25/05/2026
🌍🏆🇬🇪 ისტორიული წარმატება საქართველოსთვის!
🚑🩺თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმულაციური გუნდი SESAM SimUniversity-ის ფინალშია - ეს ნიშნავს, რომ საქართველო პირველად ისტორიაში ევროპის ამ პრესტიჟული სიმულაციური შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს!
👨⚕️👩⚕️თსსუ-ის გუნდს წარმოადგენენ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე-12 სემესტრის სტუდენტები მელიტა მელიქიშვილი და სოფიო ჩომახიძე, ასევე თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებჯ - ივლიანე სურმავა და ბაჩანა აფციაური.
🏥🚨SESAM - The Society for Simulation in Europe ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც რეალისტურ კლინიკურ სიმულაციურ სცენარებში ეჯიბრებიან ერთმანეთს. წელს საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, 15 ქვეყნიდან შერჩეულ საუკეთესო გუნდებს შორისაა და ფინალურ ეტაპზე ლიონში, საფრანგეთში, 17-18 ივნისს იასპარეზებს. 🇫🇷
🚑ამ წარმატების უკან დგას სტუდენტების დიდი შრომა, ყოველდღიური მზადება, პრაქტიკა და პროფესიონალური მხარდაჭერა. განსაკუთრებული წვლილი ამ ისტორიულ მიღწევაში მიუძღვით თსსუ-ის კლინიკური უნარების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მოწვეულ მასწავლებელს, გიორგი კვიცინაძეს, რომელთა გამოცდილებამ, თავდადებამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის ფინალამდე მისვლაში.
👏🇬🇪ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად წარადგენენ როგორც უნივერსიტეტს, ისე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე!
🌍🏆 A Historic Achievement for Georgia!👏🇬🇪
🚑🩺Tbilisi State Medical University’s simulation team has reached the SESAM SimUniversity Finals - meaning that, for the first time in history, Georgia will compete in the final stage of this prestigious European simulation competition!
👨⚕️👩⚕️TSMU’s team is represented by 12th-semester students of the American MD Program, Melita Melikishvili and Sopiko Chomakhidze, together with students of the Faculty of Medicine - Ivliane Surmava and Bachana Aptsiauri.
🏥🚨🫀SESAM -The Society for Simulation in Europe - brings together top student teams from different countries each year, challenging them in realistic clinical simulation scenarios. This year, Georgia, represented by Tbilisi State Medical University, is among the top teams selected from 15 countries and will compete in the final stage in Lyon, France, on June 17-18. 🇫🇷
🩺🚑This achievement is the result of the students’ hard work, daily preparation, practice, and professional support. Special recognition goes to Professor Irma Manjavidze, Head of TSMU’s Clinical Skills Center, and Giorgi Kvitsinadze, Invited Lecturer of the American MD Program at TSMU, whose experience, dedication, and guidance played an important role in preparing the team and contributing to this historic success.
🏆🇬🇪 We are proud of our team and wish them success as they represent both TSMU and Georgia on the international stage!