ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო

ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო, College & University, N, 32 Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi.

18/11/2025

წიგნების გაცვლის მე-2 დღე💕😍

17/11/2025

გელოდებით A კორპუსში😍

13/04/2024

პირველ რიგში, გვინდა მივულოცოთ გრიგორიადისის ოჯახს და ლაზარეს გათავისუფლება.

ჩვენ, მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო, წარმოვადგენთ დღევანდელ რეალობაში არსებულ ყველაზე პოპულარულ და ხმაამაღლებულ პროფესიათა ერთობლიობას, რომელთა მოვალეობა და პასუხისმგებლობაა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების მოსახლეობისთვის მიწოდება და ამასთან დაკავშირებით, ცნიბიერების ამაღლებაა. როგორც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების განმანათლებლობის პერიოდს და საქართველოში წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინ უძღოდნენ საზოგადო მოღვაწენი და ხელოვანები, ასევე მოითხოვს დღევანდელი სოციო-პოლიტიკური მდგომარეობაც. შესაბამისად, ჩვენი საბჭო მორალურ პასუხისმგებლობად თვლის, გააკეთოს განცხადება რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სტუდენტურ თვითმმართველობათა შეხვედრასთან და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობა წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთლიან უნივესიტეტს და მის სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ერთმანეთისგან მრავალი განსხვავებული აზრი.

პირველ რიგში, აღვწერთ შეხვედრაზე წასვლის მიზეზს - ზემოხსენებულიდან გამომდინარე, რათა დაგვეკმაყოფილებინა ყველა მხარის ინტერესები, სხდომაზე თვითმმართველობის წარმომადგენლები წავიდნენ, რათა არ ყოფილიყო მომავალში კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ესწრებოდა ილიაუნის წარმოამდგენელი კონკრეტულ კრებას და რატომ არ გამოხატა საკუთარი აზრი.

რატომ შევიდნენ წარმომადგენლები კანონის შინაარსობრივ განხილვაში? - მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც კანონს არ ემხრობა, არის შემდეგნაირი - მათ არ წაუკითხავთ კანონი - და შემდეგ, ამას მოჰყვება გარკვეული იარლიყების მიწებება, როგორიცაა ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულნი", ,,რადიკალები" და სხვ. შესაბამისად, თვითმმართველობას რომ არ მიეცა ამ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განვითარების შესაძლებლობა, გადაწყვიტა შინაარსობრივი ნაწილის პოლემიკაში ჩართულიყო, იმის მიუხედავად, რომ ცვლილებები, შესაძლოა, კანონში საერთოდ არ შეტანილიყო, მისი გაწვევის დაშვებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

შინაარსობრივმა განხილვამ, გამოღო შედეგი იმ მხრივ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს წაერთვა შესაძლებლობა დაებრალებინა ზემოთხსენებული
ილიაუნისთვის და მისი სტუდენტებისთვის. ამასთანავე, ხელისუფლებას, მდინარაძის სახით, მოუწია წასულიყო დათმობებზე. ცალკე საკითხია რამდენად გაითვალისწინებდა ხელისუფლება ილიაუნის მიერ კანონში შესატან შენიშვნებს, მით უმეტეს, რომ ხსენებული მუხლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც კანონს ,,რუსულს" ხდის.

საბოლოო ჯამში, ილიას სტუდენტებმა მოახერხეს ის, რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თუ ორგანიზაციამ ვერ მოახერხა - ხელისუფლებას, სიტყვიერად მაინც, აღიარებინა კანონის, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზულობა.

რაც შეეხება ბ. მამუკა მდინარაძის განცხადებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ, ლიბერალურ და შესაბამისად, დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელსაც იმავე თვისებებით შემკული სტუდენტები ჰყავს, რომელთაც არ ეშინიათ საჯაროდ პროტესტის გამოთქმის. სწორედ ამ თვისებების გამო ჩვენი უნივერსიტეტი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლებისგან თავდასხმის მსხვერპლი. ეს შემთხვევაც ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს; ბ. მდინარაძემ გამოყო და შეაქო მხოლოდ ილიაუნი, რაც, ცხადია, მიზნად ისახავდა სტუდენტებს შორის დაპირისპირების და გაურკვევლობის წარმოშობას, რაც ვნახეთ კიდეც. ასევე, მის მიერ ორაზროვნად აღნიშნული ფაქტი, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობდა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი წამომადგენლობა კანონს იზიარებდა; მათ ფიზიკურად აღარ დარჩათ სხვა კითხვები, ვინაიდან ხსენებული ორი საკითხის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ისედაც იყო, მათ შორის, კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უშუალოდ თვითმმართველობის განცხადებას, როგორც ვახსენეთ, სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს თითოეული სტუდენტის აზრს და შესაბამისად განცხადების გაკეთების დროს ყველა მათგანის აზრი, ასე თუ ისე, უნდა იქნას გათვალისწინებული. ეს არ გულისხმობს იმას, რომ თვითმართველობა კანონის მიღებას ემხრობა, მეტიც, მათგან უმრავლესობა სწორედაც რომ წინა წლის მარტის აქციების მონაწილეა და მოცემული კანონი ზოგიერთს პირდაპირ ეხება და განსაკუთრებულ პრობლემებსაც უქმნის. შედეგად, ტექსტის პირველ ნაწილში აღნიშნული მიზეზის გამო, თავისუფლად ვაფიქსირებთ მოწოდებას:

არა რუსულ კანონს!!!

მადლობა ყურადღებისთვის. გელოდებით ყველას 15 აპრილს 11:00 საათზე ილიაუნის A კორპუსთან, საიდანაც მსვლელობით შევუერთდებით აქციას პარლამენტთან.

📯ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო მოგესალმებათ ახალი შემადგენლობით, შემა...
12/02/2024

📯ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო მოგესალმებათ ახალი შემადგენლობით, შემართებითა და იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აქტიურობდა, თქვენთვის საინტერესო უამრავ ღონისძიებასა და აქტივობას გპირდებათ.

💻დასაწყისისთვის გთავაზობთ ე.წ. ,,ვორქშოფს" დღესდღეობით მეტად აქტუალურ თემაზე ,,ციფრული ხელოვნება (Digital Art)”.

👩‍💻ღონისძიებას გაუძღვება ,,დიჯითალ არტისტი”, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ციფრული მედიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ხატია ფირცხალაიშვილი. მოწვეული სტუმარი სტუდენტებს გააცნობს თავის პროფესიას და საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ღონისძიების პრაქტიკულ ნაწილში.

⭐️ასევე, ღონისძიების დასასრულს იქნება ,,დიჯითალ არტისტის" პერსონალური ნახატის გათამაშება.

📅აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება 15 თებერვალს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 308 აუდიტორიაში.

❗️დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ([email protected]).

Address

N, 32 Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share