წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
St.

Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of Georgia წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი დაფუძნებულია დემოკრატიის და ჰუმანიზმის პრინციპებზე.

უნივერსიტეტს ამჟამად აქვს ორი სკოლა:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
- ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

SANGU-ს მუდმივად განახლებადი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია, თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ

საჭიროებებზე, მათი კარიერული და პერსონალური განვითარებისთვის.

რატომ SANGU?

🔴 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები
🔴 მაღალი კვალიფიკაციის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ლექტორები
🔴 სტუდენტებისთვის კომფორტული გარემო
🔴 თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული კლასები სმარტ-დაფებით, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით
🔴 დასაქმება კარიერული ცენტრის ხელშეწყობით
🔴 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
🔴 ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით და ელექტრონული ბაზებით
🔴 აქტიური სტუდენტური ცხოვრება, სახელოვნებო, სპორტული და სხვა კლუბები, სპორტ-დარბაზი ტრენაჟორებით, კაფეტერია
🔴 კემბრიჯის ინგლისური ენის პირველი სასერტიფიკატო ტესტისთვის (FCE) უფასო მოსამზადებელი კურსი
🔴 სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი, შეღავათები, სტიპენდიები და თანადაფინანსების შესაძლებლობები

⏰ რეგისტრაცია სრულდება და გადაწყვეტილების მიღების დროა!არ დატოვო შენი მიზნები შემთხვევითობის იმედად, გააკეთე სწორი არჩევ...
19/08/2026

⏰ რეგისტრაცია სრულდება და გადაწყვეტილების მიღების დროა!

არ დატოვო შენი მიზნები შემთხვევითობის იმედად, გააკეთე სწორი არჩევანი და გახდი SANGU-ს სტუდენტი! 🚀

👇 აირჩიე შენი მიმართულება საბაკალავრო პროგრამებიდან:
🔐 1450101 ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება
🧠 1450102 ფსიქოლოგია
⚖️ 1450103 სამართალი
💼 1450104 ბიზნესის ადმინისტრირება
💻 1450105 კომპიუტერული მეცნიერება
🌎 1450106 საერთაშორისო ურთიერთობები
🏛️ 1450107 ისტორია
🇬🇪 1450108 ქართული ფილოლოგია

👉 დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამეზე: https://cutt.ly/gt6rjGUb

SANGU გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!
18/08/2026

SANGU გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!

🚀 გინდა, შენი სამაგისტრო ხარისხი რეალურ კარიერულ ნახტომად იქცეს? მაშინ, აირჩიე SANGU!ჩვენთან მიიღებ თანამედროვე ცოდნას ს...
29/07/2026

🚀 გინდა, შენი სამაგისტრო ხარისხი რეალურ კარიერულ ნახტომად იქცეს? მაშინ, აირჩიე SANGU!

ჩვენთან მიიღებ თანამედროვე ცოდნას სფეროს პროფესიონალებისგან და აღმოჩნდები გარემოში, სადაც შენი პოტენციალის სრული რეალიზება და იდეების განხორციელება პირველივე დღიდანვე შესაძლებელია.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი:
⚖️ სამართალი
👥 საჯარო მმართველობა
⏳ საქართველოს ისტორია
📖 ქართული ფილოლოგია
🙇 სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია
🧠 ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება
💻 კომპიუტერული მეცნიერება
🔐 კიბერუსაფრთხოება

👉 ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც SANGU-ში გავლილი აქვს ინგლისური ენა B2 დონეზე განთავისუფლდება მაგისტრატურის უცხო ენის გამოცდისგან.

🔗 დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ: www.sangu.edu.ge/geo/article/magistraturaa

📚✨ გაინტერესებს ქართული ენა, ლიტერატურა და კულტურული მემკვიდრეობა? SANGU გთავაზობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრა...
27/07/2026

📚✨ გაინტერესებს ქართული ენა, ლიტერატურა და კულტურული მემკვიდრეობა? SANGU გთავაზობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვე კვლევებს.

რატომ SANGU-ს ქართული ფილოლოგია?
👨‍🏫 ისწავლი დარგის წამყვან მეცნიერებთან და პრაქტიკოსებთან.
📖 მრავალფეროვანი კურიკულუმი: ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და ტექსტოლოგია.
💡 გელოდება სივრცე, სადაც პირველ ადგილზეა კრიტიკული აზროვნება და ხარისხი.

გახდი პროფესიონალი იქ, სადაც ხარისხი პრიორიტეტია!

📌 პროგრამის კოდი: 1450108

🔗 შეიტყვე მეტი პროგრამის შესახებ: https://sangu.edu.ge/geo/program/filologia

🏛️📜 ისტორია მხოლოდ თარიღების დაზეპირება არაა, ის გლობალური პროცესებისა და სახელმწიფოების ჩამოყალიბების სიღრმისეული ანალი...
24/07/2026

🏛️📜 ისტორია მხოლოდ თარიღების დაზეპირება არაა, ის გლობალური პროცესებისა და სახელმწიფოების ჩამოყალიბების სიღრმისეული ანალიზია. SANGU გთავაზობს ისტორიის საბაკალავრო პროგრამას თანამედროვე მიდგომებით.

რატომ SANGU-ს ისტორიის პროგრამა?
🌍 საქართველოს ისტორიის შესწავლა მსოფლიო პროცესების პარალელურად.
🔍 სპეციალიზებული დისციპლინები: არქეოლოგია, ეთნოლოგია, პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა.
📑 მუშაობა რეალურ არქივებთან, ხელნაწერებთან და ისტორიულ დოკუმენტებთან.

სად დასაქმდები?
➜ კვლევით და საგანმანათლებლო სფეროში, მუზეუმებსა და არქივებში, მედიაში, საჯარო სექტორსა თუ ტურისტულ მიმართულებებში.

📌 პროგრამის კოდი: 1450107

🔗 შეიტყვე მეტი პროგრამის შესახებ: https://sangu.edu.ge/geo/program/istoria

🎓 წელს აბარებ და ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტია, რომელი უნივერსიტეტი აირჩიო?აი, რატომ უნდა აირჩიო SANGU 👇🏛️ აკრედიტებული სა...
23/07/2026

🎓 წელს აბარებ და ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტია, რომელი უნივერსიტეტი აირჩიო?

აი, რატომ უნდა აირჩიო SANGU 👇
🏛️ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანი
👨‍🏫 მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებსაც აქვთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება
🏫 სტუდენტებისთვის კომფორტული გარემო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა
💼 კარიერული ცენტრის მხარდაჭერით დასაქმების შესაძლებლობები
🌍 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები პარტნიორ უნივერსიტეტებთან
📚 ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით
🎨 აქტიური სტუდენტური ცხოვრება
📝 კემბრიჯის ინგლისური ენის პირველი სასერტიფიკატო ტესტისთვის (FCE) უფასო მოსამზადებელი კურსი
💰 სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი და სტიპენდიები
🏅ოქროს მედალოსან აბიტურიენტს საჩუქრად ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს - პლანშეტი

➜ დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ: www.sangu.edu.ge/geo/article/sabakalavro-programebi

🎓 უმაღლესი განათლება SANGU-ში ფინანსური სტრესის გარეშე! 👇ისარგებლე სწავლის საფასურის გადახდის შენზე მორგებული გრაფიკით. ...
17/07/2026

🎓 უმაღლესი განათლება SANGU-ში ფინანსური სტრესის გარეშე! 👇

ისარგებლე სწავლის საფასურის გადახდის შენზე მორგებული გრაფიკით. გადაინაწილე სემესტრული თანხა 2, 3 ან 4 ნაწილად და გახადე სწავლა უფრო ხელმისაწვდომი.

გააკეთე ჭკვიანური არჩევანი შენი მომავლისთვის!

🔗 დეტალური ინფორმაცია გადასახადის განაწილების შესახებ: www.sangu.edu.ge/geo/article/sapasurisgadanawileba

🚀💼 გინდა მართო პროცესები, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შექმნა წარმატებული ბიზნესი? SANGU გთავაზობს 180-კრედიტია...
16/07/2026

🚀💼 გინდა მართო პროცესები, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შექმნა წარმატებული ბიზნესი? SANGU გთავაზობს 180-კრედიტიან პროგრამას, რომელიც შრომის ბაზარზე სწრაფად და მოთხოვნად პროფესიონალად გაგიყვანს.

რატომ უნდა აირჩიო SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირება?
💼 თეორიასთან ერთად, გაივლი პრაქტიკას ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებში.
🌎 პროგრამა ეფუძნება წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას და მორგებულია თანამედროვე ბიზნესგარემოს.

მიმართულებები, რომლებსაც სრულად დაეუფლები:
➜ მენეჯმენტი, ლიდერობა & HR
➜ მარკეტინგი, ბრენდინგი & ციფრული მარკეტინგი
➜ ფინანსები, საბანკო საქმე & ბუღალტერია
➜ მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა & რისკების მართვა

📌 პროგრამის კოდი: 1450104

🔗 შემოუერთდი SANGU-ს და დაიწყე შენი წარმატება: https://sangu.edu.ge/geo/program/biznesisadministrireba

⚖️ სამართლის მცოდნეობა მხოლოდ კანონების კითხვა არაა, ეს არგუმენტაციის ხელოვნება და ანალიტიკური აზროვნებაა. SANGU-ს სამარ...
14/07/2026

⚖️ სამართლის მცოდნეობა მხოლოდ კანონების კითხვა არაა, ეს არგუმენტაციის ხელოვნება და ანალიტიკური აზროვნებაა. SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობს თანამედროვე იურიდიულ განათლებას.

რატომ უნდა აირჩიო SANGU?
🔨 თეორიასთან ერთად, სწავლის პროცესშივე დაეუფლები საჯარო გამოსვლისა და სამართლებრივი დებატების უნარებს.
💼 გაივლი პრაქტიკას სასამართლოებში, პროკურატურაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და წამყვან იურიდიულ კომპანიებში.
🌍 ისწავლი როგორც ქართულ საკანონმდებლო სივრცეს, ისე საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს.

სად დასაქმდები?
➜ ადვოკატი, მოსამართლის თანაშემწე, პროკურორი, ნოტარიუსი ან იურისტი საჯარო თუ კერძო სექტორში.

📌 პროგრამის კოდი: 1450103

🔗 შემოუერთდი SANGU-ს და მიიღე ხარისხიანი იურიდიული განათლება: https://sangu.edu.ge/geo/program/samartal

SANGU გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!
11/07/2026

SANGU გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!

გაინტერესებს, რატომ ფიქრობენ და იქცევიან ადამიანები ასე? 🧠💬 SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა გაძლევს შანსს, თეორ...
08/07/2026

გაინტერესებს, რატომ ფიქრობენ და იქცევიან ადამიანები ასე? 🧠💬

SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა გაძლევს შანსს, თეორია პირდაპირ რეალურ პრაქტიკად აქციო და გახდე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი.

რატომ SANGU?
👨‍🏫 აქ გელის ქართული ფსიქოლოგიური სკოლა და თანამედროვე გამოყენებითი მიმართულებები გამოცდილი პრაქტიკოსებისგან.
💼 იუშავებ რეალურ შემთხვევებზე სხვადასხვა პროფესიულ გარემოში.
🌍 ჩაერთვები Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებსა და კვლევებში.

რას დაეუფლები?
➜ კლინიკურ, სოციალურ და განვითარების ფსიქოლოგიას
➜ ტოპ-მიდგომებს: გეშტალტი, ფსიქოანალიზი, პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპია
➜ ორგანიზაციულ და იურიდიულ ფსიქოლოგიას, კვლევებსა და ტესტებს

📌 პროგრამის კოდი: 1450102

🔗 გაიგე მეტი შენს მომავალ პროფესიაზე: https://sangu.edu.ge/geo/program/fsiqologia

🚀 SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ✅ეს არის ...
06/07/2026

🚀 SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ✅

ეს არის პროგრამა, რომელიც გთავაზობს არა უბრალოდ IT განათლებას, არამედ კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებას - კიბერუსაფრთხოებას.

🎯 რას ნიშნავს ეს შენთვის?
🔹 სწავლობ საერთაშორისო სტანდარტების (ACM/IEEE) მიხედვით
🔹 იღებ პრაქტიკულ გამოცდილებას უკვე სწავლის პროცესში
🔹 მუშაობ რეალურ პროექტებზე მესამე კურსიდან
🔹 გადიხარ პროფესიულ პრაქტიკას პარტნიორ კომპანიებში
🔹 ერთვები ჰაკათონებში, ვორქშოპებსა და ინდუსტრიულ აქტივობებში

💻 პროგრამის მთავარი უპირატესობა:
✔ ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც გასცემს ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ბაკალავრის ხარისხს
✔ IT უსაფრთხოებაზე სრულად ფოკუსირებული სწავლება
✔ პრაქტიკული ინციდენტების სიმულაცია
✔ მჭიდრო თანამშრომლობა ინდუსტრიასთან და რეალური დასაქმების მიმართულება (SOC, IT Security)
✔ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სანგუს სრული დაფინანსებით, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე

📌 პროგრამის კოდი: 1450101

თუ გინდა განათლება, რომელიც პირდაპირ მიგიყვანს ტექნოლოგიურ კარიერამდე - ეს პროგრამა შენთვისაა.

🔗 დეტალურად პროგრამაზე:
https://sangu.edu.ge/geo/program/itcybersecurity

🇺🇸🇬🇪4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ულოცავს ამერიკის შეერთებ...
03/07/2026

🇺🇸🇬🇪
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკელ ხალხს და აშშ-ს საელჩოს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს.

July 4th is the Independence Day of the United States.

St. Andrews Georgian University congratulates the Government of the United States of America, the American people, and US Embassy in Georgia with the Independence Day.

US Embassy Tbilisi, Georgia

🎯 შექმენი შენი მომავალი ჩვენთან ერთად! აირჩიე SANGU-ს საბაკალავრო პროგრამა, მიიღე განათლება წამყვანი სპეციალისტებისგან დ...
02/07/2026

🎯 შექმენი შენი მომავალი ჩვენთან ერთად! აირჩიე SANGU-ს საბაკალავრო პროგრამა, მიიღე განათლება წამყვანი სპეციალისტებისგან და გახდი მოთხოვნადი პროფესიონალი შენს სფეროში. აქ გელოდება თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც სრულადაა მორგებული შენს ინტერესებზე 👇

​საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი:
🔐 1450101 ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება
🧠 1450102 ფსიქოლოგია
⚖️ 1450103 სამართალი
💼 1450104 ბიზნესის ადმინისტრირება
💻 1450105 კომპიუტერული მეცნიერება
🌎 1450106 საერთაშორისო ურთიერთობები
🏛️ 1450107 ისტორია
🇬🇪 1450108 ქართული ფილოლოგია

👉 დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებსა და ფინანსურ შეღავათებზე: https://cutt.ly/gt6rjGUb

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნ...
01/07/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ახალქალაქ-კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე მიულოცეს და ხელნაწერთა ცენტრზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაზე ისაუბრეს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დოჭვირმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები დანიელი, ანტონი, მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ, კულტურულ და სამწიგნობრო ტრადიციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან დაკავშირებული ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, XX საუკუნის პატრიარქების პირადი საარქივო ერთეულები და წმინდა წიგნების იშვიათი გამოცემები.
დამთვალიერებლებმა იხილეს V-XVIII საუკუნეების ხელნაწერები: ხანმეტი ოთხთავი (პალიმფსესტს V-VI სს), „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (ჭელიშური რედაქცია, XIV–XV, XVI სს.), გელათის ბიბლია (XII ს.), ქეთევან დედოფლის ლოცვანი (1609 წ.) ფსალმუნი (XVI ს.) და სხვა.

ამავე დღეს გაიმართა ახალი სამეცნიერო გამოცემის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია. ნაშრომი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგია და აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს. გამოცემაში XV საუკუნის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი დიპლომატკიური გამოცემის პრინციპით არის წარმოდგენილი, რაც ზუსტად ასახავს მისი შექმნის ეპოქას, სოციალურ-კულტურულ კონტექსტსა და მხატვრულ-დეკორატიულ სისტემას.

წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრეს და საზოგადოებას წარუდგინეს ავტორმა და რედაქტორმა ეკა დუღაშვილმა და ნესტან ჩხიკვაძემ.

გამოფენა და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ქრისტიანული, კულტურული და სამეცნიერო ისტორიის კონტექსტში.

🎓🤝 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სახელით გულითად მადლობა...
30/06/2026

🎓🤝 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სახელით გულითად მადლობას ვუხდით ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University) ინფორმატიკის კოლეჯის დეკანს College of Informatics, Northern Kentucky University, პროფესორ კევინ კირბის, წლების განმავლობაში გამოჩენილი ერთგული მხარდაჭერისა და განსაკუთრებული პარტნიორობისთვის.

🌍 2018 წელს დაწყებული თანამშრომლობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პარტნიორობად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საქართველოში პირველი კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც ასობით ქართველ სტუდენტს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით არა მხოლოდ ძლიერი აკადემიური პარტნიორობა, არამედ მტკიცე მეგობრობა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.

🚀 Kevin Kirby პროფესორ კირბის ხედვამ, პროფესიონალიზმმა და მუდმივმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაერთი წარმატებული ინიციატივის განხორციელებაში. გვეამაყება ყველაფერი, რასაც ერთად მივაღწიეთ და გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები და წარმატებები ელის.

🙏 გმადლობთ ნდობისთვის, მეგობრობისთვის და იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც SANGU-ს განვითარებაში შეიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც დეკანის, სრულდება, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

💙 გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე და მოუთმენლად ველით მომავალ შეხვედრებსა და ახალ ერთობლივ პროექტებს.

🎓🤝 On behalf of St. Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of Georgia (SANGU), we would like to express our deepest gratitude to Prof. Kevin Kirby, Dean of the College of Informatics at Northern Kentucky University, for his visionary leadership, unwavering commitment, and genuine partnership over the years.

🌍 What began with a shared vision in 2018 has grown into a truly transformative collaboration, creating groundbreaking opportunities for hundreds of Georgian students through our pioneering Dual Master's Degree in Cybersecurity, the first program of its kind in Georgia. Together, we have built far more than an academic partnership; we have forged lasting bridges between our institutions, our countries, and future generations of students.

🚀 Your leadership has inspired innovation, expanded opportunities, and laid the foundation for many exciting initiatives that will continue to shape our partnership for years to come. We are immensely proud of everything we have accomplished together and even more excited about the future your vision has helped make possible.

🙏 Thank you for your friendship, trust, and extraordinary support. While today marks the end of your remarkable tenure as Dean, we know your impact will continue to be felt across both our institutions.

💙 We wish you every success in this new chapter and have no doubt that our paths will cross again very soon.

✨ Once part of the SANGU family, always part of the SANGU family.

Address

ჭავჭავაძის 53 ა
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995322250077

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU:

Shortcuts

Share