11/10/2025
📚 ოქტომბერი — დისლექსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე! 🌍
📅 6-12 ოქტომბერი — დისლექსიის ცნობიერების კვირეული
🗓️ 8 ოქტომბერი — დისლექსიის მსოფლიო დღე
✨საქართველოს დისლექსიის კვლევითი ცენტრი ჩართულია გლობალურ ინიციატივაში დისლექსიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და მხარდაჭერის გასაზრდელად.
ჩვენ გიწვევთ — ერთად შევქმნათ უფრო ინფორმირებული და მხარდამჭერი გარემო.
👉 ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთონ, სკოლები, უნივერსიტეტები, თემები და დაიწყონ საუბარი დისლექსიაზე:
• ვისაუბროთ დისლექსიაზე ღიად და პოზიტიურად
• გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება
• დავგეგმოთ აქტივობები სკოლებსა და სხვა სასწავლო სივრცეებში
• ერთად შევქმნათ უფრო მხარდამჭერი გარემო
💡 გამოგვყევით, ერთად გავაძლიეროთ დისლექსიის მქონე ადამიანების მხარდაჭერა საქართველოში!
✨ თქვენი ჩართულობა — ისტორიების გაზიარება, აქტივობებში მონაწილეობა, ცნობიერების ამაღლება — ხანგრძლივ გავლენას მოახდენს მომავალზე, ადამიანებს წაახალისებს დახმარებისა და მხარდაჭერის მოძიებაში.
🤝 ერთად გავზარდოთ ცნობიერება და გაგება დისლექსიის შესახებ.
💡 ერთად შევქმნათ ცვლილებები და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები ყველასთვის!
European Dyslexia Association