Insight StudyUK გახლავთ ენების სკოლა, რომელიც აკრედიტირებულია რამდენიმე საგანმანათლებლო ინსტიტუტის მიერ. სკოლა მდებარეობს ქალაქ ლონდონში და ითვლის არსებობის რამდენიმე აქტიურ წელიწადს, სადაც ინგლისური ენის ცოდნის გასაღრმავებლად ჩადის წელიწადში ასობით სტუდენტი მთელი მსოფლიოდან.
რა არის Insight StudyUK-Georgia ? Insight StudyUK-მ გადაწყვიტა თავისი მომსახურეობა გააფართოოს და მისი ექსკლუზიური პროგრა
მებით შევიდეს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ქართულ ბაზარზე.
2013 წლის 1 სექტემბერს ის ხსნის თავის ფილიალს თბილისში და გთავაზობთ მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებს, მეგობრულ და სრულიად ინგლისურ გარემოს.
რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენზე?
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, მორგებული თქვენთვის სასურველ დროზე, ჩატარებული მაღალკვალიფიცირებული ინგლისურენოვანი პედაგოგების მიერ. ჩვენ გთავაზობთ ზოგადი ინგლისურის, ბიზნესის, სამართლის, სახელმწიფო მართვის, მედიის საპროგრამო კურსებს. ჩვენთან სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მისთვის სასურველი პირობებით - ჯგუფში ან პედაგოგთან ინდივიდუალურად.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ასევე თანამედროვე, აპრობირებული სახელმძღვანელოების გამოყენებით. Insight StudyUK-Georgia გთავაზობთ, აგრეთვე, სააბიტურიენტო პროგრამებს და პროგრამებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის (KET, PET, FCE, CAE, TOEFL, IELTS) ჩასაბარებლად.
რითი განვსხვავდებით სხვა ენის სასწავლო სკოლებისგან?
ჩვენი სასწავლო პროგრამა თანაბრად გადანაწილებულია ოთხივე ენობრივი უნარის გასავითარებლად. ეს ნიშნავს იმას რომ, სტუდენტი/მოსწავლე თანაბარი ხარისხითა და სიხშირით გაივლის როგორც გრამატიკულ-ლექსიკურ ნაწილს, ასევე სამეტყველო-სასაუბროს. ამ უკანასკნელის გასავითარებლად კი, სტუდენტს/მოსწავლს ჩაუტარდება პრაქტიკული, გასვლითი გაკვეთილები - სასტუმროებსა და სწრაფი კვების ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებსა და საავადმყოფოებში, ფიჭური კავშირის რომელიმე პროვაიდერ ოფისსა და სალაროებში. გარდა ამისა ჯგუფები სისტემატიურად განიხილავენ სხვადასხვა თემებს სადისკუსიო კლუბში სასაუბრო უნარის გასავითარებლად.
რას გთავაზობთ ინგლისური ენის გარდა?
გარდა ინგლისური ენისა, სკოლა გთავაზობთ სხვა ენების შესწავლას, ასევე, მაღალკვალიფიცირებული პედაგოგების ჯგუფის ხელშეწყობით.
როგორ ვმუშაობთ ჩვენი სტუდენტის/მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად?
სტუდენტი/მოსწავლე რომელიც ჩვენთან ისწავლის მთელი წლის მანძილზე და წლის ბოლოს მოიპოვებს რეიტინგით პირველ ადგილს, გაემგზავრება ლონდონში, ჩვენსავე სათაო სკოლაში, სკოლის დაფინანსებით. რეიტინგით მომდევნო სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ეძლევათ საშუალება შეუერთდნენ გამარჯვებულებს და გამოიყენონ აქ ნასწავლი უნარები ინგლისურ გარემოში. ჯგუფს გაყვება და უხელმძღვანელებს სკოლის დირექცია.
განსაკუთრებული შეთავაზება პატარა ბავშვების მშობლებს.
სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის ჩვენ გთავაზობთ ოთხწლიან პროგრამას გადანაწილებულს ასევე თანაბრად ენის ოთხივე უნარის გასავითარებლად, რომლის შედეგებსაც მშობლები გაეცნობიან ყოველწლიურად ღია გაკვეთილების სახით. პირველივე წლის ბოლოს ბავშვებს შეეძლებათ საუბარი წიგნში არსებულ სხვადასხვა თემასა თუ ნივთზე როგორც მოყოლის ასევე კითვებზე პასუხების გაცემის სახით.
როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენთან?
გაიარეთ რეგისტრაცია:
• ჩვენი ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: [email protected]; [email protected]
• ან დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 322-145-045; 570-900-588
• მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ მოგვაკითხონ და ადგილზე გაიარონ რეგისტრაცია მისამართზე:
თბილისი, 0160
გაგარინის II შესახვევი, N2/5-4
ოფისი N6