22/05/2024
მხოლოდ ამერიკა მსოფლიო ეკონომიკის 25%-ია, ხოლო ევროკავშირთან ერთად თითქმის ნახევარი.
ევროკავშირის წევრობით, აშშ-სთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, ძალიან სწრაფად, შეგვიძლია გავხდეთ შვეიცარიის, ირლანდიის და ისრაელის რეგიონული ვერსია.
ამას თუ დავუმატებთ შავი ზღვის და შუა დერეფნის ათვისებას, უბრალოდ გავფრინდებით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა არნახული ეკონომიკური დოვლათისა, ქართული პასპორტი იქნება საოცნებო აფხაზებისთვის და ოსებისთვის რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ დროის საკითხად აქცევს.
ხოლო ალტერნატივა არის ბოდვები გლობალური ომის პარტიაზე და მასონებზე, იზოლაციონიზმი, სანქცირებული ხელისუფლება, რუსეთის ორბიტა და შედეგად სიღარიბე, დაცლილი ქვეყანა, კატასროფული დემოგრაფიული კლება, კორუპციის და კრიმინალის ჭაობში ჩაფლული ოლიგარქულ - მაფიოზური სახელმწიფო, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა, სადაც არ არსებობს სტაბილურობა და მშვიდობა.
ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე ვართ.
ასეთი ისტორიული შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება ჩვენი თაობის უპატიებელი დანაშაული.