საქართველოს კულინარიის აკადემია • Culinary Academy of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს კულინარიის აკადემია • Culinary Academy of Georgia

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია გთავაზობთ მზარეულის და კონდიტერის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამებს. კულინარიის აკადემია არის სივრცე, სადაც:
- სასწავლო სამზარეულოები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით
- თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი
- დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება (learning by doing)
- ლექტორები არიან პრაქტიკოსი შეფ-მზარ

ეულები
- სტუდენტები მონაწილეობენ მასშტაბური კულინარიული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში
- სტუდენტები ჩართულები არიან კულინარიულ კვლევებსა და წიგნების შემუშავებაში.

აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ✨❄️
19/01/2026

აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ✨❄️

18/01/2026

აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 2026 ✨

ლექტორი ნუცა ბაიაძე ♥️

გილოცავთ ახალ წელს 🫶🏼2026 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წელი ✨
31/12/2025

გილოცავთ ახალ წელს 🫶🏼

2026 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წელი ✨

საქართველოს კულინარიის აკადემიაში მზარეულის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა პროდუქტის გაც...
16/12/2025

საქართველოს კულინარიის აკადემიაში მზარეულის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა პროდუქტის გაცნობასა და კულინარიული მეთოდების დაუფლებას, რადგან ინგრედიენტების სწორად მომზადება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კერძის საბოლოო ხარისხში 🧑🏼‍🍳

ამ მიდგომის შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო. აღნიშნული კურსის ფარგლებში ადგილი ეთმობა ბოსტნეულის დაჭრის და თერმულად დამუშავების მეთოდებს 🥕🥦

საშობაო დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ✨🗓️ 24 დეკემბერი⏰ 15:00 საათი📍 კახ...
15/12/2025

საშობაო დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ✨

🗓️ 24 დეკემბერი
⏰ 15:00 საათი
📍 კახა ბენდუქიძის კამპუსი, კულინარიის აკადემია

გაკვეთილი გაგრძელდება 5 საათის განმავლობაში და მას ჩაატარებს კულინარიის აკადემიის ლექტორი ნატა წერუაშვილი.

გაკვეთილის ფარგლებში მონაწილეები ინდივიდუალურად მოამზადებენ საშობაო დესერტებს:
•⁠ Chocolate truffle (შოკოლადის სამი სახის ტრუფელი)
•⁠ Christstollen (შთოლენი)

მასტერკლასის ღირებულება 120 ლარია.

📝 დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა 22 დეკემბრის ჩათვლით.
🔗 რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/zhnSA

კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო II-ი...
03/12/2025

კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო II-ის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ზღვის პროდუქტების მომზადების და დამუშავების ტექნიკებს💘

პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას კერძების ინდივიდუალურად მომზადების გზით. სტუდენტები ინდივიდუალურად ამუშავებენ თითოეულ პროდუქტს, რაც საშუალებას იძლევა ფლობდნენ თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კულინარიის სფეროში.

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია 🍷პროგრამაში არსებული ღვი...
01/12/2025

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია 🍷

პროგრამაში არსებული ღვინის დეგუსტაციის კურსი აერთიანებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რომელიც სტუდენტებს ეხმარება თავიანთ მომზადებულ კერძსა თუ დესერტს შეუხამოს შესაბამისი სასმელი ♥️

ღვინის დეგუსტაციის სალექციო კურსის განმავლობაში სტუდენტი:
• ეცნობა თეთრი და წითელი ღვინის არომატებს, საქართველოს რეგიონების ღვინოებს
• სინჯავს ჯანმრთელ და ზადიან ღვინოს
• მიმოიხილავს საქართველოს რეგიონების ღვინოებს (მათ შორის, ადგილწარმოშობის ღვინოს)
• აფასებს ღვინის ფერებსა და ვიზუალს
• უხამებს კერძს/დესერტს და ღვინოს

ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში 🍔🫶ლექტორი: გიორგი რთველიაშვილი
28/11/2025

ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში 🍔🫶

ლექტორი: გიორგი რთველიაშვილი

პასტის ლექცია კულინარიის აკადემიაში 🍝🇮🇹♥️ლექტორი: ზუკა შონია
26/11/2025

პასტის ლექცია კულინარიის აკადემიაში 🍝🇮🇹♥️

ლექტორი: ზუკა შონია

კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა კვლავ გაყიდვაშია 📖🫶ეს წიგნი წარმოადგენს საქართველოს კულინარ...
24/11/2025

კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა კვლავ გაყიდვაშია 📖🫶

ეს წიგნი წარმოადგენს საქართველოს კულინარიის აკადემიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს და ეძღვნება მათ დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს ♥️

პირველი ტომი მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს და ისეთ თემებს, როგორიცაა: პროდუქტის შემადგენლობა, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის და ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდები, ბულიონების, სოუსებისა და სუპების მომზადების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. მომდევნო ტომები დაეთმობა სხვა საკვანძო საკითხებს.

წიგნი გამორჩეულია იმითაც, რომ მისი ავტორები არიან კულინარიის აკადემიის ლექტორები როგორც ახალგაზრდა მეცნიერები სასურსათო ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროში, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები: რესტორნების შეფმზარეულები, კვების ობიექტების დამფუძნებლები და კულინარიული პროდიუსერები.

წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 💘

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის და კონდიტერის პროგრამები მოიცავს საგანს ქიმიის საფუძვლები. საგანი მიმდინარეობ...
22/11/2025

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის და კონდიტერის პროგრამები მოიცავს საგანს ქიმიის საფუძვლები. საგანი მიმდინარეობს ლექციებისა და ლაბორატორიული მეცადინეობების სახით, რაც უფრო ამარტივებს სტუდენტებისთვის მისი არსის გაგებასა და პრაქტიკულ გააზრებას 👩‍🔬

მზარეულისა თუ კონდიტერისათვის საბაზისო ქიმიის ცოდნა მნიშვნელოვანია კულინარიული ფუნდამენტების ჰოლისტიკურად გააზრებისათვის.

სტუდენტებს ლაბორატორიული მეცადინეობები უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიებში 🧪🧫

საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული მარწყვის და ბაზილიკის დესერტი ♥️ლექტორი: ნატა წერუაშვილი
21/11/2025

საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული მარწყვის და ბაზილიკის დესერტი ♥️

ლექტორი: ნატა წერუაშვილი

Address

240 Davit Aghmashenebeli Alley
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Telephone

570 105 606

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს კულინარიის აკადემია • Culinary Academy of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საქართველოს კულინარიის აკადემია • Culinary Academy of Georgia:

Share