დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი, შ. ნუცუბიძის ქ. 77, Tbilisi.

ზოგადი ინფორმაცია

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყანაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარება, ამ მიმართულებით კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. თანამედროვე ტექნოლოგიების: როგორც აპარატურული, ასევე სამეცნიერო შექმნა და ათვისება. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევებზე დამოკიდებულია ადამიანის სასიცოცხლ

ო გარემოს მრავალი სფერო, რაც პრიდაპირ კავშირშია საქართველოს მდგრად განვითარებასთან.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტია უზრუნველყოს, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კვლევით პროცესებში, მომავალ თაობას გადასცეს დედამიწის შემსწავლელ სპეციალობებში მეცნიერების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, შექმნას ამისთვის საჭირო ყველა სახის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გააუმჯობესოს თანამშრომებისათის სამუშაო პირობები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის, აზიის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან. თანამედროვე მეთოდებისა და ახალი სამეცნიერო მიღწევების ტრანსფერი ერთ-ერთი წინაპირობაა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამომავლო კვლევების სწორი დაგეგმარებისა და განხორციელებისათვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შედგება შემდეგი კვლევითი, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტისგან: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის, გეოგრაფიის, სეისმოლოგიის, საინჟინროს სეისმოლოგიის გამოყენებითი გეოფიზიკის, გეოდეზიის და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტები.

ინსტიტუტი ახორციელებს, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ კვლევებს აქტიური ტექტონიკის და ვულკანიზმის, კლიმატის ცვლილების, დედამიწის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების, სასარგებლო წიაღისეულისა და პლანეტის სხვა რესურსების, სეისმური საფრთხისა და რისკის შეფასების, სამშნებლო ინდუსტრიისათვის სეისმური ნორმების შემუშავების და სხვა გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური თუ გეოლოგიური მეცნიერების მიმართულებით, რომელიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო, არქეოლოგიურ სამუშაოებში და მეცნიერების სხვა საბუნებისმეტყველო თუ სოციალურ დარგებში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ამავდროულად წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ოპერირებს საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელსა და სეისმურ მონაცემთა ბაზას. ინსტიტუტი აწარმოებს გეოდეზიურ დაკვირვებებს და ასევე ოპერირებს GPS დაკვირვებების ქსელს.

ინსტიტუტის მიზნები:

ა) საქართველოში განავითაროს სამეცნიერო/გამოყენებითი სახის კვლევები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებებით, რომელთაც აქვთ როგორც წმინდა პრაქტიკული, ასევე ფუნდამენტური სამეცნიერო ღირებულება.
ბ) შექმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა უზრუნველყოს აკადემიური განათლების მისაღებად საჭირო ყველა პირობა. ხელი შეუწყოს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმატებით განხორციელებას. . მოახდინოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგების პოპულარიზაცია ახალაგაზრდა თაობაში და დაეხმაროს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ კვლევებში, როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო, ისე გამოყენებით სფეროებში.
გ) დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტი, როგორც კვლევითი, ასევე სასწავლო მიმართულებების შერჩევისას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტერესებით და პრიორიტეტებით, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ზრდა.
დ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთობლივი კვლევითი და სასწავლო პროგრამების განხორციელებას მსგავსი პროფილის უცხოურ დაწესებულებებთან.
ე) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით გააუმჯობესოს კვლევისა და სწავლების ხარისხი, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების მაგალითზე.
ვ) ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებას, რათა უზრუნველყოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა პროექტებში, მათი თანამშრომლობისა და მეცნიერთა ურთიერთკომინიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებია:

ა) სამეცნიერო კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროში. ცოდნის გაღრმავება დედამიწის (და სხვა პლანეტების) წარმოშობის, აგებულების, განვითარების და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრიორიტეტულია აღნიშნული საკითხების ქვეყნის და რეგიონალური მაშტაბით კვლევა.
ბ) ბუნებრივი კატასტროფების კვლევა, საშიშროებების და რისკების შეფასება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრებზე უწყვეტი დაკვირვებების წარმოება. სეისმური საშიშროების და რისკის შეფასება, სეისმური ქსელის ოპერირება; მონაცემთა რეალურ დროში გადაცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა.
გ) ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში სასწრაფო (ოპერატიული) შეტყობინება. ქვეყნის მოსახლეობისა და მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება სტიქიის მასშტაბების შესახებ და კვალიფიციური შეფასება.
დ) დედამიწის აგებულების კვლევა გლობალურ და ლოკალურ მასშტაბებში. აქტიური პროცესების კვლევა, ტექტონიკა და ვულკანიზმი. სასარგებლო წიაღისეულის და სხვა სახის გეორესურსების კვლევა და ძიება.
ე) ცვალებადი გარემოს კვლევები. პალეოგარემოს კვლევა და მოდელირება. ლანდშაფტზე და ზოგადად გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების შეფასება. ცვლილებების მოდელირება, როგორც წარსულში ასევე მომავალში.
ვ) კლიმატის ცვლილების კვლევა. ჰიდროენერგეტიკული და წყლის რესურსების კვლევა და გლაციოლოგია. კლიმატის ცვლილებების გავლენა ლანდშაფტებზე, გაუდაბნოების საკითხების კვლევა.
ზ) საქართველოს აკვატორიების გეოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. შავი ზღვის აკვატორიის შესწავლა, წყალქვეშა კვლევები. საქართველოს ტბების შესწავლა და კადასტრი.
თ) ბუნებრივი რესურსების კვლევა და ტურისტული პოტენციალის შეფასება. გეოგრაფიული ძეგლების, კარსტების და მღვიმეების კვლევა.
ი) სეისმურ, გეოფიზიკურ და სხვა ველებზე დაკვირვებისათვის საჭირო ციფრული აპარატურის შექმნა-სრულყოფა.
კ) საინჟინრო გეოლოგიური კვლევები, გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვანი საინჟიონრო ობიექტების მონიტორინგი. გრუნტის აგებულების კვლევა გეოფიზიკური მეთოდებით. სეისმო მედეგი მშენებლობის ხელშეწყობა.
ლ) გეოსაინფორმაციო სისტემები და აერო-კოსმოსური სურათების ანალიზი. თანამედროვე კომპიუტერული და სატელიტური ტექნოლოგიების დანერგვა და ფართოდ გამოყენება დედამიწის შემსწავლელ კვლევებში.
მ) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებებით. ახალი სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალის მომზადება და გადამზადება.
ნ) დედამიწაზე ალტერნატიული, მწვანე ენერგორესურსების ძიება. ენერგორესურსების შეფასების ინტერდისციპლინური კვლევა და შეფასება.

დღეს თბილისის დროით 15:46-ზე რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 4კმ-ში მოხდა 3.8(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.დამატებით...
05/08/2026

დღეს თბილისის დროით 15:46-ზე რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 4კმ-ში მოხდა 3.8(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:

https://ies.iliauni.edu.ge/

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.(პირველადი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია)დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:
25/07/2026

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
(პირველადი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია)

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 #მიწისძვრა  #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 00:34-ზე ქალაქ ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკა...
21/07/2026

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია
დღეს თბილისის დროით 00:34-ზე ქალაქ ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3კმ-ში მოხდა 3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:

https://ies.iliauni.edu.ge/

 #მიწისძვრა  #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კ...
21/07/2026

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია

დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:

https://ies.iliauni.edu.ge/

🌍👩‍🎓 დღეს ინსტიტუტში გაიმართა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტ ენსლი თრეჰენის მოხსენება, რომელიც შეეხებოდა საბჭოთა პერი...
15/07/2026

🌍👩‍🎓 დღეს ინსტიტუტში გაიმართა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტ ენსლი თრეჰენის მოხსენება, რომელიც შეეხებოდა საბჭოთა პერიოდში არსებულ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს, სამშენებლო რეგულირების სისტემებს და მათ ტრანსფორმაციას საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში.

🛰️ თანამედროვე VR და გეოტექნიკური ლაბორატორიები, ლიდარული დრონი, სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემები ილიაუნის ...
15/07/2026

🛰️ თანამედროვე VR და გეოტექნიკური ლაბორატორიები, ლიდარული დრონი, სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემები ილიაუნის მკვლევრებს ბუნებრივი პროცესების შესწავლისა და პროგნოზირების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

🔍 სწორედ აქ ჩატარებული კვლევები მეცნიერებს ეხმარება ზუსტად დაადგინონ, რა იწვევს სტიქიურ პროცესებს, რა გეოლოგიური ცვლილებები ვითარდება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს ცოდნა ბუნებრივი საფრთხეების უკეთ შეფასებასა და მათი პრევენციის დაგეგმვას და მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.

🌿🪨 ჰაბის ნაწილია თბილისის გეოლოგიური პარკიც, რომელშიც წარმოდგენილია დედაქალაქის ამგები ქანების ნიმუშები, მათი წარმოშობის ისტორია და ის ქანებიც, რომლებზეც თბილისის მნიშვნელოვანი ისტორიული და თანამედროვე ნაგებობებია აგებული.

✨ თბილისის გეოლოგიური პარკი დღეიდან ღიაა და დამთვალიერებელს ელოდება.

🔴 14 ივლისს ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ახალი სამეცნი...
15/07/2026

🔴 14 ივლისს ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ახალი სამეცნიერო ჰაბი გაიხსნა.

15/07/2026

Address

შ. ნუცუბიძის ქ. 77
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი:

Shortcuts

Share