School of Business • IBSU

School of Business • IBSU Business Management Faculty of International Black Sea University

ბიზნესის სკოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი სკოლაა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

💼 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს - „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან...
30/03/2026

💼 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს - „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას აუდიტის, ფინანსებისა და კონსალტინგის სფეროში.

📈 შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია PwC-ში მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და მოისმინეს რეკომენდაციები ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყების შესახებ.

🌍 ასევე, ღონისძიებაზე სპიკერად იყო IBSU-ს კურსდამთავრებული, რომელიც დღეს PwC-ში მუშაობს და დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და კარიერული გზა.

📍 სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სპიკერებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.

💼 International Black Sea University hosted PricewaterhouseCoopers (PwC), one of the leading international companies in audit, finance, and consulting, and a member of the “Big Four.”

📈 During the meeting, students received practical insights into working at PwC, learned about internship and employment opportunities, and were given recommendations on starting a career in the financial sector.

🌍 Notably, an IBSU graduate currently employed at PwC was also a speaker at the event, sharing personal experience and career journey with the audience.

📍 Students had the opportunity to engage directly with the speakers and receive answers to their questions.

📈 გლობალური ლიდერი აუდიტსა და კონსალტინგში EY Georgia შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში!🌍 შეხვედრის ფარგლებში სტუდენ...
27/03/2026

📈 გლობალური ლიდერი აუდიტსა და კონსალტინგში EY Georgia შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

🌍 შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აუდიტისა და კონსალტინგის სფეროში გლობალური ლიდერის საქმიანობას.

💼 სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და რეკრუტინგის პროცესის შესახებ.

🤝 შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას.

✨ აღსანიშნავია, რომ EY-მ გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა, რაც IBSU-ს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

📍 მსგავსი ტიპის შეხვედრები IBSU-ს სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაამყარონ პირდაპირი კავშირი საერთაშორისო კომპანიებთან და უკეთ დაგეგმონ საკუთარი პროფესიული მომავალი.

📈 A global leader in audit and consulting, Ernst & Young (EY) at International Black Sea University!

🌍 Within the framework of the meeting, students had the opportunity to learn about the activities of a global leader in audit and consulting.

💼 Students received detailed information about career development opportunities and the recruitment process.

🤝 The meeting was conducted in an interactive format and included a Q&A session.

✨ Notably, EY Georgia announced an internship program, representing a valuable career opportunity for IBSU students.

📍 Such meetings enable IBSU students to establish direct connections with international companies and better plan their professional future.

✨ გაიცანით საბა მაისურაძე - IBSU-ს ინგლისურენოვანი ფინანსების პროგრამის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ...
24/11/2025

✨ გაიცანით საბა მაისურაძე - IBSU-ს ინგლისურენოვანი ფინანსების პროგრამის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა HNU Winter School-ის „Crypto Currencies and Blockchain Ecosystem“ პროგრამაში!

💬"HNU Winter School-ის „Crypto Currencies and Blockchain Ecosystem“ პროგრამა ჩემთვის ძალიან ღირებული და სასარგებლო გამოცდილება იყო. ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტების და მათი რეალური გამოყენების შესახებ ბევრ ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გავეცანი. ამ პროგრამამ უფრო მეტად გააღრმავა ჩემი ინტერესი კრიპტოსფეროს მიმართ და მომცა სტიმული, რომ გავაგრძელო ამ მიმართულებით სწავლა და განვითარება."

✨ Meet Saba Maisuradze - a student of IBSU’s English-taught Finance program, who successfully participated in the HNU Winter School “Crypto Currencies and Blockchain Ecosystem” program!

💬"The HNU Winter School was a great experience for me. I learned many new things about blockchain, cryptocurrencies, and their real-world applications. The program really encouraged me to dive deeper into the crypto world and continue exploring this field."

24/11/2025

🚀 გაიცანით -ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სალომე ნადარაია, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

🔷 "IBSU-ში სწავლა ჩემთვის უბრალოდ აკადემიური გზა არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც რეალურად მეხმარება, განვვითარდე როგორც პერსონალურად, ისე პროფესიულად.

IBSU-ში სტუდენტებს ერთმანეთის მხარდაჭერა გვახასიათებს - იქნება ეს პროექტები, ჯგუფური სამუშაოები თუ უბრალოდ ყოველდღიური ურთიერთობები. უნივერსიტეტი ნამდვილად ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები აღმოაჩინო, კარიერულად მოემზადო და იმ ადამიანებთან იმუშაო, რომლებთანაც საერთო მიზანი გაკავშირებს.

ჩემთვის IBSU მხოლოდ უნივერსიტეტი არაა - ეს არის ადგილი, რომელიც გზას გიხსნის და რეალურად გეხმარება იმ მიმართულებით განვითარდე, რომელსაც ირჩევ."

🚀 Meet Salome Nadaraia, a student of the Management Bachelor’s Program at , featured in our series.

🔷 "Studying at IBSU is more than just an academic path for me - it’s an experience that truly helps me grow both personally and professionally.

At IBSU, mutual support among students is something we genuinely value, whether it’s working on projects, group assignments, or simply navigating everyday campus life. The university creates an environment where you can discover your potential, prepare for your future career, and collaborate with people who share the same goals.

For me, IBSU is not just a university - it’s a place that opens doors and truly empowers you to grow in the direction you choose."

24/11/2025

👉 გაიცანით -ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ლიკა ბუზალაძე, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ISAG European Business School-ში, პორტუგალია 🇵🇹

🗨️"“Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთ სემესტრს პორტოში, პორტუგალიაში ვატარებ და ვსწავლობ ISAG European Business School-ში. მადლიერი ვარ ამ განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და მომავალ გადაწყვეტილებებზე.

პორტოში ჩამოსვლიდან ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული, რაც უკვე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებად იქცა. ქვეყანა, ადამიანები, კულტურა - ყველაფერი იმდენად ახლოსაა ჩემს პიროვნებასთან, რომ ხშირად მგონია აქ ჩამოსვლა ბედისწერა იყო. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან მომეცა საშუალება პორტოში ცხოვრებისა და სწავლისა.

ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვისწავლიდი ქალაქში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი გახდებოდა და ამდენად მომეწონებოდა ჩემი გაცვლითი პროგრამა. თუმცა ეს მხოლოდ იღბალის დამსახურება არაა. პირველი ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ეს თავგადასავალი მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა.

ამიტომ გირჩევთ, რომ შანსის გაჩენისთანვე გამოიყენოთ იგი. თქვით ყოველთვის „დიახ“, გააკეთეთ მაქსიმუმი და შემდეგ უკვე თქვენც შეძლებთ გაუზიაროთ სხვებს პირადი ისტორია და გამოსცადოთ ეს ყოველივე.

დიდი მადლობა IBSU-ს ამ შესაძლებლობისთვის💙"

👉 Meet Lika Buzaladze, a student of the Bachelor of Management program, who is continuing her studies for one semester at ISAG European Business School, Portugal, through the Erasmus+ exchange program. 🇵🇹

🗨️"As part of the Erasmus+ exchange program, I am spending one semester in Porto, Portugal, studying at ISAG European Business School. I am grateful for this exceptional opportunity, which is already having a meaningful impact on my life and my future choices.

It has only been two months since I arrived in Porto but it has already been one of the best experiences of my life. The country, the people, the culture, everything resonates with me so deeply that I often feel it was meant to be. I truly feel lucky to live and experience all of this.

One year ago, I had no idea I would be studying in what is now my favorite city and even falling in love with my exchange destination. But it is not just luck. If I had not taken that first step and decided to try this would have remained only a dream.

So my advice would be to take the chance when it is given to you. Say yes, do your best and next time you will be the one sharing your story and experiencing it all with your own eyes.

Thank you IBSU for making this possible💙"

24/11/2025
26/08/2025

🌟 პირველკურსელებო, გილოცავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენს ცხოვრებაში - უნივერსიტეტში ჩაბარებას! ეს თქვენი დიდი შრომისა და მონდომების შედეგია და ახლა იწყება სრულიად ახალი, ამაღელვებელი ეტაპი თქვენს პირად და პროფესიულ გზაზე.

🤗 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში! თქვენ უკვე -ელები ხართ.

🚀 წინ უამრავი დაუვიწყარი მომენტი და გამოწვევა გელოდებათ - გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად.

გელოდებით 💙

29/07/2025

🎓 თუ თანამედროვე #სამაგისტრო პროგრამას ეძებ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ( ) აკრედიტებული პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს.

-ს #სამაგისტრო პროგრამების ფასი 2900 ლარია, გარდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამისა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები.“

ჩვენთან ისწავლით შემდეგ პროგრამებზე:

📈 #მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)
📊 #მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)
💰 #ფინანსები (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი)
🇺🇸 #აშშ-ის #საგარეო #ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)
🌐 #საერთაშორისო #ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)
📚 #განათლების #ადმინისტრირება (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი)
📱 #ციფრული #მედია და #კომუნიკაცია (ქართულენოვანი)
👨‍💻 #კომპიუტერული #მეცნიერება (ინგლისურენოვანი)
⚙️ #მენეჯმენტი და #ინფორმაციული #ტექნოლოგიები, ორმაგი ხარისხის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
🧑‍⚖️ #სამართალი (ქართულენოვანი)

🔗 -ს სამაგისტრო პროგრამებს ვრცლად გაეცანი ბმულზე 👉 https://shorturl.at/nkGUF

🔗 სარეგისტრაციო ბმული პირველ კომენტარშია 👇

#სამაგისტროპროგრამა #მაგისტრატურა #გამოცდები # #სამაგისტროგამოცდები2025

28/07/2025

🔹 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ( ) საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ფინანსების, ჟურნალისტიკის, კომპიუტერული მეცნიერების და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამების თოთხმეტმა სტუდენტმა საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა.

ულოცავს სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებას და წარმატებებს უსურვებს.
---
🔹 Fourteen students from the International Black Sea University ( ), enrolled in International Relations, Marketing, Finance, Journalism, Accounting and Audit, and Computer Science programs, have been awarded Bank of Georgia scholarships.

congratulates the successful students on receiving this prestigious scholarship.

22/07/2025

Address

Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322800064

Alerts

Be the first to know and let us send you an email when School of Business • IBSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to School of Business • IBSU:

Share