სწავლული

სწავლული "სწავლული"-მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

01/01/2026

"სწავლული" თავის მოსწავლეებს, აბიტურებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს გილოცავთ ახალი 2026 წლის შემობრძანებას!!!🎄🎄🎄❤️❤️❤️
სვებედნიერი, წარმატებული, ყველა ჩანაფიქრის ასრულების წელი ყოფილიყოს!
შრომა, რომელსაც დიდი რუდუნებით ეწევით, დაფასებულიყოს, ყველას იმ მიზნის განხორციელება გეზეიმოთ, რომელსაც ელოდებით.🎄🎄🎄❤️❤️❤️

09/09/2025

Send a message to learn more

09/09/2025

"სწავლული-ს" ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, აბიტურიენტები დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მოწიწებით დაბადების დღეს ვულოცავთ ნანა კუციას, ზეგანათლებულს, უდიდესი , ამოუწურავი, სიღრმისეული ცოდნით შეიარაღებულ უიშვიათეს პიროვნებას❤️❤️❤️ !!!
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდი ხნის სიცოცხლეს, წარმატებებს❤️❤️❤️, სიცოცხლის ბოლომდე ჩვეული ენერგიითა და პათოსით ახალგაზრდებისთვის იმ ცოდნის მიწოდებას, რომელსაც ის ფლობს, ვინაიდან ეს საქმიანობა მისთვის ბედნიერების წყაროა და შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესი მისიის შესასრულებლად საზოგადოების წინაშე❤️❤️❤️, რამეთუ "განათლება არის უმტკიცესი და უსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა".❤️🩷🧡💛💚💙🩵💜❤️🩷🧡💛💚💙🩵💜🥀🌹🌷🪻🥀🌹🪻🌷🥀🌹🪻🌷🥀🌹🪻🌷🥀🌹
🌷🪻🌹🥀🌺🌺🌸🌷🪻🌹🥀🌺🌺🌺🌷🌷🌷🌷🌷🥀🥀🥀🥀🥀🍨🧁🎂

Send a message to learn more

28/08/2025

სრულიად მართლმადიდებელ საქრისტიანოს, მარიამობას გილოცავთ!
ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ!

22/08/2025

"სწავლული" - საგანმანათლებლო ცენტრი
რატომ "სწავლული"?
📖უმაღლესი დონის და გამოცდილების პედაგოგ-ლექტორები;
📚 სწავლების მაღალი დონე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული;
📚 თავისუფალი, კომფორტული გარემო;
📖თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების გათვალისწინება-გამოყენება;
📚სასწავლო რესურსების მაქსიმალურად მიწოდება შესაძლებლობის ფარგლებში;
📖ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის სიღრმისეული და სრულყოფილი შესწავლა-დამუშავება;
📖ეროვნული გამოცდის იმიტაცია;
📖მიღწეულის შეჯამება, გაანალიზება ყოველთვიურად, ხარვეზის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა;
📖გამოცდებამდე ერთი თვით ადრე ყოველკვირეულად ფსიქოლოგის საათი;
⏰სასწავლო პროცესი დაიწყება: 08 09 2025;
რეგისტრაცია დაწყებულია
☎️📞დაგვიკავშირდით
568 03 98 98
ელ.ფოსტა: [email protected]
Web-site: www.scholar.ge
Fasebook:https://Fasebook.com/Scholar.ge
მისამართი:ვაკე, ყიფშიძის 9ბ.

19/08/2025

ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ "სწავლული-ს" პედაგოგიურ კოლექტივს გამოაკლდა საუკეთესო მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ინტელექტუალი, უმაღლესი დონის პროფესიონალი მათემატიკოსი ბატონი მურმან კვეკვესქირი🖤🖤🖤.
ბატონი მურმანი უდიდეს სიყვარულს, პატივისცემას და მოწიწებას იმსახურებდა თითოეული პედაგოგის, მოსწავლის თუ აბიტურიენტის მხრიდან. ის იყო უიშვიათესი ადამიანი, უბრალო,უბოროტო, თბილი, მოსიყვარულე და სიკეთით აღსავსე. იცოდა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი ფასი. გამოირჩეოდა უზადო სიდინჯით, გულწრფელობით, კეთილშობილებით, გააზრებული, სამართლიანი, არგუმენტირებული მსჯელობით, დისკუსიის საინტერესო ოსტატობით. იყო ძალიან გაწონასწორებული პიროვნება, იცოდა ვისთან, როგორ მოქცეულიყო. არასდროს არაფერი ეშლებოდა, ბავშვთან ბავშვი იყო, დიდთან დიდი🖤🖤🖤.
ბატონი მურმანი ძალიან დიდი დანაკლისია არა მარტო ჩვენი პატარა დაწესებულებისთვის, არამედ მთლიანად აფხაზეთის საზოგადოებისთვის, საქართველოს აკადემიური წრეებისთვის.
ვწუხვართ, გვტკივა და განვიცდით ყველა: ლექტორ-პედაგოგები, აბიტურიენტები, მოსწავლეები, მათი მშობლები.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, ახლობლების მწუხარებას.
უფალმა დაუმკვიდროს ბატონ მურმანის უსპეტაკეს სულს ცათა სასუფეველი🖤🖤🖤.

Send a message to learn more

08/08/2025
02/08/2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა გამოცდების პირველადი შედეგები. შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილი გახდა "სწავლულის" აბიტურთა მიერ მიღებული შეფასებები. ჩვენ, მასწავლებლები აბიტურებთან ერთად განვიცდით, ვნერვიულობთ, ველოდებით იმ თავგადაკლული შრომის შედეგს, რომელსაც გავცემთ თითოეული აბიტურის მიმართ. განცდა, რომელიც ახლავს გამოცდებს, ჩვენთვის არ ახალია, მაგრამ ხშირად ვართ გამოსაცდელის მდგომარეობაში.
ვნებათაღელვა ჯერ არ ჩამქრალა, ვინაიდან, ჯერ კიდევ წინაა სხვადასხვა ეტაპი გასავლელი და შემდეგ მოხდება საბოლოო შედეგის დადასტურება: აპელაცია, გათანაბრება, კონკურსები და ბოლოს ჩარიცხვები. მაშინ ზუსტად გვეცოდინება, ვინ, რომელ უნიში ჩაირიცხა, რომელ პროგრამაზე, გრანტით თუ უგრანტოდ და ა.შ.
"სწავლულის" აბიტურთა პირველადი შედეგები კარგია. ყოველგვარი მიკერძოების, ტენდენციურობის გარეშე უნდა აღვნიშნო, რომ შედეგები შესაბამისია იმ შრომის, რომელიც თითოეულმა მათგანმა გასწია, მაგრამ ისიც უნდა დავამატო, რომ უკეთესი მონაცემებითაც შეიძლებოდა გვეამაყა. ბევრი მათგანი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილოა შეფასებით, მაგრამ არსებობს აპელაციის შესაძლებლობა, რომელსაც უთუოდ გამოიყენებე❤️❤️ ❤️
რჩევა მინდა მივცე აბიტურებს(თუ მიიღებენ) რომლებიც მომავალში ეროვნულ გამოცდებზე აპირებენ გასვლას.
სასწავლო პროცესის დაწყებიდან მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ერთი დღეც არ უნდა ჩააგდოთ და ყველა დავალება, რომელიც მოითხოვს თქვენგან ძალისხმევას, მეცადინეობას, უნდა შეასრულოთ. ორივე მხარე: მასწავლებელი და აბიტური ერთნაირად არის პასუხისმგებელი შედეგზე. განსაკუთრებული მონდომება უნდა გამოავლინონ იმ აბიტურებმა, რომელთა საბაზისო ცოდნა ძალიან მწირია. სასწავლო წლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით გააქტიურება საკმარისი არ არის საუკეთესო შედეგისთვის📕📗📘.
სოციალურ ქსელს რომ გადახედავ, ძალიან ბევრი იმედგაცრუებულია, ბევრს ეჭვი აქვს, რომ სათანადოდ არ იქნა შეფასებული მათი ნაშრომი, ბევრი უჩივის საკითხების სირთულეს, ბევრი აცხადებს, რომ მათი შრომა შესაბამისად დაფასდა. ყველას აქვს საკუთარი შეხედულება და შეიძლება ჩამოთვლილ მოსაზრებებში იყოს სიმართლის მარცვალი. მეც ვფიქრობ, რომ შრომა ფასდება, თუმცა შეცდომის გამორიცხვაც არ შეიძლება, ვინაიდან, გვქონდა ბევრი მაგალითი წინა წლებში აპელაციის შედეგად 6-9 ქულის დამატების. ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, თუ ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნაშრომის შეფასებისას შესაძლებელია უზუსტობას ქონდეს ადგილი(არ მინდა გამსწორებლების რისხვა გამოვიწვიო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ერთ ჩვენს აბიტურს 11 ქულა დაემატა აპელაციის
შედეგად).❓❗️
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, უმეტეს შემთხვევაში აბიტურთა ცოდნა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ის ქულები, რომელიც შეიძლება მათ გამოცდაზე მიიღეს, მაგრამ რადგან ქულები წყვეტს ამ შემთხვევაში მათ მომავალს, გასაგებია ის ნერვიულობა, სტრესი, ზოგჯერ დაბნეულობაც, რომელიც შეიძლება მთელი წელი აწუხებდათ და გამოცდებზე კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. ეხლა ის დროა, რომ მოეშვან, დაისვენონ, წარსულში დატოვონ ყველაფერი, რაც მათთვის არასასიამოვნო იყო, მოემზადონ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, ენერგიულად შეაღონ ზოგმა სასურველი უნივერსიტეტის კარი, ზოგმა კი, სადაც ჩაირიცხება, თუმცა მობილობით სარგებლობის შემთხვევაში მომავალში შეიძლება იქ შეძლოს სწავლის გაგრძელება, სადაც თავიდანვე ოცნებობდა❤️❤️❤️
ვულოცავ ყველა აბიტურს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები, იმათაც, რომლებმაც ბარიერი გადალახეს (ფაქტობრივად სტუდენტებს)❤️❤️❤️ არამც და არამც არ დარჩებით საუნივერსიტეტო სწავლების მიღმა. გისურვებთ მომავალში ბევრ წარმატებას, წინსვლას, საკუთარი თუ სხვისი შრომის დაფასების უნარის გამომუშავებას, ბედნიერებას, მიღწეული შედეგებით არ დაკმაყოფილებას, მეტ მოტივაციას, მონდომებას და ყველა იმ ამოცანის წარმატებულად გადაჭრას, რომელიც თქვენი ცხოვრების სავალ გზაზე გაჩნდება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "სწავლულის" აბიტურიენტთა მშობლებს❤️❤️❤️რომლებიც გვერდში დაუდგნენ შვილებს, დახმარება აღმოუჩინეს ცოდნის გაღრმავებისა და საუკეთესო მომავლისთვის ბრძოლის გზაზე.
ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდი "სწავლულის" მასწავლებლებს, დიდ პატივისცემას და მოწიწებას გამოვხატავ მათ მიმართ ❤️❤️❤️, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს აბიტურთა დასაფრთიანებლად. საწყენი არ მინდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ დიდ როლს გამართლებაც ასრულებს გამოცდის დროს და ამიტომ, ხშირად არის შემთხვევები, როცა ყველას მოლოდინი არ მართლდება. ჩვენს საყვარელ, მართლაც ძალიან კეთილშობილ, თავიანთი ინდივიდუალიზმით, სიყვარულით, ზრდილობით გამორჩეულ, ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებებს, გისურვებთ, რომ ყოველი დღე თქვენთვის იყოს სიკეთის, სიხარულის მომტანი. გვეიმედებით, გვეამაყებით, დალოცვილები და ბედნიერები იყავით მთელი ცხოვრება❤️❤️❤️.

Send a message to learn more

"სწავლული" -  საგანმანათლებლო ცენტრი      რატომ "სწავლული"?📖უმაღლესი დონის და გამოცდილების პედაგოგ-ლექტორები; 📚 სწავლები...
15/07/2025

"სწავლული" - საგანმანათლებლო ცენტრი
რატომ "სწავლული"?

📖უმაღლესი დონის და გამოცდილების პედაგოგ-ლექტორები;
📚 სწავლების მაღალი დონე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული;
📚 თავისუფალი, კომფორტული გარემო;
📖თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების გათვალისწინება-გამოყენება;
📚სასწავლო რესურსების მაქსიმალურად მიწოდება შესაძლებლობის ფარგლებში;
📖ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის სიღრმისეული და სრულყოფილი შესწავლა-დამუშავება;
📖ეროვნული გამოცდის იმიტაცია;
📖მიღწეულის შეჯამება, გაანალიზება ყოველთვიურად, ხარვეზის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა;
📖გამოცდებამდე ერთი თვით ადრე ყოველკვირეულად ფსიქოლოგის საათი;
⏰სასწავლო პროცესი დაიწყება: 08 09 2025;

რეგისტრაცია დაწყებულია

☎️📞დაგვიკავშირდით
568 03 98 98
ელ.ფოსტა: [email protected]
Web-site: www.scholar.ge
Fasebook:https://Fasebook.com/Scholar.ge
მისამართი:ვაკე, ყიფშიძის 9ბ.

სწავლული - მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

3 ივლისი- იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.               ჩვენც,   „ სწავლულის“ პედაგოგებმა გავაცილეთ რამდენიმე ათეული ...
02/07/2025

3 ივლისი- იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ჩვენც, „ სწავლულის“ პედაგოგებმა გავაცილეთ რამდენიმე ათეული აბიტურიენტი დიდი სიყვარულით. ისინი შეიარაღებულნი არიან სიღრმისეული ცოდნით ყველა იმ საგანში, რომელშიც ემზადებოდნენ. მათი ცოდნა გაცილებით ფართო და მრავლისმომცვლელია, ვიდრე ის მაქსიმალური ქულა, რომელიც გათვალისწინებულია შეფასების კრიტერიუმებით, თუმცა ძალიან გაგვიხარდება, თუ თითოეული მათგანი მაქსიმალურ შეფასებას დაიმსახურებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში მათი ჩარიცხვის საკითხი გამოცდებზე მიღებული შეფასებების მიხედვით წყდება.
„სწავლულის“ სახელით სრულიად საქართველოს აბიტურიენტთა მრავალათასიან არმიას ვუსურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას!
ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები, რომელთაც ამ რთულ ეპოქაში მოუწევთ სწავლა და საქმიანობა, იქნებიან ღირსეული, განათლებული მოქალაქეები, არასდროს დაივიწყებენ „ვისი გორისანი არიან“, ხელს შეუწყობენ ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას, ინტეგრირდებიან თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სისტემასთან და გახდებიან საქართველოს აღმშენებლობის, განვითარების, გაერთიანების აქტიური შემოქმედნი.

Address

9B. Nikolioz Kipshidze St
Tbilisi
1150

Opening Hours

Monday 10:00 - 06:00
Tuesday 10:00 - 06:00
Wednesday 10:00 - 06:00
Thursday 10:00 - 06:00
Friday 10:00 - 06:00
Saturday 10:00 - 06:00
Sunday 10:00 - 06:00

Telephone

+995568039898

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სწავლული posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სწავლული:

Share