თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა.

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ წარმატებით დასაქმდნენ შემდეგ სფეროებში: საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, თავდაცვა, უშიშროება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, აკადემიური მიმართულება და სხვა.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს. 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. დაარსების პირვ

ელი წლებიდან დღემდე ინსტიტუტი თანამშრომლობს ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს მიენიჭათ - 626 ბაკალავრის, 61 მაგისტრის და 14 დოქტორის (PHD) ხარისხი.
საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტი სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას; მსოფლიოს ისტორიას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ ჭრილში; საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებს; საქართველოს ადგილსა და როლს თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში;
მუდმივად ეცნობა, თუ როგორია საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის დინამიკა, გლობალური პრობლემები და მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ჰუმანიტარული საკითხები. გარდა ამისა, იღებს ფართო განათლებას ჰუმანიტარულ (ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა), სოციალურ და პოლიტიკურ (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია) მეცნიერებებში.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი საფუძვლიანად (C1 დონე) ეუფლება აღმოსავლურ (არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული და თურქული) და დასავლურ (ესპანური, ფრანგული, გერმანული) ენებს. შეისწავლის ამ რეგიონების (ახლო და შორეული აღმოსავლეთი, ამერიკა, ევროპა) ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას.
სტუდენტები გადიან სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს: სამსუნის, ბალამანდის, ალექსანდრიის, კაიროს, ბაღდადის, ალეპოს, თიშრინის, ქსიანჯიატონგის, ლანჭოუს, მალტის, მონტანას, ვაშინგტონის, ფინეთის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, დამასკოს არაბული ენის შემსწავლელ ცენტრთან, რას ელ ხაიმას დოკუმენტთა და კვლევის ცენტრთან.
თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩინეთის მთავრობის მონაწილეობით, შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც ჩინური ენის შესაბამისი დონის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა HSK სერთიფკატი (ჩინური ენის დონის დამადასტურებელი საბუთი).
საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.
საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში სტუდენტს სთავაზობს ცხრა ძირითად სპეციალობას (მეიჯორს), რომლიდანაც ირჩევს ერთ–ერთს:
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – არაბული ;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – სპარსული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – თურქული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – ჩინური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – იაპონური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – კორეული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – ესპანური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – ფრანგული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – გერმანული;
ძირითად სპეციალობასთან (მეიჯორთან) ერთად, სტუდენტს შეუძლია დაეუფლოს დამატებით სპეციალობას (მაინორს) .


დეკანი: პროფ. თინათინ ქაროსანიძე
[email protected]

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი ნიტა ჩხეიძე გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს იაპ...
30/04/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი ნიტა ჩხეიძე გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს იაპონიაში, Toyo University-ში.
ნიტა ერთი სემესტრით ისწავლის გლობალური ინოვაციების პროგრამაზე.
პროგრამის ძირითადი ნაწილი ეთმობა იაპონური ენის შესწავლას, გარდა ამისა, ნიტა შეისწავლის რამდენიმე საგანს იაპონურ კულტურასა და ისტორიაზე.
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ და ტოიოს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

https://www.facebook.com/photo/?fbid=1396537375843836&set=a.547998967364352
20/04/2026

https://www.facebook.com/photo/?fbid=1396537375843836&set=a.547998967364352

დღეს კახა ბენდუქიძე 70 წლის გახდებოდა.

კახა ბენდუქიძე დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს თბილისში, გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს ლონდონში, დევნილობაში.

რა დატოვა გარდაცვალების შემდეგ?
• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებული მოვლენაა.
• რეფორმირებული საქართველო - მისი ღრმა რეფორმები საქართველოს ისტორიაშია შესული როგორც, ალბათ, ყველაზე რადიკალური გარდაქმნის მაგალითი უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე. სხვადასხვა ქვეყნისათვის ქართული რეფორმები იქცა შთაგონების წყაროდ.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები

2007 წელს კახა ბენდუქიძემ დააარსა არამომგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, ცოდნის ფონდი, ის საქართველოს მასშტაბით უდიდესი კერძო ფონდია განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა.

„მე შევქმენი ორგანიზაცია, რომელშიც შემიძლია ფული ჩავდო, მაგრამ არ შემიძლია წამოვიღო. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ოფიციალურად ეს სტატუსიც აქვს. [...] მისი ბენეფიციარი არის განათლება და არა ბენდუქიძე ან ჩემი რომელიმე ნათესავი.“ - კახა ბენდუქიძე ცოდნის ფონდის შესახებ, გადაცემა „ფოკუსი“, 2014 წელი.

საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ, კახა ბენდუქიძემ დააფუძნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს კი ახალი, ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქა.

2008 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა ბიზნესის სკოლა - ESM და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი. შემდეგ წლებში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნა სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა.

2011 წლიდან კახა ბენდუქიძემ მასშტაბური რეფორმები დაიწყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ძირეული გარდაქმნისთვის, რაც მოიცავდა: ახალი პროგრამების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებასა და დანერგვას, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების დამკვიდრებას, კვალიფიციური პროფესორების და მკვლევრების შერჩევას, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა საქართველოში კახა ბენდუქიძის მოწვევით, კამპუსის ინფრასტრუქტურის რადიკალურ რეაბილიტაციასა და განახლებას, ლაბორატორიების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შექმნისა და განვითარებისათვის კახა ბენდუქიძის დაარსებულმა ცოდნის ფონდმა 2007-2014 წლებში 50 მილიონი აშშ დოლარის საქველმოქმედო ინვესტიცია განახორციელა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა გუნდმა დამატებით 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ცოდნის ფონდის მეშვეობით. 2018 წლიდან კი ცოდნის ფონდმა საქმიანობა დაიწყო საშუალო განათლებაში.

ამდენად, 2025 წლისთვის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.

რეფორმირებული საქართველო

კახა ბენდუქიძე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაშიც.

მისმა რეფორმებმა საქართველოს ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე გახადა. მის მიღწევებს საერთო საფუძველი აქვს. ბენდუქიძის მთავარი მისია ვესტერნიზაცია და პოსტსაბჭოური ქვეყნების განვითარებულ სამყაროსთან დაახლოება იყო. პრაქტიკული, შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ხასიათის გამო, მასში, პირველ რიგში, საზოგადო მოღვაწეს ხედავდნენ.

ბენდუქიძე თავის თავს რეალისტ ლიბერტარიანელს უწოდებდა. მისთვის ლიბერტარიანიზმის მთავარი აზრი მარტივი იყო: „ლიბერტარიანელობის არსი შემდეგია: მთავრობის მცდელობა, გააკეთოს რაღაც კარგი - მავნებლობაა.“

პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა კახა ბენდუქიძეს 2004 წელს მიეცა, როდესაც ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. ის მიიჩნევდა, რომ თუკი ქვეყნისათვის რაიმეს გაკეთების შანსი მოგეცა, უნდა გამოიყენო. მაშინაც კი, როდესაც ნებისმიერ წუთს შეიძლება თანამდებობა დაგატოვებინონ.

2004 წლის ივნისიდან 2009 წლის თებერვლამდე კახა ბენდუქიძეს სამი პოზიცია ეკავა: ეკონომიკის მინისტრი (ივნისი-დეკემბერი, 2004), სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (დეკემბერი, 2004 - იანვარი, 2008), საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი (იანვარი, 2008 - თებერვალი, 2009). კახა ბენდუქიძე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ქმედით პოლიტიკოსად იქცა, რამდენადაც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნისათვის გარდამქმნელი ღრმა რეფორმების გატარებაში.

როგორც ეკონომიკური რეფორმების ავტორი, კახა ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოში რადიკალური და ღრმა რეფორმების განხორციელება, შემდეგი ფაქტორების გამო: პატარა ბაზარი ჩაკეტილი ეკონომიკით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭარბი რეგულაციები, სისტემური კორუფცია, ბუნებრივი რესურსების არარსებობა, განვითარებული ეკონომიკის მქონე მეზობლების არარსებობა.

თავისი ხედვის განსახორციელებლად ბენდუქიძემ გუნდის შეკრება დაიწყო. ისეთი ხალხის, როგორიც ვატო ლეჟავაა, რომელიც 2004 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გახდა, ან თამარ კოვზირიძე, მისი კიდევ ერთი მოადგილე. ბენდუქიძე ახალგაზრდებსაც ეძებდა, რომლებიც მის ხედვას იზიარებდნენ და კომუნისტური მენტალიტეტით არ იყვნენ „გაფუჭებული“. უმეტესობა მათგანი 20 წელზე ცოტა მეტის იყო.

მთავარი, რაც კახა ბენდუქიძემ ქართველ რეფორმატორთა გუნდს შესძინა, სახელმწიფოს მიმართ რადიკალური უნდობლობა იყო. „თუ თქვენ მაქსიმალური თავისუფლებისათვის იბრძოლებთ, არ წააგებთ. თუკი იბრძვით იმისათვის, რომ შეზღუდოთ თავისუფლება, 250-ჯერ უნდა დაფიქრდეთ. ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ ღირს, თუ ამ საქციელით უფრო დიდ „არათავისუფლებას“ ეწინააღმდეგებით“, - მიიჩნევდა იგი.

გატარებულმა სიღრმისეულმა რეფორმებმა მოიცვა: ბიუროკრატიის შემცირება (საჯარო უწყებების მინიმუმ მესამედით შემცირება და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის განახევრება), გადასახადების განაკვეთებისა და რაოდენობის შემცირება, ლიცენზიებისა და ნებართვების მკვეთრი შემცირება, ბიზნესის რეგისტრაციის მნიშვნელოვნად გამარტივება, ყოვლისმომცველი პრივატიზაცია, ღია სავიზო რეჟიმის შემოღება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია (იმპორტისა და ექსპორტისათვის საჭირო დროის, დოკუმენტების, პროცედურების და სავაჭრო ტარიფების დრამატული შემცირება), მოქნილი შრომის კანონმდებლობის შექმნა და სხვა.

ბენდუქიძის პრივატიზაციის პოლიტიკამ და რეფორმებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მაგალითად, 2004-2008 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი რაოდენობა 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 702 მილიონი აშშ დოლარი დიდი ბრიტანეთიდან, 512 მილიონი აშშ დოლარი - აშშ-დან, 438 მილიონი აშშ დოლარი - არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, 444 მილიონი აშშ დოლარი - თურქეთიდან და 307 მილიონი აშშ დოლარი ყაზახეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან ინვესტიცია მხოლოდ 232 მილიონი აშშ დოლარი იყო. თუ კვიპროსიდან შემოსულ ინვესტიციებსაც მივათვლით (რადგან რუსული კომპანიები ხშირად რეგისტრირდებიან კვიპროსში), ეს რიცხვი 515 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც იმ პერიოდში მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 10%-საც არ შეადგენს.

მიუხედავად 2006 წელს რუსეთის მიერ ბუნებრივი აირისა და ელექტროობის მოწოდების შეწყვეტისა და ამავე წელს რუსეთის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დადებული ემბარგოსი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2008 წლის საერთაშორისო ფინანსური კრიზისისა, ბენდუქიძის რეფორმების შედეგად საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და საშუალო ზრდამ 7%-ს მიაღწია, 2004 წლიდან 2012 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა 310%-ით, საგადასახადო შემოსავლები 380%-ით და მშპ 60%-ით (მუდმივ 2003 წლის ფასებში) გაიზარდა.

„აირჩიეთ, როგორი ეკონომიკური ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს. წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის. წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში. წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები. წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით.“ - კახა ბენდუქიძე, “მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი“, ტაბულა, 2010 წელი.

კახა ბენდუქიძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე. განათლებით ბიოლოგმა, მისი პირველი ბიზნესი „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს.

მან ზრდასრულობის წლები მოსკოვში გაატარა. თუმცა, 2004 წლისთვის ბენდუქიძემ აქტივების გადაცემა დაიწყო და საქართველოში დაბრუნდა.

გატარებული რეფორმებისა და საუკეთესო უნივერსიტეტების შექმნის გამო, The New Yorker-მა კახა ბენდუქიძე მოიხსენია ადამიანად, რომელმაც საქართველო გარდაქმნა (The man who remade Georgia).

🎓 დიპლომატიის სკოლა 25-ე ნაკადით ბრუნდება!📅 2 მაისიhttps://www.facebook.com/photo/?fbid=1921749185434135&set=a.107089995...
27/03/2026

🎓 დიპლომატიის სკოლა 25-ე ნაკადით ბრუნდება!
📅 2 მაისი

https://www.facebook.com/photo/?fbid=1921749185434135&set=a.1070899957185733

🎓 დიპლომატიის სკოლა 25-ე ნაკადით ბრუნდება!

📅 2 მაისი

📍 თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა & „მომავალ დიპლომატთა კლუბი“

📚 დიპლომატიის სკოლა არის ერთთვიანი ინტერაქტიული კურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების ხელმძღვანელობით ისწავლი:

⚜️ დიპლომატიის ისტორიას
⚜️ ეკონომიკის საფუძვლებს
⚜️ პოლიტიკურ იდეოლოგიებს
⚜️ საერთაშორისო სამართალს
⚜️ ჰიბრიდულ ომს
⚜️ რელიგიასა და პოლიტიკას
⚜️ აშშ-ის პოლიტიკური სისტემასა და დასავლურ ალიანსებს
⚜️საერთაშორისო უსაფრთხოებას

💡 პროგრამის ფარგლებში:

🔹 ჩაერთვები დებატებსა და მოდელირებებში
🔹 მოირგებ დიპლომატის როლს
🔹 გაეცნობი საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას
🔹 მონაწილეობას მიიღებ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში

🕐 ლექციები ტარდება შაბათ-კვირას, 12:00-16:00

🎓 კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ ორენოვან სერტიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეები - წამახალისებელ პრიზებს!

💸 კურსის საფასური: 50 ლარი
(სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები)

📝 რეგისტრაცია ღიაა 30 აპრილამდე

👉 შეავსე ფორმა: https://forms.gle/Je3nNkvC1AxTFgL46

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ბაჩა მესხი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში,...
27/03/2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ბაჩა მესხი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, ESCP Business School- ში მენეჯმენტის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
რადგან უნივერსიტეტს რამდენიმე კამპუსი აქვს ევროპის მასშტაბით, ბაჩა პირველ სემესტრში სწავლას ბერლინის კამპუსიდან დაიწყებს და შემდგომ სწავლას სხვა ქალაქების კამპუსებში გააგრძელებს.
ბაჩას მიზანია კარიერა განივითაროს საინვესტიციო ბანკინგისა და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით.

23 იანვარს, 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის 418-ე აუდიტორიაში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთ...
21/01/2026

23 იანვარს, 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის 418-ე აუდიტორიაში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია: „აღმოსავლურ-დასავლური დივანი“.

კონფერენციის მიზანია აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტრადიციების, დიალოგისა და ურთიერთგავლენის გააზრება, ლიტერატურის როლის წარმოჩენა კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და ინტელექტუალური დიალოგის პროცესში.

საბა ტეფნაძე - ლაო წის ფილოსოფიური ხედვა - უმოქმედობით შექმნილი რეალობა

ეკატერინე ბითაძე - ნიზამი განჯელისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებითი პარალელები: „ლეილი და მაჯნუნი“ და „ვეფხისტყაოსანი

საბა მახარაძე - საკუთარი თავის ძიებაში: იდენტობის, მეხსიერებისა და თვითგაუცხოების პრობლემა ჯოისისა და კაფკას შემოქმედებაში

ანდრო ვარშალომიძე - გოეთეს დასავლური ზღაპრიდან- აითმათოვის რეალობამდე: ტოტალიტარული დისტოპია აღმოსავლეთში

ქეთი უკლება - ირანის უახლესი ისტორიის რეფლექსია შირინ ებადის რომანში “ოქროს გალია”

ნიკოლოზ ჭირაქაძე - ცივილიზაციური დიქოტომია ფენტეზში - დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება ჯორჯ მარტინის სამყაროში

ელენე დავითაშვილი - მოგზაური, როგორც პოლიტიკური დამკვირვებელი: იბნ ბატუტას „მოგზაურობა“ და ძალაუფლების აღქმა აღმოსავლურ სამყაროში

თაკო შონია - პირადი თავისუფლებისა და ცხოვრების არსის ძიება ოკუპაციის პირობებში - მილან კუნდერა "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე".

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მამალაძე სწავლას აგრძელებს Parsons Sc...
06/01/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მამალაძე სწავლას აგრძელებს Parsons School of Design-ში (აშშ). მარიამი ისწავლის სტრატეგიული დიზაინისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით.

მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს ბიზნეს სტრატეგიების შესწავლას დიზაინის მიმართულებით.

თავისუფალ უნივერსიტეტში მარიამმა დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა იაპონური ენის კონცენტრაციით და ერთი წელი ისწავლა ტოკიოში, ვასედას უნივერსიტეტში, იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამით.

34 წლის წინ, 1991 წლის 16 დეკემბერს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში პირველი ლექცია ჩატარდა.  ❤️✌©️გივი ბოლოთაშვილის ნახატი ...
15/12/2025

34 წლის წინ, 1991 წლის 16 დეკემბერს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში პირველი ლექცია ჩატარდა. ❤️✌
©️გივი ბოლოთაშვილის ნახატი 💛🙏

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ლიკა გობეჯიშვილი სწავლას აგრძელებს იტალიაში, LUISS Guido Carli Univer...
03/12/2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ლიკა გობეჯიშვილი სწავლას აგრძელებს იტალიაში, LUISS Guido Carli University-ში. ლიკა ისწავლის European Studies: EU Institutions and Public Policy-ის სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოწვევა მიიღო ამავე უნივერსიტეტის Joint Master in Global Economic Governance and Public Affairs პროგრამაზე.
ლიკა ასევე თებერვალში მონაწილეობას მიიღებს ესტონეთში მოკლევადიან სასწავლო პროგრამაზე Next Generation Digital Governance, რომელსაც აორგანიზებს TalTech University.
თავისუფალ უნივერსიტეტში ლიკამ დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ევროატლანტიკის კონცენტრაციით.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული სესილი კურცხალია სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European Univer...
20/11/2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული სესილი კურცხალია სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება და სტიპენდია.
სესილიმ მიიღო მოწვევა აგრეთვე Charles University და University of Geneva-დან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი CEU-ზე შეაჩერა, რომელიც გამოირჩევა სწავლის თანამედროვე მეთოდებითა და კვლევითი პროგრამებით.
სესილიმ თავისუფალ უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების ევროატლანტიკური კონცენტრაცია ფრანგული ენის მიმართულებით.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის  კურსდამთავრებული თიკა ჯალაღონია სწავლას აგრძელებს კატარის უნივერსიტეტში, არაბული ენის...
15/11/2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული თიკა ჯალაღონია სწავლას აგრძელებს კატარის უნივერსიტეტში, არაბული ენის ერთწლიან პროგრამაზე.
თიკამ მოიპოვა კატარის სახელმწიფო სტიპენდია, რომლითაც სრულად დაფინანსებულია მისი როგორც სწავლის საფასური, ისე საცხოვრებლის ხარჯები.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში თიკამ დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების არაბული ენის კონცენტრაცია.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ კასრაძემ სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა სამაგისტრო პროგრამაზე ...
12/11/2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ კასრაძემ სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა სამაგისტრო პროგრამაზე - Master of Arts in Transatlantic Affairs. პროგრამას ახორციელებს College of Europe (ბელგია) და Fletcher School of Tufts University (აშშ). მარიამმა მოიპოვა ორივე უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა ძირეულად დაეუფლოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დინამიკას. აშშ–ში, Fletcher School-ში სწავლის პარალელურად, მარიამს შესაძლებლობა ექნება Harvard Kennedy School-შიც გაიაროს რამდენიმე საგანი, ამ ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო სტაჟირებასაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და სახელმწიფო დაწესებულებაში.

Address

Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა:

Share