ილიაუნის ბიბლიოთეკა / Iliauni Library

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის ბიბლიოთეკა / Iliauni Library

ილიაუნის ბიბლიოთეკა / Iliauni Library მეტი ინფორმაცია, მეტი წარმატება!

ილიაუნის ბიბლიოთეკა - ინფორმაციული რესურსცენტრი, რომელიც პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე, მომხმარებლისათვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომსა და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს და ამგვარად ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ზრდას, თითოეული მომხმარებლის ინტეგრაციას გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში და ახალი ცოდნის გენერირებას.

🌐 ილიაუნის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომი „ხუთი უკვდავი ქართველი: XIX საუკუნის პირველი...
30/09/2026

🌐 ილიაუნის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომი „ხუთი უკვდავი ქართველი: XIX საუკუნის პირველი ნახევარი“.

📌 გამომცემლობა „უნივერსალის“ მიერ 2012 წელს გამოცემული წიგნი XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიას ხუთი გამორჩეული მოღვაწის, სოლომონ ლიონიძის, ალექსანდრე ბატონიშვილის, სოლომონ II-ის, სოლომონ დოდაშვილისა და ფილადელფოს კიკნაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მიხედვით გვაცნობს. ავტორი მათ მოღვაწეობას რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ეროვნული წინააღმდეგობის ისტორიულ კონტექსტში განიხილავს.

📌 ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ამ ხუთი მოღვაწის როლზე საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მათი ბიოგრაფიებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის განხილვით ავტორი წარმოაჩენს XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვადასხვა ასპექტს და მიზნად ისახავს მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენოს ამ ისტორიული პირების ღვაწლი.

წიგნის ელექტრონული ვერსიის სანახავად გთხოვთ, იხილოთ ბმული 🔗https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/4-khuthi-ukvd-qarth-h.kuprashvili.pdf
‌
🌐 Henry Kuprashvili’s Five Immortal Georgians: The First Half of the 19th Century is available in the Iliauni Electronic Library.

📌 Published by Universali in 2012, the book explores the history of Georgia in the first half of the 19th century through the lives and activities of five prominent figures: Solomon Lionidze, Prince Aleksandre, Solomon II, Solomon Dodashvili, and Filadelfos Kiknadze. The author examines their work in the historical context of the Russian Empire's abolition of Georgian statehood and the subsequent national resistance.

📌 The publication focuses on the role of these five figures in the struggle for Georgia’s freedom and state independence. Through their biographies and socio-political activities, the author presents various aspects of the national liberation movement of the first half of the 19th century and seeks to remind readers of the historical contributions of these individuals.

To access the electronic version of the book, please follow the link 🔗https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/4-khuthi-ukvd-qarth-h.kuprashvili.pdf

For English scroll down ⤵📣 ძვირფასო მკითხველებო,სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გიზიარებთ ილიაუნის ბიბლიოთეკ...
18/09/2026

For English scroll down ⤵

📣 ძვირფასო მკითხველებო,

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გიზიარებთ ილიაუნის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებისა და ასლის გადამღები პუნქტების განახლებულ სამუშაო საათებს:

📚 ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი
ორშაბათი–პარასკევი: 09:00–17:00

📚 ლიტერატურის ოთახი
ორშაბათი–პარასკევი: 09:00–21:00
შაბათი: 10:00–18:00

📚 ილიას დარბაზი
ორშაბათი–პარასკევი: 09:00–21:00
შაბათი: 10:00–18:00

📚 სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი
ორშაბათი: 09:00–21:00
სამშაბათი: 13:00–21:00
ოთხშაბათი: 09:00–11:00 და 13:00–21:00
ხუთშაბათი–პარასკევი: 09:00–10:00 და 13:00–21:00
შაბათი: 10:00–18:00

📚 ასლის გადამღები პუნქტი A101
ორშაბათი–პარასკევი: 10:00–19:00

📚 ასლის გადამღები პუნქტი E107
ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
📲 032 222 00 09
📬 [email protected]

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
ილიაუნის ბიბლიოთეკა

📣 Dear Readers,

As the academic semester begins, please find below the updated working hours of Iliauni Library’s reading halls and photocopying points:

📚 Aleksandre Kartveli Reading Hall
Monday–Friday: 09:00–17:00

📚 The Room of Literature
Monday–Friday: 09:00–21:00
Saturday: 10:00–18:00

📚 Ilia Reading Hall
Monday–Friday: 09:00–21:00
Saturday: 10:00–18:00

📚 Sulkhan-Saba Orbeliani Reading Hall
Monday: 09:00–21:00
Tuesday: 13:00–21:00
Wednesday: 09:00–11:00 and 13:00–21:00
Thursday–Friday: 09:00–10:00 and 13:00–21:00
Saturday: 10:00–18:00

📚 Photocopying Point A101
Monday–Friday: 10:00–19:00

📚 Photocopying Point E107
Monday–Friday: 10:00–18:00

For any questions, please contact us:
📲 032 222 00 09
📬 [email protected]

Thank you for your cooperation!
Best regards,
Iliauni Library.

For English scroll down ⤵️📣 ძვირფასო მკითხველებო,🔻 გაცნობებთ, რომ 14 სექტემბრიდან ასლის გადაღებისა და ბეჭდვის სერვისი  ჩ...
11/09/2026

For English scroll down ⤵️

📣 ძვირფასო მკითხველებო,

🔻 გაცნობებთ, რომ 14 სექტემბრიდან ასლის გადაღებისა და ბეჭდვის სერვისი ჩვეული განრიგით განაახლებს მუშაობას.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,�ილიაუნის ბიბლიოთეკა

📣 Dear Readers,

🔻 We would like to inform you that starting September 14, the photocopying and printing service will resume its regular hours.

Thank you for your cooperation!

Best regards,�Iliauni Library

For English scroll down ⤵️📣 ძვირფასო მკითხველებო,🔻 გაცნობებთ, რომ 7 სექტემბრიდან ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზ...
04/09/2026

For English scroll down ⤵️

📣 ძვირფასო მკითხველებო,

🔻 გაცნობებთ, რომ 7 სექტემბრიდან ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი განაახლებს მუშაობას.

🔻 7 სექტემბრიდან დარბაზი იმუშავებს 09:00-დან 17:00 საათამდე.

🔻 14 სექტემბრიდან კი ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი ჩვეულ სამუშაო განრიგს დაუბრუნდება და მკითხველებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
�📲 032 222 00 09�📬 [email protected]

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,�ილიაუნის ბიბლიოთეკა

📣 Dear Readers,

🔻 We would like to inform you that the Alexandre Kartveli Reading Room will reopen on September 7.

🔻 From September 7, the Reading Room will be open from 09:00 to 17:00.

🔻 Starting September 14, the Alexandre Kartveli Reading Room will return to its regular hours and will be open from 09:00 to 21:00.

If you have any questions, please contact us:�📲 032 222 00 09�📬 [email protected]

Thank you for your cooperation!

Best regards,�Iliauni Library

📣 ძვირფასო მკითხველებო,✒️ გაცნობებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან ლიტერატურის ოთახი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.ნებისმიე...
31/08/2026

📣 ძვირფასო მკითხველებო,

✒️ გაცნობებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან ლიტერატურის ოთახი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:�📲 032 222 00 09�📬 [email protected]

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,�ილიაუნის ბიბლიოთეკა

📣 Dear Readers,

✒️ We would like to inform you that starting September 1, the Literature Room will resume its regular operations.

If you have any questions, please contact us:�📲 032 222 00 09�📬 [email protected]

Thank you for your cooperation!

Best regards,�Iliauni Library

For English scroll down ⤵️📣 ძვირფასო მკითხველებო!გაცნობებთ, რომ 28 აგვისტო ოფიციალური დასვენების დღეა. ბიბლიოთეკის სამკი...
27/08/2026

For English scroll down ⤵️

📣 ძვირფასო მკითხველებო!

გაცნობებთ, რომ 28 აგვისტო ოფიციალური დასვენების დღეა. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 28 აგვისტოს დროებით შეაჩერებს მუშაობას, ორშაბათიდან კი ჩვეული რეჟიმით შეძლებთ სარგებლობას.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
📲 032 222 00 09
📬 [email protected]

გმადლობთ თანამშრომლობისთვის და გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.

პატივისცემით,
ილიაუნის ბიბლიოთეკა
‌
📣 Dear Readers,

We would like to inform you, due to the official holidays, the reading rooms and photocopying service will be closed on August 28 and will resume from Monday

If you have any questions or concerns, please do not hesitate to contact us at:
📲 032 222 00 09�📬 [email protected]

Thank you for your cooperation

Sincerely,
Iliauni Library

For English scroll down ⤵️✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია სანდრო ასათიანისა და კარლ შტოკერის 2025 წელს გამოცემული...
21/08/2026

For English scroll down ⤵️

✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია სანდრო ასათიანისა და კარლ შტოკერის 2025 წელს გამოცემული წიგნი „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება”.
🔹 წიგნი ხელოვნურ ინტელექტს არა ტექნიკური მოწყობის, არამედ მისი პრაქტიკული და შემოქმედებითი გამოყენების პერსპექტივიდან განიხილავს. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება AI იქცეს ადამიანისთვის თანამშრომლობის ინსტრუმენტად და დაეხმაროს მას იდეების განვითარებაში, შემოქმედებით პროცესსა და სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში.
🔻 სახელმძღვანელო აერთიანებს პრაქტიკულ მიდგომებსა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ კრიტიკულ ხედვას. წიგნი მკითხველს სთავაზობს AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გზებს და, ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს გააზრებული და კრიტიკული გამოყენების მნიშვნელობაზე. მისი ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ ტექნიკური უნარი არ არის და მასთან ეფექტიანი თანამშრომლობა შემოქმედებით აზროვნებას, ექსპერიმენტირებასა და ადამიანის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.
📚 წიგნი ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკის შემდეგ დარბაზებში:
📍 სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი - ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401;
📍 ალექსანდრე ქართელის დარბაზი - ილია ჭავჭავაძის გამზ. N45, T 402.

✨ Available at Ilia State University Library is the 2025 book “The Art of Using Artificial Intelligence: A Non-Technical Guide to Creative Synthesis” by Sandro Asatiani and Karl Stocker, published in Tbilisi by Sandros Books.
🔹 Rather than focusing on the technical workings of artificial intelligence, the book explores its practical and creative use. The authors examine how AI can become a collaborative tool that supports people in developing ideas, engaging in creative processes, and approaching a wide range of tasks.
🔻 The guide combines practical approaches with a critical perspective on artificial intelligence. It introduces ways of working with AI tools while emphasizing the importance of thoughtful and critical use. One of its central ideas is that using AI is not merely a technical skill: effective collaboration with it also requires creative thinking, experimentation, and active human involvement.
📚 The book is available in the following reading rooms of Ilia State University Library:
📍 Sulkhan-Saba Orbeliani Reading Room - 32 I. Chavchavadze Ave., Building B, 4th floor, Room 401;
📍 Aleksandre Kartveli Reading Room - 45 Ilia Chavchavadze Ave., T 402.

For English scroll down ⤵️✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ოლივერ რაისნერის წიგნი „ქართველი ერის სკოლა: ქართველთა ...
18/08/2026

For English scroll down ⤵️
✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ოლივერ რაისნერის წიგნი „ქართველი ერის სკოლა: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია“. წიგნი 2025 წელს გამომცემლობა „ზიარის“ მიერ გამოიცა, ხოლო ქართული გამოცემის მთარგმნელები არიან დავით პაიჭაძე, ნინო კიღურაძე და ივა მინდაძე.
🔹 მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე შექმნილი წიგნი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნისა და საქმიანობის ისტორიას იკვლევს. ავტორი გვიჩვენებს, როგორ იქცა განათლების, ცოდნისა და კულტურის გავრცელება ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვან ნაწილად და რა როლი შეასრულა საზოგადოებამ თანამედროვე ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.
🔻 კვლევა საზოგადოების საქმიანობას ფართო სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში განიხილავს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ავტორი იკვლევს მისი წევრების სოციალურ და გეოგრაფიულ წარმომავლობას, განათლებას, პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ჩართულობას. წიგნი წარმოაჩენს, როგორ ერთიანდებოდნენ განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა და შეხედულებების ადამიანები საერთო მიზნის გარშემო და როგორ უკავშირდებოდა მათი საქმიანობა მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებსა და ეროვნული მოძრაობის განვითარებას.
📚 წიგნი ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკაში:
📍 ილიას დარბაზი - ილია ჭავჭავაძის გამზ. N45, E 249.
‌
✨ Available at Ilia State University Library is Oliver Reisner’s “The School of the Georgian Nation: The History of the Establishment and Activities of the Society for the Spreading of Literacy among Georgians.” The Georgian edition was published by Ziari in 2025 and translated by David Paichadze, Nino Kighuradze, and Iva Mindadze.
🔹 Based on extensive research, the book explores the establishment and activities of the Society for the Spreading of Literacy among Georgians. Reisner examines how the dissemination of education, knowledge, and culture became an important part of the national movement and considers the Society’s role in the formation of modern Georgian national consciousness.
🔻 The study places the Society’s activities within a broader social and historical context. Drawing on a wide range of sources, the author examines its members’ social and geographical backgrounds, education, professional lives, and public activities. The book demonstrates how people of different social backgrounds and views united around a common purpose and how their work was connected to social change and the development of the Georgian national movement in the 19th and early 20th centuries.
📚 The book is available at Ilia State University Library:
📍 Ilia Reading Room - 45 Ilia Chavchavadze Ave., E 249.

🌐 ილიაუნის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომი „ინფორმაციული ომები და საერთაშორისო კიბერსივ...
12/08/2026

🌐 ილიაუნის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომი „ინფორმაციული ომები და საერთაშორისო კიბერსივრცე“.
📌 წიგნი თანამედროვე გლობალური უშიშროების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, ინფორმაციულ ომებსა და კიბერსივრცეს იკვლევს. ავტორი მიმოიხილავს ომის ევოლუციას და აანალიზებს, როგორ შეცვალა ინფორმაციულმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ფორმები. ნაშრომში განხილულია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერომი, ინფორმაციული იარაღი, კიბერუშიშროება, სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა, საერთაშორისო სამართლის მოქმედება კიბერსივრცეში და ეროვნული თუ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სისტემები.
📌 გამოცემა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს. ცალკეული თავები მოიცავს დასკვნებსა და საკონტროლო კითხვებს, წიგნის დანართში კი წარმოდგენილია პრაქტიკული სავარჯიშოები და ქეისები. ნაშრომი განკუთვნილია პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სტუდენტებისთვის, უშიშროების სფეროს სპეციალისტებისა და თანამედროვე ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული მკითხველებისთვის.
წიგნის ელექტრონული ვერსიის სანახავად გთხოვთ, იხილოთ ბმული 🔗https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/14-inph-omebi-da-saerth-kibersivrts-h.kuprashvili.pdf
‌
🌐 Available in the Iliauni Electronic Library: Henry Kuprashvili’s Information Wars and International Cyberspace.
📌 The book explores one of the key dimensions of contemporary global security: information warfare and cyberspace. The author examines the evolution of warfare and analyzes how advances in information and technology have transformed the forms of confrontation between states. The book discusses information and psychological warfare, cyberwarfare, information weapons, cybersecurity, state information policy, the application of international law in cyberspace, and national and international cybersecurity systems.
📌 Combining theoretical and practical approaches, the publication includes conclusions and review questions in individual chapters, as well as practical exercises and case studies in the appendix. The book is intended for students of political science, international relations, and law, security professionals, and readers interested in contemporary issues of information and cybersecurity.
To access the electronic version of the book, please follow the link 🔗 https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/14-inph-omebi-da-saerth-kibersivrts-h.kuprashvili.pdf

For English scroll down ⤵️✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ანა კირვალიძისა და ოლივერ რაისნერის „Resilient Bonds: O...
31/07/2026

For English scroll down ⤵️

✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ანა კირვალიძისა და ოლივერ რაისნერის „Resilient Bonds: On Social Cohesion in Georgia" (მდგრადი კავშირები: სოციალური ერთიანობის შესახებ საქართველოში).
🔹 წიგნი ეძღვნება ერთ-ერთ ფუნდამენტურ კითხვას თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში: რა ფორმით არსებობს და როგორ ფუნქციონირებს სოციალური ერთიანობა საქართველოში. ნაშრომი ემპირიულად და თეორიულად აანალიზებს იმ კავშირებს, რომლებიც აერთიანებენ ჯგუფებს, ქსელებსა და თემებს ქვეყნის შიგნით, აგრეთვე იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ კავშირებს მდგრადობას ანიჭებენ ცვალებად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ანა კირვალიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორია, ხოლო ოლივერ რაისნერი იმავე უნივერსიტეტში ევროპული და კავკასიური კვლევების პროფესორი. ეს ორმაგი, სოციოლოგიური და ისტორიული მიდგომა წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
🔻 ნაშრომი ეფუძნება შედარებით რეგიონულ ანალიზს, რომელიც ცხადყოფს, რომ სოციალური ერთიანობა საქართველოში ერთგვაროვანი მოვლენა არ არის. ისტორიული ნაწილი მკითხველს უბრუნდება მე-16 საუკუნემდე და მიჰყვება იმ კულტურულ და სოციალურ საფუძვლებს, რომლებზეც დღევანდელი ერთიანობის ფორმები გაიზარდა, ფეოდალური მმართველი დინასტიებიდან ჰორიზონტალურად ორგანიზებულ თემურ ასოციაციებამდე, როგორიც იყო „თავისუფალი სვანეთი". განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას და იმას, თუ როგორ შეცვალა საბჭოთა ნეო-პატრიმონიულმა სტრატეგიამ ლოკალური საპატრონაჟო ქსელები და როგორ აისახა ეს დღევანდელ სოციალურ დინამიკაზე.
წიგნით სარგებლობისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:�📍 ილიას დარბაზს - მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი №45, E 249�📍 სულხან-საბა ორბელიანის დარბაზს - მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401

✨ "Resilient Bonds: On Social Cohesion in Georgia" by Ana Kirvalidze and Oliver Reisner is now available at Ilia University Library.
🔹 The book addresses one of the fundamental questions of contemporary Georgian society: in what form social cohesion exists in Georgia and how it functions. The work analyzes, both empirically and theoretically, the bonds that hold groups, networks, and communities together within the country, alongside the factors that lend these bonds their resilience in a shifting political and economic context. Ana Kirvalidze is Associate Professor of Sociology at Ilia State University, while Oliver Reisner is Professor of European and Caucasian Studies at the same university. This dual sociological and historical approach is one of the book's principal strengths.
🔻 The work is grounded in a comparative regional analysis, which makes clear that social cohesion in Georgia is not a uniform phenomenon. The historical section takes the reader back to the 16th century and traces the cultural and social foundations on which today's forms of cohesion have grown, from feudal ruling dynasties to horizontally organized communal associations such as "Free Svaneti." Particular attention is given to the Soviet and post-Soviet transformation, and to how Soviet neo-patrimonial strategy reshaped local patronage networks and how this is reflected in present-day social dynamics.
The book is available at:�📍 Ilia Hall - Address: I. Chavchavadze Ave. №45, E 249�📍 Sulkhan-Saba Orbeliani Hall - Address: I. Chavchavadze Ave. №32, Building B, 4th floor, Room 401

Address

Ilia Chavchavadze Avenue N45
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 09:00 - 21:00

Telephone

+995322220009

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის ბიბლიოთეკა / Iliauni Library posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ილიაუნის ბიბლიოთეკა / Iliauni Library:

Shortcuts

Share