სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University, College & University, 61, Anna Politkovskaya Street, Tbilisi.

🔬 2026 წლის 17-18 ივნისს სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა სტუდე...
22/06/2026

🔬 2026 წლის 17-18 ივნისს სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს ინფორმატიკის, ქიმიის, ფარმაციის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მიმართულებებით.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

🔗 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

https://www.sou.edu.ge/news/sabunebismetyvelo-mecnierebaTa,-maTematikis,-teqnologiebisa-da-farmaciis-fakultetze-studentTa-samecniero-konferencia-gaimarTa/1972

20/06/2026
🕊️ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრის სტუდენტები მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ ბანაკში - „მშვიდო...
19/06/2026

🕊️ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრის სტუდენტები მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ ბანაკში - „მშვიდობა ერთობისთვის“, რომელიც ყვარელში გაიმართა.

ბანაკმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა ემსჯელათ მშვიდობის, დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ერთობის მნიშვნელობაზე.

მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის კულტურის გაძლიერებისა და მომავალი თაობების აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის.

#სამშვიდობოსწავლებისცენტრი

📝 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა➡️ 2026 წლის 11 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივე...
15/06/2026

📝 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა

➡️ 2026 წლის 11 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა აბიტურიენტებისთვის მათემატიკასა და ქიმიაში იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩაატარა.

იმიტირებული გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მოდელის ანალოგიურად, ნახევრად ელექტრონულ ფორმატში განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასო იყო და მასში ჩართვა ყველა მსურველ აბიტურიენტს შეეძლო.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასწარ გასცნობოდნენ გამოცდის ფორმატს, დაეფიქსირებინათ საკუთარი ცოდნა და შეეფასებინათ მომზადების დონე რეალური გამოცდებისთვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #სსუ #აბიტურიენტები #ეროვნულიგამოცდები #იმიტირებულიგამოცდები

🎓აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამაზე“.➡...
13/06/2026

🎓აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამაზე“.

➡️ პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერებისა და დოქტორანტების მხარდაჭერას, მათ შორის სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის, ერთჯერადი სტიპენდიისა და ფულადი პრემიის გაცემის მიმართულებით.

ℹ️ დეტალური ინფორმაცია 👇🏼

📣 იწყება განაცხადების მიღება „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამაზე“ 👇🏼

🔹 პროგრამის მიზანია დოქტორანტების, მეცნიერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, მათი საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების განვითარების წახალისება, ფინანსური მხარდაჭერა.

🎓 ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერები და მაღალი აკადემიური მოსწრების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

🔹 დაფინანსება გაიცემა სამი მიმართულებით:

▪️სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა და მეცნიერული კვლევების გამოქვეყნება (განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე);

▪️ ერთჯერადი სტიპენდია აკრედიტებული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის (განაცხადები მიიღება 10 ივლისამდე);

▪️ სამეცნიერო დაწესებულებებისა და დამსახურებული მეცნიერების საიუბილეო თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, ფულადი პრემია და დიპლომები (განაცხადები მიიღება წლის ბოლომდე, ჯილდო გაიცემა საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ვადაში).

ℹ️ პროგრამის დეტალური აღწერა, ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნების, შეფასების კრიტერიუმებისა და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე 🔗 https://www.abkhazia.gov.ge/banner/25

🔹 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ კონკურსის პირობებს და დადგენილ ვადებში წარმოადგინონ განაცხადები.

📄 განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე 🔗 https://portal.abkhazia.gov.ge/guest/Agency/Programs/2

#აფხაზეთისმთავრობა

🎓 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქ...
13/06/2026

🎓 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდა.

📜 მოხსენება მიეძღვნა აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიულ და პალეოგრაფიულ ანალიზს -
ბოლო წლებში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით.

💬 სხდომამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და დასასრულს გაიმართა დისკუსია.

🔎 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მსგავსი სამეცნიერო აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის საქმეში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე 👇
https://www.sou.edu.ge/news/profesor-lia-axalaZis-samecniero-moxseneba-saqarTvelos-mecnierebaTa-erovnul-akademiaSi/1966

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ლიაახალაძე #სამეცნიერომოხსენება #აფხაზეთი #ეპიგრაფიკა #ქართულიეპიგრაფიკა #კულტურულიმემკვიდრეობა #მეცნიერება

🇬🇪 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კარიერისა და ოფიცრის პროფესიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.სტუდე...
12/06/2026

🇬🇪 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კარიერისა და ოფიცრის პროფესიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტები გაეცნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის პროგრამებს, სამხედრო განათლების სისტემას, მიღების პირობებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრას უძღვებოდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი, კაპიტანი ლექსო წაველიძე.

🔗 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდს.

https://www.sou.edu.ge/news/soxumis-saxelmwifo-universitetSi-samxedro-karierisa-da-oficris-profesiis-Sesaxeb-sainformacio-Sexvedra-gaimarTa/1965

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ეროვნულითავდაცვისაკადემია #სამხედროგანათლება #ოფიცრისკარიერა #სტუდენტები #განათლება

📚 2026 წლის 9, 10 და 11 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელ...
12/06/2026

📚 2026 წლის 9, 10 და 11 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა.

სხვადასხვა მიმართულების საკონფერენციო სხდომებს, კოლეგებთან ერთად, ესწრებოდნენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებიც.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა სხვადასხვა დარგის ოცდაათი პროფესორ-მასწავლებელი. მკვლევრებმა ერთმანეთს გააცნეს ახალი აღმოჩენები, კვლევის შედეგები, გაითვალისწინეს კოლეგათა რეკომენდაციები და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #სსუ #ჰუმანიტარულმეცნიერებათაფაკულტეტი #სამეცნიეროკონფერენცია #მეცნიერება #კვლევა #აკადემიურისივრცე #სტუდენტები

🇬🇪 სტუდენტების საყურადღებოდ!🎖️ გსურთ გაიგოთ მეტი სამხედრო კარიერის, ლიდერობის, ოფიცრის პროფესიისა და ეროვნული თავდაცვის ...
11/06/2026

🇬🇪 სტუდენტების საყურადღებოდ!

🎖️ გსურთ გაიგოთ მეტი სამხედრო კარიერის, ლიდერობის, ოფიცრის პროფესიისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული შესაძლებლობების შესახებ?

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და სამხედრო განათლების სისტემა.

📌 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

▪️ ოფიცრის პროფესიის მნიშვნელობასა და პერსპექტივებს;
▪️ უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსს;
▪️ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამას;
▪️ მიღების კრიტერიუმებსა და შერჩევის ეტაპებს;
▪️ აკადემიაში არსებულ სასწავლო, სპორტულ და საცხოვრებელ პირობებს;
▪️ სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

სპიკერი:
🎖️ კაპიტანი ლექსო წაველიძე -
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი

📅 თარიღი: 12 ივნისი, 2026 წელი
🕐 დრო: 13:00 საათი
📍 ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
📍 ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61
🏢 IV სართული, აუდიტორია №401

📣 დასწრება თავისუფალია.

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ეროვნულითავდაცვისაკადემია #სამხედროგანათლება #ლიდერობა #საქართველოსთავდაცვაძალები

Address

61, Anna Politkovskaya Street
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577170740

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University:

Share