DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გახდი თანამედროვე ექთანი - მედიკოსი, რომელსაც ენდობიან

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გიწვევთ ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველებს.
• კოლეჯში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს
• სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
• სტუდენტთა მიღება მოხდება ორ ნაკადად- თებერვალსა და სექტემბერში.
• სწავლის საფასურს აფინანსებს სახელმწიფო.
• სწავლის დაფინანსებას ასევე
გთავაზობთ ჩვენი გერმანელი
პარტნიორი, ქალაქ პირმესანის მუნიციპალური კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს დასაქმებას გერმანიაში.

შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”-ს, მეორე კურსის სტუდენტებმა წარმ...
27/05/2026

შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”-ს, მეორე კურსის სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს შუალედური გამოცდა.👩‍⚕️

💙კოლეჯის ადმინისტრაცია ულოცავს თითოეულ სტუდენტს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.💙

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს სახელით გილოცავთ საქართველოს...
26/05/2026

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, თავისუფლებისა და ეროვნული ერთიანობის დღეს!
🔹ეს არის დღე, რომელიც შთამაგონებელია ქართველი ხალხის სიყვარულითა და ერთგულებით დამოუკიდებლობის მიმართ. 🔹დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოა 🇬🇪

"საექთნო პროფესია მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა, ემპათია და ადამიანის სიცოცხლ...
14/05/2026

"საექთნო პროფესია მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა, ემპათია და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვის ყოველდღიური გადაწყვეტილება.

დღეს, როდესაც ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს კურსდამთავრებულის სტატუსით ვდგავარ, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ კოლეჯში განვლილ გზას — პირველ ნაბიჯებს, სწავლების პროცესს, გამოცდილებას, სირთულეებსა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამ პროფესიამ მასწავლა, რომ ზრუნვა ადამიანის ყველაზე დიდი ძალაა. იყო არაერთი რთული და ემოციურად მძიმე დღე — დაღლა, გამოწვევები, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის მომენტებიც, თუმცა არასოდეს გამქრალა მთავარი მიზანი: პაციენტის სიცოცხლეზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა.

საექთნო საქმიანობა მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნასა და პროფესიონალიზმს, არამედ დიდ შინაგან ძალას, ადამიანურობასა და ერთგულებას. სწორედ ამ პროფესიამ და ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ თავდადებითა და სიყვარულით შეუძლებელი არაფერია.

მადლობას ვუხდი- შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი"-ს თანამშრომლებს, პროფესიულ მასწავლებელს და ასევე, ყველას ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და საკუთარი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პროფესიონალი ექთანის ჩამოყალიბებაში.

ვუსურვებ თითოეულ მომავალ და მოქმედ ექთანს, ყოველთვის ღირსეულად ატარონ ეს პროფესია, უყვარდეთ და აფასებდნენ საკუთარ საქმეს, რადგან პაციენტისთვის ექთანი ხშირად ყველაზე დიდი იმედი და მხარდაჭერაა. 💙✨"

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი"-ს კურსდამთავრებული დარეჯან კაპანაძე.

🔹დარეჯან კაპანაძე 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის უფროს მედდად და საექთნო მიმართულების მენეჯერად;
2019 წლიდან - ჰემოდიალიზის ექთანი;
2019-2023 წლებში - გაიარა გადამზადება ინდოეთში Max super speciality Hospital Vaishali;
2019-2023 იყო პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიაზე პასუხისმგებელი ექთანი;
2024-2026 წლამდე - ნეიროქირურგიის უფროსი ექთანი;

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" ამაყობს დარეჯან კაპანაძის პროფესიული მიღწევებით და უსურვებს პროფესიულ განვითარებას, უამრავ წარმატებასა და დასახული მიზნების სრულად განხორციელებას !✨

🔷შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ გულითადად ულოცავს ყველა მოქმედ ...
12/05/2026

🔷შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ გულითადად ულოცავს ყველა მოქმედ და მომავალ ექთანს პროფესიულ დღესასწაულს - "ექთნების საერთაშორისო დღეს" !

👩🏻‍⚕️ ექთნის პროფესია არის ზრუნვის, პასუხისმგებლობის და ადამიანურობის განსაკუთრებული მაგალითი. მათი ყოველდღიური თავდადება, თანადგომა და პაციენტებზე მზურნველობა უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვაში.

🔷განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თითოეულ ექთანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის

🔷გისურვეთ ჯანმრთელობას, წარმატებას, პროფესიულ განვითარებას და უამრავ მადლიერ პაციენტს.

👩🏻‍⚕️გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს ! 💙

📍შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს პირველი კურსის სტუდენტებს ექს...
23/04/2026

📍შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს პირველი კურსის სტუდენტებს ექსტრაკურიკულური აქტივობის ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე - "ჩვილთა უეცარი სიკვდილი/ჩვილთა აუხსნელი სიკვდილის მიზეზი"

📍ტრენინგს უძღვებოდა "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი"-ს ასოცირებული პეროფესორი - თამარ ჩაჩიბაია

🌿ქრისტე აღდგა!🌿✨დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი გულითადად გილოცავთ აღდგომას!✨ეს უდიდე...
12/04/2026

🌿ქრისტე აღდგა!🌿

✨დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი გულითადად გილოცავთ აღდგომას!

✨ეს უდიდესი დღესასწაული იყოს თითოეული თქვენგანისთვის სიყვარულის, იმედის, განახლებისა და სულიერი სიმშვიდის მომტანი.
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ოჯახებს.

✨ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!✨

07/04/2026

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 👇🏻

🔹 2026 წლიდან პროფესიული განათლების მიღება კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება.🔸 უნიკალური შესაძლებლობა:ერთიანი ერ...
07/04/2026

🔹 2026 წლიდან პროფესიული განათლების მიღება კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება.

🔸 უნიკალური შესაძლებლობა:
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით შეგიძლია ჩაირიცხო პროფესიულ პროგრამაზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით 💸

💉 საექთნო განათლება
(ქიმია | ბიოლოგია | ფიზიკა | მათემატიკა)

🎓 ხარისხიანი სწავლება, პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და რეალური დასაქმების შესაძლებლობა

🔹 მონიშნე N-339
🔸 გააკეთე სწორი არჩევანი დღეს — წარმატებული მომავლისთვის! 🚀

📌 რეგისტრაცია: 6 აპრილი – 11 მაისი
🌐 https://online.naec.ge/

02/04/2026

👇🏻ვიდეოინსტრუქცია👇🏻

🎓 გსურს გახდე პროფესიონალი ექთანი? 🗓️ 6 აპრილის 10:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე✅ დარეგისტრირდი პორტალზე https://...
02/04/2026

🎓 გსურს გახდე პროფესიონალი ექთანი?

🗓️ 6 აპრილის 10:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე

✅ დარეგისტრირდი პორტალზე https://naec.ge/ #/ge/index

✅ აირჩიე პროფესიული სასწავლებელი შპს " დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"

✅ ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ საგანში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა)

✅ დაიწყე საექთნო განათლების ხარისხიანად შესწავლა და გახდი პროფესიონალი, რომელსაც ენდობიან

გადადგი პირველი ნაბიჯი შენი სამედიცინო კარიერისკენ! 💉🩺

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

🔹აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

🔹უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

🔹აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.

🔹დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

📢 მნიშვნელოვანი სიახლე ❗️🔵შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ ამაყად...
27/03/2026

📢 მნიშვნელოვანი სიახლე ❗️

🔵შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ ამაყად აცხადებს, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულის თეო ასათიანის დიპლომი აღიარებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის განათლების დეპარტამენტის (New York State Education Department) მიერ.

🔵აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯში მიღებული განათლების ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას გლობალურ პროფესიულ სივრცეში.

🔵ვულოცავთ თეოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!

🔵გიზიარებთ კოლეჯის კურსდამთავრებულის თეო ასათიანის შეფასებას:

🔵"DTMUN Public Nursing College ნამდვილად გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცეა — ადგილი, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და პროფესიონალიზმი ერთიანდება და სტუდენტები რეალურ წარმატებამდე მიჰყავს.

🔵შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯ"-მა მომცა ძლიერი საფუძველი და შესაძლებლობა, რომ ჩემი პროფესიული გზა წარმატებით გამეგრძელებინა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კოლეჯის სრულ კოლექტივს მხარდაჭერისთვის და იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც სტუდენტებისთვის ახორციელებთ! 🙏✨"

#აირჩიეხარისხი

Address

Tsereteli Avenue 121
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995571238994

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი:

Share