GIC-Georgian intelligence centre

GIC-Georgian intelligence centre ჩვენ წარმოვადგენთ დიდგორს, ადა მარშა?

“გაზიარებული ეკონომიკის” (Sharing Economy) დეცენტრალიზება ბლოქჩეინ ტექნოლოგიით.სან ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი “Ori...
21/01/2018

“გაზიარებული ეკონომიკის” (Sharing Economy) დეცენტრალიზება ბლოქჩეინ ტექნოლოგიით.

სან ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი “Origin” ქმნის პროტოკოლების კომლექტს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს დეველოპერებსა და ბიზნესებს შექმნან დეცენტრალიზებული ბაზრები/ბირჟები ბლოქჩეინში “გაზიარებულ ეკონომიკაზე” კონცენტრირებით.

“Origin Protocol” წარმოადგენს ბლოქჩეინის ღია-წყაროების პროტოკოლების კომპლექტს, სერვისის გამყიდველისთვის და მყიდველისთვის, ისეთი როგორიცაა ავტომობილების სერვისის თანამედროვე გამოყენება (sharing) ან სახლების გაზიარება, რათა განხორციელდეს ტრანზაქციები დეცენტრალიზებული ღია ვებ-პლატფორმის მეშვეობით.

წინამდებარე პროტოკოლის აპლიკაცია შეინახავს ტრანზაქციის მონაცემებს, როგორიცაა ფასები და პირდაპირი ხელმისაწვდომობა ბლოქჩეინზე.

Ethereum-ის ბლოქჩეინ პლატფორმისა და “Interplanetary File System (IPFS)”-ის გამოყენებით Origin-ის პლატფორმა დეცენტრალიზებული საშუალებებითა და შუამავლების გარეშე, ქმნის და უკვეთავს სერვისებსა და პროდუქტებს.

სულ ცოტა ხნის წინ Origin-მა გაუშვა თავისი ფუნქციონალური, სრულიად დეცენტრალიზებული პროტოტიპი Origin Protocol Demo DApp, Ethereum-ის ტესტურ ქსელში. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბევრმა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა Origin პლატფორმაზე დამატებითი აპლიკაციების შექმნისთვის.

“Origin-თან მიმართებით ჩვენი ხედვა ისაა, რომ შეიქმნას პროტოკოლები, რომლებიც იძლევიან კორპორატიული მმართველების გარეშე ბირჟების მართვის შესაძლებლობას კონკრეტული წესების კომპლექტის დახმარებით. ჩვენ გვსურს შუამავლების ლიკვიდაცია, ინდივიდუალური თავისუფლების მაქსიმიზაცია, ცენზურის შემცირება და ღირებულებების გადანაწილება ქსელის მანამდე რეგისტრირებულ მონაწილეებზე” - აღნიშნა Origin-ის დამფუძნებელმა ჯოშ ფრეიზერმა ჟურნალ “Bitcoin Magazine”-თან საუბარში. “პარტნიორები საკუთარ მოლოდინებით ეყრდნობიან Origin-ს, რადგან მათ ესმით, რომ ისინი ბირჟზე/ბაზარზე გასვლას სულ მალე შეძლებენ და ჩვენ ერთად მუშაობით შევძლებთ ქსელის ეფექტების sharing-ის დანახვას”.

ცენტრალიზებული ბაზრის/ბირჟის პრობლემის მოგვარების გზა.

Uber და Airbnb - სწორედ ეს ვებ-გვერდები დღეს ძალიან პოპულარული ბირჟები არიან. როგორც წესი, ისინი წამყვან მოთამაშეებად ითვლებიან “გაზიარებული ეკონომიკის” ნაწილში. კიდევ ერთი ფრაზა, “ხალხი, როგორც სერვისი”, კარგად აღწერს ამ ორი კომპანიის ბიზნეს-მოდელს, რაც ორივე მათგანს მიმზიდველს ხდის დაფინანსებისათვის და ამიტომაც ისინი მილიარდობით დოლარად არიან შეფასებულნი.

მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ Uber და Airbnb - ეს ყველაზე სწრაფი, იაფი და საუკეთესო ალტერნატივაა ტრადიციული სერვისების მიწოდებისთვის, როგორიც არის ტაქსისა და სასტუმროების სერვისების მიწოდება, რომელთა გადაცემაც ხდება აპლიკაციის მარტივი გამოყენების მეშვეობით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი კონკრეტულ მიმწოდებლებთან დეცენტრალიზებულ P2P ქსელით, Uber და Airbnb მაინც ცენტრალიზებულ სისტემებს წარმოადგენენ, სადაც ტრანზაქციები/გარიგებები ცალკეულ მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის დახარისხებულია იმ ინფრასტრუქტურით, ცენტრებითა (hubs) და პროგრამული საშუალებებით, რომლებიც ეკუთვნით კომპანიებს, რომლებიც მართავენ პლატფორმას.

ცენტრალიზება Uber-სა და Airbnb-ს დაუცველს ხდის მარეგულირებელი ქმედებებისგან, და არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ნებისმიერ მომენტში სახელმწიფოს შეუძლია დახუროს ის. ამავდროულად, გარდა საკომოსიოს აღებისა, პლატფორმის მფლობელები სრულად აკონტროლებენ ქსელსა და ცალკეულ მიმწოდებლებს და ამასთან კომპანიის წარმომადგენლებს ხშირად ედებათ ბრალი მტაცებლურ პოლიტიკაში.

“შეხედეთ Uber-სა და Airbnb-ს როგორც მაგალითს”, - აღნიშნა ფრეიზერმა. “ორივე კომპანია აკრძალულია ან ყველაზე კარგ შემთხვევაში რეგულირებადია სხვადასხვა ქალაქში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანალოგიურად, ამ კომპანიებს აქვთ ისტორია, სადაც კონკრეტულ პირებს სამუდამოდ აეკრძალათ ამ ბაზარზე საკუთარი სერვისების გამოყენება”.

Uber და Airbnb (სერვისები) Uber-სა და Airbnb-ს გარეშე (კომპანიები).

Origin-ის მიერ წარმოდგენილმა მაჩვენებლებმა აჩვენა, რომ ფართოდ გამოყენებული Uber, Airbnb და სხვა ცენტრალიზებული ბირჟები, ამ პლატფორმების საშუალებით ყოველწლიურად 40 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ 2022 წლისათვის, და მოსალოდნელია, რომ 2025 წელს “გაზიარებული ეკონომიკა” სრულად გადააჭარბებს 335 მილიარდ დოლარს. ზოგიერთ ცენტრალიზებულ “გამზიარებელ” სერვისებს 30 %-ზე მეტი საკომისიო ექნება ტრანზაქციებისათვის/გარიგებებისათვის.

Origin-ს სურს გადევნოს მსგავსი შუამავლები ბლოქჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტების მეშვეობით.

Origin-ის პლატფორმა “შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს თავისუფლად განახორციელონ ტრანზაქციები ბლოქჩეინის მეშვეობით დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე ზედმეტი შუამავლების გარეშე,” აღნიშნა კოულმან მაჰერმა. რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა Origin-ს თავისი პირველი ბიზნესის ჭრილში. “ჩვენ მივილტვით ტრანზაქციებისათვის/გარიგებებისათვის მეტისმეტად მაღალი საკომისიოების აღმოფხვრისაკენ, რათა დავწიოთ ცენზურა და უკეთ გადავანაწილოთ საზოგადოების ღირებულებები”.

“ჩვენ წარმოგიდგენთ ვერტიკალური გამოყენების ფართო კოლექციას, რომელიც აგებულია Origin-ის სტანდარტებსა და “გაზიარებული ეკონომიკის” მონაცემებზე” - ნათქვამია Origin-ის მოკლე აღწერაში. Origin-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება საყოველთაოდ ნებისმიერი მომხარებლის მიერ, რომელიც შექმნის “გაზიარებულ ქსელურ ეფექტს” (“shared network effect”), რომელიც დადებითად იმოქმედებს, როგორც ყველა მიმწოდებელზე, ასევე მომხარებელზეც/შემკვეთზეც.

Bee Token-მა, Snagride-მ, Joly-მ, Acquaint-მ, Aworker-მა, Blockfoot-მა, Edgecoin-მა და ODEM-მა Origin პლატფორმაზე დამატებითი აპლიკაციების დაფუძნების მზადყოფნა გამოთქვეს. უახლოეს თვეებში გამოცხადდებიან დამატებითი პარტნიორები.

პირველი ორი პროექტი არის - Airbnb და Uber. Bee Token-ის, Google-ის, Facebook-ის, Uber-ისა და Civic-ის ყოფილი თანამშრომლები შექმნიან “მასპინძლებისთვისა” და სტუმრებისთვის “შუამავალი შუამავლის გარეშე”, P2P (თანაბარუფლებიანი კვანძების შეერთების) ქსელს დეცენტრალიზებულ ვებ-გვერდზე, დადგენილი მიზნით “განაახლოს The Home Sharing Economy პრინციპი”. SnagRide - წარმოადგენს დეცენტრალიზებულ აპლიკაციას Ethereum ბლოქჩეინის, რომელიც იყენებს პროგრამა Ridesharing-ს საშუალო და შორ მანძილებზე მოგზაურობისათვის. წინამდებარე აპლიკაცია გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ბლოქჩეინის smart-contract ტექნოლოგიებს, რათა დახმარება გაუწიოს მგზავრსა და მძღოლს, რომელსაც სურს ქალაქებს შორის მოგზაურობა და მოგზაურობის ღირებულების გაზიარება.

Origin-ის ეკოსისტემაში იქნება წარმოდგენილი ბირჟაზე, Origin-ის ტოკენების, დაფუძნებული სტიმულები, (an ERC20 utility token on the Ethereum blockchain) რომლებიც განმარტებული იქნება ეგრედ წოდებულ “white paper”-ში. Origin ტოკენი, რომელიც გავრცელებული იქნება 2018-ში, მოგვიანებით, წარმოადგენს ტრანზაქციებისათვის გამოსაყენებელ ვალუტას Origin პლატფორმაზე. მანამდე კი, Origin-ის ჯგუფი მომავლისთვის გეგმავს ფასიანი ქაღალდების ვალუტის On-the-fly კონვერსიასა და Ethereum-ის კონვერსიას Origin ტოკენში.

წყარო: https://bitcoinmagazine.com/articles/decentralizing-sharing-economy-blockchain-technology/

ადმინისტრაცია - თუ არ გესმით რა არის "გაზიარებული ეკონომიკა" იხ. შემდეგი სტატია - http://forbes.ge/blog/42/ra-aris-Shared-Economy%3F.

San Francisco–based startup Origin is creating a set of protocols that allow developers and businesses to build decentralized marketplaces on the ...

„მოტაცებული“ ეპიზოდი 22ლუსი კრისტოფერისაშინელებათა ჟანრის ფილმებში მკვლელები ყოველთვის ასე იქცევიან: ვიდრე მსხვერპლს კრა...
05/10/2017

„მოტაცებული“

ეპიზოდი 22

ლუსი კრისტოფერი

საშინელებათა ჟანრის ფილმებში მკვლელები ყოველთვის ასე იქცევიან: ვიდრე მსხვერპლს კრატიულად დაანაწევრებენ, ეს უკანასკნელი თავლწარმტაცი ხედის სანახავად მიჰყავთ. ეს ყველა ცნობილ ფიმლში ხდება, იმათში მაინც, სადაც მკვლელობები შუა სიცარიელეში ხდება. როცა იმ დილით გამაღვიძე, „თითმის-დამარტყი“ მომენტის მეორე დღეს, სწორედ ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში.

„მანქანით მივდივართ,“ განაცხადე. „აქლემის დასაჭერად.“

ძალიან ადრე იყო. ამაზე მკრთალი მოვარდისფრო-თეთრი
სინათლე და ჰაერის სიგრილე მეტყველებდა. ტანთ ჩავიცვი და დანა შორტის ჯიბეში შევინახე. შენი მოძრობა იატაკის ჭრაჭუნით მესმოდა. გარეთ გახვედი და მანქანა დაქოქე. ხმაურში მამყოფებდი. ამას მიუჩვეველი ვიყავი. გამზადებისას არ ავჩქარებულვარ. ორი რამ ვიცოდი: ერთი მხრივ, ასეთი გასეირნება, შეიძლებოდა, ჩემი გასაქცევი გზა გამხდარიყო. მეორე მხრივ, იყო შანსი, რომ არასოდეს დავბრუნდებოდი.

მანქანაში საჭმლისა და აღჭურვილობების ყუთებს ალაგებდი. არ მინდოდა, რომ ისევ გაგიჟებულიყავი, როგორც წინა ღამით. ამიტომ, გადავწყვიტე, მელაპარაკა.

„სად მიდიხარ?“

„შუა სიცარიელეში.“

„მეგონა, უკვე მანდ ვიყავით.“

„ნწ,“ თავი უარის ნიშნად გააქნიე. „ეს მხოლოდ კიდეა.“ თოკი მჭიდრო რგოლად დაახვიე და მაცივარს ზემოდან დაადე. კიდევ ერთი თოკი აიღე და მის დახვევას შეუდექი. „აქ შენს დატოვებას არ ვაპირებ, ხომ იცი.“

საბარგულში წყლის სამი უზარმაზარი კონტეინერი მოათავსე; მათი აწევისას ამოიხვნეშე.

„რამდენი ხნით მიდიხარ?“

„მხოლოდ ერთი დღით ვაპირებ, მაგრამ არასოდეს იცი, რა დაგხვდება... შეიძლება, ქვიშის ქარები ამოვარდეს, ცეცხლი, ან სხვა რამ გაჩნდეს.“ უკანასკნელ კონტეინერს ხელი დაუტყაპუნე. „სხვა თუ არაფერი, აქლემს დასჭირდება წყალი.“

„მეგონა, კუზში იგროვებდნენ მარაგს.“

თავი ისევ გააქნიე. „ცხიმს.“

„რა?“

„იქ ცხიმს ინახავენ... სიძლიერის მარაგს. წყალი სხვა ნებისმიერი ცხოველივით სჭირდებათ.“

სცადე, სათლიც ჩაგეტენა საბარგულში, მაგრამ არ ეტეოდა. წარმოვიდგინე, ყველაფრის ქვეშ როგორ ვიწექი: გამრუდებული, ჩაჭყლეტილი, გაგუდული. გამაცახცახა. ამის მაგივრად, მანქანას წინიდან მოვუარე. თავი გადმოხარე და შემათვალიერე.

„ამჯერად, შეგიძლია, წინ დაჯდე,“ მომაძახე.

კარი გამოვაღე, მაგრამ არ ჩავჯდარვარ. შიგნიდან ჟანგის სუნი მეცა: ჭუჭყიანი, ძველი და უსახური. სქელი, წითელი მტვერი ყველაფერს ფარავდა. თითქოს, ეს მანქანა ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ გამოეყენებინათ. ამან შემაძრწუნა, დამაფიქრა იმაზე, თუ რატომ გავატარე შენთან სახლში იმაზე მეტი დრო, ვიდრე მეგონა. მტვერი შოკოლადის დაკუჭულ შესაფუთ ქაღალდსაც კი ედო. მანქანიდან გადმოსვლისას ჩემი შორტიც წითელი იქნებოდა... თუ გადმოვიდოდი.

გასაღები არ ჩანდა. ნეტავ, სადმე მანქანაში ხომ არ დამალე? იქნებ, ისე იყო მტვრით დაფარული, რომ ვერ ვარჩევდი. რაღაცები გადავაადგილე იმის იმედით, რომ რაიმეს მივაგნებდი. უკანა ხედვის სარკე ისე შევაბრუნე, რომ შენთზე თვალი მჭეროდა. სწრაფად მოძრაობდი, საბარგულს სხვადსხვა ნივთებით ავსებდი, შემდეგ ზოგიერთი მათგანის ადგილებს ერთმანეთს უნაცვლებდი.

როცა საქმიანობას მორჩი, ჩემს სანახავად გამოსწიე. ტუჩებზე ღიმილი რომ გქონდა გამოსახული და თვალის კუთხეები ამ ღიმილისგან მოკეცილი, ისე გამოიყურებოდი, როგორც აეროპორტში - სამი კვირის წინ, თითქმის სიმპათიურად. იძულებული გავხდი, შევტრიალებულიყავი და მიწას მივშტერებოდი. ცუდად ვიგრძენი თავი, შენზე ასეთი რამე რომ გავიფიქრე.

„წამოსვლა არ მინდა,“ ვთქვი.

„რატომ არა? მეგონა, სხვაგან წასვლა გინდოდა.“

„შენთან ერთად - არა. იმ ყველაფერთან ერთადაც - არა, საბარგულში რაც ჩააწყვე.“

მანქანას მიეყრდენი. „შეგვიძლია, ფეხით წავიდეთ, თუ გსურს, მაგრამ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მიწით მოგვიწევს გადარჩენა - ანუ, საჭმელად ხვლიკებს გამოვიყენებთ, სასმელად კი - ბაყაყებს. ამისთვის მზად ხარ?“

თავი გავაქნიე, გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. თანაც, შენთან ერთად გარეთ ფეხით სიარულზე გაფიქრება უარესი იყო, ვიდრე სახლში შენს სიახლოვეს ყოფნა. გამახსენდა, ექსკურსიებზე
მასწავლებლები რას გვეუბნებოდნენ: „თუ დაიკარგე, სადაც ხარ, იქ დარჩი. ადრე თუ გვიან, ვინმე მოგაგნებს.“ იქნებ, აქ დარჩენით უფრო დიდი შანსი მქონდა, ვინმეს ვეპოვნე.

„მეგონა, აქლემის დაჭერა გინდოდა.“

„არა.“

„მე მინდა.“

„მერე? შენ წადი.“

გაგეცინა. „მინდა, შენს ლამაზ სახეს სულ ვხედავდე. წამო, რა.“

არ გავმოძრავებულვარ. ამოიოხრე და მანქანას ისე დაუკაკუნე, აშკარად ფიქრობდი, როგორ დაგეთანხმებინე.

„ისევ ხომ არ ნერვიულობ, რომ გავნებ?“

სიჩუმე შევინარჩუნე, ქვიშის ცქერა განვაგრძე. მანქანას შემოუარე და ჩემს გვერდით შეჩერდი. „მისმინე, ვიფიქრე, აქამდე უკვე მიხვდებოდი... არ ვაპირებ, რაიმე დაგიშავო, მასე არა,“ მუხლები მოხარე, რათა ქვემოდან ამოგეხედა ჩემთვის. „რასაც არ უნდა ფიქრობდე, შენი სხეული შენია... შენი არჩევანია, მას რა ეწევა.“

„თავის მოკვლის უფლება არ მომეცი.“

„ეგ სხვა რამაა. საღად არ აზროვნებდი.“

„იმიტომ, რომ მომწამლე!“

„სხვა გზა არ მქონდა,“ სახე დაგეღმეჭა, რადგან მზისკენ აიხედე. „ბოდიში. არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ასეთი რთული იქნებოდა.“

ჰორიზონტს მოღუშული შეჰყურებდი. მინდოდა, მეკითხა, რას გულისხმობდი სიტყვებში „ეს ყველაფერი“. მინდოდა, გამეგო, შენი აზრით, ჩემი მოტაცება პარკში გასეირნებასავით მარტივი იქნებოდა თუ - არა. თუმცა, სწაფად მოტრიალდი და შემომხედე.

„გპირდები, არაფერს დაგიშავებ,“ მითხარი.

„საიდან ვიცი, რომ არ ცრუობ?“

„ალბათ, უნდა მენდო. ახლა ჩემთან ხარ, ამიტომ, იძულებულიც ხარ.“

შენს მზერას თვალი ავარიდე. „იძულებული არაფრისთვის არ ვარ.“

„ეგ ვიცი,“ უხეშად მომახალე. „მაგრამ უნდა გინდოდეს კიდეც,“ მუჭით ქვიშა აიღე. „განსაკუთრებით, როცა ეს ამაღელვებელია.“ ხელი გაშალე და მანახე. „მისმინე, ამაზე ვფიცავ, რომ არაფერს მოვიმოქმედებ. რას იტყვი?“

„დასაფიცებლად ცოტაოდენი მიწა მაგარი ნეხვობაა.“

„ეს ქვიშა ყველაფერზე ძველი და მართალია... რა თქმა უნდა, დასაფიცებლად საუკეთესო რამაა.“

ჩავიფრუტუნე.

„ჩვენზე ნამდვილია,“ რბილად თქვი. ქვიშა ძირს დაუშვი და ხელები ერთმანეთს გაუხახუნე. შემდეგ ხელისგულები მიწას დაადე და ადექი, „წამოდი,“ მითხარი. „აქლემი ვიპოვნოთ.“
მაისური აიწიე და შუბლიდან მტვერი მოიწმინდე. ქსოვილი მაშინვე გაწითლდა.

„ქალაქის სიახლოვეს მიდიხარ?“

„იმაზე ახლოს არა, ვიდრე ახლა ვართ.“

ჩემს სახესთან მოფრიალე ბუზს ხელი ავუქნიე.

„მაგრამ სხვა რამეებს მივუახლოვდები,“ ისევ მანქანას მიეყუდე. „უკეთეს რამეებს.“

კიდევ ერთი ბუზი მუხლზე მაცოცდებოდა, მისი ფეხები კანზე ქავილის შეგრძნებას მიმძაფრებდა. „არაფერს დამიშავებ,“ ვთქვი ჩუმად.

„დაწყანრდი, გპირდები.“

კარი გამოაღე. რომ ვჯდებოდი, მადლობის ნიშნად ფართოდ გამიღიმე, შემდეგ კი კარი დახურე. თავბრუ მეხვოდა. ფანჯარა ჩამოვწიე და მტვრის გროვა ჩამომცვივდა. მანქანაში ჩაჯექი და შენც მაშინვე ფანჯარა ჩამოსწიე. შენგან, რაც შეიძლებოდა, შორს გავჩოჩდი.

„ალბათ, გენდომება, რომ უსაფრთხოების ღვედი გავიკეთო? თუ, უბრალოდ, თოკით მიმაბამ სავარძელზე?“

მხრები აიჩეჩე, „სულ ერთია. თოკი საბარგულში მაქვს, თანაც ბევრი, თუ ეს გინდა.“

ხმამაღლა ახარხარდი. ეს ის ხმა იყო, რომელსაც ხშირად არ გამოსცემდი და რომელიც არ გიხდებოდა. ის ძალიან მიტოვებულად ჟღერდა. იქნებ, მისმა გარეულობამ შენც გაგაოცა, რადგან სიცილი დიდხანს არ გაგრძელებულა. პირი სწრაფად მოკუმე და გზას გახედე.

ძრავა გაცოცხლდა და სახლს მოვშორდით, მიწაზე კვალი დავტოვეთ. ხელისგულები და კისერი გამიოფლიანდა. თავი ფანჯრის ჩარჩოს დავადე და გვერდით ჩამქროლავი მშრალი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. პირი მტვრით ამევსო.

გაგრძელება იქნება

შემდეგი ეპიზოდი (23) – ორშაბათს - 9 ოქტომბერს!

„მოტაცებული“ ეპიზოდი 21ლუსი კრისტოფერი ყურებზე ხელები ავიფარე. „ჩემს მოწამვლას ცდილობ,“ ჩავილაპარაკე. „ცდილობ, დამარწმუნ...
02/10/2017

„მოტაცებული“

ეპიზოდი 21

ლუსი კრისტოფერი

ყურებზე ხელები ავიფარე. „ჩემს მოწამვლას ცდილობ,“ ჩავილაპარაკე. „ცდილობ, დამარწმუნო, რომ ჩემს ცხოვრებაზე შენ უფრო მეტი იცი, ვიდრე - მე.“

„იქნებ, ასეცაა. მოგითხრო მის შესახებ?“ წამოიწიე, სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება გქონდა. „პირველ რიგში, ვიცი, რომ შენს მშობლებს სახლის გამოცვლა, სხვაგან გადასვლა უნდათ, შენ გარეშე... ამის შესახებ დედაშენი მამაშენს ესაუბრა. თქვა, რომ შენ სკოლის საერთო საცხოვრებელში გადახვიდოდი.“

„სიცრუეა,“ დავიჩურჩულე.

„კარგი, მაშ, ბენზე რაღას იტყვი?“

„რას გულისხმობ?“

„ანამ იცოდა ბენის მიმართ შენი გრძობების შესახებ და ეს არ მოსწონდა... ამის გამო აღარ გენდობოდა.“

„არა.“

„და ჯოშ ჰოლმსი?“

გაოცებისგან სუნთქვა შემეკვრა.

„ზუსტად ვიცოდი, რისი გაკეთებაც უნდოდა შენთვის, რისი გამკეთებელიც იყო... დავინახე, როგორ დაგდევდა, მისი ამაზრზენი შეტყობინებების შესახებაც ვიცი.“

„ცდები.“

თვალი გამისწორე. „აქამდე რაიმეში შევმცდარვარ?“

უკან იქამდე ვიხევდი, სანამ კედლამდე მივაღწიე. მას მივეყრდენი. უკვე მეორედ ახსენე ჯოში.

„მას მოსწონდი, ხომ იცი. მართლა ძალიან მოსწონდი. ანას უთხრა, როგორ ძლიერ უნდოდი.“

„შენ რა, მას უთვალთვალებდი?“

„ყველას ვადევნებდი თვალყურს,“ შეტრიალდი, ხატვას მიუბრუნდი. „ჯოშზე ნერვიულობა არ გჭირდებოდა. მართლა. სანამ ელვაშესაკრავს ჩაიხსნიდა, ტვინს გავასხმევინებდი.“

თავი გავაქნიე, ფიქრებს ვერ ვალაგებდი. ნეტავ, ჯოშის მოკვლა მართლაც გეცადა... შენ ციხეში იჯდებოდი, ის - საავადმყოფოში, მე კი სახლში ვიქნებოდი. იდეალურად ჟღერდა. კედლზე ზურგმიყრდნობილი, იატაკამდე ჩავსრიალდი. მინდოდა დამეჯერებინა, რომ უაზრობას ამბობდი. მაგრამ ეს ყველაფერი - შენი ნათქვამი - ლოგიკურად ჟღერდა. თვალები დავხუჭე, მინდოდა, სამუდამოდ გამქრალიყავი ჩემი ხედვის არეალიდან.

შემდეგ რაღაც გამახსენდა. ნეტავ, ჩემი გაუჩინარების გამო ვინმემ ეჭვი ჯოშზე მიიტანა? ის აშკარა ეჭვმიტანილი იქნებოდა, თუმცა, ნაკლებ სავარაუდო იყო, ვინმეს ეფიქრა, რომ ჩემს მოსატაცებლად ამდენ ძალისხმევას გამოიყენებდა. იქნებ, დაკითხეს. იქნებ, დააპატიმრეს. გამაჟრიალა: მიუხედავად იმისა, რომ ის ასობით კილომეტრით იყო ჩემგან დაშორებული, ჯოშზე ფიქრისას ისევ ჟრუანტელი მივლიდა... განსაკუთრებით, როცა მის მოჩვენებით შეწუხებულ, მეგობრულ სახეს წარმოვიდგენდი.

„სად ცხოვრობდი?“ გკითხე.

„“კელვინ გროუვში““

„თავშესაფარში?“

წამით, შემომხედე. „ჰო, ცოტა ხნით.“
„ჯოში მაგ ადგილთან ახლოს ცხოვრობს.“

„ვიცი,“ შენი მზერა ხატვისკენ იყო მიმართული, მე აღარ მიცქერდი. „შენი აზრით, მე და ის, ერთად, კარგი გუნდი ვიქნებოდით?“ ჩაიცინე. „ისე, ჩემს გამოჭერაში უფრო წარმატებული იქნებოდა.“

„უთვალთვალებდი ხოლმე?“

„რა თქმა უნდა.“

„მასთან გისაუბრია?“

„ერთხელ.“

„და...?“

დავიძაბე იმის მოლოდინში, თუ რა შეიძლებოდა, გეთქვა, ან მოგემოქმედა.

„ვუთხარი, რომ შენი მფარველი ანგელოზი ვიყავი.“

„მართლა ელაპარკე? პირისპირ?“აზრები სულ ამერ-დამერია, იმას ვფიქრობდი, რომ თუ ჯოშს ნანახი ჰყავდი, ის შეძლებდა, პოლიციისთვის შენი თავი აღეწერა და ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა ჩემი პოვნისკენ. კრიმინალურ ჩანახატს „ბი-ბი-სის“ “ქრაიმვოჩში*“ გამოაქვეყნებდნენ. როგორმე მოგაგნებდნენ. აღმოგვაჩენდნენ.

ჯოშზე უფრო ფრთხილად დავფიქრდი, მისი შეფასება ვცადე. საკმაოდ საზიზღარი იყო, მაგრამ უაზროდ არ ცრუობდა. არ ენდომებოდა, ეჭვმიტანილი ყოფილიყო. ნეტავ, გამბედაობა ეყოფოდა? შენი სიმაღლის, ხმის ან სხვა მახასიათებლის აღწერას მაინც შეძლებდა. ამჟამად ის ჩემი ერთადერთი იმედი იყო. უცნაური გრძნობა იყო იმის იმედად არსებობა, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მძულდა.

„მიპოვნიან, იცი?“ ვთქვი. „ოდესმე. სამუდამოდ ვერ დამმალავ.“
შუბლზე ნაოჭი გაგიჩნდა და ხატვა შეწყვიტე.

„ან იქნებ, უბრალოდ გამიშვა?“ გავაგრძელე. „იქნებ ეს ყველაფერი მოგწყინდეს?“ ვცდილობდი, მოდუნებულად, სასხვათაშორისოდ მელაპარაკა, ეს ახალი ტაქტიკა იყო. „შემიძლია, დახმარება აღმოგიჩინო, ან ფული. მამაჩემი ბევრ ადამიანს იცნობს, ძალიან ბევრს... ექიმებს, იურისტებს...“

არ დამასრულებინე. წამში წამოხტი. „შენი აზრით, ეს მინდა?“ ხმა გაგებზარა. ფუნჯი ჩემ მიმართულებით გამოიშვირე. „ხელი. ახლავე,“ ეს თხოვნა არ იყო, ბრძანების კილოთი მომმართე. შავი, მიწის საღებავიანი ლამბაქი ჩემკენ გამოაცურე. შენს ყელზე არტერიის პულსირებას ვხედავდი, ყბა დაძაბული გქონდა. „შეუდექი შენი თავის მოხატვას.“

თავი თითქმის შეუმჩნევლად გავაქნიე უარის ნიშნად. „არა,“ ვთქვი ხმადაბლა.

ფუნჯი კანზე დამაჭირე. „მინდა, რომ ხელი მოიხატო,“ ნელა ლაპარაკობდი, სათითაო სიტყვას ფრთხილად წარმოთქვამდი. „ზუსტად ისე, როგორც - მე.“

როცა არ გავმოძრავდი, გადმოიხარე და ჩემი ხელი შენით დაფარე, საჩვენებელსა და ცერა თითებს შორის ფუნჯი გეჭირა, მყარად და უხეშად. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძვლების მაგივრად ქაღალდი მქონდა, ისიც დაკუჭული. ფუნჯი ჩემი მარცხენა ხელის ზურგს გადაუსვი. ცივი, წყალწყალა საღებავი კანიდან ჩამომცურდა.

„არა,“ გავიმეორე.

შენი მარწუხებისგან ხელი ძალით გამოგგლიჯე. შემთხვევით, ლამბაქის კიდეს ფეხი დავაბიჯე. საღებავი ფეხზე გადაგესხა და შენი ფიგურები გადაფარა.

„შე პატარა...“

ხელი მაღლა ასწიე, ძლივს შეიკავე თავი სიტყვისგან „ძუკნა“. მოვიკუნტე, შენს მუშტს თვალს ვერ ვაცილებდი. თუმცა, შენ ფეხი ლამბაქს ამოჰკარი და ჭურჭელი კედელზე შეხეთქებისას დაიმსხვრა. თვალები გიჟივით გაგფართოებოდა. გინდოდა, დაგერტყა, მაგრამ, ამის მაგივრად, გაიღიმე. ან, სცადე მაინც. თითქოს, შენი თვალები და ღიმილი ერთმანეთს ებრძოდნენ. ბრაზი კონტროლის წინააღმდეგ. დაჭიმული მუშტი გიკანკალებდა.

„ხვალ მანქანით გავისეირნოთ?“ ყალბი მხიარულებით თქვი, თვალები ჯერ კიდევ ყინულივით ცივი გქონდა. „შეიძლება, ამ ყველაფრის დაფასება ისწავლო. თუ გაგვიმართლა, აქლემსაც დავიჭერთ.“

პასუხს არ დაელოდე. შენს სახატავ ქოხში მარტო დამტოვე. დაღვრილი საღებავი გარშემო შემომეღობა. იქ ვიჯექი, ყავისფერ ზღვაში, ვთრთოდი. დიდი ხანი გავიდა, სანამ სახლში დავბრუნდი.

* ქრაიმვოჩ (Crimewatch) - ბრიტანული გადაცემა, რომელშიც კრიმინალურ სიახლეებს განიხილავენ.

გაგრძელება იქნება
შემდეგი ეპიზოდი (22) - პარასკევს - 6 ოქტომბერს!

„მოტაცებული“ ეპიზოდი 20 ლუსი კრისტოფერი„არც მინდა, ვიცოდე.“ ფუნჯი ძირს უცერემონიოდ დააგდე და ოთახი სამ მოზრდილ ნაბიჯში გ...
28/09/2017

„მოტაცებული“

ეპიზოდი 20

ლუსი კრისტოფერი

„არც მინდა, ვიცოდე.“

ფუნჯი ძირს უცერემონიოდ დააგდე და ოთახი სამ მოზრდილ ნაბიჯში გადმოჭერი. იატაკზე კარისკენ გავხოხდი, მაგრამ დაიხარე და ხელი ფეხში ჩამავლე.

„გამიშვი!“

შენკენ მიმიზიდე. „გაშვებას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემს შესახებ რაღაცას გაგაგებინებ.“ შენი ხმა თანაბარი და მყარი იყო, ყბა - დაძაბული. შენს სუნქვას მიწის სუნი ჰქონდა, თითები კი მჭიდროდ შემოგეხვია ჩემს ფეხზე. „მონსტრი არ ვარ,“ დაიღრინე. „მაშინ ბავშვი იყავი. დრო, როცა მივხვდი, რომ მინდოდი, მოგვიანებით მოვიდა.“ თვალები დაახამხამე და გაიხედე, უცბად შეყოყმანდი.

ისევ ვცადე, გავთავისუფლებულიყავი. ფეხი მუხლში ჩაგარტყი, მაგრამ მკლავები გამიკავე, თითქოს ჩიტი ვიყავი და გაფრენაში ხელს მიშლიდი.

„ვხედავდი, როგორ იზრდებოდი.“

მხრები გავამოძრავე, მაგრამ ისეთი ძლიერი იყავი, ეს ძლივს მოვახერხე.

„ყოველდღე, შენი მშობლები გაიძულებდნენ, უფრო და უფრო დამსგავსებოდი მათ.“ განაგრძე. „უაზრო ცხოვრებისკენ გიბიძგებდნენ. შენ კი ეს არ გინდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ.“

„ჩემი მშობლების შესახებ რა იცი?“

ისევ დახამხამება. „ყველაფერი.“

პირში ნერწყვი დავიგროვე. შემოგაფურთხე. „მატყუარავ,“ გითხარი.

თვალები დაგიწვრილდა, ჩემი ნერწყვი კი ლოყაზე ჩამოგეწელა. შენი თითები უფრო მტკივნეულად ჩამაფრინდნენ. ისე ძლიერად მიჭერდი, რომ მეგონა, ნეკნები ჩამემსხვრეოდა. ჩემი სუნთქვა წრიპინს უფრო წააგავდა, მაგრამ, გაჯავრებული, არაფრით მიშვებდი ხელს.

„არ ვცრუობ,“ თქვი. „ყველაფერი ასეა.“

ჩემმა ნაფურთხმა შენს ნიკაპამდე მიაღწია და მის მოსაწმენდად ხელი გამიშვი. დაუყონებლივ წამოვხტი და კარისკენ გადავხტი. შენ კი მაინც შეტრიალდი, ყურადღება არ მომაქციე. ფუნჯი აიღე და სწრაფი, გაბრაზებული მოძრაობებით დაიწყე საკუთარი ხელის მოხატვა. იმ მომენტში შენი თვალების სილურჯე ზებუნებრივი იყო. მათმა სიძლიერემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა კარისკენ. თუმცა, ჯერ არ დამესრულებინა. კიდევ იყო რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, უნდა გამერკვია. ფეხები ვაიძულე, კანკალი შეეწყვიტათ. ხელი მოვმუშტე და ამით საკუთარი შიშის დაძლევა ვცადე.

„საიდან იცი ეს ყველაფერი?“ დაჟინებით მოგაცქერდი, მინდოდა, ჩემი მზერისგან სული გაგეფრთხო. შემდეგ კი შევბრუნდი და მუშტი კედელს მივარტყი. „ამდენი რამ არ უნდა იცოდე!“

ვგრძნობდი ცრემლებს, რომლებსაც ჩემი თვალებისგან თავის დაღწევა სურდათ. სიჩუმეც სიცხესავით ჩამოდგა. ადექი და ჩემგენ გამოსწიე.

„დიდი ხანია, თვალს გადევნებ,“ ამიხსენი. „ცნობისმოყვარეობის გამო, სხვა - არაფრისა. უბრალოდ, შენ ისე მგავდი, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი... ჩემს ადგილს ვერც მე ვპოულობდი.“ ამოიოხრე და ხელი შუბლზე გადაისვი. „ნუთუ საერთოდ არ გახსოვარ?“

„რა თქმა უნდა, არ მახსოვხარ! ეს ყველაფერი იდიოტური ტყუილია!“ მუშტი ისევ კედელს დავუშინე და გული შემეკუმშა, როცა დავინახე, როგორ გამიწითლდა თითები და კანი გადამექერცლა.

„ჯემ,“ მშვიდად დაიწყე. „მე შენ გიცნობ, მე შენ გხედავდი... ყოველდღე.“

კბილები გავაღრჭიალე, არ შემეძლო, შენთვის თვალებში ჩამეხედა. ვიხსენებდი იმ დროს, როცა სახლში შიშველი დავდიოდი, რადგან ჩემი მშობლები შინ არ იყვნენ. ის დროც გამახსენდა, როცა მეთიუ რიგონი ჩემთან ერთად სახლში ნასვამი მოვიდა.

„რა დაინახე?“ დავიჩურჩულე. „როგორ?“

მხრები აიჩეჩე. „შენი საძინებლის გვერდით მდგარი მუხა. ფანჯარა ავტოფარეხიდან. მეზობლების სახლი, როცა ისინი საბერძნეთში იყვნენ ხოლმე, რაც ხშირად ხდებოდა... და პარკიც, რასაკვირველია. ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ფიქრობ.“

შენი სახე ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ შემეძლო, სილა გამეწნა. ღმერთო, როგორ მინდოდა! მინდოდა, სილა გამეწნა, ფეხი და მუშტი მერტყა, სანამ უსიცოცხლო ნეხვად გადაიქცეოდი. მაგრამ უფრო მეტად მომიახლოვდი. ჩემი ხელი კედელს მოაშორე. ცერა თითი მტკივან, გადატყავებულ კანს გადაუსვი. ხელი მაშინვე ამიკანკალდა და თითები უფრო ძლიერად მოვკუმე.

„არ შემეხო,“ დაგიღრიალე.

უკან დაიხიე. „ვიცი, ვინც ხარ, ჯემ.“

ვიყვირე და მუცელში მუშტი გამოგიქანე. მთელი ძალით. ხელი უკან წავიღე და ისევ დაგარტყი. დარტყმაში ძალისხმევა არ დამიშურებია, ისევ და ისევ,შეუჩერებლად, შენს მყარ, გაქვავებულ მკერდს ვურტყამდი. არ მაინტერესებდა, რას მიზამდი. მხოლოდ ის მინდოდა, შენთვის ტკივილი მომეყენებინა. მგონი, ვერც კი შეამჩნიე, მკლავი დამიჭირე და უკან გადამიტრიალე. ტუჩები ჩემს ყურთან ისე ახლოს მოიტანე, რომ, გამოძრავების შემთხვევაში, მათ შევეხებოდი.

„ვიცი, როგორი იყო,“ დაიჩურჩულბე. „...ღამეები, როცა შენი მშობლების უზარმაზარ სახლში მარტო იყავი, სანამ ისინი სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ... შენი მეგობრები, კონტროლის დაკარგვამდე რომ თვრებოდნენ, შენ კი არ იცოდი, მიგებაძა თუ არა მათთვის. ჯოშ ჰოლმსმა ერთხელ საძინებლის კარზე რომ დაგიკაკუნა...“ ჩემი მკლავი ნელ-ნელა ჩამოუშვი. „მართლა ბედნიერი იყავი ქალაქში?“

„გააჯვი!“

ერთი ბანიჯი უკან გადადგი. „უბრალოდ გეკითხები,“ მითხარი. „გქონდა თუ არა იდეალური ცხოვრება? მართლა გენატრება.... შენი მშობლები, მეგობრები, ნებისმიერი სხვა რამ?“

თვალი გამისწორე. თავი დაგიქნიე. „რა თქმა უნდა, მენატრება.“ თუმცა, ჩემი სიტყვები ჩახველებას უფრო ჰგავდა.

დაუბრუნდი იმ ადგილს, სადაც ხატავდი. მარცხენა ხელი მტკივან სახსრებს შემოვაჭდე და ვცადე, დავმშვიდებულიყავი. არ ვიცოდი, ასე რომ ვთრთოდი. ახალი ფუნჯი მწვანე საღებავში ჩააწე და ფეხის თითებზე ფორმების გამოყვანა დაიწყე.

„იცი, რომ მართალი ვარ,“ თქვი. „შენი მშობლები იდიოტები არიან. მათთვის მთავარია ფულის შოვნა, სახლის იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა და საზოგადოებრივ გვერდებზე სახელის მოხვეჭა. ამდენი წლის განმავლობაში ხავსით გფადავდნენ, თავიანთი თავების პატარა ვერსიად გაქცევდნენ. ამისგან გადაგარჩინე.“

„არა!“ კბილები ისე ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, მეგონა,
დამცვივდებოდა.

ჩემი რეაქციის საპასუხოდ მხრები აიჩეჩე. „რა? ბევრჯერ მოვისმინე, ამას პირდაპირ როგორ ეუბნებოდი მათ.“

„მე მათი შვილი ვარ.“

„და?“

ფუნჯი შორტზე გაისვი და გაწმინდე. „შეეგუე, ჯემ, მათ სამსახური, ძვირფასი ნივთები და გავლენიანი მეგობრები შენზე მეტად აღელვებთ. მხოლოდ მაშინ უყვარდი, როცა მათსავით იქცეოდი.“

„სისულელეა.“

ცალი წარბი ზემოთ აზიდე. „შენს სკოლაში დაჯილდოვების ღამე მხოლოდ იმისთვის გამოტოვეს, რომ ახალი მანქანა შეერჩიათ.“

„მე ჯილდო არ მიმიღია.“

„მაგრამ, იძულებული იყავი, ცერემონიას დასწრებოდი და სხვა ყველას მშობლები იქ იყვნენ.“

„შენც არ გამოგიტოვებია, როგორც ვხვდები.“

„აბა რა,“ მხრები ისევ აიჩეჩე. პატარა მწვანე წერტილები ფეხის თითების წვერებზე დაიხატე. „მაგრამ მესმის, ასე რატომ იქცეოდნენ. მათ უბრალოდ აღიარება სურდათ. თავიანთი ადგილის პოვნა... ადამიანთა უმეტესობასაც ეს უნდა.“

„შენნაირი გიჟების გარდა,“ ბრაზით ავივსე.

თვალებში ჩრდილმა გადაგირბინა. „მე თავისუფლება მინდა,“ უბრალოდ თქვი. „შენი მშობლებისგან თავისუფლებას ვერ მიიღებ, პირიქით, გამოსირდები.“ შენს კისერზე ვენებს ვხედავდი. ნერწვი ნელა გადაყლაპე, თვალს არ მაშორებდი. „მე ისეთი რაღაცები დამინახავს, რაც შენ არ იცი, არ გახსოვს?“ სწრაფად თქვი, ფუნჯი ჩაბღუჯული გქონდა. „მე ისეთი საუბრები მომისმენია, შენ არც კი დაგესიზმრება.“

გაგრძელება იქნება

შემდეგი ეპიზოდი (21) - ორშაბათს - 2 სექტემბერს!

„მოტაცებული“ეპიზოდი 19ლუსი კრისტოფერი შემდეგ დღეს ისევ ჩემს გაღვიძებას ელოდი. „წამო,“ მითხარი. გამოგყევი. ამ სახლის სიჩუ...
25/09/2017

„მოტაცებული“

ეპიზოდი 19

ლუსი კრისტოფერი

შემდეგ დღეს ისევ ჩემს გაღვიძებას ელოდი.

„წამო,“ მითხარი.

გამოგყევი. ამ სახლის სიჩუმე უკვე მძულდებოდა, იმ პასიურ აგრესიულ მდგომარეობასთან ერთად, რომელშიც ვეშვებოდი. „განსალკევებულებისკენ“ არ წასულხარ. ამის მაგივრად, პირდაპირ მინაშენებისკენ გასწიე. ჩამოგრჩი.

„არ მინდა იქ შესვლა,“ გითხარი, როცა იმ კარის წინ შეჩერდი, რომელშიც წინათ ძალით შემაგდე.

„კარგი, რა,“ თქვი. „ეს უნდა განახო.“

კარი გამოაღე და შიგნით შეხვედი. მე კიბედ გადაკეთებულ ყუთზე შევყოვნდი. ოთახის ბოლომდე მიხვედი და ფარდები გადახსენი. მზის შუქი შემოიღვარა და ოთახში ფერები გაანათა: ქვიშა და ყვავილები, ფოთლები და საღებავი. თავდაპირველად არეულობას ჰგავდა, ყველაფერი მიმოყრილი იყო. დაუყონებლივ დავიწყე ისეთი რამის მოძებნა, რასაც ჩემი დაშავება შეეძლო. ერთადერთი, რაც შევამჩნიე, კუთხეში არსებული ქვების გროვა აღმოჩნდა. მათკენ რომ გადაინაცვლე, დავიძაბე, გასაქცევად მოვემზადე.

თუმცა, ქვები არ აგიღია. თეძოსთან დამაგრებული მათარა მოიხსენი და წვეთები ქვებს დააპკურე. მათი სველი ზედაპირიდან რაღაცები გადმოფხიკე და მცირე ზომის ლამბაქში ჩაყარე, მათ შენი ნერწყვიც დაამატე, რათა მუქი ყავისფერი მიგეღო.

„რას აკეთებ?“ გკითხე.

„საღებავს ვამზადებ.“

ჩემს სიახლოვეს ბალახისგან მოწნული კალათი იდგა, სავსე ფოთლებით, კენკრითა და ყვავილებით. მიუახლოვდი და ფრთხილად აარჩიე პატარა წითელი კენკრა. წითელ საღებავად აზილე. სწრაფად და მეთოდურად მუშაობდი, გარემოს სხვადასხვა ნაწილისგან საღებავს ამზადებდი. ვგრძნობდი, მზე როგორ მიწვავდა კეფას, ამიტომაც სახატავ ქოხში კიდევ ერთი ნაბიჯით შევედი და კედელს მივეყრდენი.

დაჯექი, შიშველი ფეხები მოკეცე. ქვებიდან ფუნჯი აიღე და ჟანგისფერ საღებავში ჩააწე, შემდეგ კი შენივე ფეხის მოხატვა დაიწყე. გრძელ, თხელ ხაზებს ხატავდი, შენს კანს მერქნის ტექსტურას აძლევდი. ყურადღების მოკრებასთან ერთად მოიღუშე კიდეც. თავი ჩარგული რომ გქონდა და კონცენტრაციას ახდენდი, შენი არ მეშინოდა, მაგრამ მაინც ფრთხილად გადევნებდი თვალს. ამ მომენტში თითქმის მჯეროდა შენი, როცა ამბობდი, რომ არაფერს დამიშავებდი.

„კიდევ რამდენი ხნით უნდა გამაჩერო აქ?“ ჩუმად გკითხე.

თავი არ აგიწევია. „უკვე გითხარი,“ მიპასუხე. „სამუდამოდ გიტოვებ.“

არ მჯეროდა. როგორ უნდა დამეჯერებინა? ამის რწმუნება და სიკვდილი ჩემთვის ერთი იყო. ამოვიოხრე. შუადღე ახლოვდებოდა, ანუ დღის ის ნაწილი, რომლის დროსაც გაუსაძლისად ცხელოდა. რამდენიმე ფუტის გავლაც კი ოლიმპიურ დღესასწაულს უდრიდა. გიყურებდი.

მალე ნახატმა შენი კოჭებიც და შემდეგ - წვივებიც - დაფარა. წვივებზე ფოთლები დაიხატე, მათ უკანა კუნთებზე კი - წითელი, წვეტიანი ბალახი. გაიღიმე, როცა შეამჩნიე, რომ გიცქერდი.

„რატომ უნდა დაგიჯერო?“ გავაგრძელე. „ეს არ მომხდარა.“

წვეტების ხატვა დაასრულე და მათ შორის ადგილი შავი ნახშირით შეავსე.

„აღდგომა იდგა,“ დაიწყე. „გაზაფხული იყო. მზის შუქი ტოტებზე ეკიდა. არ ციოდა, ფურისულები უკვე ამოსვლას იწყებდნენ. პარკში იყავი, მშობლებთან ერთად.“

„რომელ პარკში?“

„“პრინცის პარკში“. შენი ქუჩის ბოლოსაა მოთავსებული.“

კედელთან ჩავიკეცე, კიდევ ერთხელ ჩავვარდი შოკში იმით, რომ ჩემს შესახებ ამდენი რამ იცოდი. შენი თვალები ჩემს მზერაში იქექებოდნენ, არ უნდოდათ დაჯერება, რომ არაფერი მახსოვდა. ნელა ლაპარაკობდი, თითქოს, ასე მოქცევით, მოგონებას თავში ძალით ჩამტენიდი.

„შენი მშობლები სკამზე ისხდნენ და გაზეთებს კითხულობდნენ, როდოდენდრონების წინ. შენთვის სკუტერი წამოიღეს, რომ გეთამაშა, მაგრამ ის ბალახში მიატოვე. ყვავილებით იყავი დაინტერესებული. შენი ხმა მესმოდა, როგორ ლაპარაკობდი ტიტებთან და ნარგიზებთან, როგორ ეჩურჩულებოდი მათ ფოთლებში მცხოვრებ ფერიებს. ყველა ყვავილი სხვადასხვა ოჯახს ინახავდა.“

ხელები ფეხებზე მოვიხვიე. ამის შესახებ არავინ იცოდა, ამ თამაშებზე ანასათანაც კი არ დამიძრავს კრინტი. ჩემი შოკი არ გამოგრჩენია და რომ გააგრძელე, ღიმილს ვერ იკავებდი.

„ყვავილებს შორის ფრთხილად დადიოდი, სათითაო ოჯახს ესალმებოდი... მოსესებს, პატელებს, სმიტებს. შემდეგ გავარკვიე, რომ შენი სკოლელების გვარები მიგიცია მათთვის. პირდაპირ მიდიოდი, მერე კი ხშირი როდოდენდრონებს ქვემოთ გაძვერი და ბუჩქებში აღმოჩნდი. ჩემს ბუჩქებში. იქ მიპოვე, ჩემს ფუთასა და ნახევრად-სავსე ალკოჰოლის ბოთლთან ერთად, ალბათ, კაიფშიც ვიყავი. მაგრამ, გიყურებდი, გისმენდი. მომეწონა შენი პატარა მოთხრობები.“ მოგონებაზე გაგეღიმა. „მკითხე, აღდგომის კვერცხებს ხომ არ ვეძებდი. ვილაპარაკეთ - შენი ფერიებისა და მათი ყვავილის ოჯახების შესახებ მომითხრე. მე მინ მინების ამბავი გაგანდე: სულებისა, რომლებიც ხეებში ცხოვრობდნენ და დაკარგულ ბავშვებს იპარავდნენ. არ შეგშინებია, განსხვავებით ადამიანთა უმეტესობისგან, ვინც იმ დროს მხვდებოდა... უბრალო პიროვნებასავით მიყურებდი. ეს მომეწონა.“

ჩუმად იყავი, სანამ ბარძაყზე კვერცხის ხატვას დაასრულებდი. მას შუაში ყავისფერი კოპლები დაუმატე.

„გულწითელას კვერცხი, რომელიც გაჩუქე,“ მითხარი. „მუხის ქვემოთ ვიპოვე. თავზემოთ პატარა ხვრელი ჰქონდა, საიდანაც მისი გული ამოვწოვე. არ ვიცოდი, რატომ შევინახე... როგორც ჩანს, შენთვის.“ კვერცხი ღია ქვიშაქვისფრად შეღებე. „ძლიერი ჩიტები არიან გულწითელები,“ თქვი. „თავიანთ სახლს სიკვდილამდე დაიცავენ.“

გული ამიჩქარდა. ეს მოგონება ვიცოდი. რა თქმა უნდა. მაგრამ, შენ საიდან..?

„იმ ბუჩქებში მათხოვარი იყო,“ გითხარი. „ვიღაც გამხდარი და მოხუცი და თმიანი და ალბათ, გადარეული. იქ შენ არ ყოფილხარ.“

გაიღიმე. „შენ მითხარი, რომ ჩემი თავსახური - ვარდისფერი ყვავილები - ყველაზე ლამაზი იყო, რაც ცხოვრებაში გინახავს.“

„არა! მათხოვარს ვუთხარი, რომელსაც შემთხვევით გადავეყარე. შენ არა. გეშლება.“

ცერა თითის კუთხეს გღჭავდი. „საოცარია, ქუჩაში ცხოვრებას რა შეუძლია.“ ფრჩხილის ნაწილი მოიკვნიტე და გადააფურთხე. „მოკლედ, მაშინ მხოლოდ ბავშვი იყავი. შენს თვალში ზრდასრულად გამოვჩნდებოდი იმის მიუხედავად, რომ მაშინ თვრამეტისაც არ ვიქნებოდი.“

ხელისგულები მაისურზე შევიმშრალე. სხეულის მთლიანი ზედაპირი თითქოს წებოვანი მქონდა. შენიშნე, მაგრამ გააგრძელე ჩემი დაბნეულობით ტკბობა.

„შენ თქვი, რომ ეს საუკეთესო აღდგომის კვერცხი იყო, რაც კი ოდესმე აღმოგიჩენია. ისე დაატარებდი, თითქოს ყველაზე ძვირფასი რამ იყო. ამან გამახსენა ჩემი ცხოვრება, აქ... გამახსენა რაღაც გარეულის პოვნა და ცოდნა, რომ ის მნიშვნელოვანი იყო.“ კიდევ ერთი წრე მოახატე შენს მუხლს. „მიმახვედრე, რომ მეც ვეკუთვნოდი... არა ქალაქის პარკს, სადაც იაფფასიანი, მაღაზიაში-ნაყიდი სულები დაიარებოდნენ, არამედ ამ ადგილს, მიწას, რომელსაც ვიცნობდი, ნამდვილი სულებით.“ მუხლს კიდევ უფრო მეტი წრე შემოავლე. „მეორე დღეს იმ ბუდეს მივაგენი, საიდანაც კვერცხი გადმოვარდა. მიტოვებული იყო, მაგრამ ვიცოდი, მოგეწონებოდა. ამის პოვნა, შენი პოვნა... ნიშანი იყო.“

„რას გულისხმობ „ნიშანში“?“ ყელი ისე შემეკუმშა, ხმა ძლივს ამოვუშვი. ეს იმიტომ, რომ გულწითელას ბუდე მახსოვდა. ერთ დღეს, ადრიანად, ის ჩემი ფანჯრის რაფაზე აღმოჩნდა. არასოდეს გავარკვიე, საიდან მოვიდა ეს ბუდე. ვცადე, ნეწრყვი გადამეყლაპა. მიყურებდი და თავს იქნევდი რაღაცაზე, რაც ჩემს გამომეტყველებაში დაინახე.

„ნიშანი, რომ ადამიანს შეეძლო, რაღაც განსხავებული გაეკეთებინა...“ განაგრძე. „რომ ალკოჰოლზე ძლიერი რაღაცებიც არსებობდა. მაშინ დავიწყე ფიქრი, რა მინდოდა ცხოვრებისგან. და ესაა... მიწით ხატვა, აქ ცხოვრება, თავისუფლება...“ ხელი ოთახს მოავლე. შენს ფუნჯს საღებავის წვეთი მოსწყდა და სადღაც სხვაგან დაეცა. „ამიტომ, შენთან შეხვედრა... ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი იყო ამ ყველაფრისკენ... სამსახური ვიშოვე, მშენებლობა ვისწავლე, გამოვიძიე...“

პატარა, დაძაბული ხმა გამოვეცი, რამაც წინადადება გაგაწყვეტინა. იატაკზე დადებული ხელი მოვმუშტე, სახსრები ხეს დავაჭირე.

„ავადმყოფი ხარ,“ ჩავისისინე. „ათი წლის ბავშვით იყავი შეპყრობილი და ექვსი წლის შემდეგ ის მოიტაცე? რომელი დაცენტრილი...?“

„არა.“ პირი მჭიდროდ მოკუმე. „ასე არ ყოფილა. შეპყრობილი არ ვყოფილვარ...“ სახე გაქვავებული გქონდა, მკლელის გამომეტყველებას მიგიგავდა. „სრული ამბავი არ იცი.“

გაგრძელება იქნება

შემდეგი ეპიზოდი (20) - ხუთშაბათს - 28 სექტემბერს!

Address

Shatberashvili
Tbilisi
0173

Opening Hours

Monday 11:00 - 23:45
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 23:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 11:00 - 23:45
Sunday 11:00 - 23:45

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GIC-Georgian intelligence centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to GIC-Georgian intelligence centre:

Share