სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ, College & University, Tbilisi, I. Chavchavadze Street, Tbilisi.

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მიმა...
19/06/2026

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:

ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი

🔶 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტი (2020 - დღემდე);
🔶 პროფესორი, ეროვნული თავდაცვის აკადემია (2017 - დღემდე);
🔶 პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საქართველოს პარლამენტი (2017 - 2020 წლები);
🔶 საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა (2010 - 2017 წლები);
🔶 ექსპერტი, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი (2005 - 2010 წლები);
🔶 ანალიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო (2004 - 2005 წლები).

📚 სასწავლო კურსები:
📘 საერთაშორისო კონფლიქტები: ქეისები;
📘 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა;
📘 შესავალი ევროპათმცოდნეობაში;
📘 გერმანიის საგარეო პოლიტიკა.

✍🏻 კვლევითი ინტერესები:
კონფლიქტების მართვა; საერთაშორისო კონფლიქტები; ევროკავშირი; შავი ზღვის უსაფრთხოება; მიგრაცია.

👇🏻 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე:
🔗 https://shorturl.at/35dEM

🔔 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებიმედეა უშარაული -  სასწავლო პროცესის მართვის სამსახ...
18/06/2026

🔔 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები

მედეა უშარაული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის პირველი კატეგორიის მთავარ სპეციალისტი.

📌 სამსახურეობრივი მოვალეობები:
🟠 მაგისტრატურის სტუდენტების საბუთების მიღება და კონსულტაცია სასწავლო პროცესის დაწყებიდან და სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე.

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:ანზორ სახვაძე - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულე...
17/06/2026

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:
ანზორ სახვაძე - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

🔶 დემოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (1998-2004 წწ.).

📚 სასწავლო კურსები:
📘 დემოგრაფია;
📘 დემოგრაფიული სტატისტიკა;
📘 დემოგრაფიული ანალიზი და კომპიუტერული მოდელირება.

✍🏻 კვლევითი ინტერესები:
დემოგრაფიის პრობლემები; კომპიუტერული მოდელირება დემოგრაფიაში.

👇🏻 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე:
🔗 https://shorturl.at/XIron

#სოცპოლისპროფესორები

📣 🧑🏻‍🎓 გაიცანით ჩვენი სტუდენტი - გიორგი ლიპარტელიანი💬 ,,გასული სემესტრი ჩეხეთში, კერძოდ, ქალაქ ბრნოში გავატარე და მასარი...
16/06/2026

📣 🧑🏻‍🎓 გაიცანით ჩვენი სტუდენტი - გიორგი ლიპარტელიანი

💬 ,,გასული სემესტრი ჩეხეთში, კერძოდ, ქალაქ ბრნოში გავატარე და მასარიკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ბრნო ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც თავისი ტრადიციებითა და გამორჩეული არქიტექტურით ხიბლავს სტუმრებს. ამ ქალაქში ცხოვრება და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასარიკის უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის უაღრესად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. შევხვდი უამრავ ადამიანს როგორც ადგილობრივ სტუდენტებს, ისე ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ზემოხსენებული გაცვლითი პროგრამის დახმარებით ჩემი პროფესიული ცოდნა გავიღრმავე. მაგალითად, შევისწავლე მწვანე პოლიტიკისა და ენერგეტიკის სფეროს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს თანამედროვე მსოფლიო და ევროპა დგას. მსგავსი აქტუალური საკითხები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების ურთიერთობებსა და მათ ქმედებებზე, ეს კი პირდაპირ კავშირშია იმ ცოდნასთან, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი უნდა ფლობდეს. მასარიკის უნივერსიტეტში მსგავსი თანამედროვე თემატიკის შესახებ არაერთი სალექციო კურსია ხელმისაწვდომი. თუმცა, აღსანიშნია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის გარეშე, მასარიკში განხილული თემების სიღრმისეულად გაგება და მათი სათანადო ანალიზი საკმაოდ გამიჭირდებოდა. მეტიც, მიმაჩნია, რომ საკითხთა ფუნდამენტური სწავლების კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი ნამდვილად გამორჩეულია.

გარდა უშუალოდ განათლების მიღებისა, ჩეხეთში სწავლის პერიოდმა ცხოვრება ახალი პერსპექტივიდან გამაცნო. დამანახა, რას ნიშნავს იყო სრულიად დამოუკიდებელი და მარტო გაუმკლავდე სირთულეებს. მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველებსა და ევროპის დანარჩენ ერებს საერთო ღირებულებები გვაკავშირებს, რაც თავისუფლებისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საერთო სურვილით არის განპირობებული. უცხოეთში გატარებულმა დრომ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს უკეთესი, განვითარებული და თანამედროვე სახელმწიფოს აშენების პოტენციალი, რადგან ამისი პრეცედენტი საკუთარი თვალებით ვიხილე.

ჩემს ამ მცირე წარმატებაში დიდი როლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. სწორედ ამიტომ, მსურს, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენო და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მთლიანად ფაკულტეტსა და იმ პროფესორებს, რომლებმაც მე გამიწიეს რეკომენდაცია. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად და ცხოვრებისეული გამოცდილების გასამდიდრებლად."

#წარმატებულისოცპოლელი

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:მედეა ბადაშვილი - ინტერდისციპლინური მიმართულების ას...
15/06/2026

📣 გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:

მედეა ბადაშვილი - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი

🔶 მიწვეული ლექტორი: კოლორადო სპრინგ კოლეჯი, აშშ (2019 წ.); ტეხასის უნივერსიტეტი, აშშ (2019 წ.); ა-კორუნას უნივერსიტეტი, ესპანეთი (2026 წ.); რუზეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი (2025 წ.); ოსტფოლდის უნივერსიტეტი, ნორვეგია (2025 წ.); ჰელსინკის უნივერსიტეტი (2024 წ.); ვილნიუსის უნივერსიტეტი (2024 წ.); ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია (2024 წ.); ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტი, თურქეთი (2023 წ.); ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია (2023 წ.);
🔶 თანამშრომლობა კვლევითი პროექტის ფარგლებში: ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ (2023, 2024, 2025, 2026 წწ.); კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ (2025 წ.); ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა, გერმანია, DAAD, (2024-2025 წწ.); ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, მიუნხენი, გერმანია, DAAD, (2024-2025 წწ.); ჯორჯ-აუგუსტის უნივერსიტეტი, გოეთინგენი, გერმანია Rustaveli – DAAD, (2024 წ.); ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი (2023-2024 წწ.); ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), (2023 წ.); ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია, (2016 წ.); ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, აშშ, (2012 წ.); კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, აშშ, (2010 წწ.); რატგერსის უნივერსიტეტი, ნიუ ჯერსი, აშშ (2005-2007 წწ.);
🔶 ასევე თანამშრომლობდა: UN Women (2020-2025 წწ.); ACT, მსოფლიო ბანკის პროექტი (2016 წ.); UN~ Joint Project on Enhancing Gender Equality in Georgia (2013–2014 წწ.); UNDP (2005-2010 წწ.); Save the Children (2007–2008 წწ.); World Bank (2002-2004 წწ.) და სხვა.

📚 სასწავლო კურსები:
📕 გენდერი, ოჯახი და რელიგია პოსტსოცალისტურ სივრცეში;
📕 გენდერული თანასწორობა სკანდინავიის ქვეყნებში;
📕 სასწავლო პრაქტიკა.

✍🏻 კვლევითი ინეტერესები:
მიგრაცია, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება, ქალთა უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გარემო და კლიმატური ცვლილებები და მათი ზეგავლენა

👇🏻 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე:
🔗https://shorturl.at/W8Hkl

#სოცპოლისპროფესორები

🔔 ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას: გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებილიანა მარქარიანი - მულტი...
11/06/2026

🔔 ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას: გაიცანით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები

ლიანა მარქარიანი - მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი

🔵 თსუ-ს ოქროს მედლის მფლობელი გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისა და ენის პოპულარიზაციისთვის (2021 წელი)

📌 სამსახურეობრივი მოვალეობები:
🟠 სტუდენტებთან კომუნიკაციით თანამედროვე მედიაკონტენტის შექმნა;
🟠 ვიზუალური თხრობის მრავალფეროვანი ფორმების სწავლების პროცესის ხელშეწყობა;
🟠 სტუდენტური გაზეთებისა და ჟურნალების უნიკალური დიზაინის შექმნა;
🟠 მულტიმედია ცენტრის გვერდების მართვა.

💬 ,,ჩემი მთელი გააზრებული ცხოვრება თსუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არის დაკავშირებული - ბაკალავრის საფეხურიდან, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორის ხარისხამდე. 12 წელია, რაც ამ უნივერსიტეტის ნაწილი ვარ და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვემსახურო დიდი ივანე ჯავახიშვილის იდეას. უნივერსიტეტელობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წოდებაა და ამ ოჯახის წევრად საკუთარი თავის აღქმა - გამორჩეულად საპასუხისმგებლო და საამაყო! ეს არის სივრცე, რომელიც ყოველთვის ყველაზე გამორჩეული იქნება ჩემთვის და ცხოვრების ბოლომდე მის ერთგულად დავრჩები!”

👇🏻 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე:
🔗 https://shorturl.at/9gTqW

📣 წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებების სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობას:📌 სოციოლოგიი...
10/06/2026

📣 წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებების სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობას:

📌 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებაზე სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 14 აკადემიური პერსონალი:
სრული პროფესორი - 2
ასოცირებული პროფესორი - 11
ასისტენტ პროფესორი - 1

🔔 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორთა მიერ
2016-2026 წლებში SCOPUS-ის და WEB of SCIENCE-ის ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ (მათ შორის Impact Factor-ის) სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები/თავი წიგნში:

🔸 Phenomenology of embodiment and spatiality: a qualitative study of the Georgian National Blind Football Team, Journal of the Philosophy of Sport, 2026;
🔸 Trends and Developments in Large-Scale Residential Care for Children in Eastern Europe and Central Asia, Springer, First Online: 20 January, 2026;
🔸 Polarisation through deviation discourse: strategic usage of Europeanisation by political and media actors in Georgia, East European Politics, 2025;
🔸 Public attitudes towards to***co endgame policies in Georgia, To***co Induced Diseases , 2025;
🔸 Mediatized discourses on Europeanization in public perceptions, ,Aranzadi La Ley, 2025;
🔸 Georgia—Backstage Decisions, Frontstage Agenda, and the Return of Political Activism, Power and Protest in Central and Eastern Europe, Springer, 2025;
🔸 Platform unionism in Georgia: Rocky path toward better social security, Global Social Policy,2025;
🔸 The Phenomenology of Liturgical We, META: RESEARCH IN HERMENEUTICS, PHENOMENOLOGY, AND PRACTICAL PHILOSOPHY, 2024;
🔸 Social Service Response to the Needs of the Ukrainian Refugees, Journal of Human Rights and Social Work, 2024;
🔸 Social Work Development in Georgia: Lessons from the COVID-19 Pandemic,
Social Work Education and the COVID-19, Routledge, 2024;
🔸 Barriers and drivers of positive COVID-19 vaccination behaviours among healthcare workers in Europe and Central Asia: a qualitative cross-country synthesis, Humanities and Social Sciences Communication, 2023;
🔸 Analysis of the illicit to***co market in Georgia in response to fiscal and non-fiscal to***co control measures, To***co Control, 2023;
🔸 Internalising precariousness: experiences of Georgian platform workers, Transfer: European Review of Labour and Research, 2023;
🔸 De-Europeanization as discursive disengagement: has Georgia “got lost” on its way to European integration? Journal of European Integration, 2023;
🔸 Georgia’s Contested European Trajectory, Current History, 2023;
🔸 Euro-optimism intertwined with pragmatism: elite and popular discourses on Georgia's Europeanization through Q methodology, Caucasus survey, 2023;
🔸 Lessons from COVID-19 for behavioural and communication interventions to enhance vaccine uptake, Communications Psychology, 2023;
🔸 I through thou, and we through I: Dietrich von Hildebrand and Karol Wojtyla on the personal foundation of community, Metaphilosophy, 2023;
🔸 Collective Affective Intentionality and Phenomenology of Togetherness, META: Research in Hermeneutics, Phenomenology, and Practical Philosophy, 2022;
🔸 SDG-focused social work education in Georgia, Social Work Education, 2022;
🔸 Georgia's Europeanization: Performative Games and Peculiarities of" Enforced Socialization", The Journal of Post-Soviet Democratization, 2021;
🔸 A monocrat's hobby and its power: on shadow politics in Georgia, Caucasus Survey, 2021;
🔸 Managing Ambivalence: An Interplay Between the Wanted and Unwanted Aspects of European Integration in Georgia, The Unwanted Europeanness, 2021;
🔸 Sustainable economic growth and innovative development of educational systems, Journal of International Studies, 2021
🔸 Park-people interaction in mountainous Georgia: The case of Kazbegi National Park, Dela, 2021
🔸 Transformation of family-based entrepreneurial activities in rural areas: View angle from human capital, Dela, 2021;
🔸 The pandemic as a litmus test for social security systems in transition economies–the case of Georgia, Social Policy Review, Bristol University Press, 2021;
🔸 Opisthorchiasis: An Emerging Foodborne Helminthic Zoonosis of Public Health Significance, International Journal of Medical Parasitology and Epidemiology Sciences,2020;
🔸 Illicit to***co trade in Georgia: prevalence and perceptions, To***co Control, 2020;
🔸 The Attitude of the Orthodox Parishioners Toward Euthanasia: Evidence from Georgia, Community Health Equity Research & Policy, 2019;
🔸 Regulatory Environment for the Formation of Leadership Positions for the Persons with Disabilities, Sustainable Leadership for Entrepreneurs and Academics, Springer, 2019;
🔸 Knowledge of Sexually Transmitted Infections Among Homeless People in a Municipal Shelter, Community Health Equity Research & Policy, 2018;
🔸 SOS Tbilisi: Challenges to environmental civic participation in Georgia, Problems of Post- Communism, 2018;
🔸 Work and social service workforce in the Europe and Central Asia Region, Oxford Policy management, 2018
🔸 Impact of orthodox Christian faith and spirituality on society's mental health (Based on the Population Survey of Tbilisi, Georgia), Georgian medical news, 2017;
🔸 On Europeanisation, national sentiments and confused identities in Georgia, Communist and Post-Communist Studies, 2017;
🔸 The Social Policy of Combating Domestic Violence in Georgia and Lithuania, Socialinė teorija, empirija, politika ir praktika, 2017;
🔸 Utilitarian and Identity Factors in Georgians' Political and Popular Discourses on Europeanisation, Eurolimes, 2017;
🔸 Creating Social Work Education in the Republic of Georgia,Routledge International Handbook of Social Work Education, 2016;
🔸 A qualitative study on factors influencing health workers’ uptake of a pilot surgical antibiotic prophylaxis stewardship programme in selected Georgian hospitals, PLOS Global Public Health, 2016;
🔸 Creating Social Work Education in the Republic of Georgia, Routledge, International Handbook of Social Work Education, 2016
🔸 Superficial institutions and challenges of re-regulation in the Republic of Georgia, Caucasus Survey, 2016;

🔴 ციტირების ინდექსი: 1140

📣 წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებების  სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობას:📌 სოციოლოგი...
09/06/2026

📣 წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებების სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობას:

📌 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებაზე სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 14 აკადემიური პერსონალი:
სრული პროფესორი - 2
ასოცირებული პროფესორი - 11
ასისტენტ პროფესორი - 1

🔔 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორთა მიერ
2016-2026 წლებში მომზადებული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები:

📚 სახელმძღვანელოები:
🔹 პოსტმოდერნული სოციალური თეორია (ელექტრონული), თსუ, 2018;
🔹 პროტოსოციოლოგია,თსუ, 2023;
🔹 სოციოლოგია ყველასთვის (მეორე გამოცემა), უნივერსალი, 2018;
🔹 სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები, თსუ, 2020;
🔹 კულტურის სოციოლოგია, თსუ, 2023;
🔹 გეორგ ზიმელის ფორმალური სოციოლოგია, უნივერსალი, 2018;
🔹 ალფრედ შუტცის ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები, უნივერსალი, 2018;
🔹 თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, თსუ, 2019;
🔹 სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები, თსუ, 2021;
🔹 სოციალური მუშაობის მაკროპრაქტიკა, თსუ, 2025.

📖 მონოგრაფიები:
🔸 ანტილიბერალური განწყობები: თბილისი, აჭარა, სამეგრელო (ქართულ და ინგლისურ ენებზე), 2020;
🔸 თანამედროვე სოციოლოგიური დისკურსი , უნივერსალი, 2022;
🔸 პიერ ბურდიეს სოციოანალიზის ძირითადი კატეგორიები, უნივერსალი, 2018;
🔸 ევროპეიზაციის პერფორმანსი - პოლიტიკური და პოპულარული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ საქართველოში (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ნეკერი, 2018
🔸 ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში: წარსული, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივა, NIMD, 2016;
🔸 ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე: ცხოვრება, მოღვაწეობა, ფაქტები, მეგობრები, თანამოაზრეები, კოლორადო პრინტი, 2018;
🔸 ინტერაქციული პროცესების სოციოლოგია , უნივერსალი, 2021;
🔸 მაქს ვებერი - ცხოვრება და შემოქმედება, უნივერსალი, 2017.

📣 გაიცანით ჩვენი სტუდენტი - ანა მახარაძე💬 ,,Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და 2025-2026 სასწავლო წლის სემესტრის...
09/06/2026

📣 გაიცანით ჩვენი სტუდენტი - ანა მახარაძე

💬 ,,Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და 2025-2026 სასწავლო წლის სემესტრის გატარება იაგელონიის უნივერსიტეტში ჩემთვის როგორც აკადემიური, ისე ცხოვრებისეული გამოცდილებებით სავსე შესაძლებლობა იყო. ამ პროგრამის წყალობით მომეცა შანსი, მესწავლა ევროპის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში, გამეცნო განსხვავებული აკადემიური გარემო და საკუთარი თავი სრულიად ახალ რეალობაში გამომეცადა.

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო Erasmus+ პროგრამის მიმართ, რომელიც ათასობით სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება, განივითაროს პროფესიული და პიროვნული უნარები და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ სამყაროში. ჩემთვის ეს პროგრამა მხოლოდ აკადემიური მობილობა არ ყოფილა, ეს იყო გამოცდილება, რომელმაც ჩემი ხედვები გააფართოვა და ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება დამიტოვა.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სწავლამ და იმ შესაძლებლობების უშუალოდ გაცნობამ, რომელსაც ევროპული საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებს სთავაზობს, კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაში. სწორედ ამიტომ, გულწრფელად ვისურვებდი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ ქართველ სტუდენტს ჰქონდეს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობისა და მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოცდილება არა მხოლოდ თითოეული სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამ გზაზე განსაკუთრებული როლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითამაშა. თსუ-ის მხარდაჭერისა და საერთაშორისო შესაძლებლობების გარეშე ამ გამოცდილების მიღება ვერ მოხერხდებოდა. უცხოეთში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თსუ თავის სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად საერთაშორისო განვითარების რეალურ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.

როგორც იაგელონიის უნივერსიტეტი, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოირჩევა ძლიერი აკადემიური ტრადიციებით, მაღალი სტანდარტებითა და სტუდენტების განვითარებისადმი განსაკუთრებული ზრუნვით. სწორედ ამიტომ, ორივე უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

იაგელონიის უნივერსიტეტში და ისტორიულ ქალაქ კრაკოვში გატარებული თვეები ჩემთვის ახალი ცოდნის, ახალი მეგობრების, მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილებისა და დაუვიწყარი მოგონებების სინონიმად დარჩება, რომელსაც ყოველთვის მადლიერებითა და განსაკუთრებული სითბოთი გავიხსენებ".

#წარმატებულისოცპოლელი

📣 ვაგრძელებთ რუბრიკას: წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტის მიმართულებების  სამეცნიერო/სასწავლო საქ...
08/06/2026

📣 ვაგრძელებთ რუბრიკას: წარმოგიდგენთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტის მიმართულებების სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობას:

📌 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებაზე სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 14 აკადემიური პერსონალი:

სრული პროფესორი - 2
ასოცირებული პროფესორი - 11
ასისტენტ პროფესორი - 1

🔔 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორების მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე კვლევითი პროექტები (2019-2026 წლები):

📖 ფუნდამენტური კვლევითი გრანტი - 4
🎓 ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტების) კვლევითი გრანტი - 4

📖 ფუნდამენტური კვლევითი გრანტი:

🔸ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დისკურსები საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ;
🔸სოფლის მეურნეობიდან სოფლის განვითარებამდე: ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრში;
🔸ფსიქოსოციალური მომსახურების ეფექტიანობის მხარდაჭერა;
🔸მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად.

🎓 ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი:
🔹 უნარშეზღუდულთა გუნდურ სპორტში პრერეფლექტური სხეულებრივი გამოცდილების ფენომენოლოგიურად დაფუძნებული თვისებრივი კვლევა;
🔹 აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის კვლევა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში: ნორმატიული, ეთიკური და პრაქტიკული გზები;
🔹 ურბანული დიზაინის გავლენა სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე;
🔹 მიგრაციის განმაპირობებელი ფაქტორები და ტენდენციები მდგრადი განვითარების პერსპექტივაში - თანამედროვე საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების მაგალითი.

Address

Tbilisi, I. Chavchavadze Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ:

Share