22/05/2026
🔰 ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის - „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - მსმენელებისთვის ჩატარდა მეწარმეობის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ბიზნესუნარების განვითარება და საკუთარი საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის გაძლიერება.
📌 ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
✅ ბიზნესის როლი ეკონომიკაში;
✅ ბაზრის სტრუქტურა და ინფორმაციის მნიშვნელობა;
✅ მეწარმე სუბიექტის არსი და ბიზნესის სახელის შერჩევა (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
✅ ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
✅ ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და სარეგისტრაციო დოკუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
✅ გადამხდელად რეგისტრაცია RS.GE პორტალზე (პრაქტიკული ნაწილი);
✅ მცირე ბიზნესის ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირება და რისკების მართვა;
✅ სახელობო სპეციალობის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონმდებლობის გაცნობა.
✨ ტრენინგი კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიულ უნარებთან ერთად, უკეთ გაეცნონ მეწარმეობის საფუძვლებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.