12/03/2026
ბავშვები რომ ყველაზე ცნობისმოყვარე არსებები არიან არავისთვის საიდუმლო არ არის...უყვართ ძიება და აღმოჩენები....ის კი რასაც საკუთარი მიხვედრილობის წყალობით აღმოაჩენენ ყველაზე კარგად და საფუძვლიანად ამახსოვრდებათ...მათ ასევე უნდა შესძლონ, აღქმულის, ნანახისა და განცდილის მეტყველებაში გადმოტანა....გამოვიყენოთ მათი ეს თვისება დროის ხალისიანად და შნაარსიანად გასატარებლად...შევიცნოთ გარემო და ვისწავლოთ აღქმულის თუ ნანახის მეტყველებაში გადმოტანა:) –––ამჯერად– წყალი–––– დავიწყოთ რუკის ან გლობუსის ჩვენებით , ნახე ეს ცისფერი ადგილები წყლებია დედამიწაზე....წყალი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლისათვის.... დასალევად, წყურვილის დროს, დასაბანად, სისუფთავის დასაცავად.... იცი, წყალი საინტერესო ჯადოქარია...მას შეუძლია სხვადასხვა სახე მიიღოს, ანუ შეუძლია გადაიქცეს ––––(სასურველია ჩამოწეროთ, რომ კარგად დაინახოს რაოდენობა ;)) წვიმად, გუბედ,თოვლად,ყინულად,ყინულის ლოლოდ, მდინარედ, ზღვად, წყაროდ, ნაკადულად....მოდი ავავსოთ ჭიქა წყლით...
ცდა1
–უსუნე, აქვს სუნი?– არა...
–აჰა, ე.ი. უსუნოა....
–ფერი ააქვს??
– არა
––აჰა, ე.ი. უფეროა
–მოდი ჩავაგდოთ ღილი, ჩახედე ჩაანს?
–კი, ფსკერზე დევს..
–აჰა, ე.ი. წყალი გამჭირვალეა და იმიტომ ჩანს შიგ ჩაგდებული ღლი....ისე კიდევ რა არის შენი აზრით გამჭირვალე???
–მინააა...დიახ მინააა...რომლისგანაც დამზადებულია ჭიქა:)
ცდა 2
მოდი ავიღოთ მეორე ჭიქა ჩავასხათ წყალი და შევურიოთ მურაბის წვენი(ან საკვების საღებავი) ნახე წყალს რა მოუვიდა...
–შეფერადდა, ანუ შეიღება
წამოდი გამოვიღოთ საყინულე კუბიკები და ჩავასხათ ფერადი და უფერო წყალი... შევდგათ ისევ საყინულეში...ამას დრო უნდა ხვალამდე იდგეს ეს კუბიკები საყინულეში...ნეტავ რა იქნება ხვაალ?
ცდა3
წამოდი დავდოთ წყლიანი ჩაიდანი(სასურველია მინის) გაზქურაზე, ავანთოთ ცეცხლი და დაველოდოთ...ცოტა ხანში, გადმოასხით ცოტა წყალი და სთხოვეთ ჩაყოს თითი
– რა იგრძენი?რა მოუვიდა წყალს??? დიაახ, გათბა..რა ჭკვაინი ხარ როგორ კარგად იგრძენი.... მოდი კიდევ დაველოდოთ....ცოტა ხანში წყალი აჩუხჩუხდება გადმოასხით იგივე ჭიქაში და გარედან მოაკიდებინეთ ხელი– რა მოუვიდა???
–გაცხელდააა...ცხელ წყალთან სიფრთხილეა საჭირო,წვავს და შეიძლება გვეტკინოს, ამიტომ არ უნდა მივეკაროთ... ამოვა ორთქლი...შეხედე ჩაიდნიდან ორთქლი ამოდის... იცი რა მოხდა?წყალი გადაიქცა ორთქლად, რომ დაველოდოთ რაც ჩაიდანში წყალია მთლიანად ორთქლად გადაიქცევა და ჩაიდანი დაცარიელდება....ორთქლი ცაში ავა და ღრუბლად იქცევა...
ცდა5
მოდი ვნახოთ რა მოუვიდა ჩვენს წყალს საყინულეში?
–გაიყინააა...შეხედე, შეფერილი წყლით გამოვიდა ფერადი ყინული, უფერო წყლით უფერო ყინული... ანუ სიცივეში წყალი იყინება.... მოდი დავტოვოთ ეს ყინულები ცალ– ცალკე ლანგარზე....(ცოტა ხნის შემდეგ)...რა მოსვლია ყინულს? წყლად გადაიქცა ანუ გალღვა....ე.ი. სითბოში ყინული ლღვება და ისევ წყლად იქცევა,ფერადი ყინული ფერად წყლად...უფერო ყინული უფერო წყლად...ხედავ როგორი ჯადოქარია წყალი?! შემდეგ წაუკითხეთ თ.ბექიაშვილის"მოთხრობა "ერთი პატარა ფთილის თავგადასავალი" უკვე სხვა თვალით უყურეთ მულტიპლიკაციურ ფილმს "მე წვიმად მოვალ" გაარკვიეთ რა მოუვიდა გუნდას...
და აი, ჩვენ კარგად გავიცანით წყალი...გავიმდიდრეთ სიტყვათა მარაგი და ეს რამდენიმე საღამოც სასიამოვნოდ გავატარეთ...
პ.ს. მთელი ამ ცდების მანძილზე ესაუბრეთ, განუმარტეთ ყოველი მოქმედება, დაუსვით შეკითხვები და გულისყურით მოუსმინეთ პასუხებს...მერწმუნეთ ეს ძალიან სახალისოა
ქეთი ლომიძე
გისურვებთ წარმატებებს!!