„საბავშვო ოთახი“
- მყუდრო გარემო, რომელიც მოწყობილია ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით. კომფორტული, თბილი, ნათელი, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალებით აღჭურვილი სივრცე, რომელიც იძლევა საშუალებას:
• ბავშვებმა მოამზადონ გაკვეთილები პროფესიაონალი მასწავლებლების მხარდაჭერით;
• გაეცნონ მრავალფეროვან მხატვრულ და შემეცნებით ლიტერატურას. იკითხონ საინტერესო, ილუსტრირებული წიგნები ქართულ, ი
ნგლისურ და რუსულ ენაზე;
• იმუშაონ ტექსტის გააზრება-რეფლექსიაზე. შინაარსის გადმოცემის უნარის განვითარებაზე;
• გამოავლინონ თავიანთი ინტერესები, შემოქმედებითი უნარები (მათ ეძლევათ საშუალება იმუშაონ სხვადასხვა მასალით).
• დაისვენონ რბილ ავეჯზე,
• იკოტრიალონ ბალიშებსა და ხალიჩაზე, ატარონ ფიზიკური აქტივობები და იცეკვონ;
• გავიდნენ სუფთა ჰაერზე;
• მოუსმინონ სხვადასხვა სტილის მუსიკას;
• მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე;
პროფესიონალი მასწავლებლები და ფსიქოლოგი დაეხმარებიან ბავშვებს:
• საშინაო დავალებების მომზადებაში, მათან არსებული სირთულეების გადალახვაში;
• მათი ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარის გამომუშავებაში;
• თამაშებით სოციალური უნარების დახვეწაში (კონფლიქტების მოგვარება და აგრესის მართვა, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება).
„საბავშო ოთახი“ გათვლილია ბავშვებზე, რომლებიც სწავლობენ მეორე ცვლაში, I –IV კლასებში;
• სამუშაო დრო 9:00 სთ -14:15 სთ-მდე;
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (დღესასწაულების გარდა);
• ჩვენი ოთახიდან ბავშვებს ვაცილებთ თავიანთ საკლასო ოთახებში;
• ვთანამშრომლობთ დამრიგებლებთან ბავშვების სწავლის ხარისხის ასამაღლებლად.