29/11/2023
ილიაუნის იტორიის სტუდენტური კლუბი გიწვევთ ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოს უახლეს ისტორიიდან ბევრი დიდი მოღვაწის დასახელება, მათი საქმეებისა თუ შემოქმედების განხილვა შეგვიძლია. ერთ-ერთი მათგან არის ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც ცხოვრება მე-19 და მე-20 საუკუნეში მოუწია. იგი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დაიბადა (1843), იყო თერგდალეულთა მეორე დასის წევრი. განათლება მიიღო რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო თავისი მასშტაბური ნიჭითა და მოქნილი დიპლომატიური თუ მენეჯერული უნარებით არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი, როგორც საქართველოში ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.
შესაბამისად, ილიაუნის ისტორიის კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს აღნიშნული საკითხის გარშემო.
კონფერენცია ჩატარდება 2 დეკემბერს, 14:00 საათზე, T102
დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის
ნინო გაბაძე
ილიანის ისტორიის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტი
Tel: 598271454
📣 ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი გიწვევთ ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
📍 ნიკო ნიკოლაძე საქართველოს უახლესი ისტორიის დიდი მოღვაწეა. იგი რუსეთის იმპერიის დროს დაიბადა (1843), იყო თერგდალეულთა მეორე დასის წევრი. განათლება მიიღო რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო მასშტაბური ნიჭითა და მოქნილი დიპლომატიური თუ მენეჯერული უნარებით არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.
🔴 ილიაუნის ისტორიის კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს აღნიშნული საკითხის გარშემო.
📍 კონფერენცია გაიმართება 2 დეკემბერს, 14:00 საათზე,
T102 აუდიტორიაში
🔴 დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის.
#ილიაუნი