პბი

პბი pbi.ge პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი

📣 მნიშვნელოვანი სიახლე! გაეცანით პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (IPA) ახალ ვებგვერდს!სიამაყით გიზიარებთ, რომ ამოქმედდ...
28/07/2026

📣 მნიშვნელოვანი სიახლე! გაეცანით პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (IPA) ახალ ვებგვერდს!
სიამაყით გიზიარებთ, რომ ამოქმედდა IPA-ს სრულიად განახლებული, თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდი: www.ipa.com.ge 🚀

ახალ პლატფორმაზე თქვენ გელოდებათ გამარტივებული ნავიგაცია, განახლებული სასწავლო კურსები, ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ და ყველა საჭირო რესურსი ერთ სივრცეში.

⚠️ ყურადღება! მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისა და მსმენელებისთვის:
ძველი საიტი და ბაზა უქმდება: ძველი ვებგვერდი და მასზე არსებული მომხმარებლების ბაზა აღარ ფუნქციონირებს. ძველი ანგარიშებით სისტემაში შესვლა შეუძლებელია.

ახალი რეგისტრაცია სავალდებულოა: სასწავლო პროცესის, კურსების, ლექციების განრიგისა და სიახლეების მისაღებად, ყველა სტუდენტმა და მსმენელმა ხელახლა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მხოლოდ ახალ პლატფორმაზე — www.ipa.com.ge.

📌 როგორ დარეგისტრირდეთ?

ეწვიეთ ბმულს: https://www.ipa.com.ge/

დააჭირეთ ღილაკს „შესვლა / რეგისტრაცია“

შეავსეთ საჭირო მონაცემები და შექმენით თქვენი ახალი პირადი პროფილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები და სასწავლო მასალები!

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო პროცესს! 🎓

მოგესალმებით,მიმდინარე წელს განახლდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტი და სალექციო ბაზა.ინფორმაცია იხილეთ:
22/07/2026

მოგესალმებით,
მიმდინარე წელს განახლდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტი და სალექციო ბაზა.
ინფორმაცია იხილეთ:

    აღმოაჩინეთ თქვენი პოტენციალი ბუღალტერიასა და აუდიტში     

2026 წლის შემოდგომის სემესტრის  ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში სალექციო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წ...
22/07/2026

2026 წლის შემოდგომის სემესტრის ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში სალექციო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 13 სექტემბრამდე.
სალექციო კურსი დაიწყება 2026 წლის 13 სექტემბრიდან.
* * * *
ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბაფის საიტზე. www.baf.ge
* * * *
სალექციო კურსებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტზე: https://www.ipa.com.ge/
* * * *
ფასები იხილეთ პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტზე: გადასახადებში.
* * * *

    აღმოაჩინეთ თქვენი პოტენციალი ბუღალტერიასა და აუდიტში     

პბი გთავაზობთ სალექციო-მოსამზადებელ კურსს ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებისთვის:* * * * *სემესტრული სალექციო-მო...
22/07/2026

პბი გთავაზობთ სალექციო-მოსამზადებელ კურსს ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებისთვის:
* * * * *
სემესტრული სალექციო-მოსამზადებელი კურსი:
1. გაზაფხულის სემესტრი - თებერვალი-მაისი
2. შემოდგომის სემესტრი - სექტემბერი-დეკემბერი
* * * * *
**სემესტრულ სალექციო კურსზე რეგისტრაციის უახლესი პერიოდი:
2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ლექციებზე დარეგისტრირება დაიწყება 2026 წლის 1 სექტემბრიდან (13:00 საათიდან) (სალექციო განრიგები დაიდება აქვე - ლექციებში - ქვემოთ).
ლექციები დაიწყება 2026 წლის 13 სექტემბრიდან (ლექციებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა პროგრამულად შეწყდება ლექციების დაწყებამდე ორი დღით ადრე).
**სალექციო ბაზაში რეგისტრაციამდე
სალექციო კურსებზე დარეგისტრირებამდე, მსურველები უნდა ჩაერთონ (დარეგისტრირდნენ) ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში. პროგრამაში ჩართვის ინსტრუქცია იხილეთ ბაფის საიტზე (იხ. ბაფის საიტზე - პროგრამაში ჩართვა; პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!).

**ლექციები ტარდება აუდიტორიაში.
**სალექციო ბაზაში რეგისტრაცია
ლექციებზე ხდება ელექტრონული რეგისტრაცია.
სალექციო ბაზაში რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://www.ipa.com.ge/

**ლექციებზე რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტები
ლექციებზე რეგისტრაციისას მსმენელს უკვე უნდა ჰქონდეს ლექციის საფასურის გადახდის ქვითარი და ატვირთოს საკუთარ გვერდზე:
1. ლექციის საფასური - 600 ლარი (ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე);
2. განცხადების ასლი (თუ გაქვთ ლექციებთან დაკავშირებული რაიმე განცხადება დაწერილი);

**ლექციებზე განმეორებითი დასწრება
ლექციებზე განმეორებით დასწრება ხდება განცხადების საფუძველზე (განმეორებით დასწრების განაცხადის ფორმა უნდა გამოითხოვოთ ჩვენს ელ ფოსტაზე ([email protected]). იხ. პბი-ს საკონტაქტოში) და ლექციის საფასური ამ შემთხვევაში იქნება 360 ლარი.

**ჯგუფების არჩევა
რეგისტრაციისას გამოჩნდება მხოლოდ იმ ჯგუფების მონაცემები, სადაც არის ადგილები. ჯგუფში საჭირო რაოდენობის მსმენელების დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფი დაიხურება. ჯგუფში რეგისტრაციამდე, გადაამოწმეთ ბაფის გამოცდების თანხვედრა, რომელიც მოცემულია ბაფის საიტზე.
**ლექციების დაწყებამდე
ლექციების დაწყებამდე 2 დღით ადრე მსმენელები უნდა დაუკავშირდნენ ლექტორს საკონტაქტო მეილზე, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე და ფბ-გვერდზე, და მიაწოდონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე მოითხოვონ სალექციო განრიგი.
ლექტორის საკონტაქო მეილები და შემდგარი ჯგუფების შესახებ ინფორმაცია დაიდება ჩვენს ფბ (პბი) გვერდზე, რათა შეეხმიანოთ ლექტორს და მიაწოდოთ თქვენი საკონტაქტო მეილი და მობილურის ნომერი.
ლექტორთან შეტყობინების გაგზავნისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სათაურის/საგნის ველში მიუთითოთ თქვენი ჯგუფის ზუსტი და კონკრეტული დასახელება, ასევე თქვენი სახელი და გვარი, სხვა შემთხვევაში თქვენი მეილი ლექტორის მიერ უპასუხოდ დარჩება.

**ლექციების დაწყება
ჩვენს ფბ (პბი) გვერდზე სალექციო კურსის დაწყებამდე დაიდება ინფორმაცია, თუ რომელი ჯგუფები შედგა და რომელი ჯგუფები არ შედგა.
შემდგარ ჯგუფებთან ასევე მითითებული იქნება აუდიტორიის ნომრები და ლექტორების საკონტაქტო მეილები.

**აკადემიური შვებულება
ჯგუფში დარეგისტრირებულ მსმენელს აკადემიური შვებულების გაფორმება შეუძლია მხოლოდ სემესტრის დაწყების პირველივე თვეში (ანუ, თებერვალში ან სექტემბერში). მეორე თვიდან უკვე აღარ ფორმდება აკადემიური შვებულება.
აკადმიური შვებულების გასაფორმებლად უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო მეილზე ([email protected]) და დაწეროთ განცხადება. განცხადების საფუძველზე თქვენ მოგეცემათ საშუალება მიმდინარე სემესტრში სწავლა შეაჩეროთ, და გააგრძელოთ მომდევნო სემესტრიდან.
აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებისას კვლავ საჭიროა განცხადების დაწერა.

**წიგნების აბრევიატურა:
ბტ - ბიზნესი და ტექნოლოგია
მა - მმართველობითი აღრიცხვა
ფა - ფინანსური აღრიცხვა
ქბს - ქართული ბიზნეს სამართალი
სშმ - საქმიანობის შედეგების მართვა
სდ - საგადასახადო დაბეგვრა
ფან - ფინანსური ანგარიშგება
ამმ - აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
ფმ - ფინანსური მართვა
სბლ - სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი
სსა - საწარმოს სტრატეგიული ანგარიშგება
უფმ - უმაღლესი ფინანსური მართვა
უამმ - უმაღლესი აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

**
ლექციები ჩატარდება აუდიტორიაში, მისამართზე: თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. 6ა
სამუშაო დღეებში ლექციები დაიწყება სტანდარტულად 18:10 სთ-ზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლექციები ხშირად კვირაში ორჯერაც ჩატარდება. ამიტომაა მითითებული თითოეული ჯგუფის ლექციის დღეებში ორი სალექციო დღე (პირველი არის ძირითადი სალექციო დღე, მეორე არის დამატებითი).

2026 წლის შემოდგომის სემესტრის სალექციო კურსების განრიგი მოდულების მიხედვით გამოქვეყნდება 25 აგვისტოდან.

    აღმოაჩინეთ თქვენი პოტენციალი ბუღალტერიასა და აუდიტში     

27/02/2026

ინფორმაცია
ბიზნესში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი
ბუღალტრებისთვის!
2026 წლის მსბ ბუღალტერთა სასერტიფიკაციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება 2026 წლის 5 მარტამდე.
მსბ ბუღალტერთა სალექციო კურსები დაიწყება 2026 წლის 9 მარტიდან. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, დღეში 3 ასტრონომიული საათი (18:00 სთ-დან – 21:00 სთ-მდე). სალექციო კურსი გაგრძელდება 15 ივნისამდე.
სალექციო კურსის ფორმატი იქნება ჰიბრიდული (აუდიტორია + ონლაინ).
მსბბ სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება 2026 წლის ივლისში.
პროგრამაში რეგისტრაციისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ლინქზე: https://forms.gle/LX2pSyw1oQMa15dx7

საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ-გვერდი: www.baf.ge (იხ. განათლება და სერტიფიცირება - მსბ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამა)
მეილი: [email protected]
შორენა მაჭარაშვილი - 577 071 589
ნინო ლაღიძე - 579 219 373

23/02/2026
28/01/2026

2026 წლის გაზაფხულის სემესტრის ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში სალექციო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 12 თებერვლამდე.
სალექციო კურსი დაიწყება 2026 წლის 13 თებერვლიდან.
* * * *
ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბაფის საიტზე. www.baf.ge - პროგრამაში ჩართვა
* * * *
სალექციო კურსებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტზე. www.pbi.ge - ლექციები
* * * *
2026 წლის გაზაფხულის სალექციო განრიგები იხილეთ ჩვენი ინსტიტუტის საიტზე: ლექციებში.
* * * *
ფასები იხილეთ პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის საიტზე: გადასახადებში.
* * * *

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995579219373

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to პბი:

Shortcuts

Share