Media Art / მედია ხელოვნება

Media Art / მედია ხელოვნება თსსა

თსს აკადემიაში 1997 წლიდან, არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ამაზე მეტყველებს სპეციალობის მზარდი პოპულარობა, კურსდამთავრებულთა სრული დასაქმება და მრავალი გამარჯვება საერთაშორისო თუ ლოკალურ კონკურსებში.

2005 წლის მარტში აკადემიაში გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტი, რომელსაც 2006

წლის იანვრში შეუერთდა ოპტიკური გამოსახულების ინსტიტუტი, შემდგომში ფაკულტეტის სახელწოდება გახდა მ ე დ ი ა ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს ფაკულტეტი.

მედიახელოვნების. 1. კურსი.  პლასტიკა. პედაგოგი.  მანანა. კოროშინაძე
10/07/2025

მედიახელოვნების. 1. კურსი. პლასტიკა. პედაგოგი. მანანა. კოროშინაძე

მედიახელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტის ვიქტორია ცინცაძის საკურსო ნამუშევრებმა გაიმარჯვა P...
17/06/2025

მედიახელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტის ვიქტორია ცინცაძის საკურსო ნამუშევრებმა გაიმარჯვა Pangram - International Student Competition on Font and Calligraphy 2024/2025 კონკურსში.
პირველი ადგილი-ლეთერინგის კატეგორიაში “ხრიკა”
ხელმძღვანელი მაკა ჭიჭინაძე
მესამე ადგილი- ფონტ პოსტერში “ფანდი”
ხელმძღვანელი ანა სანიკიძე
ასევე მიიღო პერსონალური ჯილდო ჟიურის წევრ მერაბ გეწაძესგან.
ვულოცავთ ვიქტორიას ამ წარმატებას ძალიან გვეამაყება და გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს მის პროფესიულ განვითარებაში. დარწმუნებულები ვართ კიდევ არაერთხელ გავხდებით მისი წარმატების თანაზიარი.
[https://www.facebook.com/photo?fbid=9869674613145264&set=gm.24293318370285521&idorvanity=1202433566467328](https://www.facebook.com/photo?fbid=9869674613145264&set=gm.24293318370285521&idorvanity=1202433566467328)

პირველკურსელთა პირველი დღე, შეხვედრა მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანთან.
02/10/2024

პირველკურსელთა პირველი დღე, შეხვედრა მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანთან.

15/08/2024
პირველი კურსის საკურსო გამოფენა სივრცით კომპოზიციაში.
03/07/2024

პირველი კურსის საკურსო გამოფენა სივრცით კომპოზიციაში.

თსსა მედიახელოვნების მე-3 სტუდენტური კონფერენციაკონფერენციის თემა: ვიზუალური კომუნიკაცია და რეკლამა.
03/07/2024

თსსა მედიახელოვნების მე-3 სტუდენტური კონფერენცია
კონფერენციის თემა: ვიზუალური კომუნიკაცია და რეკლამა.

სტუდენტების და პედაგოგების გასვლა ისტორიულ ადგილზე, საკურსო რეალური პროექტის შესასრულებლად.
26/04/2024

სტუდენტების და პედაგოგების გასვლა ისტორიულ ადგილზე, საკურსო რეალური პროექტის შესასრულებლად.

სტაჟირება გრაფიკული დიზაინერი თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საინტერესო იდეის/სტარტაპის ნაწილი და შემოგვიერთდეთ ჩვენი დასახული მ...
24/11/2023

სტაჟირება გრაფიკული დიზაინერი

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საინტერესო იდეის/სტარტაპის ნაწილი და შემოგვიერთდეთ ჩვენი დასახული მისიისკენ მიმავალ გზაზე. კომპანია "პულსი" ადამიანებს ეხმარება გაჯანსაღებაში, წარმატებასა და ბედნიერებაში. ჩვენი ღონისძიებები გემრიელი ბალანსია გართობის, მოგზაურობის, გავარჯიშების, თვითგანვითარებისა და სოციალიზაციის. დეტალები იხილეთ www.thepulse.ge

PULSE-ის გუნდში გვესაჭიროება ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საკომუნიკაციო მასალების შექმნაში. განვიხილავთ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

სამუშაოს აღწერა
მარკეტინგული მასალების დიზაინი
ბრენდის იდენტობის დიზაინზე მუშაობა, ხელმძღვანელთან ერთად
მოვისმენთ ახალ იდეებს და გავიზიარებთ სიამოვნებით :)

დისტანციური სამუშაო, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, სტაჟირება ფიქსირებული ანაზღაურების გარეშე.

მოთხოვნები:
· Adobe Illustrator-ის ცოდნა, სამუშაო დონეზე
· მარკეტინგის სფეროში დიზაინერად განვითარების ინტერესი
· საკურსო პროექტებიც ასევე ჩაითვლება გამოცდილებად
· სასურველია პროფესიული გამოცდილება

თქვენი რეზუმე და პორთფოლიო გადმოგვიგზავნეთ მეილზე [email protected]
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 10 დეკემბერი 2023

English speaking employees are also welcome

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ტარდება განათლების საერთაშო...
19/10/2023

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გაიმართება თბილისიში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები და საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

სტიპენდიები
კვლევითი გრანტები
საზაფხულო სკოლები
პროფესიული სწავლება
სტაჟირება
საბაკალავრო პროგრამები
სამაგისტრო პროგრამები
სადოქტორო პროგრამები
მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bitly.ws/W6dk

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

ჩატარების თარიღი და დრო: 2023 წლის 29 ოქტომბერი; 12:00-დან 17:00-საათამდე.


Facebook ღონისძიება იხილეთ აქ

სტიპენდიები და სასწავლო პროგრამები! იპოვეთ თქვენი საოცნებო პროგრამა! განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწ.....

29/09/2023

სწავლის საფასურის გადახდის დამატებითი ვადები1. სტუდენტებს (საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების გარდა), რომლებმაც 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე არ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური,
დაუწესდეთ შემდეგი დამატებითი ვადები 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სწავლის სემესტრის საფასურის გადახდისთვის:
ა) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა მიერ, რომლებიც სარგებლობენ 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, წლიური საფასურის (2250 ლარი) ნახევარ თანხასთან (1125 ლარი) აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის შეფარდების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური - შესაბამისად, 337,50 (სამას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი (70%-იანი გრანტით მოსარგებლეთა მიერ) და 562,50 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი (50%-იანი გრანტით მოსარგებლეთა მიერ) გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, თითოეულზე
(სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) ნახევარი) - 562,50 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით შემდეგ ვადებში:
ბ.ა) პირველი შენატანი (562,50 ლარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ.ბ) მე-2 შენატანი (562,50 ლარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;
გ) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა მიერ, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ინდივიდუალური გრაფიკი და რომლებიც არ სარგებლობენ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასური გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, შემდეგ ვადებში:
გ.ა) პირველი შენატანი (ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასურის ნახევარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
გ.ბ) მე-2 შენატანი (ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასურის ნახევარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
2. სტუდენტების (საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების გარდა) მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით და რომლებმაც 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე ნაწილობრივ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური, აღნიშნულ საფასურამდე (1125 ლარი) შესავსები
თანხა გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, შესავასები თანხის 50-50%-ის ოდენობით, შესაბამისად პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით შენატანებისთვის განსაზღვრულ ვადებში.
3. საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების მიერ, რომლებმაც რეგისტრაციის დღისთვის სრულად ან ნაწილობრივ ვერ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური (მათ შორის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო
გრანტებით მოსარგებლეთათვის დადგენილი პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით), აღნიშნული საფასური სრულად გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

4. 2023-2024 სასწავლის წლის მე-2 სემესტრთან მიმართებით, შესაბამისი დამატებითი კონკრეტული ვადები დაწესდეს შემდგომში ცალკე სახით, პირველ და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესების ანალოგიურად.

ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლუკა ოქროს, Bechstein Hall-ის სამხატვრო დირექტორის ასისტენტი და Wellington College-ის...
27/09/2023

ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლუკა ოქროს, Bechstein Hall-ის სამხატვრო დირექტორის ასისტენტი და Wellington College-ის მიწვეული მასწავლებელი წარმოგიდგენთ რომანტიული საფორტეპიანო მუსიკის საღამოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. იგი შეასრულებს შუბერტის და შოპენის ცნობილ ნაწარმოებებს.

11 ნოემბერი, 2023
19:00, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
შესრულდება შუბერტი და შოპენი
ბილეთები
https://tkt.ge/show/14909/pianisti-luka-oqros-shuberti-shopeni

კონცერტის შემდეგ გექნებათ ლუკასთან შეხვედრის შესაძლებლობა კონსერვატორიის ფოიეში.
მოხარულები ვიქნებით, თუ დაგვეხმარებით ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.lukaokros.com/about
www.instagram.com/lukaokros 108k გამომწერი

05/08/2023

გაცნობებთ, რომ სამშაბათს 8 აგვსტოს 12-საათზე, მედიახელოვების ფაკულტეტზე 507 აუდიტორიაში, ჩატარდება ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტის, რიგით მე-5 კონფერენცია. შეასაძლებელი იქნება ონლაინ ჩართვა, ზუმის ბმული წინასწარ გაიგზავნება.

Address

Griboedov Str. 22. IV Floor
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Media Art / მედია ხელოვნება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share