სეუ აბიტურიენტი \ SEUabiturienti.ge

სეუ აბიტურიენტი \ SEUabiturienti.ge "სეუ აბიტურიენტი" / seuabiturienti.ge
ვებ გვერდი: www.seuabiturienti.ge
წინანდლის # 9

"ძლიერი აბიტურიენტი"
მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოვდა!

სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი „სეუ აბიტურიენტი“ მიმდინარე წლის 15 მარტიდან საქართველოს
აბიტურიენტებისთვის იწყებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი წერების ჩატარებას ყველა
საგამოცდო საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია,
გეოგრაფია, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).


გამოცდა-რეპეტიციის მიმდინარეობისას დაცული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების სრული ფორმატი და
აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა თანამედროვე სიახლეების გათვალისწინებით.

უკეთ მომზადების მიზნით შეგიძლიათ თითოეულ საგანში რამდენჯერმე შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა.
თითოეული გამოცდის შემდეგ ჩატარდება ტრენინგი ტესტის შესრულებისას დაშვებული შეცდომების ახსნისა და
სწორი ფორმულირების მითითების მიზნით. ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორმასწავლებლები,
აღნიშნულ სფეროს გამოცდილი სპეციალისტები.
რეგისტრაცია იწარმოებს ინტერნეტით, შედეგები განთავსდება მითითებულ ვებ-გვერდზე წერიდან ერთ კვირაში
და დაინიშნება ტრენინგები.

თითოეულ საგანში წერის გადასახადია 8 ლარი ვებ-გვერდზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

საწვრთნელი გამოცდები ჩატარდება `საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ~-ში.

მისამართი: თბილის, წინანდლის ქ. #9, (მეტრო `300 არაგველთან~).

30/06/2018

📢 📢 📢 "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უერთდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას
აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების კომფორტულ, კონდინცირებულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

➡ SEU-ს თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კამპუსი ა/წ სექტემბრიდან მზად იქნება სასწავლო პროცესისთვის.

🔺 SEU თანადგომას უცხადებს აბიტურიენტებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მათ სთავაზობს , 2019 წელს თბილისში დარეგისტრირებულმა 20 000-მდე აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბაროს SEU-ს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში, კონდიცირებულ და კომფორტულ გარემოში."

04/08/2017

📌 SEU-ს საზაფხულო სკოლა აბიტურიენტებისთვის❗

👉 10 - 14 აგვისტოს აღმოაჩინე შენი SEU

🔴 პირველად საქართველოში - დაიწყე წარმატებული სტუდენტობა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

➡ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2017 წელს ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველ პრიორიტეტად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი პროგრამა აქვთ არჩეული, SEU აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლით.

➡ 4 დღის განმავლობაში, SEU-ს ადმინისტრაცია და ყველა მიმართულების საუკეთესო პროფესორები გაგაცნობენ უნივერსიტეტს, ჩაატარებენ ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს ყველა სპეციალობის ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე.

➡ საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში".

👉 SEU-ს აბიტურიენტთა საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში ჩაერთვება 40 აბიტურიენტი სხვადასხვა პროგრამიდან, რომელთა მონაწილეობა სრულად დაფინანსებული იქნება უნივერსიტეტის მიერ.

👉 საზაფხულო სკოლის პროგრამაში შედის:
✔ ტრანსფერი - თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
✔ განთავსება სასტუმროში
✔ 3- ჯერადი კვება
✔ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
✔ კონკურსები და შეჯიბრებები
✔ სპორტული და კულტურული ღონისძიებები და კონცერტი

➡ კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

➡ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველ პრიორიტეტად აირჩიეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი პროგრამა.
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 7 აგვისტოს ჩათვლით;

➡ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი საზაფხულო სკოლის ელექტრონულ მისამართზე [email protected]

➡ წერილთან ერთად გადმოსაგზავნი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
✔ პირადობის მოწმობის ასლი
✔ ავტობიოგრაფია/CV
✔ ფოტოსურათი
✔ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ფორმის ამონაწერი არჩეული უნივერსიტეტებით მითითებით (აბიტურიენტის ვებგვერდიდან)
✔ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ამონაწერი (აბიტურიენტის ვებგვერდიდან)

👉 შენი SEU-ელობა იწყება აქ

03/08/2017

მიმდინარეობს აბიტურიენტთა რეგისტრაცია

02/07/2017

პატრიარქმაა დღეს საკვირაო ქადაგებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის მონაწილე აბიტურინტები დალოცა.

ილია II
“იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ის დარგი აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ სასწავლებლებში და მშვიდობით დაამთავროთ”.

25/06/2017
14/06/2017

მოგესალმებით! 17 ივნის, შაბათს, AMC გეპატიჯებათ ექსკურსიაზე კახეთში.(ბოდბე, სიღნაღი, ლაგოდეხის ნაკრძალი) ტრანსპორტირებას ავტობუსებით უზრუნველყოფს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი (დასარეგისტრირებლად ხუთშაბათის ჩათვლით მიაკითხეთ ადმინისტრაციას.
საკონტაკთო ინფორმაცია: 577 33-73-71; 577 54-11-11
www.Amc.ge
www.pretesti.ge

10/06/2017

"აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი Amc" იმედის კვირაში 18-06-2017 20:00სთ
www.Amc.ge
www.pretesti.ge

Address

თბილისი, წინანდლის ქ. , 9
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სეუ აბიტურიენტი \ SEUabiturienti.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share