹 Tekla Gugushvili | Chief Operating Officer at Axel

As part of CU Founder Sprint, participants will work closely with both local and international experts who are actively building, investing in, and scaling startups

CU Founder Sprint is a two-stage program designed to guide participants through the real journey of building a startup - from idea to a validated concept. The program is delivered in partnership with the global venture accelerator 2080 Ventures and the Georgian Business Angel Network, Axel

Mentors will be actively involved throughout both stages - from the Online Founder Sprint to the final Ideathon, where participants will collaborate in teams and pitch their startup ideas to a jury

👉 Learn more about the program via the link: https://shorturl.at/UTNMQ

👉 Apply now through the link: https://shorturl.at/oWzZZ

🔹ვილნიუსის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება შედგა. პროექტი: „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმ...
30/04/2026

🔹ვილნიუსის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება შედგა. პროექტი: „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა!“ კავკასიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიებაა, რომლის მხარდამჭერებიც არიან: ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; ლიტვის მწერალთა კავშირი; ქართული კალიგრაფიის ასოციაცია; გამომცემლობა „ინტელექტი“

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: რიმვიდას პეტრაუსკასმა (ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი) და კახა შენგელიამ (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი)

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა პრეზენტაციები

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მადლიერების გამოსახატად, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა: ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ვილია თარგამაძეს - პროექტის „მე მიყვარს ქართული- ჩემი სახელმწიფო ენა!“ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ხოლო ბირუტე იონუშკაიტეს - ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ვრცლად: https://tinyurl.com/c34vrdce

🔹The closing event of Georgian Language Days was held at Vilnius University. The project “I Love Georgian – My State Language!” is a joint initiative of Caucasus University and Vilnius University, implemented with the support of the Embassy of the Republic of Lithuania in Georgia, the Lithuanian Writers’ Union, the Georgian Calligraphy Association, and Intelekti Publishing

The event was opened by Rimvydas Petrauskas, Rector of Vilnius University, and Kakha Shengelia, President of Caucasus University, who delivered welcome addresses

The programme featured different presentations

In recognition of their contribution, the President of Caucasus University presented special awards to Vilnius University and Vilia Targamadzė for their exceptional support of the project “I Love Georgian – My State Language!”, and to Birutė Jonuškaitė for her outstanding contribution to the promotion of the Georgian language and literature

See more: https://tinyurl.com/5n7z2fw5

სალომე ჩიკვილაძეგალათის უნივერსიტეტი, რუმინეთი🔹Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიი...
30/04/2026

სალომე ჩიკვილაძე

გალათის უნივერსიტეტი, რუმინეთი

🔹Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორი, სალომე ჩიკვილაძე იმყოფებოდა გალათის უნივერსიტეტში (Dunarea de Jos University of Galati), რუმინეთში

პროგრამა მოიცავდა როგორც სალექციო კურსის ჩატარებას, ასევე სამუშაო შეხვედრებს ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა დეტალურად გასცნობოდა მასპინძელი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესს.
შეხვედრების მიზანი იყო გამოცდილებისა და აკადემიური პრაქტიკის გაზიარება, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება

ვიზიტის განმავლობაში ლექტორმა ჩაატარა ლექციები და აქტიურად ჩაერთო სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრებში, სადაც საკუთარი პროფესიული გამოცდილება გააზიარა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიებს

Salome Chikviladze

Dunarea de Jos University of Galati, Romania

🔹Within the framework of the Erasmus+ academic staff mobility program, Salome Chikviladze, a lecturer at the School of Media at Caucasus University, visited the Dunarea de Jos University of Galati in Romania

The program included both the delivery of a lecture course and working meetings with representatives of the Faculty of Economics and Business Administration. During the visit, the university representative had the opportunity to become thoroughly acquainted with the host university’s educational process.
The purpose of the meetings was to share experience and academic practices, as well as to strengthen cooperation

Throughout the visit, the lecturer delivered classes and actively participated in meetings with students and academic staff, where she shared her professional experience. Special attention was given to modern student-centered teaching methods and strategies

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა კაზიმ...
30/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს ესტუმრნენ (ლიეტუვა, ვილნიუსი). შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან

მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი აკადემიური ინიციატივებისა და კვლევითი პროექტების განვითარების შესაძლებლობები

ვრცლად: https://shorturl.at/vaeGv

🔹During the official visit to Lithuania, the President of Caucasus University, Dr. Kakha Shengelia, and Vice-President Ms. Irena Melua were hosted at Kazimieras Simonavičius University. The meeting took place with the university administration

The parties discussed opportunities for further strengthening cooperation between Caucasus University and Kazimieras Simonavičius University, including the development of joint academic initiatives and research projects

More: https://shorturl.at/5T8RJ

🔹ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ...
30/04/2026

🔹ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - “ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში”

ლექციას წარუძღვა ეკონომიკის სკოლის აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი. საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილული იყო თუ როგორ გავლენას ახდენს ICT ენერგომოხმარებასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირზე BRICS-ის ქვეყნებში 2010–2023 წლების მონაცემების საფუძველზე. ასევე, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიისა და ტექნოლოგიების განვითარება, ვინაიდან მათი ერთობლიობა უფრო ეფექტიან შედეგს განაპირობებს

ვრცლად: https://shorturl.at/d6Tqq

🔹Within the framework of cooperation with the French-Georgian University, public lecture was held for students and academic staff of the School of Economics at Caucasus University. The topic of the lecture was - “Unveiling the Interplay: ICT as a Moderator in the Renewable Energy and Human Development Nexus within BRICS Countries”

The lecture was delivered by Azer Dilanchiev, an affiliated professor at the School of Economics of Caucasus University. Within the lecture, it was discussed how ICT influences the relationship between energy consumption and human development in BRICS countries, based on data from 2010–2023. It was also emphasized that the development of renewable energy and technology is particularly important, as their combination leads to more effective outcomes

More: https://shorturl.at/wBlBv

🔹კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით...
29/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ინდოეთის სამედიცინო საკვალიფიკაციო გამოცდა (FMGE)

ეს კურსდამთავრებულები არიან: Dr. Aanand Sureshkumar Resmy; Dr. Nazeel Nazar; Dr. Abhirami Rajashree; Dr. Austin Thomas; Dr. Arathi Kunnumbrath Chandran; Dr. Dilshana a.k; Dr. Mohammad Faseeh Bin Farook; Dr. Rahul Muhammed; Dr. Muhammed Shamal; Dr. Yaseen Bin Malick; Dr. Nishad Nasarudeen; Dr. Sabir; Dr. Gayathri Satheesh; Dr. Nicole Baby

თითოეულ მათგანს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას 💙

🔹Alumni of Caucasus University’s Medical Doctor programe have successfully passed the Foreign Medical Graduate Examination (FMGE)

These alumni are: Dr. Aanand Sureshkumar Resmy; Dr. Nazeel Nazar; Dr. Abhirami Rajashree; Dr. Austin Thomas; Dr. Arathi Kunnumbrath Chandran; Dr. Dilshana a.k; Dr. Mohammad Faseeh Bin Farook; Dr. Rahul Muhammed; Dr. Muhammed Shamal; Dr. Yaseen Bin Malick; Dr. Nishad Nasarudeen; Dr. Sabir; Dr. Gayathri Satheesh; Dr. Nicole Baby

We congratulate each of them and wish them success 💙

29/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პირველი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში ქართულ აკადემიურ სივრცეში

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტებს ხატია გოგლიძესა და ირენა მელუას ლიეტუვაში ოფიციალუ...
29/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტებს ხატია გოგლიძესა და ირენა მელუას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ რიმვიდას პეტრაუსკასმა უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტში

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები

ვრცლად: https://shorturl.at/lMts9

🔹During their official visit to Lithuania, the President of Caucasus University, Mr. Kakha Shengelia, along with Vice-Presidents Ms. Khatia Goglidze and Ms. Irena Melua, were hosted by the Rector of Vilnius University, Professor Rimvydas Petrauskas. The meeting took place at Vilnius University

Within the framework of the visit, the parties discussed opportunities to further deepen the cooperation between Caucasus University and Vilnius University, as well as the development of joint academic programs and research projects

More: https://shorturl.at/InWt2

🤝კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს, იტალია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელიგენუის უნ...
28/04/2026

🤝კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს, იტალია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გენუის უნივერსიტეტი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს წარმოადგენს ლიგურიას რეგიონში

შეთანხმება ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, სხვადასხვა მოკლევადიანი და კვლევითი პროექტების განხორციელებას

ვრცლად: https://shorturl.at/zcBeg

🤝Caucasus University and the University of Genoa, Italy, have signed the partnership Agreement

The University of Genua nowadays is one of the oldest and largest public research Universities in the Liguria Region

The partnership agreement signed between the Universities will encourage institutional cooperation and partnership in different short-term projects and research opportunities

More: https://shorturl.at/1X1qY

🔹ვილნიუსის უნივერსიტეტში, შედგა მესამე ღონისძიება პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ფარგლებში. ქართ...
28/04/2026

🔹ვილნიუსის უნივერსიტეტში, შედგა მესამე ღონისძიება პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ფარგლებში. ქართული კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასზე დასასწრებად 60-მდე ლიეტუველი სტუდენტი და პროფესორი მოვიდა

სტუდენტები პირველად ეზიარნენ კალმისა და მელნის სამყაროს: მათ ტრადიციულ კალმისტარს მოარგეს „ვეფხისტყაოსნის“ მხედრულისათვის შესაფერისი კალმის წვერი და მელნით პირველად მოხაზეს ასოები ქაღალდზე... მათ შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევარი - „თავისუფლება“...

მხარდამჭერები: ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; ლიეტუვის მწერალთა კავშირი; საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია; გამომცემლობა „ინტელექტი“

ვრცლად: https://tinyurl.com/4akj7uvf

🔹A third event was held at Vilnius University within the framework of the project “I Love Georgian – My State Language!” . The masterclass on the art of Georgian calligraphy was attended by about 60 Lithuanian students and professors

For the first time, students experienced the world of pen and ink: they fitted traditional pen holders with nibs suited for writing in the Mkhedruli script of The Knight in the Panther’s Skin and drew their first letters on paper with ink. They created a calligraphic work titled “Freedom”

Supported by: Embassy of the Republic of Lithuania in Georgia; Lithuanian Writers' Union; Georgian Calligraphers' Association; Publishing House "Intellect"

See more: https://tinyurl.com/uj6uruwy

🔹კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია კაუნასის კოლეჯში იმყოფებოდაკავკასიის უნივერსიტეტსა და კაუნასის კოლეჯს შორის პარტნიორო...
28/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია კაუნასის კოლეჯში იმყოფებოდა

კავკასიის უნივერსიტეტსა და კაუნასის კოლეჯს შორის პარტნიორობა 2014 წლიდან იწყება და მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას აკადემიური გაცვლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ორივე უნივერსიტეტი UNINOVIS Alliance-ის წევრია, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარება და ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა

ვრცლად: https://shorturl.at/69xBS

🔹The delegation of Caucasus University visited Kaunas College

Caucasus University and Kauno kolegija have been partners since 2014, maintaining active collaboration in academic exchange and institutional development. Both institutions are also members of the UNINOVIS Alliance, which further enhances opportunities for joint initiatives in education, research, and innovation

The discussions focused on expanding institutional collaboration, developing double degree programmes, and promoting joint applied research initiatives

More: https://shorturl.at/mCgZT

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში,...
28/04/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ აბიტურიენტებს შეხვდნენ

სტუმრებს სასწავლო ცენტრის დამფუძნებელმა ნუნუ ცაკაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ

აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრ „სპექტრს“ და კავკასიის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ყოველწლიურად „სპექტრის“ აბიტურიენტები CU-ის აქტიური სტუდენტები ხდებიან

Address

1 Paata Saakadze Street
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995557038177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University:

Share