GTU Physics LAB

GTU Physics LAB საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი? სადემონსტრაციო ექსპერიმენტების ფიზიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 500-მდე ცდა.

ისევ გვატყუებს „ჩვენი“ ხელისუფალი  საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) და...
03/02/2026

ისევ გვატყუებს „ჩვენი“ ხელისუფალი

საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU) გაერთიანებაზე. ოფიციალური განცხადება თითქოს მიზნად ისახავს საერთაშორისო რეიტინგების ამაღლებასა და რეგიონში წამყვან უნივერსიტეტად ქცევას.
გავეცანი მსოფლიო უნივერსიტეტების რამდენიმე ავტორიტეტულ რეიტინგს და მსურს წარმოგიდგინოთ შედეგები ცხრილის სახით. მასში მწვანე ფერით მითითებულია გაერთიანების შემთხვევაში მოსალოდნელი რეიტინგი (რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა დაანგარიშა).
2025-2026 წლების მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილის მიხედვით, ჩანს, რომ გაერთიანებული უნივერსიტეტი აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებს მაინც ვერ გადაუსწრებს, თურქეთზე კი საუბარიც ზედმეტია. რეალურად, მხოლოდ სომხეთის უნივერსიტეტებს ვჯობნით და მათთან უპირატესობა გაერთიანების გარეშეც გვაქვს.
სახელმწიფო ამ „პროექტს“, როგორც ყოველთვის, სიცრუით იწყებს, რადგან, როგორც ვხედავთ, რეიტინგების ამაღლება აქ მთავარი მიზანი არ არის. ვფიქრობ, ეს „ქალაქ-ფაკულტეტური“ პროექტის პირველი ეტაპია: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დააკვირდებიან პროცესების განვითარებას. ამის შემდეგ სხვა უნივერსიტეტებსაც მიადგებიან გასაერთიანებლად, რასაც კადრების „დაცხრილვა“ (შემცირება) მოჰყვება. როგორც თავიდანვე გაცხადდა, სტუდენტების რაოდენობის კლებასთან ერთად შემცირდება დაფინანსებაც, რაც, თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენებს პროფესორ-მასწავლებელთა დათხოვნის საკითხს. რაც უნივერსიტეტების ავტონომიურობის და მთლიანობის დაირღვევას გამოიწვევს, ეს მათთვის სასურველია ნებისმიერი მანიპულაციის, ფაკულტეტების გადატანა-გადმოტანისა თუ სხვა ცვლილებების განხორციელებას გააადვილებს.

ჩერნობილის 🇺🇦⚡️⚛️ „შავი სოკოები“ მელანინიანი ობები/მიკროსოკოები, რომლებიც რადიაციაზე რეაგირებენ ☢️       1997–1998 წლებშ...
26/12/2025

ჩერნობილის 🇺🇦⚡️⚛️ „შავი სოკოები“ მელანინიანი ობები/მიკროსოკოები, რომლებიც რადიაციაზე რეაგირებენ ☢️

1997–1998 წლებში უკრაინელი მიკოლოგის, ნელი ჟდანოვას ჯგუფმა ჩერნობილის დაზიანებული მე-4 ბლოკის „შელტერის“ (სარკოფაგის) შიდა ნაწილებში, კედლებსა და სხვა კონსტრუქციებზე ინტენსიური სოკოვანი ზრდა აღწერა. მათი კვლევით, მიკრობიოტაში აღმოჩნდა 37 სახეობა 19 გვარიდან; ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა Cladosporium sphaerospermum (ასევე Penicillium hirsutum და სხვ.) (1)
ამ გარემოში ხშირად გვხვდება მელანინიანი (მუქი პიგმენტიანი) სოკოები. ჟდანოვას ჯგუფმა აჩვენა, რომ ძლიერად რადიოაქტიურ უბნებში მელანინიანი სახეობები დომინირებენ, რაც მელანინის დამცავ/ადაპტაციურ როლს უსვამს ხაზს (2)
ლიტერატურაში აღწერილია ფენომენი, რომელსაც რადიოტროპიზმი ეწოდება — როდესაც ზოგი სოკოს ჰიფა მიმართულებით იზრდება იონიზირებელი რადიაციის წყაროსკენ. ამის დემონსტრირებისთვის გამოყენებულია ექსპერიმენტები „დირექციული“ (მიმართულებითი) რადიაციის წყაროებით, რომ იზომონ რეაქცია სწორედ რადიაციაზე და არა სხვა თანმდევ ფაქტორებზე. (3)
პოპულარულ ტექსტებში ხშირად წერენ, თითქოს ეს სოკოები რადიაციით იკვებებიან, მაგრამ სოკო „რადიაციას“ ისე არ ჭამს, როგორც საკვებს. ის მაინც ძირითადად ორგანულ ნივთიერებებს (მაგ. მტვერი, ნარჩენები, მიკროორგანული ნახშირბადი) იყენებს.
ზოგიერთი „შავი“, მელანინიანი სოკო რადიაციას შეუძლია გამოიყენოს როგორც დამატებითი ენერგიის სტიმული
როცა უჯრედი იღებს იონიზირებელ რადიაციას, მელანინში იცვლება ელექტრონების მოძრაობა, ამის გამო სოკოს ზოგ შემთხვევაში უუმჯობესდება ენერგეტიკული პროცესები (ელექტრონ-ტრანსფერი) და შეუძლია უფრო სწრაფად ზრდა ან უკეთ გადარჩენა იმ პირობებში, სადაც სხვებს უჭირთ, ანუ რადიაცია აქ მოქმედებს როგორც ენერგიის დამატებითი წყარო/დაჩქარება, არა როგორც მთავარი „საკვები“ (4)

1.https://s3-eu-west-1.amazonaws.com/awarticles/NNZhdanova2016FungiFromChernobyl-MycobiotaOfTheInnerRegionsOfTheContainmentStructures.pdf
2. https://www.cambridge.org/core/journals/mycological-research/article/abs/ionizing-radiation-attracts-soil-fungi/08885330787F15F3239276D5F099CE38?utm_source=chatgpt.com
3. https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371%2Fjournal.pone.0000457&utm_source=chatgpt.com
4. https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S1369527408001306?utm_source=chatgpt.com

13/01/2025

გამარჯობა მეგობრებო !
პირველ რიგში ბოდიში რომ ვებ გვერდზე აქამდე ჩვენი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობა თქვენი დდშც
ჩვენ ვდგევარ იქ სადაც ჩვენი ხალხია სადაც მომავალი და საცად სიცოცხლეა
აუცილებლად გავიმარჯვებთ !!!

გამარჯობა,იტალიაში კერძოდ ფრასკატის ნაცინალურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს ATLAS ITk (Inner Tracker) განახლების პროექტი, A...
01/02/2024

გამარჯობა,იტალიაში კერძოდ ფრასკატის ნაცინალურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს ATLAS ITk (Inner Tracker) განახლების პროექტი, Ansys ინჟინერებისათვის არის შესაძლებლობა მიიღოთ პროექტში მონაწილეობა. დეტალებისათვის მოიწერეთ fb ან [email protected]
გისურვებთ წარმატებებს !!

CERN-ის საბჭომ 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან თანამშრობა დაასრულა, რომელ...
16/12/2023

CERN-ის საბჭომ 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან თანამშრობა დაასრულა, რომელიც ძალაში ბელორუსებისთვის 2024 წლის 27 ივნისს ხოლო რუსებისთვის 2024 წლის 30 ნოემბერს შევა, მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბელორუსის მონაწილობით.
#славаукраїні.

Following a decision taken by the CERN Council today, the Organization’s cooperation with the Russian Federation and the Republic of Belarus will conclude at the expiry in 2024 of the International Cooperation Agreements (ICAs) with the two countries. This decision was taken following the Council....

ანიმაცია მათემატიკის წინააღმდეგ Alan Becker ძალიან მაგარი არხია Youtube-ზე გირჩევთ გამოიწეროთ https://www.youtube.com/ვი...
12/12/2023

ანიმაცია მათემატიკის წინააღმდეგ

Alan Becker ძალიან მაგარი არხია Youtube-ზე გირჩევთ გამოიწეროთ https://www.youtube.com/

ვიდეო, რომელიც ძალიან კარგად და საინტერესოდაა გაკეთებული

ჯერჯერობით სანამ ჩვენ შემოქმედებაზე გადავალთ სხვებით დავტკბეთ :)

https://www.youtube.com/watch?v=B1J6Ou4q8vE

How much of this math do you know?🖐 ASK ME ANYTHING! ► https://www.youtube.com/noogai89/join👕 MERCH! ► https://alanbecker.shop💬DISCORD SERVER ► https://di...

20/11/2023

გამარჯობა მეგობრებო.

ეს გვერდი ცოტა მიგვავიწყდა და ისევ ვაპირებთ აქტიურობას, პირველ რიგში გვინდა სახელი შევცვალოთ თუ შემოგვთავაზებთ გავითვალისწინებთ, ამ გვერდზე ვაპირებთ დავდოთ სამეცნიერო სფეროში ვაკანსიები და ასევე მე და ჩემი მეგობრების აქტივობები
წარმატებები გივისურვეთ :*

Address

Kostava Str. #77
Tbilisi
0171

Telephone

599706613

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GTU Physics LAB posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share