17/08/2026
🎓✈️ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში!
2026-2027 სასწავლო წელს მიღება ცხადდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
✈️ საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია
წინაპირობა: კვალიფიკაცია საავიაციო ინჟინერიაში ან გამოცდა სპეციალობაში.
📊 საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
წინაპირობა: კვალიფიკაცია მენეჯმენტში ან გამოცდა სპეციალობაში.
📅 საბუთების მიღება: 24 აგვისტოდან, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00
📍 მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 16, I სასწავლო კორპუსი, ოთახი №405.
🌐 ინგლისური ენის B2 დონე: შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, აუდიტორია №500-ში.
📚 სპეციალობის გამოცდა: პროგრამის წინაპირობით განსაზღვრული კვალიფიკაციის არქონის შემთხვევაში - 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, აუდიტორია №500-ში.
📝 აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 30 სექტემბერი, 2026.
🎓 სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს, 2026.
🔗წარსადგენი დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://ssu.edu.ge/uncategorized/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%95-3/
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(032) 274-61-55; 595-44-34-44