31/08/2026
👉 პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ, საბუთების მიღება დაიწყო
- დოკუმენტების მიღება სამუშაო დღეებშია შესაძლებელი:
👉🏻 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა
🕛11:00- დან 17:00 საათამდე
👉🏻შესვენება 13:00-დან 14:00-მდე
📑 წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
3. მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
4. 17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე: არასწრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, მეურვის შემთხვევაში - მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გტხოვთ, გაითვალისწინეთ მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი თან უნდა ახლდეს არასრულწლოვან აბიტურიენტს კოლეჯში განცხადების წარმოსადგენად.
📍მისამართი: დიმიტრი უზნაძის #68, მე-4 სართული
📞 2 92 02 60