ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

21/07/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონის...
21/07/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, რომელმაც კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება, პასუხისმგებლობა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. მისი თქმით, ფაკულტეტი ამაყობს თითოეული კურსდამთავრებულით, რომლებიც მომავალში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ახალგაზრდებს ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

საზეიმო საღამოს განსაკუთრებული ემოციური განწყობა ახლდა. კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები, მადლობა გადაუხადეს ლექტორებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის მომავალი პროფესიული განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით, სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.

14/04/2026

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ !

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების - ნიკო ნიკოლაძის, აკაკი ხოშტარიას და დავით სარაჯიშვილის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდიების მოსაპოვებლად!

სახელობითი სტიპენდია (თვეში 200 ლარი, 5 თვის განმავლობაში) შეიძლება მოიპოვოს ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა, რომელსაც:
• 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო კურსში აქვს A შეფასება;
• მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციაში/ებში ან გამოქვეყნებული აქვს სტატია/ები სამეცნიერო ჟურნალში;
• ერთნაირი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის/ფაკულტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში (სპორტულ, კულტურულ, შემცნებით ღონისძიებებში).

განცხადება დეკანის სახელზე, ასევე მოთხოვნილი დოკუმენტაცია, წარადგინეთ 711ა ოთახში, 7 აპრილამდე.

Address

Kostava Street 77
Tbilisi

Telephone

568 742992

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies:

Shortcuts

Share