18/08/2026
For English Scroll Down:
ახალგაზრდა მეცნიერთა VII საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმის (ISYSH-2026) ფარგლებში მოეწყობა ტომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ნახატები. გამოფენის მოლოდინში კი გავიხსენოთ ელიოტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდი - როგორი იყო მისი ოქსფორდული წლები და რას აკეთებდა ახალგაზრდა პოეტი მანამდე, სანამ მსოფლიო ლიტერატურას „უნაყოფო მიწას“ აჩუქებდა.
1914 წელს 26 წლის ტ. ს. ელიოტმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დატოვა და როგორც ფილოსოფიის პროგრამის დოქტორანტი, სასწავლო სტიპენდიით ოქსფორდში მერტონის კოლეჯში ჩავიდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო მერტონში იმ წელს 50-ზე ნაკლები სტუდენტი სწავლობდა.
ელიოტი წმინდა ალბანის ეზოს პირველ სართულზე, მაღალ ფანჯრებიან ოთახში ცხოვრობდა, საიდანაც ქრაისტჩერჩის ცნობილი მდელოები ჩანდა. დილაობით ცივ შხაპს იღებდა, სიგარეტს ეწეოდა და სხვა სტუდენტების მსგავსად, ოქსფორდის მოკლე აკადემიური მანტია და ნაცრისფერ შალის შარვალი ეცვა.
ელიოტი ჰაროლდ ჰენრი იოაკიმთან ერთად არისტოტელეს სწავლობდა ბერძნულ ენაზე. იოაკიმი ფილოსოფოს ფრენსის ჰერბერტ ბრედლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმდევარი და მოწაფე იყო. მოგვიანებით სწორედ ბრედლის ფილოსოფიას მიუძღვნა ელიოტმა თავისი სადოქტორო დისერტაცია, თუმცა თავად ბრედლის არასოდეს შეხვედრია.
ამ პერიოდში ელიოტი რელატივიზმით დაინტერესდა. დაესწრო ბუდისტური საზოგადოების შეხვედრას მერტონში და პოეტურ წრეში ხმამაღლა წაიკითხა მისი პირველი გრძელი ლექსი “ჯ. ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო საგალობელი “. მიუხედავად ამისა, დიდ დროს მარტოობაში ატარებდა და ემოციურად მძიმე ფონი ჰქონდა. კონრად აიკენისადმი წერილში ვკითხულობთ: „ოქსფორდი ძალიან ლამაზია, მაგრამ არ მინდა, რომ მკვდარი ვიყო.“
გაზაფხულზე ელიოტმა მერტონთან მდებარე მაგდალენის კოლეჯში ვივიენ ჰეი-ვუდი გაიცნო. ამ პერიოდის წერილებიდან ასევე ვიგებთ, რომ წყვილი მდინარე ჩერუელში ხშირად ნავით სეირნობდა, საღამოობით კი საცეკვაოდ დადიოდა ხოლმე. იმავე ზაფხულს, სემესტრის დასრულების შემდეგ, ელიოტი და ჰეი-ვუდი მოულოდნელად დაქორწინდნენ. ელიოტმა გადაწყვიტა ინგლისში დარჩენილიყო და ჰარვარდში დოქტორის ხარისხის დასაცავად აღარ დაბრუნებულიყო.
როგორც პოეტი მოგვიანებით წერდა: „რთულია სადმე ფეხის მოკიდება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჰარვარდში მუშაობა შინაგანად მკლავდა.“ კარიერის ბოლოს კი ამ გადაწყვეტილებას ასე აღწერდა: „მინდოდა, უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მომეჭრა.“
ოქსფორდის გამოცდილებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ამ ახალგაზრდა ამერიკელმა, რომელიც მერტონში არისტოტელეს ბერძნულად კითხულობდა, თავის თანაკურსელებს „პრუფროკს“ აცნობდა და ევროპაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობდა, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „უნაყოფო მიწა” დაწერა.
📢 შეგახსენებთ, რომ გრძელდება განაცხადების მიღება VII საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2026).
📌 აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა:
31 აგვისტო, 2026
📅 სიმპოზიუმის თარიღები:
21–22 ოქტომბერი, 2026
🎓 მთავარი თემა:
„კულტურათა დიალოგი: საქართველო და გარე სამყარო“
👥 სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
მაგისტრანტები და დოქტორანტები.
📝 რეგისტრაციის ფორმა:
https://forms.gle/kw4Jjx3ZYmsDJB8h6
📧 საკონტაქტო ელ-ფოსტა:
[email protected]
As part of the VII International Interdisciplinary Symposium of Young Scholars in Humanities (ISYSH-2026), an exhibition of works created on the theme of T.S. Eliot’s “The Waste Land” will be held, featuring paintings by well-known Georgian artists Gia Gugushvili and Keti Matabeli. While we wait for the exhibition, let’s recall an important episode from Eliot’s poetry - what his circumstances were like, and what the young poet was doing before he gave world literature “The Waste Land.”
T.S. Eliot was 26 when he arrived at Merton College in 1914 on a travelling fellowship from Harvard, where he was a philosophy doctoral student. The recent outbreak of war meant that fewer than 50 students were enrolled.
He stayed in a tall-windowed room on the first floor in St. Alban's Triangle, with a view of Christ Church Meadow. He took cold morning baths, smoked ci******es, and like others, wore a jacket-length gown and grey flannel trousers.
He studied Aristotle in the Greek with H. H. Joachim, who was the foremost intellectual disciple of F. H. Bradley, the philosopher and reclusive Merton fellow about whom Eliot later wrote his dissertation but whom we never met.
Eliot embraced a new variety of philosophical relativism, attended a Buddhist Society meeting, and read "Prufrock" aloud to a poetry group that met in Beaumont Street. But he found himself frequently alone, and he felt numb; "Oxford is very pretty," Eliot told Conrad Aiken, "but I don't like to be dead."
In the spring he met Vivienne Haigh-Wood at nearby Magdalene College, where the two punted on the Cherwell and danced in the evenings. They were suddenly married that summer, after the semester had concluded, and Eliot determined to stay in England rather than return to finish his degree.
"It is hard to make a foothold" he wrote, "but I felt that the work at Harvard was deadening me." And much later, "I wanted to burn my boats."
📢 We would like to remind you that applications are still open for the VII International Symposium in the Humanities (ISYSH-2026).
📌 Abstract submission deadline:
August 31, 2026
📅 Symposium dates:
October 21–22, 2026
🎓 Main theme:
“Dialogue of Cultures: Georgia and the Outside World”
👥 Master’s and PhD students are invited to participate in the symposium.
📝 Registration form:
https://forms.gle/kw4Jjx3ZYmsDJB8h6
📧 Contact email:
[email protected]