26/06/2025
🟣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის მოწვეული ლექტორის, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართა საჯარო ლექცია/დისკუსია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“.
სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს ქართული გასტრონომიული და სარესტორნო ბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა, მათ შორის იყვნენ 🔽
▪️ მერიკო გუბელაძე - რესტორატორი და ბრენდ-შეფი;
▪️ თამთა კიკალეიშვილი - რესტორატორი, ბრენდ-შეფი;
▪️ ქეთი სალაყაია - სატელევიზიო კონკურსის „შეფების ლიგა“ ჟიურის წევრი, რესტორატორი და ბრენდ-შეფი;
▪️ გიორგი იოსავა - რესტორატორი, ბრენდ-შეფი;
▪️ ალექსი ნათაძე - რესტორატორი, წისქვილი ჯგუფის ქსელების ბრენდ-შეფი;
▪️ მიშა ავსაჯანიშვილი - ტელეწამყვანი, „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრი;
▪️ მანუელ ფაუნდეს ბარანდა - სატელევიზიო კონკურსის „მასტერშეფი“ ჟიურის წევრი, ბრენდ-შეფი;
▪️ ავთანდილ ცეცხლაძე - სატელევიზიო კონკურსის „შეფების ლიგა“ ჟიურის წევრი, ბრენდ-შეფი;
▪️ რამაზ გემიშვილი - მსახიობი, კონდიტერი, ბრენდ-შეფი, რესტორატორი.
📌 შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებს ახლოს გაეცნოთ ცნობილი რესტორატორები, მათი გამოცდილება და წარმატების ფორმულა, რათა სამომავლოდ გაითვალისწინონ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ გზამკვლევებს, სატელევიზიო შოუებს, კულინარიულ კონგრესებს, გამოფენებსა და ფესტივალებს. გაიაზრონ ამ ბიზნესის ეკონომიკური, კულტურული, აგრონომიული თუ ეთნიკური მნიშვნელობა და მისი პოტენციალი ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის.