გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University აირჩიე, რაც შენ გინდა თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში
(331)

30/04/2026

teen academy-ის მონაწილეები, პროექტის შესახებ გვიყვებიან 👇

29/04/2026

🎉 Teen Academy - დასკვნითი ღონისძიება

🎉 დღეს, გრუნიში, ყველაზე მასშტაბური ღონისძიების - “Teen academy”-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა📚 წელს, პროექტში, საქარ...
28/04/2026

🎉 დღეს, გრუნიში, ყველაზე მასშტაბური ღონისძიების - “Teen academy”-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

📚 წელს, პროექტში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ასობით მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა, არჩეული სპეციალობის შესაბამისად, პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარა. შემდეგ კი, მიღებული ცოდნა სხვადასხვა პროექტისა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინა

✨ პროექტის ფინალურ ეტაპზე ჩართული ყველა მონაწილე გრუნის 20%-იანი შიდა დაფინანსებით დაჯილდოვდა. ხოლო მთავარი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

🏆 100%-იანი სასწავლო დაფინანსება - თანანა კანკია (სამართალი)

🏆 70%-იანი დაფინანსება:
🌟 ზვიად ძამისყარაშვილი (ჟურნალისტიკა)
🌟 ნიკოლოზ ასანიძე (მენეჯმენტი)

🏆 50%-იანი დაფინანსება:

🌟 თორნიკე კაპანაძე (მედიცინა),
🌟 ანი ბეგიაშვილი (სტომატოლოგია)
🌟 ბარბარე მაჩიტიძე (ფსიქოლოგია)
🌟 ნინო ჭილაშვილი (ფსიქოლოგია)
🌟 მარიამ მილორავა (ჟურნალისტიკა)
🌟 ანანო ბარბაქაძე (საჯარო მმართველობა და პოლიტიკა)
🌟 მარიამ ტყავაძე (ფინანსები)
🌟 ანი მოსეშვილი (ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში)

🏆 30%-იანი დაფინანსება:

🌟 ბარბარე სამხარაძე (მარკეტინგი)
🌟 ლიზა რაზმაძე (მარკეტინგი)
🌟 ნინი ქიტიაშვილი (ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში)
🚀 გრუნის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებებს!

📣  ფინანსებითა და საფონდო ბირჟებზე მუშაობის სისტემით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის💸 გრუნი და ინვესტიციების ლაბი...
27/04/2026

📣 ფინანსებითა და საფონდო ბირჟებზე მუშაობის სისტემით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის

💸 გრუნი და ინვესტიციების ლაბი გაძლევს შესაძლებლობას, მარტივად და საინტერესო ფორმით გაიცნო ფინანსების სამყარო, ფულის მართვის ძირითადი პრინციპები და საფონდო ბირჟის მუშაობის სპეციფიკა

📚 კურსის განმავლობაში, ინვესტირების, ბაზრებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლებს გაეცნობი პრაქტიკული მაგალითებითა და შემდეგი თემებით:

🔹 რა არის ფული და როგორ მუშაობს ფინანსური სისტემა - როგორ მოძრაობს ფული ეკონომიკაში და რატომ არის ფინანსური ცოდნა მნიშვნელოვანი

🔹 რა არის საფონდო ბირჟა - როგორ ყიდულობენ და ყიდიან ადამიანები აქციებს და რატომ იცვლება კომპანიების ფასები

🔹 როგორ ავირჩიოთ საინტერესო კომპანია - რა უნდა ვიცოდეთ კომპანიის შესახებ, სანამ მის აქციებზე ვისაუბრებთ ან მის საქმიანობას შევაფასებთ

🔹 რატომ იცვლება ბაზარი ყოველდღე - ახალი ამბების, ეკონომიკური მოვლენების და მსოფლიო პროცესების გავლენა ბაზრებზე

🔹 ფულის მართვა და სწორი გადაწყვეტილებები - როგორ უნდა ვიფიქროთ ფულზე, დანაზოგზე, რისკსა და პასუხისმგებლიან ფინანსურ ქცევაზე

🔹 პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციები - მარტივი მაგალითები, საინტერესო დავალებები და საბაზისო ანალიზი, რომ მოსწავლემ მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც დაინახოს

🗓 შეხვედრის განგრძლივობა 2 საათი
💰 ღირებულება: 25 ლარი

📅 შეხვედრის დაწყების თარიღი: 2 მაისი
🕖 დღე და საათი: შაბათი, 15:00
📍 მისამართი: ირინა ენუქიძის 3, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

📩 დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე ფორმა: https://forms.gle/C4p89RwQvatJX56L9

🌍 22 აპრილს, გრუნიში, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მდგრადი განვითარების ცენტრისა და სტუდენტური კლუბის ინიციატივით, ღონის...
24/04/2026

🌍 22 აპრილს, გრუნიში, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მდგრადი განვითარების ცენტრისა და სტუდენტური კლუბის ინიციატივით, ღონისძიება - “Ecoswap”, გაიმართა

📦 ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, აქსესუარები, დეკორაციები თუ სხვა არასაჭირო ნივთი ადგილზე მოეტანათ და სხვა, სასურველ ნივთში გადაეცვალათ

♻️ აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ჭარბი მოხმარების შემცირებას და ნივთებისთვის მეორეული სიცოცხლის მიცემას, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია

🌍 On April 22, at Gruni, in celebration of Earth Day, an event — “Ecoswap” — was held on the initiative of the Center for Sustainable Development and the Student Club

📦 As part of the event, students as well as academic/administrative staff had the opportunity to bring books, stationery, accessories, decorations, or other unused items and exchange them on-site for other desired items

♻️ This initiative aimed to reduce overconsumption and give items a second life, which is one of the key principles of sustainable development

🥰 აბიტურიენტებო, თქვენი სურვილი გათვალისწინებულია ✅💫 2 მაისს, გრუნიში, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე ისევ გაიმარ...
22/04/2026

🥰 აბიტურიენტებო, თქვენი სურვილი გათვალისწინებულია ✅

💫 2 მაისს, გრუნიში, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე ისევ გაიმართება!

🎓 თუ პროფესიული არჩევანი უკვე გააკეთე ან ისევ ფიქრობ, რომელ სპეციალობაზე გსურს სწავლა

🔬 გვესტუმრე ღია კარის დღეზე გრუნიში და გაეცანი:

📚 შენთვის საინტერესო პროფესიების თავისებურებებსა და შესწავლის მეთოდებს
🌏 გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებს
🎓 სტუდენტურ აქტივობებს
🏫 უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს
👩‍🏫 პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს

🕒 ღია კარის დღის ფარგლებში, უნივერსიტეტში სტუმრობა შეგიძლია ნებისმიერ დროს, 14:00-დან 17:00 საათამდე

🔗 მონაწილეობისთვის, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/vVXX8EaaFwmv9z3o9

თუ ხარ გრუნის 1-ელი, მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტი😊 გიყვარს გუნდთან მუშაობა და მზად ხარ ახალი პროექტებისა და გამოწვევების...
22/04/2026

თუ ხარ გრუნის 1-ელი, მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტი

😊 გიყვარს გუნდთან მუშაობა და მზად ხარ ახალი პროექტებისა და გამოწვევებისთვის

🫵გრუნის მარკეტინგის დეპარტამენტი გეძებს შენ — ენერგიულს, კრეატიულსა და ცნობისმოყვარეს!

📝 გამოგვიგზავნე მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი

🥰გახდი შემოქმედებითი გუნდის ნაწილი და იმუშავე რეალურ პროექტებზე

❗რეგისტრაცია გაგრძელდება 27 აპრილის ჩათვლით

👉 ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/bv1qyWsWLhacyzMi7

21/04/2026

ანი დანელია - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი

🧠 22-27 მარტს, ტოკიოში, საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR)ორგანიზებით, ფსიქოლოგიისა და ქცევითი მეცნიერებების აზიის ...
21/04/2026

🧠 22-27 მარტს, ტოკიოში, საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR)
ორგანიზებით, ფსიქოლოგიისა და ქცევითი მეცნიერებების აზიის საერთაშორისო
კონფერენცია (ACP2026) გაიმართა

👥 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე, რომელსაც 68 ქვეყნის 865 დელეგატი ესწრებოდა, საქართველოდან მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორი - ნინო რაჭველიშვილი, იყო მიწვეული

👩‍⚕️ ახალგაზრდა მეცნიერმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა ნაშრომი: „ემოციური კეთილდღეობა: ტვინი-ნაწლავის ღერძის მექანიზმები და კლინიკური მნიშვნელობა“, რომელიც მომზადდა მედიცინის სკოლის სტუდენტთან, აისელ აჯალიევა-ახმედოვასთან ერთად ჩატარებული კვლევის ფარგლებში

💡 კონფერენციაზე გამართული დისკუსია განიხილავდა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას - კავშირს ნაწლავის მიკრობიოტასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

🎓 ამ რანგის საერთაშორისო კონფერენციაში გრუნის აკადემიური პერსონალის
მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაღალ სამეცნიერო კულტურასა და სასწავლო-კვლევით პროცესში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას

🧠 On March 22-27, the Asian Conference on Psychology & the Behavioral Sciences (ACP2026), organized by the International Academic Forum (IAFOR), was held in Tokyo.

👥 The international scientific forum was attended by 865 delegates from 68 countries. Representing Georgia as the sole invitee was Nino Rachvelishvili, Assistant Professor at the School of Medicine of Grigol Robakidze University (GRUNI).

👩‍⚕️ The young scientist presented her research paper to the international audience: "Emotional Well-being: Mechanisms of the Brain-Gut Axis and Clinical Significance." The study was conducted in collaboration with Aisel Adjalieva-Ahmedova, a student at the School of Medicine.

💡 The discussions at the conference focused on one of the most promising fields of modern medicine—the intricate link between gut microbiota and mental health.

🎓 The participation of GRUNI academic staff in a high-ranking international conference of this caliber further reaffirms the high scientific standards of Grigol Robakidze University and highlights the active involvement of students in the teaching and research process

🎉 18 აპრილს, გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტი - “teen academy” დაიწყო და ამავდროულად, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს ...
18/04/2026

🎉 18 აპრილს, გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტი - “teen academy” დაიწყო და ამავდროულად, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ გამართულ ღია კარის დღეზე უმასპინძლა

🎓 ორივე ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა - აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ აკადემიურ პერსონალსა და მოქმედ სტუდენტებს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინფორმაციები როგორც მათთვის საინტერესო პროფესიების, ისე იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გრუნი სტუდენტებს სთავაზობს

🚀 თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია - პროექტი “teen academy” გრძელდება. მასში ჩართული 500-მდე აბიტურიენტი (როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, დისტანციურ ფორმატში), გრუნისგან 20%-იან შიდა დაფინანსებას მიიღებს. ხოლო გამორჩეულ მონაწილეებს სრული (100%-იანი) ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის (70%, 50%, 30%) მოპოვება შეეძლებათ

📚 პროექტი ყოველწლიურად იმართება და შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, გამოსცადონ საკუთარი თავი მათთვის საინტერესო პროფესიაში და მოიპოვონ შიდა დაფინანსება

💫 გრუნი მადლობას უხდის ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ გზაზე!

🎓  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ბრაით ლაბს“ შორისთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა🤝 თანამშრომლობა მო...
16/04/2026

🎓 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ბრაით ლაბს“ შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

🤝 თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგების, სემინარებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, ასევე, სტაჟირების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის

🎯 მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას

🕊️ გილოცავთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაულს✨ გისურვებთ, რწმენით...
11/04/2026

🕊️ გილოცავთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაულს

✨ გისურვებთ, რწმენითა და მადლიერებით სვლას წარმატებისა და ბედნიერებისკენ

🙏 ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

Address

ირინა ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ)
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322384406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University:

Share