17/05/2026
🔵 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გაცნობებთ, რომ 18 და 19 მაისს დაგეგმილი პროექტები, „სტუდენტური მარათონი“ და კინოჩვენება „Michael“, გადაიდება ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის მარიამ ტყემალაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
⚪️ ღონისძიებების განახლებული თარიღებისა და დეტალური ინფორმაციის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
🕊️ სტუდენტური თვითმმართველობა ვიზიარებთ ამ უმძიმეს დანაკარგს და გულითადად ვუსამძიმრებთ მარიამ ტყემალაძის ოჯახს, მეგობრებსა და თანაკურსელებს.