1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია ( ასე ერქვა მას თავდაპირველად) დადგენილების ტექსტის ფრაგმენტი:
„აკადემია, აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე, არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში”.
აკადემიაში მიწვეულ იქნა იმ დროს საქართველოში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანი მხატვარი.
აკადე
მიის სტრუქტურა. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების.
1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავს პროფესორთა საბჭო:
მხატვრები:
გიგო გაბაშვილი
იაკობ ნიკოლაძე
ევგენი ლანსერე
მოსე თოიძე
იოსებ შარლემანი
ეღიშე თათევოსიანი
ჰენრიხ (ჰენრიკ) ჰრინევსკი
იოსებ შარლემანი
არქიტექტორები:
ანატოლი კალგინი
ნიკოლოზ სევეროვი
1922 წლის 14 მაისს აკადემიის საბჭოს საზეიმო სხდომაზე არჩეულ იქნა აკადემიის პირველი რექტორი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი გიორგი
ჩუბინაშვილი.
საზეიმო აქტზე მისი შესავალი სიტყვით ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს სამხატვრო აკადემია — პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში. საბჭოთა კავშირის არსებობისას იგი შედიოდა სამხატვრო აკადემიების სამეულში ( რიგა, თბილისი, ლენინგრადი). პედაგოგთა შემადგებლობას მალე შეუერთდნენ არქიტექტორი მიხეილ მაჭავარიანი, ლენინგრადში განსწავლული ნიკოლოზ კანდელაკი (1926 წლის ნოემბრიდან ასისტენტი, 1927 წლიდან პედაგოგი), ა.ფიცხელაური (1927), საფრანგეთიდან დაბრუნებული ლ.გუდიაშვილი (1926), დავით კაკაბაძე (1928) და სხვა.
თეორიულ დისციპლინებს ასწავლიდნენ პროფესორი დ. უზნაძე (1925), შ.ამირანაშვილი (1926 წლიდან ასისტენტი, 1928 წლიდან ლექტორი), ვ.კოტეტიშვილი (1928), ა.დუდუჩავა (1927), პროფ.შ.ნუცუბიძე (1929) და სხვა აკადემიის პირველ თანამშრომლებს შორის იყვნენ ქვის ოსტატი ნეოფიტე აგლაძე, მოქანდაკე და კერამიკოსი ბ.შებუევი.
1925 წელს კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო. კერამიკას ბორის შებუევი ასწავლიდა, 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკული განყოფილება. 1928 წლიდან გამგედ დაინიშნა ინჟ. ალ. ფიცხელაური, ხოლო ლაბორატორიის გამგედ — ინჟ. მ.ხანანაშვილი. 1925-26 სასწავლო წელს პრორექტორად აირჩიეს ი.ნიკოლაძე
1922-23 სასწავლო წელს აკადემიაში 156 სტუდენტი სწავლობდა, 1946-47 სასწავლო წელლს — 270; 1973 წელს აკადემიის 4 ფაკულტეტზე სწავლობდა 848 სტუდენტი; პროფესორ მასწავლებელთა ოდენობა შეადგენდა 204.
პირველი მიღების სტუდენტებმა სწავლა 1927 წელს დაასრულეს.
ოფიციალური გამოშვება — 100-მდე ფერმწერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, არქიტექტორი შედგა 1930 წელს.