06/09/2024
მოგესალმებით სტუდენტებო!
გიბრუნდებით ახალ სემესტრში ახალი შემართებით და ახალი ძალიან მაგარი პროექტით. 😝
როგორც გახსოვთ წინა სემესტრში გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
დადგა დრო პირველი აქტივობის, საქართველოს სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან-20 სექტემბრის ჩათვლით, გიწვევთ სტუდენტურ სამხედრო ბანაკში😍
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ვერთვებით ეროვნული მნიშვნელობის პროექტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით.
,,ახალგაზრდობა და ვეტერანები”
გიზიარებთ პროექტის მიზნებსა და მოკლე აღწერას:
აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა ნებაყოფლობით საწყისებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მომზადების სრული კურსის გავლის შემდეგ მოხალისეებს უნდა შეეძლოთ მოქმედება როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფების შემადგენლობაში.
შეკრებების პერიოდში გამოვლენილი უნარ-ჩვევების შესაბამისად შერჩეული მოხალისეების, უნიკალურ და მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება.
1. ლექციები ( შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, გეოპოლიტიკა, სამხედრო ისტორია, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები . . . )
2. საცეცხლე მომზადება, სროლა
3. სახმელეთო ნავიგაცია
4. საინჟინრო მომზადება
5. პირველადი სამედიცინო დახმარება
6. თვითგადარჩენა - ზოგადი
7. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება
8. კავშირგაბმულობა
9. თვითგადარჩენა - ხერხები და მეთოდები, საველე პირობებში
10. ექსტრემალურ ვითარებაში გადარჩენის ხერხები
რეგისტრაცია დაიდება 6 სექტემბერს 21 :00 საათზე, ადგილები შეზუდულია, ამიტომ იყავით ყურადღებით😍♥️