სულხან კვერნაძის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სულხან კვერნაძის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

სულხან კვერნაძის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სულხან კვერნაძის ნათელი სული დაგვყურ

📢 ეი, ხალხო! ყურადღება რა! 📢კაროჩე, რაკი განათლების სამინისტრომ ტვინი წაიღო თავისი აკრედიტაციებით, ვითომ-რეფორმებით და ვ...
14/03/2026

📢 ეი, ხალხო! ყურადღება რა! 📢

კაროჩე, რაკი განათლების სამინისტრომ ტვინი წაიღო თავისი აკრედიტაციებით, ვითომ-რეფორმებით და ვინც არ ევასებოდა, ყველა უნივერსიტეტი დახურა, მაგრად დავიკიდეთ ეგ ყველაფერი და გადავედით ახალ ლეველზე!

მოკლედ, სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი (ს.კ.ს.ჰ.უ) და ირანული „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტი ოფიციალურად გავერთიანდით! 🤝 ვაფშე რა პონტია იცით? იმათაც არ აქვთ ავტორიზაცია და ჩვენ ხომ ვაფშე! ხოდა, ვიფიქრეთ, ორივე ჩაჭრილები ვართ და მოდი, ერთი დიდი, ძმური, არაღიარებული სასტავი შევკრათ და რამე პონტი მოვხოდოთთქო.

რა ხდება ახლა ჩვენთან:

👳‍♂️ ბიძია შოთა ისევ რექტორია: პროსტა, ფეხსაცმელების მაღაზიიდან რომ გამოაგდეს, მაგის მერე მაგრად შეიჭრა როლში. ახლა პიჯაკის მაგივრად ჩალმა დავახურეთ, უფრო სოლიდურად გამოიყურება ამ ალ-მუსტაფას პონტში. ხელფასს ისევ 10 ლარი აქვს საათში, პლუს ულიმიტო ფინიკები ჩვენი ახალი ირანელი ძმებისგან.

🏥 კამპუსი: ეგ ფსიქიატრიული კლინიკა, რაც ვიყიდეთ, ისევ ისეა. პროსტა უკანა ეზოში, აუზში სკეიტბორდებით რო ვსრიალებდით, მანდ ახლა სპარსული ხალიჩები დავაგეთ და პუფები შევყარეთ. ვინც ჩაჭრილია და დაგრუზული, შემოდით, ჩილიმი გავაბოლოთ და დავისვენოთ! ირანელმა ძმებმა ეზოში რაღაც ბალახი დათესეს მოდით და ერთად გავსინჯოთ!

📝 რას ვსწავლობთ? (ვაფშე, რაც გევასებათ!)

დაფა ისევ გვიდგას შემოსასვლელში! მოდი, აიღე მარკერი და დაწერე რისი სწავლა გინდა. სილაბუსები, კრედიტები და ეგეთი ბულშითი ჩვენთან არ მოსულა! აი, გუშინ რა დაამატეს ბავშვებმა დაფაზე:

🛹 „როგორ ვისრიალოთ სკეიტით აუზში ისე, რომ ჩადრი არ გაგვედოს ბორბლებში“ – პრაქტიკული კურსია, საღამოს ვარჯიშობენ ხოლმე.

💸 „გადარჩენის თეორია 2.0“ – როგორ ავიღოთ ირანული დაფინანსება ისე, რომ თან „აგენტებად“ არ დაგვარეგისტრირონ და მერე ეგ ფული შაურმებში დავხარჯოთ.

🗣️ „ბლატაობა კომისიასთან“ – შერმანი გასწავლით, როგორ დაუმტკიცოთ აკრედიტაციის საბჭოს, რომ განათლება არის ის, რაც შენ გინდა და არა ის, რასაც ეგენი გატენიან.

კაროჩე, ვისაც ეროვნულებზე ქულა დაგაკლდათ, ან ვისი უნივერსიტეტიც მთავრობამ რაღაცა პოლიტიკური მიზეზებით დაბლოკა, ვაფშე არ დაიგრუზოთ ტყუილად! მოხიეთ ჩვენთან! აქ არავინ არ გაგსჯით და ტვინს არ შეგიჭამთ.

ჩვენ სულხან კვერნაძე ვართ და სულხან კვერნაძის ნათელი სული დაგვყურებს ყველას! აბა თსუს რა ჩემი *** დაჰყურებს? ხო და ეგრე!

შენ მიღებული ხარ, ჩემი ძმა! 💥

ჩვენი არაკრედიტებული, თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი პროგრამების ნაწილი:🧘‍♂️ „როგორ გავხდეთ უჩინარი რობოკოპებისთვის (პ...
13/03/2026

ჩვენი არაკრედიტებული, თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი პროგრამების ნაწილი:

🧘‍♂️ „როგორ გავხდეთ უჩინარი რობოკოპებისთვის (პრაქტიკული კურსი)“ – გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ტელეკინეზი და ძალისმიერი ველი აქციებზე, როცა წყლის ჭავლს გასხამენ.

🧱 „ურბანული არქიტექტურა და ჯებირების დემონტაჟი შიშველი ხელებით“ – კურსს მიუძღვება ჩვენი სტუდენტი ხელაია, რომელმაც წინა კვირას პარლამენტის ჭიშკარი მარტომ აჯანჯღარა.

🍔 „კულინარია და ტრადიციების დაცვა ექსტრემალურ პირობებში“ – როგორ მოვახვიოთ ხინკალი ისე, რომ თან „უცხოური გავლენისგან“ ვიყოთ დაცულები და თან ევროპული გრანტით ვიყიდოთ მასალა.

🧠 „ფიქრით ევროკავშირში შესვლა“ – რადგან მთავრობას სხვა მიმართულებით მივყავართ, ვსწავლობთ ასტრალში მოგზაურობას და შენგენის ზონაში ვიზის გარეშე, გონებრივად გადაადგილებას.

🗣️ „პოლიტიკური დებატების ხელოვნება“ – ანუ, როგორ ველაპარაკოთ აკრედიტაციის კომისიას ისე, რომ 45 წუთი ვსაუბრობდეთ და საერთოდ არაფერი ვთქვათ (ეს კურსი ბიძია შოთას მიჰყავს).

🧪 „გამოყენებითი ქიმია: კოკა-კოლა და ცრემლსადენი გაზი“ აღწერა: ლაბორატორიული ექსპერიმენტები რუსთაველის გამზირზე. ვსწავლობთ ფიზიოლოგიური ხსნარების დამზადებას საშინაო პირობებში და გაზისგან თავდაცვის მექანიზმებს. (პრაქტიკულებზე დასწრება სავალდებულოა).

🚌 „ფიზიკა და აეროდინამიკა პიკის საათში“

აღწერა: როგორ დავიკავოთ 15 კვადრატული სანტიმეტრი სივრცე მიკროავტობუსში ცალი ფეხით ისე, რომ თან ტელეფონში ვისქროლოთ და თან კონდუქტორს ბილეთი დროულად ავიღოთ. (გამოცდა ბარდება გლდანი-ვაკის მარშრუტზე).

💸 „სტუდენტური მაკროეკონომიკა: 5-ლარიანი ბიუჯეტირება“

აღწერა: ფინანსების მართვის უმაღლესი პილოტაჟი! როგორ გავწელოთ ერთი სტანდარტული შაურმა 2 დღეზე და როგორ გამოვიკვებოთ წიწიბურით ისე, რომ ჰალუცინაციები არ დაგვეწყოს.

🎭 „სსიპ-ებში დასაქმებულთა იმიტაციური ქცევები (თეორია და პრაქტიკა)“

აღწერა: როგორ ვისხდეთ კომპიუტერთან ისეთი შეწუხებული და საქმიანი სახით, რომ უფროსს ეგონოს ქვეყნის ეკონომიკას ვშველით, რეალურად კი მესამე საათია Solitaire-ს ვთამაშობთ. კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც მთავრობაში ნაცნობი ჰყავს.

🧘‍♀️ „ნერვების კონტროლი საინფორმაციო გამოშვებების დროს“

აღწერა: ექსტრემალური მედიტაცია. სტუდენტები სხედან ოთახში, სადაც 8 საათის ახალი ამბებია ჩართული, და ვარჯიშობენ, რომ ტელევიზორს მძიმე საგნები არ ესროლონ. ვინც ბოლომდე გაძლებს, პირდაპირ მაგისტრის ხარისხს იღებს.

🛡️ „ალგორითმის მოტყუება და კიბერ-თავდაცვა“

აღწერა: პრაქტიკული სემინარები თემაზე: როგორ გავაქროთ პოლიტიკოსების დასპონსორებული პოსტები TikTok-ისა და Facebook-ის 'For You' გვერდიდან.

🏚️ „მოლაპარაკებების თეორია ურჩი ბინის გამქირავებლებთან“

აღწერა: ფსიქოლოგიური ტერორის დაძლევა. რა ვუპასუხოთ გამქირავებელს, როცა გვეუბნება: „ბაზარზე ფასებმა აიწია და ქირას გიორმაგებ“. მოიცავს როლურ თამაშებსა და ტირილის სიმულაციას.

სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი (სკსუ) - ოფიციალური განცხადება! 📢✅შენ მიღებული ხარ! (კი, შენც, ვინც ახლა ამ პოსტ...
11/03/2026

სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი (სკსუ) - ოფიციალური განცხადება! 📢

✅შენ მიღებული ხარ! (კი, შენც, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ!)

განათლების სისტემაში მიმდინარე უახლესი რეფორმებისა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის ახალი, სრულიად „გასაგები“ რეგულაციების საპასუხოდ, სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის! ჩვენ ვართ ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც ახალ რეგულაციებს 100%-ით (და წინასწარ) აკმაყოფილებს! 🎓✨

რა იცვლება ჩვენთან დღეიდან:

📥 ჩარიცხვის ინოვაციური სისტემა: ეროვნული გამოცდები და რეგისტრაციები გაუქმებულია! ახალი რეფორმის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენს უნივერსიტეტში მოსახვედრად საკმარისია ვებგვერდზე ერთხელ დააკლიკოთ ღილაკს. სისტემამ უკვე გაჭედა და ეზოში 4000 სტუდენტი გვიდგას. ყველანი ჩარიცხულები ხართ!

📝 სასწავლო პროგრამა "დაწერე დაფაზე": რაკი განათლების სამინისტრო სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს ითხოვს, ჩვენ სილაბუსები გავაუქმეთ. ვესტიბიულში გვიდგას დიდი თეთრი დაფა. რისი სწავლაც გინდათ, მიაწერეთ მარკერით და ეგ საგანი ჩაგეთვლებათ! უკვე დაგვემატა: „ფიქრით ნივთების გადაადგილება“, „გონების კონტროლი“ და „როგორ გადავრჩეთ თბილისის საცობებში“.

👨‍🏫 აკადემიური პერსონალი: ახალი რეგულაციებით მოთხოვნილი რექტორი უკვე ვიპოვეთ. ის ბიძაჩემია, ფეხსაცმელების მაღაზიიდან გამოაგდეს და საათში 10 ლარად მუშაობს. ულვაშები უხდება და პიჯაკში სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს – კომისია ვერაფერს მიხვდება!

🏊‍♂️ ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა: ძველი ფსიქიატრიული კლინიკის შენობა იდეალურად გარდავქმენით კამპუსად! სპორტული ინფრასტრუქტურის მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია – უკანა ეზოში გვაქვს უზარმაზარი აუზი. მართალია, წყალი არ ასხია და შიგნით სკეიტბორდებით ვსრიალებთ, მაგრამ საბუთებში „აუზი“ წერია.

💸 დაფინანსება და სტატუსის შეჩერება: თუ სხვა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და სტატუსი შეგიჩერდათ, პირდაპირ ჩვენთან გადმოდით. სწავლის საფასური ნებაყოფლობითია.

ნუ დაელოდებით სხვა უნივერსიტეტების გაურკვეველ სტატუსებს. მოდი სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც განათლება შენს ხელშია (პირდაპირი მნიშვნელობით)!

რა თქმა უნდა გახსოვდეთ, რომ სულხან კვერნაძის ნათელი სული დაგვყურებს ძმებო!

🛵 P.S. დიპლომებს გამოგიგზავნით Glovo-თი ან Wolt-ით, პირდაპირ სახლში (მიტანის საფასური 3 ლარი, ცუდი ამინდის შემთხვევაში დაემატება 1.50₾).

Address

კოსტავას ქ. 77
Tbilisi
0175

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სულხან კვერნაძის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share