03/02/2026
👨🏻🎓 გაიცანით უჩა მჭედლიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის 4-გზის სტიპენდიატი.
👉 „წარმატება ერთჯერადი შედეგი არ არის“ - უჩას გზა სწორედ ამ აზრის გარშემო აიგო.
პირველი სტიპენდია მოულოდნელი იყო. შემდეგი უკვე გაწეული შრომის დადასტურება. დროის განმავლობაში კი მიღწევა გადაიქცა მიზნად, ხოლო მიზანი - პასუხისმგებლობად.
საკუთარი თავის რწმენა, როგორც თავად ამბობს, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლას, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას
და მაღალ აკადემიურ მოთხოვნებს ერთდროულად აწყდები.
🎓 ჩვენთვის, როგორც ფონდისთვის, სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს სტუდენტის რეალური ღირებულება: როცა წარმატება არ ასუსტებს შრომისმოყვარეობას და გზა არ მთავრდება პირველ შედეგზე.
„ძალისხმევა ყოველთვის ფასდება“ - ეს არის უჩას მთავარი გზავნილი მომავალ და ახალბედა სტუდენტებისთვის. არ შეუშინდნენ გამოწვევებს, ისწავლონ პროცესით სიამოვნების მიღება და მუდმივად იყვნენ ჩართულნი ცვლილებებში.
უჩა ხაზს უსვამს ბალანსსაც - შრომასა და „პაუზას“ შორის, მიზნებსა და მეგობრებთან გატარებულ დროს შორის. რადგან განვითარება მხოლოდ წინ სვლას არ ნიშნავს, ხანდახან გაჩერება, ფიქრი და დაკვირვებაც აუცილებელია.
📐 და რაც ყველაზე მთავარია არქიტექტურა მისთვის პროფესია კი არა, პასუხისმგებლობაა - შექმნას გარემო, სადაც ადამიანები ჰარმონიულად იცხოვრებენ და დაგროვილი ცოდნა საქართველოს უკეთეს მომავალს მოახმაროს.
⭐ ჩვენთვის, როგორც თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისთვის, უჩას მსგავსი სტუდენტები წარმოადგენენ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებას პასუხისმგებლობად აქცევენ და ცოდნას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იყენებენ.
ვუსურვებთ უჩას პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში კიდევ ბევრ წარმატებას და გვჯერა, რომ მისი გზა კიდევ არაერთხელ გახდება მაგალითი მომავალი თაობებისთვის.